„თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 იანვრის №22 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №705 |
|
2013 წლის 5 სექტემბერი ქ. თბილისი |
„მუხლი 3.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში:
ა) ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
გ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
დ) სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ე) ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ვ) ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ზ) ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
თ) პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ი) უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
კ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ლ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი;
მ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი;
ნ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი;
ო) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი;
პ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელი;
ჟ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ხელმძღვანელი;
რ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელი.“;
„მუხლი 4.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში:
ა) შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ბ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
დ) გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ე) გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ვ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ზ) მინისტრის აპარატის ხელმძღვანელი;
თ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი;
ი) წყლის რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი;
კ) ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი;
ლ) ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი;
მ) კლიმატის ცვლილების სამსახურის ხელმძღვანელი;
ნ) ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი;
ო) ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი;
პ) მიწის რესურსების დაცვისა და წიაღის სამსახურის ხელმძღვანელი;
ჟ) სატყეო პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელი;
რ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ს) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი;
ტ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი;
უ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი;
ფ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სატყეო საბაზისო-სანერგე მეურნეობის ხელმძღვანელი;
ქ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ხელმძღვანელი.“;
„მუხლი 5.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში:
ა) სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ბ) ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
გ) კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
დ) სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ე) საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ვ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ზ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
თ) მდგრადი განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ი) კოორდინაციის სამსახურის ხელმძღვანელი;
კ) ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ლ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
მ) ქსელებისა და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ნ) ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ო) საფინანსო, სახელმწიფო შესყიდვებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
პ) სამინისტროს სამდივნოს (სამმართველო) ხელმძღვანელი;
ჟ) პროტოკოლის სამსახურის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
რ) ინვესტიციებისა და ექსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ს) სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევების ბიუროს ხელმძღვანელი;
ტ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი;
უ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი;
ფ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის აღდგენისა და განვითარების ფონდის ხელმძღვანელი;
ქ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის ხელმძღვანელი;
ღ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
ყ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი;
შ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი;
ჩ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი;
ც) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის ხელმძღვანელი;
ძ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი.“;
„მუხლი 6.
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში:
ა) მინისტრის აპარატის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ბ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
გ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
დ) საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ე) ენერგეტიკული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ვ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ზ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
თ) ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ი) შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე.“;
„მუხლი 7.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში:
ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ბ) გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
გ) სამინისტროს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
დ) თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ე) სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ვ) ფინანსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ზ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
თ) თავდაცვის ატაშეებისა და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისის (სამმართველო) ხელმძღვანელი;
ი) ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
კ) საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ლ) სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
მ) ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ნ) საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ო) რეფორმების კოორდინაციის სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
პ) პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივ საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე.“;
„მუხლი 8.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროში:
ა) ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ბ) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
გ) ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
დ) გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ე) ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ვ) არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ზ) საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
თ) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ი) სამართალშემოქმედების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
კ) ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სასამართლო წარმომადგენლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ლ) პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
მ) საქართველოს მთავარი პროკურორი, მისი მოადგილეები, საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის, სამსახურის ხელმძღვანელები და მათთან გათანაბრებული პირები, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების, ქ. თბილისის, საოლქო და რაიონული პროკურორები;
ნ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ხელმძღვანელი;
ო) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი;
პ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი;
ჟ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული არქივის ხელმძღვანელი;
რ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი;
ს) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი;
ტ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ხელმძღვანელი;
უ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ხელმძღვანელი;
ფ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „სმართ ლოჯიქის“ (SMART LOGIC) ხელმძღვანელი;
ქ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის ხელმძღვანელი;
ღ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრის ხელმძღვანელი.“;
„მუხლი 9.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში:
ა) მინისტრის აპარატის ხელმძღვანელი;
ბ) ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
გ) ღონისძიებებისა და რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
დ) საერთაშორისო პროგრამებისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ე) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ვ) კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ზ) შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
თ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი.“;
„მუხლი 91.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში:
ა) სამინისტროს აპარატის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ბ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
გ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
დ) შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ე) სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ვ) ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ზ) ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე.“;
„მუხლი 10.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში:
ა) დევნილთა საკითხების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ბ) მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
დ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ე) საფინანსო დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ვ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ზ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
თ) ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამმართველოს ხელმძღვანელი;
ი) საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველოს ხელმძღვანელი.“;
„მუხლი 11.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში:
ა) პოლიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ბ) უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
გ) ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
დ) ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ე) ამერიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ვ) საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ზ) საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
თ) საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ი) პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
კ) დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ლ) საკონსულო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
მ) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ნ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ო) შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
