საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 09.09.2013
ძალის დაკარგვა 11.03.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №132/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016652
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/09/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 6,334 სიტყვა · ~32 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.09.2013 მიღება
11.03.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №132/ნ 2013 წლის 9 სექტემბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „თ” ქვეპუნქტის, ,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი − 212693049) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ივლისის №191 დადგენილებისა და ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდება დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,არასამეწარმეო (არაკომერციული)  იურიდიული პირის –აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №217/ნ ბრძანება. მუხლი 3🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე დანართი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდება თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. წესდების რეგულირების სფერო ეს წესდება არეგულირებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პროცესს, მართვის პრინციპებს, პერსონალის სახეებსა და უფლება-მოვალეობებს, პერსონალთან შრომით ურთიერთობებს, სტუდენტთა უფლება-მოვალეობებს, საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის პრინციპებსა და უნივერსიტეტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. მუხლი 2🔗. უნივერსიტეტის სტატუსი 1. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (შემდგომში – უნივერსიტეტი) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. 2.უნივერსიტეტის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.  3. უნივერსიტეტის სახელწოდებაა: საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 4. უნივერსიტეტის შემოკლებული სახელწოდებაა „აწსუ“. 5. უნივერსიტეტს აქვს ბალანსი, მრგვალი ბეჭედი, შტამპი, საბანკო ანგარიშები და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები, საკუთარი სიმბოლიკა: ჰიმნი, ლოგო, დროშა და გერბი. უნივერსიტეტის ოფიციალური ვებგვერდია – www.atsu.edu.ge. 6. უნივერსიტეტის დამფუძნებელია სახელმწიფო. 7. უნივერსიტეტის იურიდიული მისამართია: ქ. ქუთაისი 4600,თამარ მეფის ქ. №59. მუხლი 3🔗. უნივერსიტეტის მიზნები 1. უნივერსიტეტის ძირითადი მიზნებია: ა) ქართული და მსოფლიო კულტურის ღირებულებების ჩამოყალიბების ხელშეწყობით, სამოქალაქო საზოგადოების არსებობისა და განვითარებისათვის აუცილებელი დემოკრატიისა და ჰუმანიზმის იდეალებზე ორიენტირებული: ა.ა) საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებით, უმაღლესი განათლების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, პიროვნების ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვისი, პროფესიული უმაღლესი აკადემიური განათლების მიღებით უზრუნველყოფილი მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება; ა.ბ.) მეცნიერების განვითარება, მეცნიერული კვლევის პირობების შექმნა; ახალი სამეცნიერო პერსონალის მომზადება და გადამზადება, პიროვნული პოტენციალის რეალიზება და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება; პიროვნების კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება; ბ) სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის წახალისება და ხელშეწყობა. 2. თავისი მიზნების მისაღწევად უნივერსიტეტი: ა) უზრუნველყოფს აკადემიური უმაღლესი განათლების სამსაფეხურიანი სწავლების ციკლის (ბაკალავრიატი (მათ შორის, ერთსაფეხურიანი სამედიცინო განათლება),  მაგისტრატურა დოქტორანტურა), პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, უწყვეტი განათლების, სხვა საგანმანათლებლო პროგრამების, ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო კვლევების, მაღალი ტექნოლოგიებისა და თანამედროვე ექსპერიმენტების განხორციელებას, საუნივერსიტეტო ტრადიციების განვითარებას; ბ) ახორციელებს მთელი სიცოცხლის განმავლობაში განათლების პრინციპს; უზრუნველყოფს სწავლის, სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის პროცესის ჰარმონიზებას, ევროპულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციას; გ) ახდენს მაღალი სამეცნიერო და პედაგოგიური პოტენციალის მქონე აკადემიური პერსონალის შერჩევას; ზრუნავს თავისი პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე; დ) ახორციელებს ინოვაციურ, ფუნდამენტურ და გამოყენებით სამეცნიერო კვლევებს; ე) ხარისხის უზრუნველყოფის ეფექტური მეთოდების გამოყენებით უზრუნველყოფს სწავლებისა და კვლევის მაღალ ხარისხს; ვ) ახდენს სამეცნიერო მუშაობის ხელშეწყობას, მ.შ. თავისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების მეშვეობით; ზ) ახორციელებს საგამომცემლო საქმიანობას, აქვეყნებს სახელმძღვანელოებსა და სამეცნიერო კვლევების შედეგებს; თ) უზრუნველყოფს სწავლის, სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის აკადემიურ თავისუფლებას; ი) ანიჭებს შესაბამის აკადემიურ ხარისხს და კვალიფიკაციას; კ) უზრუნველყოფს სტუდენტზე ორიენტირებული საუნივერსიტეტო გარემოს შექმნას; ლ) უზრუნველყოფს აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღებისა და მათი შესრულების კონტროლის პროცესში; მ) უზრუნველყოფს მართვის საჯაროობასა და გამჭვირვალობას; ნ) ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტთათვის სწავლის პირობების შექმნისათვის; ო) თანამშრომლობს საქართველოს და უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან; პ) ახორციელებს საქართველოსა და უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებსა და სამეცნიერო-კვლევითი პროექტებს; ჟ) ახორციელებს დამხმარე ეკონომიკურ საქმიანობას; რ) კანონმდებლობის ფარგლებში უზრუნველყოფს სხვა ისეთი პირობების შექმნას, რომელიც ხელს უწყობს უნივერსიტეტის მიზნების განხორციელებას. თავი II უნივერსიტეტის სტრუქტურა და მართვის ორგანოები მუხლი 4🔗. უნივერსიტეტის სტრუქტურა 1. უნივერსიტეტის სტრუქტურა შედგება: ა) შემდეგი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების − ფაკულტეტებისაგან: ა.ა) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი; ა.ბ) ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი; ა.გ) პედაგოგიური ფაკულტეტი; ა.დ) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი; ა.ე) ჯანდაცვის ფაკულტეტი; ა.ვ) საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტი; ა.ზ) საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტი; ა.თ) საზღვაო-სატრანსპორტო ფაკულტეტი; ა.ი) აგრარული ფაკულტეტი. ბ) სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისაგან, რომელიც აწარმოებს ფუნდამენტურ და გამოყენებით სამეცნიერო კვლევებს. სამეცნიერო კვლევით ცენტრში გაერთიანებულნი არიან მკვლევარები და კონსულტანტები, რომელთა კვლევითი და სასწავლო დატვირთვა აისახება მათ შრომით ხელშეკრულებაში უნივერსიტეტთან. სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უნივერსიტეტის რექტორი. გ) კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ცენტრისაგან,  რომელიც ახორციელებს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროებში საუნივერსიტეტო საქმიანობას, კულტურისა და სპორტის პოპულარიზაციას, უნივერსიტეტში ახალგაზრდობასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირებას. ცენტრის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უნივერსიტეტის რექტორი. დ) უწყვეტი განათლების ცენტრისაგან, რომელიც უზრუნველყოფს უწყვეტი განათლების, პროფესიული რეაბილიტაციის, გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების, სუბსპეციალობის, პერსონალის გადამზადების და სხვა პროგრამების, ცალკეული მოდულების განხორციელებას, მოკლევადიანი სასწავლო კურსების, ტრენინგების, სემინარების და საზაფხულო სკოლების ორგანიზებას.   