„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მიღების თარიღი 09.09.2013
გამომცემი ორგანო პროექტის ავტორი
ნომერი №0
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016232
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/09/2013
matsne.gov.ge 7,364 სიტყვა · ~37 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; } span.MsoFootnoteReference {vertical-align:super;} a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; } p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } span.FootnoteTextChar { } span.CommentTextChar { } span.BalloonTextChar { } span.CommentSubjectChar { font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } span.abzacixmlChar { font-weight:bold;} p.abzacixml0, li.abzacixml0, div.abzacixml0 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml0CxSpFirst, li.abzacixml0CxSpFirst, div.abzacixml0CxSpFirst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml0CxSpMiddle, li.abzacixml0CxSpMiddle, div.abzacixml0CxSpMiddle { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml0CxSpLast, li.abzacixml0CxSpLast, div.abzacixml0CxSpLast { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; font-size:10.0pt; font-weight:bold;} span.PlainTextChar { } .MsoPapDefault {margin-bottom:10.0pt; line-height:115%;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:49.5pt 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} პროექტი საქართველოს ორგანული კანონი „ საერთო სასამართლოების შესახებ “ საქართველოს ორგანულ კანონში ცვ ლ ილების შეტანის თაობაზე მუხლი 1🔗. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 08.12.2009, მუხ. 300) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1.      მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:             „1. მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია. მოსამართლე ფაქტობრივ გარემოებებს აფასებს და გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების, სხვა კანონების შესაბამისად და თავისი შინაგანი რწმენის საფუძველზე. არავის არა აქვს უფლება, მოსთხოვოს მოსამართლეს ანგარიში ან მიუთითოს, თუ როგორი გადაწყვეტილება მიიღოს კონკრეტულ საქმეზე.“. 2. მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:             „1. უზენაესი სასამართლოს პლენუმი შედგება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილეების და უზენაესი სასამართლოს წევრებისაგან.“. 3.      მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:             „2. სადისციპლინო პალატის წევრს ათავისუფლებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უზენაესი სასამართლოს პლენუმის თანხმობით.“. 4.                  21-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) ახორციელებს „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს;“. 5.      23-ე მუხლის: ა)  მე-5-მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სააპელაციო სასამართლოს თითოეულ პალატას და საგამოძიებო კოლეგიას ჰყავს თავმჯდომარე, რომელსაც შესაბამისი პალატისა და კოლეგიის შემადგენლობიდან 3 წლის ვადით, მაგრამ არა უმეტეს სამოსამართლო უფლებამოსილების ვადისა, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. 6. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილეს  3 წლის ვადით, მაგრამ არა უმეტეს სამოსამართლო უფლებამოსილების ვადისა, სასამართლოს პალატებისა და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეთაგან ან სხვა მოსამართლეებისგან ფარული კენჭისყრით ირჩევენ ამავე სასამართლოს მოსამართლეები. კანდიდატის დასახელების უფლება აქვს სააპელაციო სასამართლოს ნებისმიერ მოსამართლეს. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც დააგროვებს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობას, მაგრამ არანაკლებ სააპელაციო სასამართლოს სრული შემადგენლობის 1/3-ისა. თუ კენჭისყრის შედეგად ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ მიიღო ვერც ერთმა კანდიდატმა, იმ ორ კანდიდატს, რომლებმაც სხვებთან შედარებით მეტი ხმა მიიღეს, ხელახლა ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეორე კანდიდატზე მეტ ხმას მიიღებს. 7. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის , სასამართლოს პალატის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის არჩევამდე/სასამართლოს პალატის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის დანიშვნამდე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის (თავმჯდომარის მოადგილის, სასამართლოს პალატის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის) უფლებამოსილების განხორციელება შეიძლება დაეკისროს ამავე სასამართლოს ერთ-ერთ მოსამართლეს არა უმეტეს ორი თვის ვადით. ამ ვადაში შესაბამისი სასამართლოს მოსამართლეებმა უნდა უზრუნველყონ სასამართლოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის არჩევა, ხოლო საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ -  სასამართლოს პალატის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის დანიშვნა, რის შემდეგაც ამ პუნქტის შესაბამისად დანიშნულ პირებს უწყდებათ უფლებამოსილება. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია სასამართლოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის არჩევამდე/სასამართლოს პალატის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის დანიშვნამდე შეუწყვიტოს მოსამართლეს მისთვის დაკისრებული სასამართლოს თავმჯდომარის/თავმჯდომარის მოადგილის/სასამართლოს პალატის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის უფლებამოსილება დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში .“; ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8-მე-10 პუნქტები: „8. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის , სასამართლოს პალატის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება; ბ) სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტა; გ) დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების სახით სასამართლოს თავმჯდომარის/თავმჯდომარის მოადგილის/სასამართლოს პალატის/საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება; დ) სასამართლოს თავმჯდომარის/თავმჯდომარის მოადგილის/სასამართლოს პალატის/საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლა. 9.  ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, გარდა „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის , სასამართლოს პალატის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა ფორმდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. 10. ამ მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, სასამართლოს პალატის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე თანამდებობიდან თავისუფლდება „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“. 6.      25-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის: ა.ა)  „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:             „ა) მონაწილეობს საქმეთა განხილვაში; ბ) ზედამხედველობს სასამართლოს აპარატის მუშაობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასამართლოს მენეჯერს, სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსს, სასამართლოს მანდატურს, მოსამართლის თანაშემწესა და სასამართლო სხდომის მდივანს, სასამართლოს მენეჯერსა და სასამართლოს აპარატის სხვა მოსამსახურეებს შეუფარდებს დისციპლინურ სახდელებს;”; ა.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:             „3. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე იმავდროულად შეიძლება თავმჯდომარეობდეს სასამართლოს ერთ-ერთ პალატას ან საგამოძიებო კოლეგიას.“. 7.      26-ე მუხლის:             ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;  ბ ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:             „3. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე იმავდროულად შეიძლება თავმჯდომარეობდეს სასამართლოს ერთ-ერთ პალატას ან საგამოძიებო კოლეგიას;“. 8.      30-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სასამართლო კოლეგიას ჰყავს თავმჯდომარე, რომელსაც კოლეგიის შემადგენლობიდან 3 წლის ვადით, მაგრამ არა უმეტეს სამოსამართლო უფლებამოსილების ვადისა, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.“. 9.      32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ მუხლი 32🔗. რაიონული ( საქალაქო ) სასამართლოს თავმჯდომარე 1. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარეს, ამ სასამართლოს მოსამართლეთაგან, ხოლო იმ სასამართლოში სადაც შექმნილია სასამართლო კოლეგიები, მათ შორის, კოლეგიების თავმჯდომარეთაგან, 3 წლის ვადით, მაგრამ არა უმეტეს სამოსამართლო უფლებამოსილების ვადისა, ფარული კენჭისყრით ირჩევენ ამავე სასამართლოს მოსამართლეები. კანდიდატის დასახელების უფლება აქვს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს ნებისმიერ მოსამართლეს. