საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 09.09.2013
ძალაში შესვლა 01.09.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/245
სარეგისტრაციო კოდი 010320010.22.024.016293
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/09/2013
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება
№1-1/245
2013 წლის 9 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი”.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის პირველი სექტემბრიდან.
დანართი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში (შემდგომში სამინისტრო) საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი განსაზღვრავს სამინისტროში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და გაცემის წესს.
მუხლი 2🔗. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა
1.საჯარო ინფორმაცია ელექტრონული ფორმით შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა, ადმინისტრაციულმა ორგანომ და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესითა და ვადებში მიიღოს მოთხოვნილი ინფორმაცია.
2. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნა უნდა გაიგზავნოს სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემასა და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირთან ელექტრონულ მისამართზე publicinfo@economy.ge, ან/და სამინისტროს ვებ-გვერდზე.
3. ელექტრონული ფორმით მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციას უნდა ახლდეს:
ა) ინფორმაციის მომთხოვნი ფიზიკური პირის სახელი, გვარი, თერთმეტნიშნა პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი;
ბ) ინფორმაციის მომთხოვნი იურიდიული პირის და ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ხელმძღვანელი პირის სახელი, გვარი;
გ) მითითება საჯარო ინფორმაციის მიღების სასურველი ფორმის შესახებ - ელექტრონული ფოსტის საშუალებით, კომპაქტურ დისკზე ჩაწერილი, მატერიალური სახით თუ დედანში გაცნობის გზით.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესების დარღვევით წარდგენილი ელექტრონული ფორმით მოთხოვნა სამინისტროს მიერ არ განიხილება.
მუხლი 3🔗. ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემა
1 .ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია ელექტრონული მისამართის (publicinfo@economy.ge) მეშვეობით გადის რეგისტრაციას სამინისტროს დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში (დეს) და მომთხოვნს ეგზავნება რეგისტრაციის დადასტურება.
2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ვადების ათვლა დაიწყება მოთხოვნის ელექტრონული მიღებიდან მეორე სამუშაო დღეს.
3. თუ მოთხოვნილი ინფორმაცია მოცულობიდან გამომდინარე შეუძლებელია გაგზავნილ იქნეს ელექტრონულად, სამინისტრო ვალდებულია აღნიშნულის შესახებ აცნობოს მომთხოვნს და იტოვებს უფლებას მომთხოვნის თანხმობის შემთხვევაში განახორციელოს მისი გაცემა „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი