„იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ნორმატიული აქტების პროექტები მოქმედი
მიღების თარიღი 09.09.2013
გამომცემი ორგანო პროექტის ავტორი
ნომერი №0
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016228
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/09/2013
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.09.2013 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; }
a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;}
a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; }
p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-weight:bold;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
p.Default, li.Default, div.Default { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; color:black;}
span.CommentTextChar { }
span.CommentSubjectChar { font-weight:bold;}
span.BalloonTextChar { }
span.abzacixmlChar { font-weight:bold;}
p.abzacixml0, li.abzacixml0, div.abzacixml0 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; font-size:10.0pt; font-weight:bold;}
p.abzacixml0CxSpFirst, li.abzacixml0CxSpFirst, div.abzacixml0CxSpFirst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; font-size:10.0pt; font-weight:bold;}
p.abzacixml0CxSpMiddle, li.abzacixml0CxSpMiddle, div.abzacixml0CxSpMiddle { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; font-size:10.0pt; font-weight:bold;}
p.abzacixml0CxSpLast, li.abzacixml0CxSpLast, div.abzacixml0CxSpLast { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; font-size:10.0pt; font-weight:bold;}
span.PlainTextChar { }
.MsoPapDefault {margin-bottom:10.0pt; line-height:115%;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.75in 1.0in 35.45pt 1.0in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
პროექტი
საქართველოს კანონი
„იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1🔗.
„იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5, 20.01.2006, მუხ. 42) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1.
კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-141 მუხლი:
„
მუხლი
14🔗1
.
საპრეტენზიო
კომისია
1. კონკურსის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით იქმნება საპრეტენზიო კომისია.
2. საპრეტენზიო კომისიის წევრთა რაოდენობას და შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
3. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები.
4. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.
5. საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
6. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრვლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება თავმჯდომარის ხმა.
7. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე და დამსწრე წევრები. საპრეტენზიო კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი.
8. კონკურსში მონაწილე პირებს საპრეტენზიო კომისიისათვის მიმართვის უფლება აქვთ კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების გამოცხადებიდან არა უგვიანეს 4 დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შემოტანილი განცხადება განიხილება 5 დღის ვადაში. მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე შედგება ოქმი, რომელიც წარედგინება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. საბოლოო გადაწყვეტილებას, საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით, იღებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.“.
2. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 15🔗. იუსტიციის მსმენელის სტატუსი
იუსტიციის მსმენელი არის პირი, რომელიც კონკურსის გავლის შედეგად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით ჩაირიცხა სკოლაში სასწავლებლად. იუსტიციის მსმენელს სკოლაში სწავლის პერიოდში გადაეცემა იუსტიციის მსმენელის დამადასტურებელი მოწმობა.“.
3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-181 მუხლი:
„მუხლი 18🔗1. იუსტიციის მსმენელის პერსონალური მონაცემები
1. იუსტიციის მსმენელს უფლება აქვს გაეცნოს მის შესახებ სკოლაში არსებულ ნებისმიერ ინფორმაციას და ოფიციალურ დოკუმენტს და მიიღოს მათი ასლები.
2. პირს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლება უნარჩუნდება სკოლის დამთავრების შემდეგაც, მიუხედავად იმისა, დაინიშნა თუ არა იგი მოსამართლის თანამდებობაზე.
3. იუსტიციის მსმენელი უფლებამოსილია სკოლას მოსთხოვოს მისი პერსონალური მონაცემების (მათ შორის, დამოუკიდებელი საბჭოს შეფასების) გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული, ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოთხოვნის წარდგენა, მისი განხილვა და გადაწყვეტილების მიღება ხორციელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე და 23-ე მუხლებით დადგენილი წესით.
5. სკოლა ვალდებულია არ გაამჟღავნოს (მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომობის გზით) იუსტიციის მსმენელის შესახებ ინფორმაცია და ოფიციალური დოკუმენტები მისი თანხმობის გარეშე, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა.“.
4. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 29🔗. საკვალიფიკაციო სიის შედგენა
1. სკოლაში სწავლების დამამთავრებელი გამოცდის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში სკოლის დირექტორი დამოუკიდებელ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიას.
2. იუსტიციის მსმენელს ეცნობება მისი რიგითი ნომერი იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში.“.