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც დააგროვებს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობას, მაგრამ არანაკლებ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს სრული შემადგენლობის 1/3-ისა. იმ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც 5-ზე ნაკლები მოსამართლეა, სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ამ სასამართლოს ყველა მოსამართლე. ამ შემთხვევაში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც დააგროვებს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობას. თუ ამ პუნქტით დადგენილი წესით  რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის არჩევისას ხმათა საჭირო რაოდენობა კენჭისყრის შედეგად ვერ მიიღო ვერც ერთმა კანდიდატმა, იმ ორ კანდიდატს, რომლებმაც სხვებთან შედარებით მეტი ხმა მიიღეს, ხელახლა ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეორე კანდიდატზე მეტ ხმას მიიღებს. 2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარე: ა) პირადად განიხილავს საქმეებს; ბ) ზედამხედველობს სასამართლოს აპარატის მუშაობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასამართლოს მენეჯერს, სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსს, სასამართლოს მანდატურს, მოსამართლის თანაშემწესა და სასამართლო სხდომის მდივანს. სასამართლოს მენეჯერსა და სასამართლოს აპარატის სხვა მოსამსახურეებს შეუფარდებს  დისციპლინურ სახდელებს; გ) ორგანიზებას უწევს სასამართლოს მუშაობას; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სასამართლო პრაქტიკის, მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების განზოგადებას და განზოგადების მასალებს წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს; ე) ახორციელებს ამ კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას; ვ) შეისწავლის სასამართლოში საქმეთა განხილვის გაჭიანურების მიზეზებს და შესაბამის მასალებს წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს; ზ) უზრუნველყოფს სასამართლოში წესრიგის დაცვას, უფლებამოსილია სასამართლო სხდომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაადგინოს სხდომის დაწყებამდე პროცესის მონაწილეებისა და დამსწრე პირების შემოწმება და სასამართლოს შენობაში ან სხდომის დარბაზში ცალკეული საგნის შეტანის აკრძალვა; ასევე უფლებამოსილია, დარბაზის ფართობიდან გამომდინარე, შეზღუდოს სასამართლო სხდომაზე დამსწრე პირთა რაოდენობა; თ) სასამართლოში წესრიგის დარღვევის, სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამოხატვის ან სასამართლოს ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლის შემთხვევაში უფლებამოსილია, წესრიგის დამრღვევის მიმართ გამოიყენოს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებანი. სასამართლოს თავმჯდომარის მიერ აღნიშნულ საკითხზე განკარგულების მიღებისა და მისი გასაჩივრების წესი განისაზღვრება საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით; ი) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს. 3. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარე იმავდროულად შეიძლება თავმჯდომარეობდეს  ერთ-ერთ სასამართლო კოლეგიას. 4. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის, ხოლო იმ სასამართლოში, სადაც შექმნილია სასამართლო კოლეგიები, – სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის არჩევამდე/სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის დანიშვნამდე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს (სასამართლო კოლეგიის) თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება შეიძლება დაეკისროს ამავე სასამართლოს ერთ-ერთ მოსამართლეს არა უმეტეს ორი თვის ვადით, ამ ვადაში შესაბამისი სასამართლოს მოსამართლეებმა უნდა უზრუნველყონ სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა, ხოლო საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ -  სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის დანიშვნა, რის შემდეგაც ამ პუნქტის შესაბამისად დანიშნულ პირებს უწყდებათ უფლებამოსილება. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია სასამართლოს თავმჯდომარის არჩევამდე/სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის დანიშვნამდე შეუწყვიტოს მოსამართლეს მისთვის დაკისრებული სასამართლოს თავმჯდომარის/სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის უფლებამოსილება დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში. 5. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის/სასამართლო კოლეგიის  თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება; ბ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტა; გ) დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების სახით სასამართლოს თავმჯდომარის/სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება; დ) სასამართლოს თავმჯდომარის/სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლა. 6.  ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, გარდა „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის,/სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა ფორმდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. 7. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლოს თავმჯდომარე ან სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარე თანამდებობიდან თავისუფლდება „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“. 10.  35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:             „ მუხლი 35🔗. მოსამართლის თანამდებობის დაკავების წესი             1. რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლის თანამდებობაზე ვაკანსიის არსებობისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს მეშვეობით აცხადებს კონკურსს. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს პირს, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის 34-ე მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ეს პირები მოსამართლეობის კანდიდატებად ჩაითვლებიან საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განცხადების წარდგენის შემდეგ.             2. კონკურსის გამოცხადებისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო განსაზღვრავს მოსამართლეობის კანდიდატების რეგისტრაციისათვის განცხადების წარდგენის ვადას, რომელიც არ უნდა იყოს 10 კალენდარულ დღეზე ნაკლები. კონკურსი ტარდება მოსამართლეობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ. 3. მოსამართლეობის კანდიდატმა განცხადების წარდგენიდან 7 დღეში საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უნდა წარადგინოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ცნობა საჯარო სამსახურის ბიუროში ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის თაობაზე. 4. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო განიხილავს კონკურსში მონაწილე მოსამართლეობის კანდიდატთა განცხადებებსა და თანდართულ დოკუმენტებს. კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან ამ დოკუმენტების შესაბამისობის შემთხვევაში მოსამართლეობის კანდიდატები საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოში გაივლიან გასაუბრებას. 5. იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში შეყვანილი პირის მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში მიიღება მისი რიგითი ნომერი იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში და იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს შეფასება. 6. მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის საკითხზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება მოსამართლეობის კანდიდატს ეცნობება გადაწყვეტილების მიღებიდან  არაუგვიანეს მე-5 სამუშაო დღისა. 7. თუ კონკურსის საფუძველზე ვერ შეირჩა მოსამართლის თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატი (კანდიდატები), საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო კონკურსის შედეგების გამოცხადებიდან 3 თვის ვადაში აცხადებს ახალ კონკურსს ამ მუხლით დადგენილი წესით. 8. კონკურსის ჩატარების პირობები და მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.“. 11.  37-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ მუხლი 37🔗. მოსამართლის სხვა სასამართლოს მოსამართლედ კონკურსის გარეშე დანიშვნის წესი ვაკანსიის წარმოშობის შემთხვევაში შესაძლებელია თანამდებობაზე დანიშნული მოსამართლე თავისი თანხმობით, თავისივე უფლებამოსილების ვადის ფარგლებში, კონკურსის გარეშე დაინიშნოს იმავე ან ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლედ.“. 12.  კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 37​1 მუხლი: „ მუხლი 37🔗​1.  უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების/მივლინების წესი 1. რაიონულ (საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის არყოფნისას ან განსახილველ საქმეთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელების წინადადებით მიმართავს ამ კანონის 44-ე მუხლის შესაბამისად რეზერვში ჩარიცხულ მოსამართლეს/მოსამართლეებს. რეზერვში მყოფ მოსამართლეთაგან წერილობითი უარის შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აღნიშნული წინადადებით მიმართავს იმავე ინსტანციის სასამართლოების მოსამართლეებს. საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წინადადებაზე თანხმობის/უარის შესახებ ინფორმაცია მიეწოდება წინადადების მიღებიდან 7 დღის ვადაში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების მიზნით, მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინება შეიძლება განხორციელდეს საბჭოს დასაბუთებული გადაწყვეტილებით, მოსამართლის თანხმობით, 1 წლამდე ვადით. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების აღმოფხვრისას მივლინება შეწყდება დადგენილ ვადაზე ადრე. 3. აუცილებლობის შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს მართლმსაჯულების ინტერესები, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია მოსამართლის თანხმობის გარეშე მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება სასამართლოში იმ მოსამართლის მივლინების თაობაზე, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს ტერიტორიულად ახლომდებარე სასამართლოში. საბჭოს გადაწყვეტილებაში აისახება ის კონკრეტული გარემოებები, რომლებიც ადასტურებს მართლმსაჯულების ინტერესის არსებობას. ის მოსამართლე, რომელიც მივლინებულ უნდა იქნეს სხვა სასამართლოში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოვლინდება წილისყრის საფუძველზე. წილისყრის შედეგად გამოვლენილ მოსამართლეს უნდა მიეცეს მივლინების თაობაზე თავისი აზრის წერილობით გამოთქმის შესაძლებლობა, რაც თან ერთვის მოსამართლის მივლინების შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას. 4. ერთი და იგივე მოსამართლის მივლინება მისი თანხმობის გარეშე შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ორჯერ. დაუშვებელია მოსამართლის იმავე ან სხვა სასამართლოში მივლინება მივლინების ვადის გასვლიდან 3 წლის განმავლობაში. 5. უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების ვადის გაგრძელება შესაძლებელია არა უმეტეს 1 წლით, რისთვისაც აუცილებელია მოსამართლის თანხმობა. 6. მოსამართლე, რომელიც მივლენილია სხვა სასამართლოში, საჭიროების შემთხვევაში იმავდროულად სამოსამართლო უფლებამოსილებას ახორციელებს იმ სასამართლოში, სადაც იგი დანიშნულია კანონით დადგენილი წესით. 7. რეზერვში მყოფი მოსამართლეები მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების აღმოფხვრამდე. 8. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას შესაბამის სასამართლოში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ახორციელებს ამ მუხლით გათვალისწინებულ ქმედებებს და იმავდროულად გონივრულ ვადაში მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად აცხადებს კონკურსს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. 13.  41-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე შეიძლება დაინიშნოს სააპელაციო სასამართლოში, თუ იგი რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში სამოსამართლო უფლებამოსილებას ახორციელებდა 5 წელი მაინც. მოსამართლის დაწინაურების კრიტერიუმებს შეიმუშავებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.“. 14.  43-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 15.              49-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ ​1 “ და „კ ​2 “ ქვეპუნქტები:             „კ ​1 ) უზრუნველყოფს მიღებული გადაწყვეტილებების, საბჭოს შემადგენლობის ცვლილებისა და მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის, აგრეთვე მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის თაობაზე ინფორმაციის საბჭოს ვებგვერდზე განთავსებას; კ ​2 ) საბჭოს სხდომის ჩატარებამდე არანაკლებ 2 დღით ადრე უზრუნველყოფს სხდომის თარიღისა და დღის წესრიგის თაობაზე ინფორმაციის საბჭოს ვებგვერდზე განთავსებას;“. 16.  56-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:             „2. სასამართლოს აპარატის ორგანიზაციულ ხელმძღვანელობას ახორციელებს სასამართლოს მენეჯერი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში. სასამართლოს მენეჯერი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასამართლოს აპარატის მოსამსახურეებს (სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსის, სასამართლოს მანდატურის, მოსამართლის თანაშემწისა და სასამართლო სხდომის მდივნის გარდა).“. 17. 57-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სასამართლოს აპარატის მოხელე, რომლის ფუნქციები პირდაპირ არ არის დაკავშირებული სასამართლოში სამართალწარმოების განხორციელებასთან, დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეები თანამდებობაზე ინიშნებიან და თანამდებობიდან თავისუფლდებიან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“. 18. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 58​1 მუხლი: „მუხლი 58🔗​1. მოსამართლეთა შორის საქმეთა განაწილება რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა შორის საქმეები ნაწილდება ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით, რიგითობის წესით, რაც გულისხმობს მოსამართლეთა შორის საქმეების განაწილებას საქმეთა შემოსვლის რიგისა და მოსამართლეთა რიგითობის მიხედვით.“. მუხლი 2🔗 1. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეებმა უზრუნველყონ შესაბამისი რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეებისა და სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეების მოადგილეების არჩევა ამ კანონით დადგენილი წესით. 2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეებს და სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეების მოადგილეებს უწყდებათ უფლებამოსილება და რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების ახალი თავმჯდომარეების/სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეების მოადგილეების არჩევამდე მათვე ეკისრებათ შესაბამისი სასამართლოს თავმჯდომარის/თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების შესრულება. 3. ამ კანონის ამოქმედების დღისათვის საქართველოს იუსტიციის საბჭოს მიერ თანამდებობაზე 5 წლის ვადით, მაგრამ არა უმეტეს სამოსამართლო უფლებამოსილების ვადისა, დანიშნული სასამართლოს პალატების/სასამართლო კოლეგიების/საგამოძიებო კოლეგიების თავმჯდომარეები თანამდებობიდან თავისუფლდებიან ამ ვადის გასვლის შემდეგ. 4. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში სასამართლოს მენეჯერებმა უზრუნველყონ ამ კანონით გათვალისწინებული სასამართლოს აპარატის მოქმედი მოსამსახურეების თანამდებობაზე გადანიშვნა. 5. 2014 წლის 1 იანვრამდე საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზრუნველყოს სათანადო სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. 6. 2014 წლის 1 მარტამდე საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლის მე-18 პუნქტით გათვალისწინებული საქმეთა განაწილების ელექტრონული სისტემის შემუშავება და რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მისი ამოქმედება. 7. 2014 წლის 1 მარტამდე საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილება განხორციელდეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული წესით. მუხლი 3🔗 ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ“ საქართველოს კანონი. მუხლი 4🔗 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-18 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-18 პუნქტი ამოქმედდეს 2014 წლის 1 მარტიდან. საქართველოს პრეზიდენტი მ . სააკაშვილი განმარტებითი ბარათი „ საერთო სასამართლოების შესახებ “ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე “ საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე ა ) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა . ა ) კანონპროექტის მიღების მიზეზი : კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს სასამართლო სისტემის გარდაქმნის პროცესში შემდგომი რეფორმების განხორციელების საჭიროება, კერძოდ, მისი შემუშავება განპირობებულია საერთო სასამართლოთა სისტემაში არსებული იმ პრობლემებით, რამაც შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს სასამართლოს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა. რიგ შემთხვევებში აღნიშნული გამოწვეულია კანონმდებლობაში არსებული არასრულყოფილი რეგულაციებით, ბუნდოვანი ცნებებით და სხვა სახის ხარვეზებით. ა . ბ ) კანონპროექტის მიზანი : კანონპროექტის მიზანია სასამართლო სისტემის მეტი დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გარანტიების შექმნა, მისი გამჭვირვალეობის უზრუნველყოფა, კანონში არსებული ცალკეული პროცედურების დახვეწა და ხარვეზების გამოსწორება. ცვლილების მიზანია უზრუნველყოფილ იქნეს მოსამართლეთა მეტი ჩართულობა სასამართლოს სისტემის ადმინისტრირების პროცესში და გამოირიცხოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთათვის მიუღებელი კანდიდატურების სასამართლოს თავმჯდომარეებად დანიშვნა, ამასთან, კანონპროექტი ითვალისწინებს სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარეებისა და თავმჯდომარეების მოადგილეების ადმინისტრაციული უფლებამოსილებების სასამართლოს მენეჯერზე  გადანაწილებას, რათა მათ სრულყოფილად შეძლონ სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელება. გარდა ამისა, სასამართლოთა თავმჯომარეებს აღარ ექნებათ საქმეთა განაწილების ფუნქცია, რათა გამოირიცხოს მათი მხრიდან ნებისმიერი სახის მანიპულაცია თუ თვითნებობა. კანონპროექტი მიზნად ისახავს სამართლიანი და თანაბარი პირობების შექმნას მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, კერძოდ, ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, მოქმედი რეგულირებისგან განსხვავებით, თანაბარ პირობებში მოექცევიან იუსტიციის მსმენელები და ის პირები, რომლებიც გათავისუფლებულნი არიან იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისაგან. ორივე დასახელებული კატეგორიის პირები მონაწილეობას მიიღებენ ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში და ამ პროცესში აღარ მიენიჭება ცალსახა უპირატესობა იუსტიციის მსმენელებს. წარმოდგენილი ცვლილების მიზანია მოსამართლის მივლინებისა და საქმეთა განაწილების საკითხი, როგორც საერთო სასამართლოების ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვანი თემები, ასახოს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში. ამისათვის, კანონპროექტი ძალადაკარგულად აცხადებს „საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ“ საქართველოს კანონს და აღნიშნული კანონით მოწესრიგებული მივლინების საკითხი, ისევე როგორც საქმეთა განაწილების წესი განისაზღვრება ორგანული კანონით. უნდა აღინიშნოს, რომ წარმოდგენილი ცვლილება მოქმედი დებულებებისაგან განსხვავებულად აწესრიგებს მითითებულ საკითხებს, კერძოდ, მივლინების შემთხვევებისათვის იქმნება მოსამართლეთა დაცვის უფრო მეტი სამართლებრივი გარანტიები, ხოლო საქმეთა განაწილება მოხდება ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით. გარდა აღნიშნულისა, წარმოდგენილი ცვლილებების მიზანია დახვეწოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის შემადგენლობისა და სადისციპლინო პალატის წევრის გათავისუფლების საკითხები, შექმნას მოსამართლის დამოუკიდებლობის მეტი გარანტიები, უკეთ მოაწესრიგოს მოსამართლის სხვა სასამართლოს მოსამართლედ კონკურსის გარეშე დანიშვნისა და რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის დაწინაურების საკითხები. კანონპროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვან მიზანს წარმოადგენს სასამართლოს სისტემის მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. წარმოდგენილი ცვლილებით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებული იქნება მის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია განათავსოს ვებგვერდზე. ა . გ ) კანონპროექტის ძირითადი არსი : კანონპროექტით ცვლილება შედის ორგანული კანონის მე-7 მუხლში, რომელიც ადგენს, რომ არავის აქვს უფლება მიუთითოს მოსამართლეს, თუ როგორი გადაწყვეტილება მიიღოს კონკრეტულ საქმეზე. მე-18 მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებული ცვლილებით უზენაესი სასამართლოს პლენუმის შემადგენლობაში აღარ შევლენ სააპელაციო სასამართლოების თავმჯომარეები.  კანონპროექტით ცვლილება შედის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტში და არსებული რედაქციისგან განსხვავებით, რომლის თანახმადაც სადისციპლინო პალატის წევრის გათავისუფლების უფლება აქვს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ერთპიროვნულად, ცვლილების ძალაში შესვლის შემდეგ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ამისათვის დასჭირდება პლენუმის თანხმობა.  კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილებას სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების თავმჯდომარეებისა და თავმჯდომარეების მოადგილეების თანამდებობაზე განწესების წესში. ამ მიზნით ცვლილება შედის ორგანული კანონის 23-ე, 25-ე, 26-ე და 32-ე მუხლებში. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დანიშვნის ნაცვლად, სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების თავმჯდომარეებსა და თავმჯდომარეების მოადგილეებს აირჩევენ თავად შესაბამისი ინსტანციის მოსამართლეები. კანდიდატის დასახელების უფლება ექნება შესაბამისი ინსტანციის ნებისმიერ მოსამართლეს. შესაბამისად, სავალდებულო აღარ იქნება, რომ სასამართლოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილეობის კანდიდატი იყოს სასამართლოს პალატის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე, თუმცა, ამ უკანასკნელთ არ ეზღუდებათ სამართლოს თავმჯდომარედ/ თავმჯდომარის მოადგილედ არჩევის უფლება. ამასთან, კანონპროექტით განისაზღვრება სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, სასამართლოს პალატის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის, ისევე როგორც რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის/სასამართლო კოლეგიის  თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები.  სასამართლოთა თავმჯდომარეებს ეზღუდებათ ადმინისტრაციული ფუნქციები. კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებით, ისინი მხოლოდ ზედამხედველობას გაუწევენ სასამართლოს აპარატის მუშაობას. სასამართლოს აპარატის უშუალო ორგანიზაციულ ხელმძღვანელობას განახორციელებს სასამართლოს მენეჯერი. სასამართლოთა თავმჯდომარეებისა და მოადგილეების, ასევე კოლეგიებისა და პალატების თავმჯდომარეთა უფლებამოსილების ვადა იქნება 3 წელი, ნაცვლად 5 წლისა. ახალი რედაქციით ყალიბდება ორგანული კანონის 35-ე მუხლი, რომელიც ადგენს მოსამართლის თანამდებობის დაკავების წესს. მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ყველა შემთხვევაში აცხადებს კონკურსს, რომელში მონაწილეობის უფლებაც ექნებათ როგორც იუსტიციის მსმენელებს, ასევე პირებს, რომლებიც გათავისუფლებულნი არიან იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისაგან. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი იქნება განაცხადის წარდგენა. დგინდება კანდიდატების რეგისტრაციის მინიმალური ვადაც. თუ კონკურსში მონაწილე კანდიდატთა მიერ წარდგენილი განცხადებები და თანდართული დოკუმენტები შეესაბამება კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ყველა კანდიდატი გაივლის გასაუბრებას. გარდა ამისა, დგინდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვალდებულება, რომ მოსამართლეობის კანდიდატებს აცნობოს მათი მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის საკითხზე გადაწყვეტილება არაუგვიანეს გადაწყვეტილების მიღებიდან ხუთი სამუშაო დღისა. ორგანული კანონის 37-ე მუხლი უშვებს მოსამართლის სხვა სასამართლოს მოსამართლედ კონკურსის გარეშე დანიშვნას მხოლოდ იმავე და ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში, განსხვავებით არსებული რედაქციისაგან, რომლის თანახმად მოსამართლე შეიძლება დაინიშნოს როგორც იმავე ან ზემდგომი, ისე ქვემდგომი ინსტაციის სასამართლოს მოსამართლედ. 37​1 მუხლის დამატებით კანონპროექტი აწესრიგებს მოსამართლეთა მივლინების საკითხებს. განსხვავებით მოქმედი რეგულირებისა, რაიონულ (საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის არყოფნისას ან განსახილველ საქმეთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის შემთხვევაში იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელების წინადადებით თავდაპირველად მიმართავს რეზერვში მყოფ მოსამართლეს/მოსამართლეებს, ხოლო უარის შემთხვევაში - იმავე ინსტანციის სასამართლოების მოსამართლეებს. საბჭოს წინადადებაზე თანხმობის/უარის შესახებ ინფორმაცია მიეწოდება წინადადების მიღებიდან 7 დღეში. იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილი იქნება მიავლინოს მოსამართლე მისი თანხმობით და 1 წლამდე ვადით, მხოლოდ იმავე ინსტანციის სასამართლოში. თუ არც ერთი მოსამართლე არ იქნება თანახმა, დასაშვები იქნება მოსამართლის თანხმობის გარეშე მივლინება ტერიტორიულად ახლომდებარე სასამართლოდან. ასეთი მოსამართლე გამოვლინდება წილისყრით. მას ექნება უფლება გამოთქვას აზრი. მოსამართლის მივლინება მისი თანხმობის გარეშე შესაძლებელი იქნება მხოლოდ ორჯერ. მივლინების ვადის გასვლის შემდეგ დაუშვებელი იქნება მოსამართლის მივლინება მომდევნო 3 წლის განმავლობაში. მივლინების საფუძვლების აღმოფხვრისას მივლინება შეწყდება დადგენილ ვადაზე ადრე. მივლინების საფუძვლებთან ერთად, შესაბამის სასამართლოში იმავდროულად ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებული იქნება გონივრულ ვადაში  გამოაცხადოს კონკურსი მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად და ამ გზითაც იზრუნოს ვაკანსიის შევსებაზე. 41-ე მუხლში გათვალისწინებული ცვლილების თანახმად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის დაწინაურებისათვის, ნაცვლად 2 წლისა, სავალდებულო იქნება რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში უფლებამოსილების განხორციელების 5 წლიანი გამოცდილება. გარდა აღნიშნული ცვლილებებისა, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, საბჭოს ვალდებულებად განისაზღვრება მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, საბჭოს შემადგენლობის ცვლილების და მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის, აგრეთვე მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის თაობაზე ინფორმაციის საბჭოს ვებგვერდზე განთავსება. ამასთან, საბჭო ვალდებული იქნება საბჭოს სხდომის ჩატარებამდე არანაკლებ 2 დღით ადრე უზრუნველყოს სხდომის თარიღისა და დღის წესრიგის თაობაზე ინფორმაციის საბჭოს ვებგვერდზე განთავსება. კანონს ემატება 58​1 მუხლი, რომელიც აწესრიგებს საქმეთა განაწილების წესს. ცვლილების ამოქმედების შემდეგ საქმეთა განაწილება მოხდება ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით. კანონპროექტის შესაბამისად, ძალადაკარგულად ცხადდება „საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც ძირითადად შეიცავს მოძველებულ ნორმებს. ბ)  კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ცვლილებას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს.  ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: არ იწვევს ფინანსურ შედეგებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან   გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან : კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება  ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან : კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან : კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებისას კონსულტაციები იქნა გავლილი შესაბამის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭცვირვალობა - საქართველო და სხვ.).  დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი:                          კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა. 1. „ საერთო სასამართლოების შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია , რომლებშიც წარმოდგენილი კანონოპროექტით შედის ცვლილება მუხლი 7🔗. მოსამართლის დამოუკიდებლობა 1. მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია. მოსამართლე ფაქტობრივ გარემოებებს აფასებს და გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების, სხვა კანონების შესაბამისად და თავისი შინაგანი რწმენის საფუძველზე. არავის არა აქვს უფლება, მოსთხოვოს მოსამართლეს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე. 2. მოსამართლის ჩამოცილება საქმეთა განხილვისაგან, მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა ან სხვა თანამდებობაზე გადაყვანა დაუშვებელია, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 3. თუ საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო დაასკვნის, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რათა ესა თუ ის კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი, რომელიც უნდა გამოიყენოს სასამართლომ ამ საქმის გადაწყვეტისას, მთლიანად ან ნაწილობრივ შეიძლება მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის შეუსაბამოდ, იგი შეაჩერებს საქმის განხილვას და მიმართავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. საქმის განხილვა განახლდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ საკითხის გადაწყვეტის შემდეგ. 4. თუ საქმის განმხილველი სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციას არ შეესაბამება ნორმატიული აქტი, რომლის შემოწმებაც არ განეკუთვნება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციას, სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად. მუხლი 18🔗. უზენაესი სასამართლოს პლენუმი 1. უზენაესი სასამართლოს პლენუმი შედგება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილეების, უზენაესი სასამართლოს წევრებისა და სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეებისაგან. 2. პლენუმი უფლებამოსილია: ა) უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით აირჩიოს დიდი პალატის შემადგენლობა; ბ) უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით აირჩიოს უზენაესი სასამართლოს პალატების შემადგენლობები და მათი თავმჯდომარეები; გ) დანიშნოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 3 წევრი; დ) საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კონკრეტული საქმის განხილვასთან და სასამართლო პრაქტიკის განზოგადებასთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანოს წარდგინება ნორმატიული აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის თაობაზე; ე) საქართველოს პარლამენტს იმპიჩმენტის საქმეზე მისცეს დასკვნა თანამდებობის პირის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობის ან არარსებობის შესახებ. დასკვნაში პლენუმი შემოიფარგლება იმ ქმედების იურიდიული შეფასებით, რომელიც იმპიჩმენტის საკითხის აღმძვრელ პარლამენტის წევრთა მიერ მიჩნეულია დადგენილად; ვ) საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს რეკომენდაციები უზენაესი სასამართლოს კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების თაობაზე; ზ) მოისმინოს და შეაფასოს უზენაესი სასამართლოს პალატების თავმჯდომარეთა ინფორმაციები, უზენაესი სასამართლოს აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფთა ხელმძღვანელების ანგარიშები, განიხილოს მათი საქმიანობის სრულყოფასთან დაკავშირებული წინადადებები; თ) შექმნას უზენაესი სასამართლოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანო, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით დანიშნოს მისი რედაქტორი და სარედაქციო კოლეგია; ი) შექმნას უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, დაამტკიცოს მისი დებულება, შემადგენლობა და სწავლული მდივანი; კ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით უზენაესი სასამართლოსთვის გათვალისწინებული დაფინანსების ფარგლებში განსაზღვროს უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური დანამატის ოდენობა; ლ) უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით დაამტკიცოს უზენაესი სასამართლოს აპარატის რეგლამენტი, მოხელეთა და სხვა მუშაკთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთები; ლ1) უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით დაამტკიცოს უზენაეს სასამართლოში სტაჟირების გავლის წესი და უზენაესი სასამართლოს აპარატის მოსამსახურეთა შეფასების წესი; მ) მოამზადოს და გამოაქვეყნოს ყოველწლიური ანგარიში საქართველოში მართლმსაჯულების მდგომარეობის შესახებ; ნ) განახორციელოს სასამართლო ხელისუფლების კონსტიტუციური ფუნქციებიდან გამომდინარე და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი. 3. პლენუმი ვალდებულია: ა) დაიცვას და განამტკიცოს სახელმწიფო ხელისუფლების ერთ-ერთი და თანასწორუფლებიანი შტოს – სასამართლო ხელისუფლების – ინსტიტუციური დამოუკიდებლობა, უზრუნველყოს მოსამართლეთა დამოუკიდებლობა; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს სასამართლო ხელისუფლებისადმი ხალხის ნდობისა და რწმენის განმტკიცება. 4. პლენუმი უფლებამოსილია განიხილოს საკითხი, თუ მის სხდომას ესწრება პლენუმის წევრთა არანაკლებ ორი მესამედისა. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარი დაუჭირა სხდომის მონაწილეთა არანაკლებ ორმა მესამედმა. 5. პლენუმი მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ერთხელ. პლენუმის სხდომას ნიშნავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან პლენუმის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის მოთხოვნით. 6. პლენუმის სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნენ შესაბამისი სპეციალისტები და სხვა პირები. მუხლი 19🔗. უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა 1. უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატას 3 წევრის შემადგენლობით, 3 წლის ვადით ამტკიცებს უზენაესი სასამართლოს პლენუმი. სადისციპლინო პალატის წევრთა კანდიდატურებს (მათ შორის, პალატის თავმჯდომარის კანდიდატურას) უზენაესი სასამართლოს წევრთაგან პლენუმს დასამტკიცებლად წარუდგენს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. 2. სადისციპლინო პალატის წევრის გათავისუფლების უფლება აქვს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს. 3. თუ უზენაესი სასამართლოს პლენუმმა ორჯერ არ დაამტკიცა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ წარდგენილი სადისციპლინო პალატის წევრის კანდიდატურა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უფლება აქვს, მის დამტკიცებამდე, არა უმეტეს 6 თვისა, უზენაესი სასამართლოს წევრთაგან დანიშნოს სადისციპლინო პალატის წევრის მოვალეობის შემსრულებელი. 4. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უფლებამოსილია საქმის განხილვას სადისციპლინო პალატაში კონკრეტული საჩივრის განხილვის დროით ჩამოაშოროს პალატის ის წევრი, რომელსაც ამ საჩივართან დაკავშირებით აქვს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული აცილების საფუძველი. ასეთ შემთხვევაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უზენაესი სასამართლოს წევრთაგან ნიშნავს სადისციპლინო პალატის წევრის მოვალეობის შემსრულებელს. 5. სადისციპლინო პალატის წევრი სრულყოფილად ახორციელებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილებას. 6. სადისციპლინო პალატა „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით განიხილავს საჩივრებს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებებზე. მუხლი 21🔗. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე 1. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე: ა) საერთო ხელმძღვანელობას უწევს უზენაესი სასამართლოს საქმიანობას; ბ) შეიძლება იყოს ერთ-ერთი პალატის თავმჯდომარე; უძღვება უზენაესი სასამართლოს პლენუმისა და დიდი პალატის სხდომებს, საჭიროების შემთხვევაში თავმჯდომარეობს უზენაესი სასამართლოს პალატების სხდომებს; გ) (ამოღებულია - 01.05.2013, №580); დ) საქართველოში მართლმსაჯულების მდგომარეობის ზოგად საკითხებთან დაკავშირებით მართლმსაჯულების განმახორციელებელი სასამართლო ხელისუფლების სახელით წარმართავს ურთიერთობას სახელმწიფო ხელისუფლების სხვა შტოებთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და მოსახლეობასთან; ე) წარმართავს უზენაესი სასამართლოს აპარატის მუშაობას; ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უზენაესი სასამართლოს აპარატის მოხელეებსა და სხვა მუშაკებს; ზ) განსაზღვრავს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მოსამართლეს, რომელიც გასცემს ბრძანებას „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების ჩატარების თაობაზე; თ) მოსამართლის მიმართ აღძრავს დისციპლინურ დევნას და ახორციელებს სხვა დისციპლინურ უფლებამოსილებებს; ი) წყვეტს მოსამართლის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, დაკავების ან დაპატიმრების, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი ჩხრეკის საკითხებს; კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნისას მის უფლებამოსილებას ახორციელებს თავმჯდომარის პირველი მოადგილე. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი პირველი მოადგილის დროებით არყოფნისას თავმჯდომარის უფლებამოსილებას მისივე ბრძანებით ახორციელებს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე. მუხლი 23🔗. სააპელაციო სასამართლოს შემადგენლობა 1. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. 2. სააპელაციო სასამართლოში იქმნება: ა) სამოქალაქო საქმეთა პალატა; ბ) ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა; გ) სისხლის სამართლის საქმეთა პალატა; დ) საგამოძიებო კოლეგია. 