„საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 10 ოქტომბრის N241 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება №198 |
|
2013 წლის 11 სექტემბერი ქ. თბილისი |
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
1.
,,საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 10 ოქტომბრის №241 ბრძანებით (ვებგვერდი, 111012002, 17.10.2011) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები: |
ა)
მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. სააგენტოს წინაშე საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების თაობაზე შუამდგომლობის აღძვრის უფლება აქვს 14 წლის ასაკს მიღწეულ საქართველოს მოქალაქეს, 18 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის კანონიერ წარმომადგენელს, აგრეთვე მეურვეობისა ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი საქართველოს მოქალაქის მზრუნველს ან მეურვეს.“; |
ბ)
მე-7 მუხლს დაემატოს ,,ვ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,ვ) საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ბოლო 5 წლის განმავლობაში არ მიუმართავს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და/ან საკონსულო დაწესებულებებისთვის, საკონსულო აღრიცხვის მონაცემთა განახლების ან სხვა მომსახურების გაწევის მიზნით, აგრეთვე ბოლო 5 წლის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზის მიხედვით, არ უფიქსირდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა.“; |
გ)
მე-8 მუხლს დაემატოს მე-5 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,5. სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, პერიოდულად მოხდება საკონსულო აღრიცხვის მონაცემთა განახლება, სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში პიროვნების მაიდენტიფიცირებელ მონაცემებთან შედარების გზით.“; |
დ)
დანართი №1-ის პირველი ნაწილის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. გვარი (ქართულად და ასევე ინგლისურ ან ადგილსამყოფელი ქვეყნის საქმისწარმოების ენაზე. ორმაგი მოქალაქეობის შემთხვევაში, გვარი ინგლისურად მიეთითება უცხოურ პასპორტში არსებული ტრანსლიტერაციის მიხედვით). 2. სახელი (ქართულად და ასევე ინგლისურ ან ადგილსამყოფელი ქვეყნის საქმისწარმოების ენაზე. ორმაგი მოქალაქეობის შემთხვევაში, სახელი ინგლისურად მიეთითება უცხოურ პასპორტში არსებული ტრანსლიტერაციის მიხედვით)“; |
ე)
ამოღებულ იქნეს დანართი №5 -ის მე-6 პუნქტი. |
2.
ეს ბრძანება, გარდა პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
3.
ბრძანების პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 10 ოქტომბრის N241 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 11.09.2013.
- როდის იქნა მიღებული „საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 10 ოქტომბრის N241 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 10 ოქტომბრის N241 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 11.09.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №198. სარეგისტრაციო კოდი — 480610000.22.030.016087.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 10 ოქტომბრის N241 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 10 ოქტომბრის N241 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.09.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 10 ოქტომბრის N241 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №198, 11.09.2013, სარეგისტრაციო კოდი 480610000.22.030.016087 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.09.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2012320/