საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 02.09.2013
ძალის დაკარგვა 21.07.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი
ნომერი №692
სარეგისტრაციო კოდი 020090000.08.002.016867
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/09/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 597 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.09.2013 მიღება
21.07.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №692 2013 წლის 2 სექტემბერი ქ.თბილისი საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 37-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად: 1. დამტკიცდეს თანდართული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი №1 დანართის შესაბამისად. 2. დამტკიცდეს თანდართული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი №2 დანართის შესაბამისად. 3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი დანართი №1 საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი 1. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი (შემდეგში - წესი) განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში (შემდეგში - ადმინისტრაცია) არსებული საზოგადოებრივი ინტერესების სფეროს განკუთვნილი საჯარო ინფორმაციის ადმინისტრაციის ელექტრონულ რესურსზე (ადმინისტრაციის ვებგვერდზე) განთავსების სამართლებრივ საფუძვლებს. 2. ამ წესის მოქმედება ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საჯარო ინფორმაციაზე. 3. ადმინისტრაციის ვებგვერდის მისამართია: www.president.gov.ge. 4. ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ გამოქვეყნების მიზნით მოთხოვნილი ინფორმაციის დროულ დამუშავებასა და მიწოდებას. 5. ადმინისტრაციის ვებგვერდზე პროაქტიულად გამოსაქვეყნებელ საჯარო ინფორმაციას მიეკუთვნება: ა) ადმინისტრაციის სტრუქტურა და ფუნქციების აღწერა (განახლდება ცვლილების შემთხვევაში); ბ) „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულება (განახლდება ცვლილების შემთხვევაში); გ) ინფორმაცია ადმინისტრაციის უფროსის, უფროსის მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების შესახებ, ასევე საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლებისა და საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეების შესახებ: სახელი, გვარი, ბიოგრაფიული მონაცემები (განახლდება ცვლილების შემთხვევაში); დ) ადმინისტრაციის მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსის ნომერი, ტელეფონის ნომერი (განახლდება ცვლილების შემთხვევაში); ე) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის  პასუხისმგებელი პირის (პირების) სახელი, გვარი, თანამდებობა, სამსახურის ელექტრონული ფოსტა, სამსახურის ტელეფონის ნომერი (განახლდება ცვლილების შემთხვევაში); ვ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად ადმინისტრაციაში შემოსული და ასევე გაცემული განცხადებების შესახებ ზოგადი სტატისტიკა (ქვეყნდება კვარტალურად); ზ) ინფორმაცია ადმინისტრაციაში გამოცხადებული კონკურსის წესით შესავსები ვაკანტური თანამდებობების შესახებ (განახლდება ცვლილების შემთხვევაში); თ) ნორმატიული აქტები, რომლებიც განსაზღვრავს ადმინისტრაციაში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესებს (განახლდება ცვლილების შემთხვევაში); ი) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა (ქვეყნდება ყოველწლიურად); კ) ინფორმაცია ადმინისტრაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის ფარგლებში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ - მიმწოდებლის, შესყიდვის ობიექტის, შესყიდვის საშუალებისა და ხელშეკრულების ღირებულების მითითებით (ქვეყნდება კვარტალურად); ლ) ინფორმაცია ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული ქონების გასხვისებისა და სარგებლობაში გადაცემის შესახებ (ქვეყნდება კვარტალურად); მ) ინფორმაცია ადმინისტრაციის თანამშრომლებზე გაცემული სარგოს, დანამატებისა და პრემიების კვარტალური ოდენობების შესახებ (ჯამურად) (ქვეყნდება კვარტალურად); ნ) ინფორმაცია ადმინისტრაციის თანამშრომელთა ოფიციალური და სამუშაო ვიზიტებისათვის გაწეული სამივლინებო ხარჯების შესახებ (ჯამურად) (ცაკლე - ქვეყნის შიგნით და ცაკლე - ქვეყნის გარეთ განხორციელებული მივლინებებისათვის) (ქვეყნდება კვარტალურად); ო) ინფორმაცია ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ - მოდელის მითითებით (ქვეყნდება ყოველწლიურად); პ) ინფორმაცია საწვავის მოხმარებისათვის გაწეული ხარჯის შესახებ (ჯამურად) (ქვეყნდება ყოველწლიურად); ჟ) ინფორმაცია ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების შესახებ (ჯამურად) (ქვეყნდება ყოველწლიურად); რ) საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტები (ქვეყნდება ძალაში შესვლიდან 10 დღეში). შენიშვნა: კვარტალურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება კვარტალის დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში, ყოველწლიურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია - წლის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში, ხოლო, თუ ბრძანებულებით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის განახლება დაკავშირებულია შესაბამის სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანასთან, ინფორმაცია უნდა განახლდეს ცვლილების ძალაში შესვლიდან 10 დღეში. დანართი №2 საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი 1. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში (შემდეგში - ადმინისტრაცია) არსებული საჯარო ინფორმაციის  ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესსა და პირობებს. 2. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნა ხდება დაინტერესებული პირის მიერ ადმინისტრაციის ელექტრონულ რესურსზე (ადმინისტრაციის ვებგვერდზე) წერილობითი განცხადების წარდგენის გზით. 3. ადმინისტრაციის ვებგვერდის მისამართია: www.president.gov.ge. 4. მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაინტერესებული პირის მიერ მითითებულ ელექტრონულ საფოსტო მისამართზე გაგზავნის საშუალებით. 5. იმ შემთხვევაში, თუ  მოთხოვნილი ინფორმაციის ელექტრონულად გაგზავნა შეუძლებელია მისი მოცულობიდან გამომდინარე, ადმინისტრაცია, დაინტერესებული პირის თანხმობის შემთხვევაში, უზრუნველყოფს ინფორმაციის კომპაქტურ დისკზე ჩაწერასა და გაცემას „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ოდენობით მოსაკრებლის გადახდის შემდეგ. 6. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემაზე ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლით დადგენილი ვადები.