3. სააპელაციო სასამართლოს პალატებსა და საგამოძიებო კოლეგიაში მოსამართლეთა რაოდენობას და მათ შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. 4. აუცილებლობის შემთხვევაში, მართლმსაჯულების განხორციელების შეფერხების თავიდან ასაცილებლად, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ მოსამართლეს შეიძლება დაავალოს საქმის განხილვაში მონაწილეობა ამავე სასამართლოს სხვა პალატაში ან საგამოძიებო კოლეგიაში. 5. სააპელაციო სასამართლოს თითოეულ პალატას და საგამოძიებო კოლეგიას ჰყავს თავმჯდომარე, რომელსაც შესაბამისი პალატისა და კოლეგიის შემადგენლობიდან 5 წლის ვადით, მაგრამ არა უმეტეს სამოსამართლო უფლებამოსილების ვადისა, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. 6. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილეს პალატებისა და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეთაგან 5 წლის ვადით, მაგრამ არა უმეტეს სამოსამართლო უფლებამოსილების ვადისა, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. 7. სააპელაციო სასამართლოს, მისი პალატის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის დანიშვნამდე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, მისი უფლებამოსილების განხორციელება შეიძლება დაეკისროს ამავე სასამართლოს ერთ-ერთ მოსამართლეს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია შეუწყვიტოს მოსამართლეს მისთვის დაკისრებული თავმჯდომარის უფლებამოსილება. მუხლი 25🔗. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება 1. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე: ა) თავმჯდომარეობს სასამართლოს ერთ-ერთ პალატას ან საგამოძიებო კოლეგიას; ბ) წარმართავს და ზედამხედველობს სასამართლოს აპარატის მუშაობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასამართლოს მენეჯერსა და სასამართლოს აპარატის სხვა მოსამსახურეებს, შეუფარდებს მათ დისციპლინურ სახდელებს; გ) უზრუნველყოფს სასამართლო პრაქტიკის, მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების განზოგადებას და განზოგადების მასალებს წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს; დ) ამ კანონის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს ავალებს საქმის განხილვაში მონაწილეობას ამავე სასამართლოს სხვა პალატაში ან საგამოძიებო კოლეგიაში; ე) კანონით დადგენილი წესით განსახილველად ანაწილებს სასამართლოში შემოსულ საქმეებსა და სხვა მასალებს; ვ) უზრუნველყოფს სასამართლოში წესრიგის დაცვას, უფლებამოსილია სასამართლო სხდომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაადგინოს სხდომის დაწყებამდე პროცესის მონაწილეებისა და დამსწრე პირების შემოწმება და სასამართლოს შენობაში ან სხდომის დარბაზში ცალკეული საგნის შეტანის აკრძალვა; ასევე უფლებამოსილია, დარბაზის ფართობიდან გამომდინარე, შეზღუდოს სასამართლო სხდომაზე დამსწრე პირთა რაოდენობა; ზ) სასამართლოში წესრიგის დარღვევის, სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამოხატვის ან სასამართლოს ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლის შემთხვევაში უფლებამოსილია, წესრიგის დამრღვევის მიმართ გამოიყენოს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებანი. სასამართლოს თავმჯდომარის მიერ აღნიშნულ საკითხზე განკარგულების მიღებისა და მისი გასაჩივრების წესი განისაზღვრება საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით; თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნისას თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე. მუხლი 26🔗. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილება 1. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე: ა) მონაწილეობს საქმეთა განხილვაში; ბ) თავმჯდომარეობს სასამართლოს ერთ-ერთ პალატას ან საგამოძიებო კოლეგიას; გ) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით ზედამხედველობას უწევს სასამართლოს აპარატის მუშაობას, სასამართლოს თავმჯდომარესთან შეაქვს წინადადებები შრომის შინაგანაწესის უხეშად დარღვევისა თუ სხვაგვარი დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო სასამართლოს აპარატის მოხელეებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; დ) სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით, მართლმსაჯულების ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს; ე) კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სასამართლო პრაქტიკის, მოქალაქეთა განცხადებებისა და საჩივრების განზოგადებას და განზოგადების მასალებს წარუდგენს სასამართლოს თავმჯდომარეს; ვ) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის არყოფნისას ასრულებს მის მოვალეობას; ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის დროებით არყოფნისას თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობას ასრულებს სასამართლოს ერთ-ერთი პალატის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე. მუხლი 30🔗. მოსამართლეთა სპეციალიზაცია 1. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც ორი მოსამართლეა, ერთი განიხილავს სისხლის სამართლის საქმეებს, ხოლო მეორე – სამოქალაქო და სხვა კატეგორიის საქმეებს, გარდა საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა. მოსამართლეთა სპეციალიზაცია ხორციელდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე. 2. საქმეთა წარმოების განსაკუთრებული ინტენსიურობის მქონე რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც ორზე მეტი მოსამართლეა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება განხორციელდეს მოსამართლეთა უფრო ვიწრო სპეციალიზაცია ან შეიქმნას სპეციალიზებული სასამართლო კოლეგიები (შემდგომში – სასამართლო კოლეგიები). 3. სასამართლო კოლეგიებში მოსამართლეთა რაოდენობას ადგენს და სასამართლო კოლეგიების შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. 4. სასამართლო კოლეგიას ჰყავს თავმჯდომარე, რომელსაც კოლეგიის შემადგენლობიდან 5 წლის ვადით, მაგრამ არა უმეტეს სამოსამართლო უფლებამოსილების ვადისა, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. 5. აუცილებლობის შემთხვევაში, მართლმსაჯულების განხორციელების შეფერხების თავიდან ასაცილებლად, სასამართლოს თავმჯდომარემ მოსამართლეს შეიძლება დაავალოს საქმის განხილვა ამავე სასამართლოს სხვა სპეციალიზებულ შემადგენლობაში (სასამართლო კოლეგიაში), ასევე მაგისტრატი მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება, ხოლო მაგისტრატ მოსამართლეს შეიძლება დაავალოს საქმის განხილვა მისი სამოქმედო ტერიტორიის გარეთ, რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში. მუხლი 32🔗. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარე 1. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარეს ამ სასამართლოს მოსამართლეთაგან, ხოლო იმ სასამართლოში, სადაც შექმნილია სასამართლო კოლეგიები, – სასამართლო კოლეგიათა თავმჯდომარეთაგან, 5 წლის ვადით, მაგრამ არა უმეტეს სამოსამართლო უფლებამოსილების ვადისა, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. 2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარე: ა) პირადად განიხილავს საქმეებს, თავმჯდომარეობს ერთ-ერთ სასამართლო კოლეგიას; ბ) წარმართავს და ზედამხედველობს სასამართლოს აპარატის მუშაობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასამართლოს მენეჯერსა და სასამართლოს აპარატის სხვა მოსამსახურეებს, შეუფარდებს მათ დისციპლინურ სახდელებს; გ) კანონით დადგენილი წესით განსახილველად ანაწილებს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადობისთვის მიკუთვნებულ საქმეებს; დ) ორგანიზებას უწევს სასამართლოს მუშაობას; ე) ამოღებულია; ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სასამართლო პრაქტიკის, მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების განზოგადებას და განზოგადების მასალებს წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს; ზ) ახორციელებს ამ კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას; თ) შეისწავლის სასამართლოში საქმეთა განხილვის გაჭიანურების მიზეზებს და შესაბამის მასალებს წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს; ი) უზრუნველყოფს სასამართლოში წესრიგის დაცვას, უფლებამოსილია სასამართლო სხდომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაადგინოს სხდომის დაწყებამდე პროცესის მონაწილეებისა და დამსწრე პირების შემოწმება და სასამართლოს შენობაში ან სხდომის დარბაზში ცალკეული საგნის შეტანის აკრძალვა; ასევე უფლებამოსილია, დარბაზის ფართობიდან გამომდინარე, შეზღუდოს სასამართლო სხდომაზე დამსწრე პირთა რაოდენობა; კ) სასამართლოში წესრიგის დარღვევის, სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამოხატვის ან სასამართლოს ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლის შემთხვევაში უფლებამოსილია, წესრიგის დამრღვევის მიმართ გამოიყენოს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებანი. სასამართლოს თავმჯდომარის მიერ აღნიშნულ საკითხზე განკარგულების მიღებისა და მისი გასაჩივრების წესი განისაზღვრება საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით; ლ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს. 3. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნამდე, ხოლო იმ სასამართლოში, სადაც შექმნილია სასამართლო კოლეგიები, – სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის დანიშვნამდე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს (სასამართლო კოლეგიის) თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება შეიძლება დაეკისროს ამავე სასამართლოს ერთ-ერთ მოსამართლეს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია შეუწყვიტოს მოსამართლეს მისთვის დაკისრებული თავმჯდომარის უფლებამოსილება. მუხლი 35🔗. მოსამართლის თანამდებობის დაკავების წესი 1. პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ჩაითვლება მოსამართლეობის კანდიდატად მას შემდეგ, რაც მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარადგენს განცხადებას. მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში მიიღება მისი რიგითი ნომერი იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში და იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს შეფასება. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, მოსამართლეობის კანდიდატი მოიწვევა სხდომაზე. 2. პირს, რომელიც იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში შეყვანის შემდეგ უარს განაცხადებს მოსამართლის თანამდებობის დაკავებაზე, უფლება არა აქვს, მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარადგინოს განცხადება სიის დამტკიცებიდან 5 წლის განმავლობაში. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო გამონაკლის შემთხვევაში განიხილავს ამ პირის კონკურსზე დაშვების საკითხს. 3. პირი, რომელიც გათავისუფლებულია იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისაგან, მოსამართლის თანამდებობას იკავებს კონკურსის წესით. ეს პირი მოსამართლეობის კანდიდატად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც შეიტანს განცხადებას საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამოცხადებულ კონკურსში. კონკურსს საქართველოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს მეშვეობით აცხადებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლის თანამდებობაზე ვაკანსიის არსებობისას. მოსამართლეობის კანდიდატების რეგისტრაციის ვადას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო კონკურსის გამოცხადებისას. კონკურსი ტარდება მოსამართლეობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ. კონკურსის ჩატარების პირობები და მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. 4. მოსამართლეობის კანდიდატმა განცხადების წარდგენიდან 7 დღეში საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უნდა წარადგინოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ცნობა საჯარო სამსახურის ბიუროში ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის თაობაზე. 5. თუ კონკურსის საფუძველზე ვერ შეირჩა მოსამართლის თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო კონკურსის შედეგების გამოცხადებიდან 3 თვის ვადაში აცხადებს ახალ კონკურსს ამ მუხლით დადგენილი წესით. მუხლი 37🔗. მოსამართლის სხვა სასამართლოს მოსამართლედ კონკურსის გარეშე დანიშვნის წესი ვაკანსიის წარმოშობის შემთხვევაში შესაძლებელია თანამდებობაზე დანიშნული მოსამართლე თავისი თანხმობით, თავისივე უფლებამოსილების ვადის ფარგლებში, კონკურსის გარეშე დაინიშნოს ქვემდგომი, შესაბამისი ან ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლედ. მუხლი 41🔗. მოსამართლის დაწინაურება 1. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე შეიძლება დაინიშნოს სააპელაციო სასამართლოში, თუ იგი რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში სამოსამართლო უფლებამოსილებას ახორციელებდა 2 წელი მაინც. მოსამართლის დაწინაურების კრიტერიუმებს შეიმუშავებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. 2. მოსამართლე შეიძლება დაწინაურდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაზე ადრე, თუ მას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის სამართლის განვითარებაში, ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებასა და სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებაში, აგრეთვე თუ მან სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში გამოავლინა მაღალკვალიფიციური სამოსამართლო უნარ-ჩვევები. 3. დაწინაურების კრიტერიუმების მიხედვით მოსამართლის შეფასებას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. მუხლი 43🔗. მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და უზენაესი სასამართლოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები 1. მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და უზენაესი სასამართლოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება; ბ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენა; გ) მოსამართლის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან შეუთავსებელი საქმიანობა; დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ აღიარება; ე) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა; ვ) მის მიმართ საბოლოოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; ზ) 65 წლის ასაკის მიღწევა; თ) კორუფციული სამართალდარღვევის ჩადენა „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად; ი) გარდაცვალება; კ) სასამართლოს ლიკვიდაცია, მოსამართლის თანამდებობის შემცირება; ლ) სხვა სასამართლოში დანიშვნა (არჩევა); მ) სხვა დაწესებულებაში თანამდებობაზე არჩევა ან დანიშვნა; ნ) უფლებამოსილების ვადის გასვლა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისათვის აუცილებელია სადისციპლინო კოლეგიის წარდგინების არსებობა. 3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია, მოსამართლე გაათავისუფლოს თანამდებობიდან, თუ იგი ბოლო 12 თვის განმავლობაში 4 თვეზე მეტ ხანს ვერ ახორციელებდა თავის უფლებამოსილებას და არსებობს შესაბამისი სამედიცინო დასკვნა, რომლის თანახმადაც, იგი მომავალშიც ვერ შეძლებს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას. მუხლი 49🔗. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება 1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: ა) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეებს (გარდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და წევრებისა); ბ) განსაზღვრავს საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის შემადგენლობას; გ) განსაზღვრავს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეთა სპეციალიზაციას; დ) ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხასა და სტრუქტურას, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობრივ სარგოს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს, აგრეთვე საქართველოს საერთო სასამართლოების (გარდა უზენაესი სასამართლოსი) აპარატების სტრუქტურასა და საშტატო რაოდენობას; დ​1) ადგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული წევრებისთვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესს; ე) შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს საერთო სასამართლოების ორგანიზაციული მუშაობის წესს; ე​1) ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში სტაჟირების გავლის წესს; ე​2) ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების აპარატების მოსამსახურეთა შეფასების წესს; ვ) განიხილავს სასამართლო სტატისტიკის ანალიზის მასალებს; ზ) კანონით გათვალისწინებული წესით, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ ახორციელებს დისციპლინურ სამართალწარმოებას; თ) ისმენს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის ანგარიშს; ი) იღებს გადაწყვეტილებას კანონით დადგენილი წესით მოსამართლის წახალისების შესახებ; კ) შეიმუშავებს წინადადებებს სასამართლო რეფორმის საკითხებზე; ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2.  საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება რეგლამენტით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრული შემადგენლობის 2/3-ის უმრავლესობით. 3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით იქმნება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატი. მუხლი 56🔗. სასამართლოს აპარატი, სასამართლოს მენეჯერი 1. მართლმსაჯულების დაუბრკოლებლად განხორციელების, სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების, სასამართლო სტატისტიკის ანალიზის, აგრეთვე სასამართლოს სხვა საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს საერთო სასამართლოებში მოქმედებენ სასამართლოთა აპარატები. 2. სასამართლოს აპარატის ორგანიზაციულ ხელმძღვანელობას ახორციელებს სასამართლოს მენეჯერი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში. 3. უზენაესი სასამართლოს აპარატის სტრუქტურა და სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის წესი განისაზღვრება უზენაესი სასამართლოს აპარატის რეგლამენტით, რომელსაც ამტკიცებს უზენაესი სასამართლოს პლენუმი. 4. სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების აპარატების სტრუქტურა და სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. 5. სასამართლოს აპარატის თანამშრომლები არიან სახელმწიფო მოსამსახურეები. სასამართლოს აპარატის მოხელე და დამხმარე მოსამსახურე სარგებლობენ ყველა იმ სოციალური გარანტიით, რომელიც აქვთ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების მოხელესა და დამხმარე მოსამსახურეს. მუხლი 57🔗. მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება სასამართლოს აპარატის  თანამშრომელს თანამდებობაზე დანიშვნისას 1. სასამართლოს აპარატის მოხელედ, რომლის ფუნქციები პირდაპირ არის დაკავშირებული სასამართლოში სამართალწარმოების განხორციელებასთან, შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც, როგორც წესი, აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, ფლობს სამართალწარმოების ენას, გავლილი აქვს ერთ წლამდე ანაზღაურებადი სტაჟირება საერთო სასამართლოში და სპეციალური სასწავლო კურსი იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს/უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. 