ე) უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისაგან, რომელიც შედგება ბიბლიოთეკის ადმინისტრაციისაგან, უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების ბიბლიოთეკებისაგან, სამკითხველო დარბაზებისა და წიგნსაცავისგან. ვ) სასწავლო პროცესის მართვის სამსახურისაგან; ზ) ფინანსური და მატერიალური რესურსების მართვის სამსახურისაგან; თ) საგარეო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურისაგან; ი) იურიდიული სამსახურისაგან; კ) ადამიანური რესურსების მართვის სამსახურისაგან; ლ) ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფის სამსახურისაგან; მ) შემდეგი დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან: მ.ა) რექტორის აპარატისაგან; მ.ბ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აპარატისაგან; მ.გ) კანცელარიისაგან; მ.დ) აკადემიური საბჭოს სამდივნოსაგან; მ.ე)წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნოსაგან. 2. უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულებისა და დამხმარე სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ წესდებითა და უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული შესაბამისი დებულებებით. 3. უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების შექმნის, გარდაქმნისა და გაუქმების გადაწყვეტილებას მიიღება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. ფაკულტეტი წარმოადგენს უნივერსიტეტის ძირითად საგანმანათლებლო ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან/და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას.  მუხლი 5🔗. უნივერსიტეტის მართვა უნივერსიტეტის მართვის ორგანოებია: აკადემიური საბჭო, წარმომადგენლობითი საბჭო, რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. ფაკულტეტის მართვის ორგანოებია: ფაკულტეტის საბჭო, დეკანი, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.  მუხლი 6🔗. უნივერსიტეტის მართვის პრინციპები 1. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს: ა) წარმომადგენლობითი ორგანოების გადაწყვეტილებების, რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანგარიშებისა და ბრძანებების საჯაროობასა და მათ ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული პირისათვის; ბ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა აკადემიურ თავისუფლებას; გ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებაში; დ) თანასწორ მოპყრობას, განურჩევლად პირის ეთნიკური კუთვნილებისა, სქესისა, სოციალური წარმოშობისა, პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებებისა და სხვა; ე) უნივერსიტეტში არჩევნებისა და კონკურსების სამართლიანობას, გამჭვირვალობასა და საჯაროობას. 2. უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების დებულებებით არ შეიძლება დადგინდეს ამ პრინციპების შემზღუდავი ნორმები. მუხლი 7🔗. აკადემიური საბჭო 1. უნივერსიტეტის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა აკადემიური საბჭო, რომლის წევრებიც აირჩევიან ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრისა და ფაკულტეტის საბჭოს წევრ სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით. 2. აკადემიურ საბჭოში თითოეული ფაკულტეტიდან აირჩევა 2 წევრი. 3. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა სრული ან ასოცირებული პროფესორი. 4. აკადემიური საბჭოს წევრი აირჩევა 4 წლის ვადით. 5. აკადემიური საბჭოს შემადგენლობა განახლებას ექვემდებარება 1/3-ით 2 წლის გასვლის შემდეგ; 6. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პირადი სურვილი; ბ) უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება; გ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება; დ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი; ე) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავება; ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა. 7. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში აკადემიური საბჭოს წევრის არჩევა ხდება უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის დარჩენილი ვადით. მუხლი 8🔗. აკადემიური საბჭოს უფლებამოსილება 1. აკადემიური საბჭო: ა) შეიმუშავებს და ამტკიცებს უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას; ბ) ფაკულტეტის ან/და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს; გ) ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის, მობილობისა და ინტეგრირებული სწავლების, სამეცნიერო კვლევების პროგრამების შექმნას; დ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს – რექტორს; ე) წარმომადგენლობით საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კონკურსის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატურას; ვ) წარმომადგენლობით საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოტივირებულ წინადადებას; ზ) წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ახალ კანდიდატურას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტიდან ერთი თვის ვადაში; თ) მონაწილეობს უნივერსიტეტის წესდების, სტრუქტურული ერთეულების დებულებების, ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიური ანგარიშის წარმომადგენლობით საბჭოში განხილვაში; ი) სასწავლო წლის დასაწყისში ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, აგრეთვე ფაკულტეტზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით; კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით ამტკიცებს სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტებს სამაგისტრო გამოცდებისთვის, აგრეთვე ფაკულტეტებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით; ლ) აწესებს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალით გათვალისწინებულ გამოცდაში ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით; მ) ადგენს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების აღიარების წესს; ნ) ფაკულტეტის საბჭოს ან/და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარდგინებით ამტკიცებს სადისერტაციო საბჭოს დებულებას; ო) წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის კანდიდატურას; პ) ადგენს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ჟ) წლიურ ანგარიშს წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; რ) ირჩევს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს/ხელმძღვანელებს; ს) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების წესს. ტ) ფაკულტეტის წარდგინების საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ; უ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით მასზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, რექტორის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, რექტორისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან/და რექტორისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, აკადემიური საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. რექტორი ამ პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრებში არ მონაწილეობს. ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას. 3. აკადემიური საბჭო რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ნიშნავს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს. 4. რექტორს აკადემიური საბჭოს წევრობა უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში უწყდება. მუხლი 9🔗. აკადემიური საბჭოს მუშაობის წესი 1. აკადემიური საბჭოს სხდომების მოწვევის, წარმართვის და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ წესდებით და აკადემიური საბჭოს რეგლამენტით. 2. აკადემიურ საბჭოს სხდომას თავმჯდომარეობს უნივერსიტეტის რექტორი. 3. აკადემიური საბჭოს სხდომები იმართება რეგლამენტით განსაზღვრულ ვადებში. რექტორი საკუთარი ინიციატივით ან წევრთა 1/3 -ის მოთხოვნით იწვევს აკადემიური საბჭოს სხდომას. 4. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია თუ სხდომას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 5. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ წესდებით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას ხმას მისცემს დამსწრე წევრთა უმრავლესობა. 6. აკადემიური საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ მხარეს უზრუნველყოფს აკადემიური საბჭოს მდივანი. 