„საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ორგანული კანონი (1)
- საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ 01.10.2004
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონი
„საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 12.10.2004, მუხ. 137) დაემატოს შემდეგი შინაარსის IV1 თავი:
„თავი IV1. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო
მუხლი 101
1. სახელმწიფო სიმბოლოებთან დაკავშირებული საკითხების რეგულირების მიზნით, საქართველოს პარლამენტთან იქმნება და მოქმედებს საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო.
2. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს კომპეტენცია და ფუნქციები განისაზღვრება ამ კანონითა და ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დებულებით, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.
მუხლი 102
ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) სახელმწიფო სიმბოლოებთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება;
ბ) სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების შესახებ წინადადებების შემუშავება;
გ) აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკებისა და თვითმმართველი ერთეულების სიმბოლოების შექმნასა და მათი გამოყენების წესების დადგენაში მონაწილეობა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავება;
დ) სახელმწიფო სიმბოლოების სახელმწიფო რეგულირებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტის
მოვალეობის შემსრულებელი
ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2007 წლის 22 ნოემბერი.
№5496–IIს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 22.11.2007.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატების შეტანის თაობაზე მიღებულია 22.11.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №5496. სარეგისტრაციო კოდი — 010.020.000.04.001.003.062.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.11.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატების შეტანის თაობაზე, №5496, 22.11.2007, სარეგისტრაციო კოდი 010.020.000.04.001.003.062 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.11.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/20110/