5. 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 31🔗. დამოუკიდებელი საბჭოს შეფასების გათვალისწინება მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატურის შერჩევისას
1. მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევისას მხედველობაში მიიღება იუსტიციის მსმენელის რიგითი ნომერი საკვალიფიკაციო სიაში, აგრეთვე დამოუკიდებელი საბჭოს შეფასება, რომელიც მოიცავს:
ა) თეორიული კურსის დამამთავრებელი გამოცდის შედეგების შეფასებას;
ბ) სტაჟირების გავლის შედეგების შეფასებას;
გ) სემინარული მუშაობის შედეგების შეფასებას;
დ) დამამთავრებელი გამოცდის შედეგების შეფასებას;
ე) სტაჟირების ხელმძღვანელის შეფასებას;
ვ) სკოლის მასწავლებელთა შეფასებას;
ზ) იუსტიციის მსმენელის მიერ სტაჟირების გავლისას შედგენილი წერილობითი ანგარიშის და შესრულებული ნაშრომის შეფასებას;
თ) იუსტიციის მსმენელის დისციპლინას.
2. დამოუკიდებელი საბჭო შეფასებას ადგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით.
3. დამოუკიდებელი საბჭოს შეფასების ერთი ეგზემპლარი გადაეცემა იუსტიციის მსმენელს.“.
მუხლი 2🔗.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
განმარტებითი
ბარათი
„იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს
კანონის პროექტზე
ა
)
ზოგადი
ინფორმაცია
კანონპროექტის
შესახებ
ა
.
ა
)
კანონპროექტის
მიღების
მიზეზი
:
კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს სასამართლო სისტემის გარდაქმნის პროცესში შემდგომი რეფორმების განხორციელების საჭიროება. ვინაიდან იუსტიციის უმაღლესი სკოლა სასამართლო სისტემის შემადგენელი კომპონენტია, რომელსაც მნიშვნელოვანი ფუნქციები აკისრია მოსამართლეობის კანდიდატთა მომზადების პროცესში, აუცილებელია დაიხვეწოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა. უფრო კონკრეტულად, კანონპროექტის მიღება რამდენიმე მიზეზითაა განპირობებული: კანონპროექტის შემუშავების ერთ-ერთი მიზეზია პრობლემა, რომელიც უკავშირდება იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელობის კანდიდატებისათვის კონკურსის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული გასაჩივრების მექანიზმის არარსებობას, მაშინ, როდესაც სკოლაში მსმენელად მიღება პირთა ფართო წრისათვის მოსამართლის თანამდებობის დაკავების ერთადერთი გზაა.
გარდა ამისა, პრობლემას წარმოადგენს იუსტიციის მსმენელთა უფლებების დარღვევის ფაქტები, რაც დაკავშირებულია მოსამართლეობის კანდიდატების არასაკმარისად ინფორმირებულობასთან, იუსტიციის მსმენლის სტატუსის განმსაზღვრელი ბუნდოვანი ნორმა და დამოუკიდებელი საბჭოს შეფასების შედგენასთან დაკავშირებული არასაკმარისი რეგულაციები. კანონპროექტის მიღების მიზეზია ჩამოთვლილ საკითხთა მოწესრიგებისა და უკეთესად დარეგულირების საჭიროება.
ა
.
ბ
)
კანონპროექტის
მიზანი
:
კანონპროექტის მიზანია შექმნას ისეთი საკანონმდებლო რეგულაცია, რომელიც უკეთ უზრუნველყოფს როგორც იუსტიციის მსმენელობის კანდიდატების, ისე იუსტიციის მსმენელთა უფლებების დაცვას, კერძოდ, კანონპროექტის მიზანია იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელობის კანდიდატებს მიანიჭოს საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების შესაძლებლობა. ამ მიზნით შეიქმნება საპრეტენზიო კომისია, რომელიც განიხილავს მსმენელობის კანდიდატების განაცხადებს. საბოლოო გადაწყვეტილებას, საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით, მიიღებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
გარდა აღნიშნულისა, იმისათვის, რომ გამოირიცხოს კანონის არასწორი განმარტების საფუძველზე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევები, მკაფიოდ განისაზღვრება იუსტიციის მსმენელის უფლება, გაეცნოს მის შესახებ იუსტიციის სკოლაში არსებულ ნებისმიერ ინფორმაციასა და ოფიციალურ დოკუმენტებს და მიიღოს მათი ასლები. ამასთან, პირს ეს უფლება შეუნარჩუნდება სკოლის დამთავრების შემდეგაც, მიუხედავად იმისა, დაინიშნება თუ არა იგი მოსამართლის თანამდებობაზე.
კანონპროექტი აგრეთვე მიზნად ისახავს დახვეწოს იუსტიციის მსმენლის სტატუსის განმსაზღვრელი ნორმა, დაადგინოს იუსტიციის მსმენლისათვის საკვალიფიკაციო სიაში მისი რიგითი ნომრის შეტყობინების, ისევე, როგორც დამოუკიდებელი საბჭოს შეფასების ეგზემპლარის მისთვის გადაეცემის ვალდებულება და დახვეწოს დამოუკიდებელი საბჭოს მიერ კანდიდატის შეფასებასთან დაკავშირებული პროცედურა.