პ) დსთ-ს ქვეყნებთან ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ჟ) აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
რ) იურიდიულ საკითხთა და პარლამენტთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ს) საერთაშორისო კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ტ) საიდუმლო საქმისწარმოების სამმართველოს ხელმძღვანელი;
უ) სხვა სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საერთაშორისო ორგანიზაციასთან არსებული საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობისა და საერთაშორისო ორგანიზაციასთან არსებული საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ფ) საქართველოს გენერალური კონსული, საქართველოს კონსული, საქართველოს საკონსულო სააგენტოს ხელმძღვანელი;
ქ) საქართველოს საგანგებო დავალებათა ელჩი.“;
„მუხლი 12.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში:
ა) სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ბ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
გ) იურიდიული და პარლამენტთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
დ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ე) საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ვ) მელიორაციის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ზ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
თ) პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ი) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
კ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი;
ლ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ხელმძღვანელი;
მ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი.“;
„მუხლი 13.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროში:
ა) სახელმწიფო ვალისა და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ბ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
დ) სამინისტროს ბიუროს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ე) საბიუჯეტო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ვ) დავების განხილვის სამსახურის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ზ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
თ) საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ი) ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
კ) პარლამენტთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი;
ლ) ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი;
მ) ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ნ) ინფორმაციული უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი;
ო) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების - საგამოძიებო სამსახურის, სახაზინო სამსახურის ხელმძღვანელები;
პ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი;
ჟ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის უფროსი, უფროსის მოადგილე, შემოსავლების სამსახურის შემადგენლობაში შემავალი საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელი.“;
„მუხლი 14.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში:
ა) მინისტრის აპარატის ხელმძღვანელი;
ბ) სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
გ) გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
დ) საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ე) კადრების მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ვ) საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ზ) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
თ) ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ი) კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
კ) ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ლ) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
მ) ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს საქართველოში (მთავარი სამმართველო) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ნ) სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ხელმძღვანელი;
ო) რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს (დეპარტამენტის) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
პ) სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (დეპარტამენტის) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ჟ) ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
რ) კონტრტერორისტული ცენტრის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ს) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ტ) ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
უ) დეპარტამენტის, ბიუროს, მთავარი სამმართველოს, სამმართველოს ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;
ფ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ქ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ღ) ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ყ) მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
შ) შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ჩ) ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ც) კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ძ) სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
წ) იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ჭ) გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ხ) სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ჯ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელი;
ჰ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ხელმძღვანელი;
ჰ1) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ჰ2) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი;
ჰ3) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ჰ4) საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი;
ჰ5) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „112“-ის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი.“;
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში:
ა) სამინისტროს აპარატის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი;
ბ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
გ) ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
დ) სოციალური დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ე) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ვ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ზ) ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
თ) საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ი) მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
კ) შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ლ) ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
მ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი;
ნ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი;
ო) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი;
პ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ხელმძღვანელი;
ჟ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამედიცინო მედიაციის სამსახურის ხელმძღვანელი;
რ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ნარკომანიით დაავადებულ პირთა რეაბილიტაციის ცენტრის ხელმძღვანელი.“;
„მუხლი 16.
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში:
ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ბ) გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
გ) სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
დ) ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ე) საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ვ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ზ) სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
თ) საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ი) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
კ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელი;
ლ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი.“;
„მუხლი 17.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში:
ა) მინისტრის აპარატის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი;
ბ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
გ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
დ) რეფორმებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ე) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ვ) თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ზ) ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
თ) ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ი) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
კ) მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ლ) საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
მ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ნ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის ხელმძღვანელი;
ო) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეფექტიანი მმართველობის სისტემისა და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის ხელმძღვანელი;
პ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელი.“;
„მუხლი 171.
რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში:
ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ბ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა და სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
მუხლი 172.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში:.
ა) ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ბ) ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
გ) ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
დ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
„მუხლი 173.
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში:
ა) პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ბ) ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი.“;
„მუხლი 23.
საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში:
ა) გენერალური აუდიტორი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილე;
ბ) პრეზიდიუმის წევრი;
გ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
დ) საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ე) თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ვ) ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ზ) სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
თ) აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში;
ი) აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში;
კ) ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ლ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
მ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ნ) ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ო) საფინანსო და ლოჯისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.“;
„მუხლი 25.
საქართველოს მთავრობის კანცელარიაში:
ა) საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი;
ბ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
დ) საფინანსო დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ე) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ვ) სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ზ) რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.“.
|