7. აკადემიური საბჭოს მდივნის მიერ იწარმოება თითოეული სხდომის ოქმი, რომელიც მოიცავს: სხდომის წევრებისა და მოწვეულ პირთა ნუსხას, დღის წესრიგს, სიტყვაში გამომსვლელთა ტექსტსა და მიღებულ გადაწყვეტილებებს. 8. ოქმს ხელს აწერს რექტორი და აკადემიური საბჭოს მდივანი. ოქმის ბოლო გვერდზე დაისმება აკადემიური საბჭოს ბეჭედი. მუხლი 10🔗. რექტორი 1. რექტორი არის უნივერსიტეტის უმაღლესი აკადემიური თანამდებობის პირი, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და წარმოადგენს უნივერსიტეტს ქვეყნის შიგნით და გარეთ აკადემიურ თუ სამეცნიერო სფეროებში. 2. რექტორს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ირჩევს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით 4 წლის ვადით. 3. რექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 4. პირი, რომელსაც ეკავა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა, რექტორად შეიძლება არჩეულ იქნეს მხოლოდ მისი, როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტიდან ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ერთი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ. 5. რექტორის არჩევნებამდე კანდიდატურის შერჩევისას აკადემიური საბჭო აფასებს თითოეული კანდიდატის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას. 6. რექტორს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რექტორი. 7. რექტორის მოადგილის უფლებამოსილება განისაზღვრება რექტორის სამართლებრივი აქტით.  მუხლი 11🔗. რექტორის უფლებამოსილება რექტორი: ა) უნივერსიტეტის სახელით დებს გარიგებებს და შეთანხმებებს. თუ გარიგების და შეთანხმების დადება დაკავშირებულია ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან, მათ ხელს აწერს აგრეთვე უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი; ბ) უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს − ბრძანებას;   გ) სამსახურში იღებს და სამსახურიდან ათავისუფლებს უნივერსიტეტის პერსონალს შესაბამისი წესის მიხედვით. დ) სამსახურში იღებს და სამსახურიდან ათავისუფლებს ხელშეკრულების საფუძველზე მოწვეულ შტატგარეშე პერსონალს; შტატგარეშე დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღება და გათავისუფლება ხდება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით; ე) სათათბირო ორგანოს სახით ქმნის საკონსულტაციო საბჭოებსა და კომისიებს; ვ) ახორციელებს ამ წესდებითა და კანონმდებლობით მასზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 12🔗. წარმომადგენლობითი საბჭო 1. წარმომადგენლობითი საბჭო არის უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც 4 წლის ვადით აირჩევა უნივერსიტეტის ფაკულტეტებიდან, წარმომადგენლობის საფუძველზე სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მიერ ცალ-ცალკე, ფაკულტეტებზე მათი რაოდენობის პროპორციულად. 2. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა რაოდენობა განისაზღვრება აკადემიური საბჭოს წევრთა ორმაგი ოდენობით. სტუდენტთა რაოდენობა წარმომადგენლობით საბჭოში განისაზღვრება წარმომადგენლობით საბჭოს სრული შემადგენლობის 1/3-ზე არანაკლები უმცირესი მთელი რიცხვით. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში შედის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი. 3. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევა ხდება საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი არჩევნების საფუძველზე ფარული კენჭისყრით. 4. პროფესორისა და სტუდენტისთვის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია უნივერსიტეტთან მისი შესაბამისი აკადემიური ან/და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა. 5. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით მისი წევრი ხდება კანდიდატი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის შემდეგ ხმების უმეტესი რაოდენობა მოაგროვა. ასეთის არარსებობის შემთხვევაში არჩევნები ტარდება შესაბამისი წარმომადგენლის ასარჩევად ამავე ვადით. მუხლი 13🔗. წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილება წარმომადგენლობითი საბჭო: ა) შეიმუშავებს უნივერსიტეტის წესდებას აკადემიური საბჭოს მონაწილეობით და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს; ბ) შეიმუშავებს და ამტკიცებს უნივერსიტეტის შინაგანაწესს, ეთიკის კოდექსსა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებს; გ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ბიუჯეტის შედგენის წესსა და სტრუქტურული ერთეულების დებულებებს; დ)  ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს; ე) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურას აკადემიური საბჭოს წარდგინებით; ვ) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს უნივერსიტეტის ბიუჯეტს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით; ზ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე; თ) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიურ ანგარიშს; ი) აკადემიური საბჭოს მოტივირებული წინადადებით ან საკუთარი ინიციატივით უფლებამოსილია სიითი შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება ადმინისტრაციის ხელმძღვანელს; კ) ამტკიცებს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით. ლ) ამტკიცებს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს აკადემიური საბჭოს წარდგინებით; მ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს აკადემიური საბჭოს წარდგინებით; ნ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულებას; ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და ამ წესდებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.  მუხლი 14🔗. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი 1. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომების ჩატარებას ორგანიზებას უწევს და თავმჯდომარეობს სპიკერი, რომელსაც ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭო მის შემადგენლობიდან 4 წლის ვადით. 2. სპიკერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პირადი სურვილი; ბ) უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება; გ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება; დ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი; ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა. მუხლი 15🔗. წარმომადგენლობითი საბჭოს მუშაობის წესი 1. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომების მოწვევის, წარმართვის და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ წესდებით და წარმომადგენლობითი საბჭოს რეგლამენტით. 2. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა მოიწვევა სპიკერის ინიციატივით ან წარმომადგენლობითი საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მიერ. რიგგარეშე სხდომის მოწვევის უფლება აქვს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა 1/3-ის მოთხოვნით. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომები იმართება რეგლამენტით განსაზღვრულ ვადებში. 3. წარმომადგენლობითი საბჭო უფლებამოსილია თუ სხდომას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 4. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესდებით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას ხმას მისცემს დამსწრე წევრთა უმრავლესობა. 5. წარმომადგენლობითი საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ მხარეს უზრუნველყოფს წარმომადგენლობითი საბჭოს მდივანი. 6. წარმომადგენლობითი საბჭოს მდივნის მიერ იწარმოება თითოეული სხდომის ოქმი, რომელიც მოიცავს: სხდომის წევრებისა და მოწვეულ პირთა ნუსხას, დღის წესრიგს, სიტყვაში გამომსვლელთა ტექსტსა და მიღებულ გადაწყვეტილებებს. 7. ოქმს ხელს აწერენ წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი და მდივანი. ოქმის ბოლო გვერდზე დაისმება წარმომადგენლობითი საბჭოს ბეჭედი. მუხლი 16🔗. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი 1. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არის უნივერსიტეტის უმაღლესი ადმინისტრაციული მმართველი ფინანსური, მატერიალური და ადმინისტრაციული რესურსების სფეროში, რომელიც წარმოადგენს უნივერსიტეტს საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობებში.  