⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (10.09.2015)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისთვის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.09.2013
ძალის დაკარგვა 10.09.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №228
სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.017395
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/09/2013
matsne.gov.ge 5,236 სიტყვა · ~26 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.09.2013 მიღება
10.09.2015 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (18)
შესყიდვა
საწარმოს მიერ ამ წესის დანართებით განსაზღვრული საქონ­ლისა და მომსახუ­რების შესყიდვა, აგრეთვე ყველა სახის ინტელექტუ­ალური მომ­­სახურების შესყიდვა (მათ შორის, აუდი­ტორული, საექსპერტო, სა­კონ­სულტაციო (მათ შორის, ფინან­სური, საბუ­ღალტრო, აქტი­ვების განკარგვა), იუ­რიდიული, საპ­როექტო სა­მუ­შა­ოებისა და სხვ.)
მუხლი 3
შემსყიდველი ორგანიზაცია
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორ­ტი­რების კომპანია“
მუხლი 3
შესყიდვის ობიექტი
შესასყიდი საქონელი, მომ­სა­ხუ­რება
მუხლი 3
საქონელი
წესის №1 დანართში მოცემულ ჩამონათვალში მითი­თე­ბული საქონლის სახეები
მუხლი 3
მომსახურება
წესის №2 დანართში მოცემულ ჩამონათვალში მითითე­ბული მომსახურების სახეები
მუხლი 3
შესყიდვების გეგმა
საწარმოს მიერ დამტკი­ცებული შესყიდვების წლი­ური გეგმა
მუხლი 3
პრეტენდენტი
პირი, რომელმაც გადაიხადა სა­ტენ­დე­რო საფასური
მუხლი 3
მიმწოდებელი
პირი, რომელმაც შემსყიდველ ორგა­ნი­ზაციასთან დადო ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ
მუხლი 3
გადაუდებელი აუცილებლობა
ვითარება, რო­­­­მე­ლიც რე­ა­ლურ საფრთხეს უქმნის საწარმოს ფუნქციონირებას, ან რო­მელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს საწარ­მოს ინტერესებს ან მის ქონებას
მუხლი 3
ფასთა კოტირება
შესყიდვის საშუალება, რომლის დროსაც საქონლისა და მომსახურების შესყიდ­ვისათვის დასაშვებია წერილობითი ან ელექტრო­ნული ფორმით ვაჭრობა და გადაწყვეტილების მისაღებად ძირი­თადად გან­მსაზღვ­­რელია ფასის კრიტერიუმი, თუმცა შემ­სყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტი­ლებით დასაშვებია შეფასების სხვა კრიტერიუმების გამოყენებაც
მუხლი 3
გამარტივებული შესყიდვა
შესყიდვის საშუალება, როდესაც დასაშ­ვებია მიმწოდებლის პირდაპირი შერჩევა
მუხლი 3
საფასური
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ამ წესით განსაზღვ­რული შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ანგარიშზე გა­და­სახდელი სავალდებუ­ლო თანხა, რომელიც რჩება საწარმოს განკარგუ­ლე­ბა­ში
მუხლი 3
დღე, კვირა, თვე, კვარტალი, წელი
კალენდარული დღე, კვირა, თვე, კვარტალი, წელი
მუხლი 3
ლოტი
ერთი შესყიდვის ფარგლებში გამო­ყო­ფილი შესყიდვის ობიექტი
მუხლი 3
ტენდერი
შესყიდვის საშუალება, რომლის დროს მიმწოდებლის შერჩევას სატენდერო წინადადებების შეფა­სების საფუძველზე ახდენს შემსყიდ­ველი ორგანიზაციის სატენდერო კომისია
მუხლი 3
ალტერნატიული წინადადება
ტენდერში ან ფასთა კოტირებაში პრეტენდენტის მიერ წარდგენილი განსხვა­ვებული ტექნიკურ-ხარისხობრივი მახასიათებლების მქონე სატენდერო წინადადება ან/და შეთავაზებული განსხვა­ვებული ტექნიკური ან ორგანიზაციული გადაწყვეტილება
მუხლი 3
ფასის კლების ბიჯი
ფასის კლების ბიჯი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 1 (ერთი) პროცენტის ოდენობით
მუხლი 3
კონსოლიდირებული ტენდერი
საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ შემთხვევაში შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების შესყიდვის მიზნით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“­ საქარ­თვე­ლოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილი ორგანოს მიერ ჩატარებული პროცედურა, რომლის დროსაც ხდება საუკეთესო სატენდერო წინადადების გამოვლენა.