ა
.
გ
)
კანონპროექტის
ძირითადი
არსი
:
კანონპროექტით „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება მე-141 მუხლი, რომელიც კონკურსის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით, ითვალისწინებს საპრეტენზიო კომისიის შექმნას. საპრეტენზიო კომისიის წევრთა რაოდენობას და შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
იცვლება კანონის მე-15 მუხლიც, რომელიც ადგენს იუსტიციის მსმენლის სტატუსს. კერძოდ, მკაფიოდ განისაზღვრება, რომ იუსტიციის მსმენელი არის პირი, რომელიც კონკურსის გავლის შედეგად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით ჩაირიცხა სკოლაში სასწავლებლად, მიუხედავად იმისა, მას გადაეცა თუ არა იუსტიციის მსმენელის დამადასტურებელი მოწმობა. მსმენლის სტატუსის მოსაპოვებლად საკმარისი იქნება კონკურსის გავლის შედეგად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით მისი სკოლაში სასწავლებლად ჩარიცხვა.
კანონს ემატება მე-181 მუხლი, რომელიც აწესრიგებს იუსტიციის მსმენლის პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. მსგავსად „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა, კანონპროექტი მიუთითებს, რომ იუსტიციის მსმენელს უფლება ექნება გაეცნოს მის შესახებ სკოლაში არსებულ ნებისმიერ ინფორმაციას და ოფიციალურ დოკუმენტს და მიიღოს მათი ასლები. მნიშვნელოვანია სიახლეა ის, რომ პირს ეს უფლება შეუნარჩუნდება სკოლის დამთავრების შემდეგაც, მიუხედავად იმისა, დაინიშნება თუ არა იგი მოსამართლის თანამდებობაზე. კანონის მე-181 მუხლით დადგენილ შემთხვევებში იუსტიციის მსმენელი უფლებამოსილია სკოლას მოსთხოვოს მისი პერსონალური მონაცემების (მათ შორის, დამოუკიდებელი საბჭოს შეფასების) გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება. ამასთან, სკოლა ვალდებული იქნება არ გაამჟღავნოს (მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომობის გზით) იუსტიციის მსმენელის შესახებ ინფორმაცია და ოფიციალური დოკუმენტები მისი თანხმობის გარეშე, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა.
29-ე მუხლის ახალი რედაქცია ადგენს, რომ იუსტიციის მსმენელს ეცნობება მისი რიგითი ნომერი იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში, 31-ე მუხლით კი დგინდება
იუსტიციის მსმენლისათვის დამოუკიდებელი საბჭოს შეფასების ეგზემპლარის გადაცემის ვალდებულება, ასევე აღინიშნება, რომ დამოუკიდებელი საბჭო შეფასებას ადგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ცვლილებას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსური შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულებმა.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
„იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონის
იმ
მუხლების
მოქმედი
სრული
რედაქცია
,
რომლებშიც
წარმოდგენილი კანონპროექტით
შედის
ცვლილება
მუხლი 15🔗. იუსტიციის მსმენლის სტატუსი
იუსტიციის მსმენელი არის პირი, რომელიც კონკურსის გავლის შედეგად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით ჩაირიცხა სკოლაში სასწავლებლად და მიიღო იუსტიციის მსმენლის დამადასტურებელი მოწმობა.
მუხლი 29🔗. საკვალიფიკაციო სიის შედგენა
სკოლაში სწავლების დამამთავრებელი გამოცდის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში სკოლის დირექტორი დამოუკიდებელ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიას.
მუხლი 31🔗. დამოუკიდებელი საბჭოს შეფასების გათვალისწინება მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატურის შერჩევისას
მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევისას მხედველობაში მიიღება იუსტიციის მსმენელის რიგითი ნომერი საკვალიფიკაციო სიაში, აგრეთვე დამოუკიდებელი საბჭოს შეფასება, რომელიც მოიცავს:
ა) თეორიული კურსის დამამთავრებელი გამოცდის შედეგების შეფასებას;
ბ) სტაჟირების გავლის შედეგების შეფასებას;
გ) სემინარული მუშაობის შედეგების შეფასებას;
დ) დამამთავრებელი გამოცდის შედეგების შეფასებას;
ე) სტაჟირების ხელმძღვანელის შეფასებას;
ვ) სკოლის მასწავლებელთა შეფასებას;
ზ) იუსტიციის მსმენელის მიერ სტაჟირების გავლისას შედგენილი წერილობითი ანგარიშის და შესრულებული ნაშრომის შეფასებას;
თ) იუსტიციის მსმენელის დისციპლინას.