2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარმომადგენლობითი საბჭო ამტკიცებს აკადემიური საბჭოს წარდგინებით ფარული კენჭისყრით, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ერთი და იგივე პირი აკადემიურმა საბჭომ წარმომადგენლობით საბჭოს შეიძლება წარუდგინოს მხოლოდ ორჯერ. წარმომადგენლობითი საბჭოს განმეორებითი უარის შემთხვევაში აკადემიური საბჭო წარადგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ახალ კანდიდატურას.  3. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადაა  4 წელი.  4. ერთი და იგივე პირი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 5. ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შეიძლება შეიძლება ჰყავდეს მოადგილე, რომლის ფუნქციებს განსაზღვრავს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო. 6. ადმინისტრაციის  ხელმძღვანელის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს წარმომადგენლობით საბჭო.  მუხლი 17🔗. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილება 1. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: ა) ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას; ბ) უფლებამოსილია უნივერსიტეტის სახელით უნივერსიტეტის  ბიუჯეტის შესაბამისად დადოს ფინანსური და ეკონომიკური გარიგებები; გ) ადგენს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტუქტურას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; დ) ადგენს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, მისი შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ე) ამზადებს უნივერსიტეტის ბიუჯეტის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ვ) ამზადებს შესრულებული სამუშაოს ყოველწლიურ ანგარიშს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ზ) გამოსცემს ინდივიდუალურ აქტებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში; თ) პასუხისმგებელია უნივერსიტეტის ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე; ი) ახორციელებს კანონმდებლობითა და  ამ წესდებით  გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია წარმომადგენლობითი საბჭოსა და აკადემიური საბჭოს წინაშე. მუხლი 18🔗. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვადამდე გათავისუფლება გარდა ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე განთავისუფლების ზოგადი საფუძვლებისა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია: ა) წარმომადგენლობითი საბჭოს განმეორებითი უარი წლიური ანგარიშისა და ბიუჯეტის დამტკიცებაზე; ბ)აკადემიური საბჭოს წარდგინებით წარმომადგენლობითი საბჭოს მოტივირებული გადაწყვეტილება.  მუხლი 19🔗. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური 1. უნივერსიტეტში სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს ამ წესდებისა და სამსახურის დებულების შესაბამისად, რომელსაც ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. 2. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური: ა) რეგულარულად აფასებს უნივერსიტეტში მიმდინარე სასწავლო და სამეცნიერო პროცესებს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს; ბ) ახორციელებს აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებებს. გ) თანამშრომლობს საქართველოს და უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის მონიტორინგის და უზრუნველყოფის სრულყოფილი მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად; დ) ამზადებს უნივერსიტეტს ავტორიზაციისა და პროგრამული აკრედიტაციისათვის. 3. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ანგარიშვალდებულია აკადემიური საბჭოს წინაშე. 4. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო აკადემიური საბჭოს წარდგინებით; 5. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსად შეიძლება არჩეულ იქნეს უნივერსიტეტის სრული ან ასოცირებული პროფესორი. 6. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი. 7. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ზედიზედ არჩეული შეიძლება იქნეს ორჯერ. თავი III ფაკულტეტის სტრუქტურა და მართვის ორგანოები მუხლი 20🔗. ფაკულტეტის სტრუქტურა 1. ფაკულტეტების შემადგენლობაში შეიძლება შევიდეს სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი (დეპარტამენტი, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი/ცენტრი და სხვა) და დამხმარე (ბიბლიოთეკა და სხვა) სტრუქტურული ერთეულები. 2. ფაკულტეტის  საბჭო დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს. მუხლი 21🔗. ფაკულტეტის საბჭო 1. ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა ფაკულტეტის საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის და სტუდენტთა თვითმმართველობის არჩეული წარმომადგენლები. 2. ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელთა რაოდენობა განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით, მაგრამ არ შეიძლება იყოს საბჭოს შემადგენლობის 1/4-ზე ნაკლები. 3. ფაკულტეტის საბჭოში აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები აირჩევა ფაკულტეტის ძირითადი სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი სტრუქტურული ერთეულებიდან აკადემიური პერსონალის მიერ, სტრუქტურულ ერთეულებში მათი რაოდენობების პროპორციულად. 4. ფაკულტეტის საბჭოს არჩევა ხდება პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, ფაკულტეტის დებულებით განსაზღვრული წესით. მუხლი 22🔗. ფაკულტეტის საბჭოს უფლებამოსილება ფაკულტეტის საბჭო: ა) განსაზღვრავს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარუდგენს ფაკულტეტის ბიუჯეტის პროექტს; ბ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს დეკანს; გ) უფლებამოსილია, დეკანის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, დეკანისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან/და დეკანისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, ფაკულტეტის საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, დეკანი ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრებში არ მონაწილეობს ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას; დ) დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ნიშნავს დეკანის მოვალეობის შემსრულებელს; ე) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს; ვ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობითი საბჭოს. ზ) შეიმუშავებს სადისერტაციო საბჭოს დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს; თ) ირჩევს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს; ი) დეკანის წარდგინებით ამტკიცებს დეკანის მოადგილის კანდიდატურას; კ) ირჩევს ფაკულტეტის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს; ლ) ახორციელებს კანონმდებლობით მასზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 23🔗. ფაკულტეტის საბჭოს მუშაობის წესი 1. ფაკულტეტის საბჭოს სხდომების მოწვევის, წარმართვის და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ წესდებით და ფაკულტეტის საბჭოს რეგლამენტით. 2. ფაკულტეტის საბჭოს სხდომების ჩატარებას ორგანიზებას უწევს და თავმჯდომარეობს დეკანი. 3. ფაკულტეტის საბჭოს სხდომები იმართება რეგლამენტით განსაზღვრულ ვადებში. რიგგარეშე სხდომას იწვევს დეკანი საკუთარი ან ფაკულტეტის საბჭოს 1/3-ის, წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა 1/3-ის, აკადემიური საბჭოს წევრთა 1/3-ის ან რექტორის ინიციატივით. 4. ფაკულტეტის საბჭო უფლებამოსილია თუ სხდომას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 5. „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონით და ამ წესდებით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას ხმას მისცემს დამსწრე წევრთა უმრავლესობა. 6. ფაკულტეტის საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ მხარეს უზრუნველყოფს ფაკულტეტის საბჭოს მდივანი. 7. ფაკულტეტის საბჭოს მდივნის მიერ იწარმოება თითოეული სხდომის ოქმი, რომელიც მოიცავს: სხდომის წევრებისა და მოწვეულ პირთა ნუსხას, დღის წესრიგს, სიტყვაში გამომსვლელთა ტექსტსა და მიღებულ გადაწყვეტილებებს. 8. ოქმს ხელს აწერენ დეკანი და ფაკულტეტის საბჭოს მდივანი. ოქმის ბოლო გვერდზე დაისმება ფაკულტეტის საბჭოს ბეჭედი. მუხლი 24🔗. დეკანი 1. ფაკულტეტის საბჭო დეკანს ირჩევს 4 წლის ვადით. 2. დეკანის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 3. დეკანს ჰყავს მოადგილე/მოადგილეები. მოადგილეთა რაოდენობა და უფლებამოსილება განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით. 4. დეკანის მოადგილე/მოადგილეები შეიძლება იყოს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი. დეკანის მოადგილის/მოადგილეების კანდიდატურებს დეკანი დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს. 5. დეკანის მოადგილე ასრულებს დეკანის მოვალეობას მისი არყოფნისას. მუხლი 25🔗. დეკანის უფლებამოსილება დეკანი: ა) უზრუნველყოფს ფაკულტეტზე სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობას; ბ) ფაკულტეტის საბჭოს განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს; გ) შეიმუშავებს და ფაკულტეტის საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას; დ) ფაკულტეტის საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს დეკანის მოადგილის კანდიდატურას; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია წარმომადგენლობითი საბჭოს, აკადემიური საბჭოსა და ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ სამართლებრივ აქტებს;   ზ) თავმჯდომარეობს ფაკულტეტის საბჭოს სხდომებს; თ) პასუხისმგებელია ფაკულტეტის ბიუჯეტის მიზნობრივ გამოყენებაზე; ი) ახორციელებს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.  მუხლი 26🔗. სადისერტაციო საბჭო 1. სადისერტაციო საბჭო არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო, რომელიც იქმნება ფაკულტეტზე. 2. სადისერტაციო საბჭოში შედის ფაკულტეტის დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ყველა სრული და ასოცირებული პროფესორი. აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საბჭოში შეიძლება მოწვეული იყოს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი. 3.  სადისერტაციო საბჭოს შედგენისა და მისი თავმჯდომარის არჩევის წესი განისაზღვრება ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულებით. მუხლი 27🔗. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური 1. ფაკულტეტზე სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს ფაკულტეტის დებულების შესაბამისად. 2. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური: ა) რეგულარულად აფასებს ფაკულტეტზე მიმდინარე სასწავლო და სამეცნიერო პროცესებს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს; ბ) ატარებს ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებისათვის საჭირო ღონისძიებებს; გ) თანამშრომლობს საქართველოს და უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის მონიტორინგის და უზრუნველყოფის სრულყოფილი მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად; დ) ფაკულტეტის ფარგლებში ახორციელებს ღონისძიებებს უნივერსიტეტის ავტორიზაციისა და პროგრამული აკრედიტაციისათვის. ე) ასრულებს კანონმდებლობითა და ფაკულტეტის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წევრი შეიძლება იყოს ფაკულტეტის საბჭოს წევრი ასოცირებული ან სრული პროფესორი. 4. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ანგარიშვალდებულია ფაკულტეტის საბჭოსა და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წინაშე. 5. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის წარდგინებით ირჩევს ფაკულტეტის საბჭო. ფაკულტეტის საბჭოს შეიძლება წარედგინოს ერთი ან ერთზე მეტი კანდიდატურა. მუხლი 28🔗. ფაკულტეტის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი 1. ფაკულტეტის სასწავლო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი შეიძლება იყოს ამ ერთეულის სრული ან ასოცირებული პროფესორი. 2. ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი შეიძლება იყოს მასში მომუშავე დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი. 3. ფაკულტეტის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი აირჩევა არა უმეტეს ოთხი წლით. 4. ფაკულტეტის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი: ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოების გადაწყვეტილებების შესრულებას; ბ) ამ სტრუქტურული ერთეულის სრულ პროფესორებთან და საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელებთან ერთად უზრუნველყოფს სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობას. თავი IV მართვის ორგანოების არჩევნები მუხლი 29🔗. უნივერსიტეტში არჩევნების რეგულირება უნივერსიტეტის მართვის ორგანოების, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის, ფაკულტეტის მართვის ორგანოების, ფაკულტეტის სტრუქტურტული ერთეულების ხელმძღვანელების არჩევნები რეგულირდება ამ წესდებითა და „უნივერსიტეტის საარჩევნო კოდექსით', რომელსაც ამტკიცებს აკადემიური საბჭო. მუხლი 30🔗. უნივერსიტეტის მართვის ორგანოების არჩევნების გამოცხადება აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნებს ნიშნავს რექტორი, ხოლო რექტორის და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის არჩევნებს ნიშნავს აკადემიური საბჭო. მუხლი 31🔗. უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია 1. არჩევნების ჩატარების მიზნით იქმნება უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია და ფაკულტეტების საარჩევნო კომისიები. 2. უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის წევრების შემადგენლობას განსაზღვრავს აკადემიური საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით. კომისიის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელი. 3. უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის საქმიანობა რეგულირდება უნივერსიტეტის საარჩევნო კოდექსით. მუხლი 32🔗. ფაკულტეტის საარჩევნო კომისია ფაკულტეტის საარჩევნო კომისია იქმნება უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით. ფაკულტეტის საარჩევნო კომისიაში შეიყვანება სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელი. მუხლი 33🔗. ინტერესთა შეუთავსებლობა უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის საარჩევნო კომისიების წევრი არ შეიძლება იყოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალის წევრი, მართვის ორგანოს წევრობის კანდიდატი და/ან არჩევნებში კანდიდატად მონაწილე პირი. მუხლი 34🔗. ფაკულტეტის საბჭოს უფლებამოსილების ცნობა 1. იმ შემთხვევაში თუ ფაკულტეტის სტუდენტთა თვითმმართველობის წევრთა რაოდენობა აღემატება ამ წესდების 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ რაოდენობას, მაშინ შესაბამისი ფაკულტეტის საარჩევნო კომისია ამ თავით დადგენილი წესით უზრუნველყოფს ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტური თვითმმართველობის წევრთა არჩევნების ჩატარებას. 2. ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები აირჩევიან 4 წლის ვადით. ფაკულტეტის საბჭო იკრიბება სტუდენტური თვითმმართველობის მიერ ფაკულტეტის საბჭოში წარმომადგენლების არჩევიდან არა უგვიანეს 5 დღისა. 3. ფაკულტეტის საბჭო პირველი შეკრებისთანავე ცნობს თავის უფლებამოსილებას. ფაკულტეტის საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.  მუხლი 35🔗. აკადემიური საბჭოს უფლებამოსილების ცნობა აკადემიური საბჭოს პირველ სხდომაზე, რომელიც იმართება აკადემიური საბჭოს არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში, აკადემიური საბჭო ცნობს თავის უფლებამოსილებას. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით. მუხლი 36🔗. წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების ცნობა და სპიკერის არჩევა 1. წარმომადგენლობითი საბჭოს პირველ სხდომას იწვევს რექტორი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. 2. პირველ სხდომას თავმჯდომარეობს წარმომადგენლობითი საბჭოს უხუცესი წევრი. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. 3.წარმომადგენლობითი საბჭო პირველი შეკრებისთანავე ცნობს თავის უფლებამოსილებას .წარმომადგენლობითი საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 4. წარმომადგენლობითი საბჭო ფარული კენჭისყრით, საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს სპიკერს. კენჭისყრას ატარებს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია. 5. წარმომადგენლობით საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 10 პროცენტი, სპიკერის არჩევნებამდე არაუგვიანეს 3 დღისა, უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიას წარუდგენს სპიკერის კანდიდატურას. არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელიც მიიღებს საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტს. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი ორზე მეტია და ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმავე დღეს უმეტესი ხმების მქონე ორ პრეტენდენტს შორის ტარდება განმეორებითი არჩევნები. თუ ამ შემთხვევაშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, არა უგვიანეს 7 დღის განმავლობაში ინიშნება ახალი არჩევნების თარიღი. ახალი არჩევნები ტარდება იმავე წესით. წინა არჩევნებში მონაწილე პრეტენდენტები შემდეგ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. მუხლი 37🔗. რექტორის არჩევნების გამოცხადება 1. რექტორის არჩევნებს აცხადებს აკადემიური საბჭო და აქვეყნებს განცხადებას რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის შესახებ. 2. განცხადებაში აღინიშნება კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების თარიღი, კანდიდატთა განცხადებების მიღების ბოლო ვადა და რექტორის არჩევნების ჩატარების თარიღი. მუხლი 38🔗. რექტორობის კანდიდატის რეგისტრაციაში გატარება 1. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე, საქართველოს კანონმდებლობით და ამ წესდებით დადგენილი წესით, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. 2. რეგისტრაცია გრძელდება არანაკლებ 2 და არა უმეტეს 3 კვირისა. მუხლი 39🔗. რექტორის არჩევა 1. რექტორის არჩევნები ტარდება კანდიდატების რეგისტრაციის დასრულებიდან არა უადრეს 1 და არა უგვიანეს 2 თვის ვადაში. 2. რექტორის არჩევნებამდე კანდიდატურის შერჩევისას აკადემიური საბჭო აფასებს თითოეული კანდიდატის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას. 3. კანდიდატი აკადემიურ საბჭოს სამოქმედო გეგმას წარუდგენს საჯაროდ. 4. რექტორი აირჩევა დაწესებულების აკადემიური საბჭოს მიერ ფარული კენჭისყრით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.თუ რექტორობის ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმების ეს რაოდენობა, გაიმართება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობს პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი. თუ არჩევნების მეორე ტურშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, არაუგვიანეს 5 დღის განმავლობაში ინიშნება ახალი არჩევნების თარიღი. მუხლი 40🔗. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევა 1. აკადემიური საბჭო აცხადებს კონკურსს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის შესარჩევად. 2. განცხადება უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა შეიცავდეს იმ კრიტერიუმებსა და წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხას, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატურა. კრიტერიუმებსა და წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხას ამტკიცებს აკადემიური საბჭო შესაბამისი აქტით. განცხადების გამოქვეყნებიდან 15 დღის განმავლობაში მიმდინარეობს კანდიდატების რეგისტრაცია. 3. განცხადებების მიღების ვადის დასრულებიდან 10 დღის ვადაში აკადემიური საბჭო აირჩევს კანდიდატურას. 4. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის კანდიდატურის არ არჩევის შემთხვევაში, აკადემიური საბჭო აცხადებს ხელახალ კონკურსს. 5. კანდიდატურის შერჩევის განმეორებით კონკურსის გამოცხადებისას გამოიყენება ამ თავით დადგენილი ვადები. მუხლი 41🔗. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევა 1. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში ფაკულტეტის საბჭოებს წარუდგენს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურებს. 2. ფაკულტეტის საბჭო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მიერ კანდიდატურის/კანდიდატურების წარდგენიდან 5 დღის ვადაში სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს, რაც ფორმდება ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით. 3. ფაკულტეტის საბჭოს მიერ კანდიდატურის აურჩევლობის შემთხვევაში, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ახალ კანდიდატურას წარადგენს 3 დღის ვადაში. მუხლი 42🔗. ფაკულტეტის დეკანის არჩევნების გამოცხადება 1. დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას აქვეყნებს ფაკულტეტის საბჭო კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით დადგენილი წესით, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. 2. განცხადებაში აღინიშნება კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების თარიღი, კანდიდატთა განცხადებების მიღების ბოლო ვადა და დეკანის არჩევნების ჩატარების თარიღი. მუხლი 43🔗. დეკანობის კანდიდატის რეგისტრაციაში გატარება დეკანობის კანდიდატების რეგისტრაცია გრძელდება არანაკლებ 2 და არა უმეტეს 3 კვირისა. მუხლი 44🔗. დეკანის არჩევა 1. ფაკულტეტის დეკანის არჩევნები ტარდება კანდიდატების რეგისტრაციის დასრულებიდან არა უადრეს 3 კვირის და არა უგვიანეს 1 თვის ვადაში. 2. დეკანის არჩევნებამდე კანდიდატურის შერჩევისას ფაკულტეტის საბჭო აფასებს თითოეული კანდიდატის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას. 3. კანდიდატი ფაკულტეტის საბჭოს სამოქმედო გეგმას წარუდგენს საჯაროდ. 4. დეკანი აირჩევა ფაკულტეტის საბჭოს მიერ ფარული კენჭისყრით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.თუ დეკანობის ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმების ეს რაოდენობა, გაიმართება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობს პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი. თუ არჩევნების მეორე ტურშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, არაუგვიანეს 5 დღის განმავლობაში ინიშნება ახალი არჩევნების თარიღი. თავი V უნივერსიტეტის პერსონალი მუხლი 45🔗. პერსონალის სახეები უნივერსიტეტში არსებობს აკადემიური, ადმინისტრაციული, მასწავლებელთა და დამხმარე თანამდებობები. მუხლი 46🔗. აკადემიური პერსონალი და აკადემიური წოდებები 1. აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორებისაგან. 2. პროფესორთა შემადეგენლობას მიეკუთვნება სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი. 3. პროფესორები მონაწილეობენ ან/და წარმართავენ სასწავლო პროცესსა და მეცნიერულ კვლევებს. 4. პროფესორის სასწავლო და სამეცნიერო-მეთოდური დატვირთვის ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. 5. აკადემიურ საბჭოს უფლება აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქე მეცნიერს ან საზოგადო მოღვაწეს განსაკუთრებული დამსახურებისათვის მიანიჭოს საპატიო დოქტორის წოდება. 6. აკადემიურ საბჭოს უფლება აქვს, 65 წელს მიღწეულ სრულ პროფესორს მიანიჭოს ემერიტუსის წოდება. თუ პირი დანიშნულია აკადემიურ ან ადმინისტრაციულ თანამდებობაზე, მას ემერიტუსის წოდება მიენიჭება აკადემიურ/ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლის შემდეგ. 7. ემერიტუსის წოდების მქონე პირი მონაწილეობს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში აკადემიური ან/და ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების გარეშე. 8. ემერიტუსის წოდების მქონე პირს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო ან კვლევით დაწესებულებაში აკადემიური, ადმინისტრაციული ან სხვა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული თანამდებობის დაკავების შემთხვევაში ჩამოერთმევა ემერიტუსის წოდება. 9. უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წელს გადაცილებული პირის არჩევის და თანამდებობიდან გათავისუფლების, ემერიტუსის წოდების მინიჭებისა და ემერიტუსის წოდების მქონე პირისთვის ანაზღაურების ოდენობის საკითხს წყვეტს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილებით. 