2. ანაზღაურებადი სტაჟირებისას პირი ინიშნება სასამართლოს აპარატის შესაბამის თანამდებობაზე. ანაზღაურებად სტაჟიორად შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელიც აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფო მოხელისათვის დადგენილ ძირითად მოთხოვნებს . 3. სასამართლოს აპარატის მოხელედ დანიშვნისას პირი თავისუფლდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სტაჟირების ან/და სპეციალური სასწავლო კურსის გავლისგან, თუ ის აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას: ა) აქვს მოსამართლედ, პროკურორად , გამომძიებლად ან ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; ბ) ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა; გ) აქვს იურიდიული სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი; დ ) აქვს სასამართლოში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი. 4 . პირი თავისუფლდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გ ათვალისწინებული სპეციალური სასწავლო კურსის გავლისგან, თუ გავლილი აქვს მოსამართლის თანაშემწის სპეციალური სასწავლო კურსი იუსტიციის უმაღლეს სკოლაში. 5. პირმა, რომელიც აკმაყოფილებს ანაზღაურებადი სტაჟირების გავლისგან გათავისუფლებისათვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, საკუთარი სურვილით შეიძლება გაიაროს სტაჟირება საერთო სასამართლოში. 6. სასამართლოს აპარატის მოხელეს, რომლის ფუნქციები პირდაპირ არ არის დაკავშირებული სასამართლოში სამართალწარმოების განხორციელებასთან, დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასამართლოს თავმჯდომარე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 2. „საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც წარმოდგენილი პროექტით ძალადაკარგულად ცხადდება საქართველოს კანონი საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ თავი I. ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗 ეს კანონი განსაზღვრავს რაიონულ (საქალაქო), სააპელაციო და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სააპელაციო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესს. მუხლი 2🔗 კანონის მიზნებია: ა) უზრუნველყოს საერთო სასამართლოების მიერ საერთაშორისო სამართლის პრინციპებითა და ნორმებით, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით აღიარებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების ეფექტიანი დაცვის სამართლებრივი მექანიზმების განმტკიცება; ბ) საერთო სასამართლოების საქმიანობის ორგანიზაციული სრულყოფით მართლმსაჯულების ეფექტიანი და შეუფერხებელი განხორციელებისათვის ხელის შეწყობა. მუხლი 3🔗 საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესი განისაზღვრება „საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსებით, ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით. თავი II. საქმეთა განაწილება მუხლი 4🔗 1. რაიონულ (საქალაქო), სააპელაციო და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა შორის საქმეები ნაწილდება რიგითობის წესით. 2. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში მაგისტრატ მოსამართლეებს შორის საქმეები ნაწილდება მაგისტრატი მოსამართლის ადგილსამყოფლის მიხედვით. 3. რიგითობის წესი გულისხმობს მოსამართლეთა შორის საქმეების განაწილებას საქმეთა შემოსვლის რიგისა და მოსამართლეთა რიგითობის მიხედვით. მუხლი 5🔗 1. მოსამართლეთა შორის საქმეების განაწილების მიზნით სასამართლოს თავმჯდომარე მოსამართლეთა რიგითობას განსაზღვრავს მოსამართლის გვარის პირველი, ხოლო იგივეობის შემთხვევაში მომდევნო ასოს მიხედვით. რიგითობით პირველი ნომერი ენიჭება იმ მოსამართლეს, რომლის გვარის პირველი, ხოლო იგივეობის შემთხვევაში მომდევნო ასო ანბანის მიხედვით პირველია. 2. ერთნაირი გვარის მქონე მოსამართლეთა რიგითობა განისაზღვრება მათი სახელების პირველი, ხოლო იგივეობის შემთხვევაში მომდევნო ასოს მიხედვით. ერთნაირი სახელების შემთხვევაში მოსამართლეთა რიგითობა განისაზღვრება კენჭისყრით. მუხლი 6🔗 მოსამართლეთა რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში სასამართლოს თავმჯდომარე ვალდებულია ხელახლა განსაზღვროს მოსამართლეთა რიგითობა ამ კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად. მუხლი 7🔗 1. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში მოსამართლეთა რიგითობას განსაზღვრავს სასამართლოს თავმჯდომარე. 2. სააპელაციო და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სააპელაციო სასამართლოებში საქმეთა განაწილების მიზნით შესაბამისი სასამართლოს თავმჯ-დომარე პალატებსა და კოლეგიებში განსაზღვრავს მოსამართლეთა რიგითობას. 3. რაიონული (საქალაქო), სააპელაციო და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო სასამართლოების პალატებსა და კოლეგიებში საქმეებს ანაწილებენ შესაბამისი პალატებისა და კოლეგიების თავმჯდომარეები სასამართლოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული რიგითობის მიხედვით. მუხლი 8🔗 1. სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეები და სხვა მასალები მოსამართლეთა შორის ნაწილდება სასამართლოში საქმის შემოსვლის თანამიმდევრობის მიხედვით. 2. შემოსვლის რიგით ყოველი მომდევნო საქმე გადაეცემა რიგითობით მომდევნო მოსამართლეს. მუხლი 9🔗 ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სააპელაციო სასამართლოში, სააპელაციო და რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში, სადაც ორზე მეტი მოსამართლეა, თითოეულთან საქმეთა დაგროვების გამო ან სხვა მიზეზით საქმის განხილვის შეუძლებლობის შემთხვევაში მოსამართლეთა დატვირთვის გათვალისწინებით საქმეებს გადაანაწილებს შესაბამისი სასამართლოს თავმჯდომარე ან სასამართლოს თვამჯდომარის დავალებით მისი მოადგილე ან/და შესაბამისი პალატის ან კოლეგიის თავმჯდომარე. მუხლი 10🔗. (ამოღებულია) მუხლი 11🔗. (ამოღებულია) მუხლი 12🔗 რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში ბრძანებას მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვასთან დაკავშირებულ საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებათა ჩატარების შესახებ გასცემს მაგისტრატი მოსამართლე, ხოლო იმ ადგილობრივ-ტერიტორიულ ერთეულში, სადაც მაგისტრატი მოსამართლე არ მოქმედებს, – ამ სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა განმხილველი მოსამართლე რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის მიერ წინასწარ დამტკიცებული რიგითობის მიხედვით. თავი III. უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესი მუხლი 13🔗 1. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში მოსამართლის არყოფნისას ან განსახილველ საქმეთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად აღნიშნულ სასამართლოში მიავლინოს სააპელაციო სასამართლოს ან სხვა რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იმავდროულად სამოსამართლო უფლებამოსილებას ახორციელებს იმ სასამართლოში, სადაც იგი დანიშნულია კანონით დადგენილი წესით. 2. სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის არყოფნისას ან განსახილველ საქმეთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად აღნიშნულ სასამართლოში მიავლინოს სხვა სააპელაციო სასამართლოს ან რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იმავდროულად სამოსამართლო უფლებამოსილებას ახორციელებს იმ სასამართლოში, სადაც იგი დანიშნულია კანონით დადგენილი წესით. 2​1. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრებ ის საკითხის გადაწყვეტისას , მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინება შეიძლება განხორციელდეს მისი თანხმობით, 1 წლამდე ვადით. აუცილებლობის შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს მართლმსაჯულების ინტერესები, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია მოსამართლის თანხმობის გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება მისი სხვა სასამართლოში მივლინების თაობაზე , თუ აღნიშნულ საკითხს მხარს დაუჭერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების ვადის გაგრძელება შესაძლებელია არა უმეტეს 1 წლით, რისთვისაც აუცილებელია მოსამართლის თანხმობა. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრება განხორციელდეს 2015 წლის 1 იანვრამდე. თავი III​1. გარდამავალი დებულებანი მუხლი 13🔗​1 1. 2005 წლის 1 ოქტომბრამდე თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრძანებას მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვასთან დაკავშირებულ საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებათა ჩატარების შესახებ გასცემს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე სასამართლოს თავმჯდომარის მიერ წინასწარ დამტკიცებული რიგითობის მიხედვით. 2. ამ კანონის ის ნორმები, რომლებიც ეხება სააპელაციო და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სააპელაციო სასამართლოებს, 2005 წლის 1 ნოემბრამდე ვრცელდება შესაბამისად საოლქო და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოზე. თავი IV. დასკვნითი დებულება მუხლი 14🔗 ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს ახალი სისხლის სამართლის საპროცესო და სამოქალაქო საპროცესო კოდექს ების ძალაში შესვლისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი                                            ედუარდ შევარდნაძე