1.  ფაკულტეტის საბჭო:

ა) განსაზღვრავს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარუდგენს ფაკულტეტის ბიუჯეტის პროექტს;

ბ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს დეკანს;

გ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო პროგრამებს;

დ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

ე)  ირჩევს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს;

ვ) უფლებამოსილია, დეკანის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, დეკანისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან/და დეკანისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. დეკანი ამ პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრებში არ მონაწილეობს. ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას;

ზ) დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ნიშნავს დეკანის მოვალეობის შემსრულებელს;

თ) ახორციელებს ამ წესდებითა და საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

2. ფაკულტეტის საბჭოს წევრთა მუშაობის ორგანიზაციულ, იურიდიულ  და საინფორმაციო მომსახურებას უზრუნველყოფს ფაკულტეტის საბჭოს მდივანი.

3.ფაკულტეტის საბჭოს სხდომები მოიწვევა დეკანის მიერ თვეში ერთხელ, საჭიროების შემთხვევაში მოიწვევა რიგგარეშე სხდომა (სხდომები).

4. ფაკულტეტის საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის უფლება აქვს   დეკანს,  ფაკულტეტის  საბჭოს წევრთა 1/3-ის, აკადემიური საბჭოს წევრთა 1/3–ის, წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა 1/3 –ის და რექტორის მოთხოვნით.

5. ფაკულტეტის საბჭოს სხდომებს წარმართავს ფაკულტეტის დეკანი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – დროებით უფლებამოსილი საბჭოს წევრი. ფაკულტეტის საბჭოს სხდომის ჩატარების დროისა და დღის წესრიგის შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს საბჭოს წევრებს.

6. ფაკულტეტის საბჭოს თითოეული სხდომა აისახება ოქმში. ოქმს ხელს აწერს დეკანი(ან სხდომის წარმმართველი საბჭოს წევრი) და სხდომის მდივანი. ოქმის ბოლო გვერდზე დაისმება ფაკულტეტის საბჭოს ბეჭედ