10. აკადემიურ პერსონალს აკადემიური თანამდებობის დაკავებიდან 1 წლის შემდეგ, აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ერთხელ, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება მიეცეს ანაზღაურებადი სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულება არა უმეტეს 6 თვის ვადით. ანაზღაურებადი სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულების მიცემის წესი განისაზღვრება აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით. 11. აკადემიური პერსონალის უფლებები და ვალდებულებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 47🔗. აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი 1. აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს. 2. კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება საბუთების მიღებამდე არაუგვიანეს 1 და კონკურსის ჩატარებამდე არაუგვიანეს 2 თვით ადრე. განცხადება კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა გამოქვეყნდეს პრესაში, გამოიკრას უნივერსიტეტში თვალსაჩინო ადგილას და განთავსდეს უნივერსიტეტის ვებგვერდზე. 3. კონკურსის ჩატარების წესს განსაზღვრავს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. მუხლი 48🔗. აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის პირობები 1. სრულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება. დამატებითი პირობები შეიძლება განსაზღვროს უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ. ამ პირობებს ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. 2. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. 3. ასისტენტ-პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი ან დოქტორანტი.  მუხლი 49🔗. აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლები აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება; ბ) ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა; გ) ეთიკის კოდექსისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების უხეში ან სისტემატური დარღვევა; დ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა; ე) პენსიაზე გასვლა ან ემერიტუსის წოდების მინიჭება;   ვ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევები. მუხლი 50🔗. ადმინისტრაციული თანამდებობები და სხვა პერსონალი 1. ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ფაკულტეტის დეკანი და მათი მოადგილეები, უნივერსიტეტისა და ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსები. 2. ადმინისტრაციულ თანამდებობებზე არ შეიძლება არჩეულ ან დანიშნულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი. 3. მასწავლებელთა პერსონალს მიეკუთვნება მასწავლებელი და უფროსი მასწავლებელი. 4. მასწავლებელი უფლებამოსილია გაუძღვეს სასემინარო, პრაქტიკულსა და ლაბორატორიულ სამუშაოებს აკადემიური თანამდებობის დაკავების გარეშე. 5. დამხმარე პერსონალს მიეკუთვნება საშტატო ნუსხით გათვალისწინებული უნივერსიტეტის საქმიანობისთვის აუცილებელი სხვა პირები. 6. უნივერსიტეტი უფლებამოსილია: ა) აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით (სპეციალისტის მოწვევევის შესახებ წარდგინებას რექტორის წინაშე აკეთებს ფაკულტეტის დეკანი ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან შეთანხმებით); ბ) საშტატო განრიგით გათვალისწინებული დამხმარე პერსონალის გარდა, კონკრეტული საქმიანობისათვის შტატგარეშე დამხმარე პერსონალი სახით მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირები. მუხლი 51🔗. ადმინისტრაციული თანამდებობიდან გათავისუფლება 1. ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე გათავისუფლების საფუძვლებია: ა) პირადი სურვილი; ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; გ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება; დ) 65 წლის ასაკის მიღწევა; ე) უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება, თუ ამ აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნა შესაბამისი ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების წინაპირობაა. ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა. 2. ადმინისტრაციული თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში შესაბამისი თანამდებობის დაკავება ხდება უფლებამოსილება შეწყვეტილი პირის დარჩენილი ვადით. მუხლი 52🔗. თანამდებობრივი შეუთავსებლობა  1. ადმინისტრაციული თანამდებობის პირს არ შეიძლება უნივერსიტეტში იმავდროულად ეკავოს სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა, იყოს სხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. 2. აკადემიური საბჭოს წევრს არ შეიძლება უნივერსიტეტში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა, გარდა რექტორისა, ან იყოს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი. 3. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს არ შეიძლება იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა. 4. პირს არ შეიძლება უნივერსიტეტში ერთდრულად ეკავოს ორი აკადემიური თანამდებობა. 5. თუ ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების ან მართვის ორგანოს წევრობის წინაპირობაა აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნა, აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლა იწვევს შესაბამის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ან მართვის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტას აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგების დამტკიცებისთანავე, თუ პირი არ აირჩა შესაბამის აკადემიურ თანამდებობაზე. 6. აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის სხვა სახის სამსახურებრივი შეუთავსებლობა განისაზღვრება აღნიშნული პერსონალების სამსახურში მიღების წესებითა და საქართველოს კანონმდებლობით. თავი VI სტუდენტი მუხლი 53🔗. სტუდენტის უფლებები და სტატუსი 1. სტუდენტი არის პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობითა უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს უნივერსიტეტში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის ან დიპლომირებული სპეციალისტის პროგრამის გასავლელად. 2. უნივერსიტეტის სტუდენტს უფლება აქვს: ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება; ბ) მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის მეცნიერულ კვლევაში; გ) უნივერსიტეტის შინაგანაწესითა და სტრუქტურული ერთეულების დებულებებით დადგენილი წესით თანაბარ პირობებში ისარგებლოს უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტის საქმიანობის, მათ შორის, საფინანსო და ეკონომიკური საქმიანობის შესახებ; ე) საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნეს სტუდენტური თვითმმართველობის, ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის მართვის წარმომადგენლობით ორგანოებში; ვ) თავისუფლად დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინტერესების შესაბამისად; ზ) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ იდეათა გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას; თ) საქართველოს კანონმდებლობითა და მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით სწავლების მეორე წლიდან გადავიდეს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და მოახდინოს მისთვის გამოყოფილი სახელმწიფო დაფინანსების ამ დაწესებულებაში გადატანა; ი) საქართველოს კანონმდებლობისა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად სახელმწიფოსგან, უნივერსიტეტისაგან ან სხვა წყაროებიდან მიიღოს სტიპენდია, ფინანსური ან მატერიალური დახმარება, სხვა სახის შეღავათები; კ) აირჩიოს საგანმანათლებლო პროგრამა; ლ) მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებაში; მ) პერიოდულად მოახდინოს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მუშაობის შეფასება; ნ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით, უნივერსიტეტის წესდებით, ფაკულტეტის დებულებითა და უნივერსიტეტის შინაგანაწესით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებებით. 3. უნივერსიტეტი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებისთვის აწესებს შეღავათებს მათი სრულფასოვანი განათლებისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად. 4. უნივერსიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს სტუდენტთა ცოდნის ობიექტური შეფასება. 5. სტუდენტის სტატუსი მოქმედებს საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებამდე. 6. სტუდენტს შეიძლება შეუჩერდეს ან შეუწყდეს სტატუსი. 7. სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია: აკადემიური შვებულება; ავადმყოფობა; უცხო ქვეყანაში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა; ფინანსური დავალიანება ან დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სხვა გარემოება. სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან 5 წლის შემდეგ პირს უწყდება სტუდენტის სტატუსი, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა. 8. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი განისაზღვრება ამ წესდებით და უკავშირდება დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამით/პროგრამებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შეუძლებლობას ან სტუდენტის სტატუსთან შეუთავსებელი ქმედების განხორციელებას. 9. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგები დგება ბრძანების გამოცემიდან თორმეტი თვის შემდეგ. დროის ამ მონაკვეთში სტუდენტის სტატუსი ითვლება შეჩერებულად და სტუდენტი უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა.   10. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში, მისი ხელახლა მოპოვება დასაშვებია კანონმდებლობით დადგენილი წესით. 11. სტატუსის შეწყვეტის ან შეჩერების შესახებ ბრძანებას დეკანის წარდგინებით გამოსცემს რექტორი. 12. სტუდენტის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს დეკანის წარდგინებით იხილავს ფაკულტეტის საბჭო. მუხლი 54🔗. სტუდენტის ვალდებულებები სტუდენტი ვალდებულია: ა) უნივერსიტეტის მიერ დადგენილი პროგრამის მიხედვით ისწავლოს ყველა ის საგანი, რომელიც საკუთარი სურვილით აირჩია და რომლის სწავლება სავალდებულოა; ბ) დაიცვას შესაბამისი ფაკულტეტის დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები; გ) გაუფრთხილდეს უნივერსიტეტის ქონებას; დ) დაიცვას კანონმდებლობით,ამ წესდებით, უნივერსიტეტის შინაგანაწესით, უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსითა და მასთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნები. მუხლი 55🔗. სტუდენტთა თვითმმართველობა 1. უნივერსიტეტის ფაკულტეტებზე ფარული კენჭისყრით, საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი არჩევნების საფუძველზე იქმნება სტუდენტთა თვითმმართველობა. 2. ფაკულტეტებზე არჩეული სტუდენტთა თვითმმართველობების ერთობლიობა წარმოადგენს უნივერსიტეტის სტუდენტთა თვითმმართველობას, რომელიც შეიმუშავებს თვითმმართველობის დებულებას. 3. სტუდენტთა თვითმმართველობა თავისი დებულების შესაბამისად: ა) უზრუნველყოფს სტუდენტთა მონაწილეობას უნივერსიტეტის მართვაში; ბ) ხელს უწყობს სტუდენტთა უფლებების დაცვას; გ) ირჩევს წარმომადგენლებს ფაკულტეტის საბჭოში; დ) უფლებამოსილია შეიმუშაოს წინადადებები ფაკულტეტის ან უნივერსიტეტის მართვის სისტემისა და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რომელთაც წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს, წარმომადგენლობით საბჭოსა და აკადემიურ საბჭოს; ე) განახორციელებს დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. უნივერსიტეტის ადმინისტრაციას უფლება არა აქვს ჩაერიოს სტუდენტთა თვითმმართველობის საქმიანობაში. 5. სტუდენტთა თვითმმართველობა იღებს დაფინანსებას უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან. თავი VII უნივერსიტეტის ქონება და საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობა მუხლი 56🔗. უნივერსიტეტის ბიუჯეტი 1. უნივერსიტეტის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტს შეიმუშავებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. 2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ბიუჯეტის პროექტს შეიმუშავებს ფაკულტეტებთან და უნივერსიტეტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კონსულტაციით. 3. უნივერსიტეტის ბიუჯეტის პროექტს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, აკადემიურ საბჭოსთან შეთანხმებით, დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს. 4. წარმომადგენლობითი საბჭო განიხილავს წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტს და ამტკიცებს მას ან შესაბამისი შენიშვნებით უბრუნებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს.   5. თუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დაეთანხმება წარმოდგენილ შენიშვნებს, ბიუჯეტს შენიშვნების გათვალისწინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. 6. იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არ ეთანხმება წარმომადგენლობითი საბჭოს შენიშვნებს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს უფლება აქვს ბიუჯეტის პირვანდელი ვარიანტი სათანადო დასაბუთებული დასამტკიცებლად დაუბრუნოს წარმომადგენლობით საბჭოს. წარმომადგენლობითი საბჭოსთვის წარდგენილ დასაბუთებას უნდა ერთოდეს აკადემიური საბჭოს წინადადებები. 7. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ ბიუჯეტის განმეორებით დაუმტკიცებლობა იწვევს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფელბამოსილების შეწყვეტას და ბიუჯეტის დამტკიცება მოხდება ახალშერჩეული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით. მუხლი 57🔗. უნივერსიტეტის ქონება და სახელმწიფო კონტროლი 1. უნივერსიტეტის ქონება შედგება მისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს, კერძო სამართლის ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ გადაცემული ასევე  საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან. 2. უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რომელიც ახორციელებს უნივერსიტეტის საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია მოსთხოვოს  უნივერსიტეტს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერი მასალისა და ინფორმაციის წარმოდგენა. 3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით, უნივერსიტეტს შეუძლია განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები  უნივერსიტეტის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უარი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში ან/და სასამართლოში. 5. უნივერსიტეტის უძრავი ქონების ან მისი ნაწილის შეძენა, გასხვისება ან იჯარით გაცემა, ასევე ქონებასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება, თუ იგი სცილდება საგანმანათლებლო საქმიანობის ფარგლებს, შეიძლება მხოლოდ წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. მუხლი 58🔗. უნივერსიტეტის შემოსავლები და ბიუჯეტი უნივერსიტეტის დაფინანსების წყაროებია: ა) სწავლის საფასური, რომელიც იფარება სახელმწიფო სასწავლო გრანტითა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით (მხოლოდ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე); ბ) გრანტის, შემოწირულების სახით ან ანდერძით მიღებული შემოსავლები; გ) საკონკურსო შერჩევის საფუძველზე სახელმწიფოს მიერ გაცემული სამეცნიერო-კვლევითი გრანტები; დ) სამინისტროების მიერ გამოყოფილი პროგრამული დაფინანსება; ე) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი; ვ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; ზ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა, მათ შორის, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავალები. მუხლი 59🔗. უნივერსიტეტის ბალანსის შედგენა და შემოწმება უნივერსიტეტი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს შესაბამის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს. უნივერსიტეტის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი. თავი VIII უნივერსიტეტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია მუხლი 60🔗. უნივერსიტეტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1.უნივერსიტეტის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება ,,უმაღლესი განათლების შესახებ”  და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ”  საქართველოს კანონებით გათვალისწინებული წესით. 2.უნივერსიტეტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით.  თავი IX წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა მუხლი 61🔗. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი 1. ამ წესდებაში ცვლილებების ან დამატებების პროექტს შესაბამისი დასაბუთებით შეიმუშავებს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობითი საბჭო. 2. წარმომადგენლობით საბჭოში წესდების პროექტის განხილვაში მონაწილეობს აკადემიური საბჭო.