მუხლი 3
დამატებითი მეტამონაცემები (15)
1 მაგისტრალური გაზსადენის, საონკანე კვანძისა და გაზგამანაწი­ლე­ბე­ლი სადგურის ტესტირებისათვის საჭირო მასალების დამზადება და მომსახურება
2 მონაცემთა მიღებისა და მართვის სისტემის განხორციელებისათვის საჭირო მომსახურება
3 აღრიცხვის საშუალებების გასტანდარტება, დამოწმება-დაკალიბრე­ბა
4 მაგისტრალური გაზსადენის ექსპლუატაციისთვის საჭირო სამეურ­ნეო, საოფისე მომსახურება და პროგრამული უზრუნველყოფის ინ­ს­ტალაცია-მომსახურება
5 ხელსაწყოებისა და დაზგა-დანადგარების სარემონტო მომსახურება
6 სატერმინალო-საბაჟო-საბროკერო მომსახურება
7 იჯარა, ქირავნობა, ლიზინგი
8 საექსპერტო-აუდიტორული მომსახურება
9 საპროექტო მომსახურება
10 ავტოტექნიკის ტექმომსახურება და დაზღვევა
11 პროფესიული ტრენინგები
12 სტუმრების გამასპინძლება
13 სემინარებისა და პრეზენტაციების მოწყობა
14 საინფორმაციო მომსახურება
15 საფოსტო, საკურიერო და ტრანსპორტირების მომსახურება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისთვის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №228 2013 წლის 6 სექტემბერი ქ. თბილისი შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისთვის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის    მე -3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს თან­დართული „შპს „სა­ქარ­თველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისთვის“ სა­ქონ­ლისა და მომ­სა­ხუ­რების შესყიდვების სპეციალური წესი“. მუხლი 2🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებიდან 2 წლის განმავლობაში. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მუხლი 4🔗 ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისთვის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 სექტემბრის №372 დადგენილება. პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისთვის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. წესის მოქმედების სფერო  1. ეს წესი შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდ­ვების შე­სახებ“ საქართვე­ლოს კანონის მე-3 მუხლის პირ­ველი პუნ­ქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ადგენს შპს „საქარ­თველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისთვის“ (შემ­დ­გომში – სა­წარ­მო) საქონლისა (დანართი №1) და მომ­სახურების (დანართი №2), აგრეთვე ამ წესის მე‑3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესყიდ­ვის ობიექტების შეს­ყიდვების სპეცი­ალურ წესს. 2. წესის მიზანია საწარმოს მიერ სახელმწიფოებ­რივი ან/და საზოგადოებ­რივი მნიშვნელობის ღონისძიება­თა შეუფერ­ხებლად გატარება მისი საქმია­ნო­ბის სპეციფიკის გათვა­ლის­წინებით.  3. წესი არ მოქმედებს იმ შესყიდვებზე, რომლებზეც არ ვრცელდება „სა­ხელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართვე­ლოს კანონის მოთხოვნები და მოქ­მედება. 4. შესყიდვების განხორციელებისას შეიძლება გამო­ყენე­ბულ იქნეს მსოფ­ლიო ბანკის, გაერთიანებული ერების ორგა­ნიზაციის, ევროპის რე­კონსტრუქ­ციისა და განვითარების ბან­კის, აზიის განვითარების ბანკის, გერმანიის რე­კონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW), ევროპის საინ­ვეს­ტიციო ბანკის (EIB) და სხვა დონორი (დამფინანსებელი) ორგანი­ზა­ცი­ებისა და ქვეყნების მიერ განსაზღვრული შესყიდვების პროცედუ­რები, თუ ეს ორგანიზაციები და/ან ქვეყ­ნები არიან შესყიდვების განხორცი­ელებას­თან დაკავ­შირებული სამართალ­ურ­თიერ­თობის მონაწილენი. იმ შემთხვე­ვა­ში, თუ აღნიშნული ორგანიზაციები არ არიან შეს­ყიდ­ვების გან­ხორ­ციე­ლე­ბასთან დაკავ-შირებული სამართალურ­თი­ერ­თო­ბის მონაწი­ლენი, მა­თი, აგრეთვე სხვა ორგანიზაციების შესყიდვების პროცედურები შესაძ­ლე­ბელია გამო­ყენებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის გან­კარ­გულების სა­ფუძ­­ველზე.  5. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვას საწარმო ახორცი­ელებს მხოლოდ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“­ საქარ­თვე­ლოს კანონის შესაბამისად.  6. საქონლის/მომსახურების შესყიდვის გადაწყვეტილება მი­ი­ღება ამ წესის შესაბამისად. მუხლი 2🔗. შესყიდვების ძირითადი პრინციპები  საწარმოში შესყიდვების გან­ხორციელების ძირითადი პრინცი­პე­ბია: ა) შესყიდვების განხორციელების აუცილებლობა; ბ) რაციონალური არჩევანი; გ) საჯაროობა და ტრანსფარენტულობა; დ) პოტენციურ მონაწილეთა მიმართ შესაძლებლობათა გა­მო­ხატვის თა­ნას­წორი გარემო პირობების ფორმი­რე­ბა და ჯანსაღი კონკურენციის განვი­თარება; ე) საზოგადოებრივი ნდობის გარემოს ფორმირება; ვ) ეკონომიკური ეფექტიანობა. მუხლი 3🔗. გამოყენებულ ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშ­ვნე­ლობა: ა) შესყიდვა – საწარმოს მიერ ამ წესის დანართებით განსაზღვრული საქონ­ლისა და მომსახუ­რების შესყიდვა, აგრეთვე ყველა სახის ინტელექტუ­ალური მომ­­სახურების შესყიდვა (მათ შორის, აუდი­ტორული, საექსპერტო, სა­კონ­სულტაციო (მათ შორის, ფინან­სური, საბუ­ღალტრო, აქტი­ვების განკარგვა), იუ­რიდიული, საპ­როექტო სა­მუ­შა­ოებისა და სხვ.); ბ) შემსყიდველი ორგანიზაცია – შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორ­ტი­რების კომპანია“; გ) შესყიდვის ობიექტი – შესასყიდი საქონელი, მომ­სა­ხუ­რება; დ) საქონელი – წესის №1 დანართში მოცემულ ჩამონათვალში მითი­თე­ბული საქონლის სახეები; ე) მომსახურება – წესის №2 დანართში მოცემულ ჩამონათვალში მითითე­ბული მომსახურების სახეები; ვ) შესყიდვების გეგმა – საწარმოს მიერ დამტკი­ცებული შესყიდვების წლი­ური გეგმა; ზ) პრეტენდენტი – პირი, რომელმაც გადაიხადა სა­ტენ­დე­რო საფასური; თ) მიმწოდებელი – პირი, რომელმაც შემსყიდველ ორგა­ნი­ზაციასთან დადო ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ; ი) გადაუდებელი აუცილებლობა – ვითარება, რო­­­­მე­ლიც რე­ა­ლურ საფრთხეს უქმნის საწარმოს ფუნქციონირებას, ან რო­მელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს საწარ­მოს ინტერესებს ან მის ქონებას; კ) ფასთა კოტირება – შესყიდვის საშუალება, რომლის დროსაც საქონლისა და მომსახურების შესყიდ­ვისათვის დასაშვებია წერილობითი ან ელექტრო­ნული ფორმით ვაჭრობა და გადაწყვეტილების მისაღებად ძირი­თადად გან­მსაზღვ­­რელია ფასის კრიტერიუმი, თუმცა შემ­სყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტი­ლებით დასაშვებია შეფასების სხვა კრიტერიუმების გამოყენებაც; ლ) გამარტივებული შესყიდვა – შესყიდვის საშუალება, როდესაც დასაშ­ვებია მიმწოდებლის პირდაპირი შერჩევა; მ) საფასური – ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ამ წესით განსაზღვ­რული შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ანგარიშზე გა­და­სახდელი სავალდებუ­ლო თანხა, რომელიც რჩება საწარმოს განკარგუ­ლე­ბა­ში;  ნ) დღე, კვირა, თვე, კვარტალი, წელი – კალენდარული დღე, კვირა, თვე, კვარტალი, წელი; ო) ლოტი – ერთი შესყიდვის ფარგლებში გამო­ყო­ფილი შესყიდვის ობიექტი;  პ) ტენდერი – შესყიდვის საშუალება, რომლის დროს მიმწოდებლის შერჩევას სატენდერო წინადადებების შეფა­სების საფუძველზე ახდენს შემსყიდ­ველი ორგანიზაციის სატენდერო კომისია;  ჟ) ალტერნატიული წინადადება – ტენდერში ან ფასთა კოტირებაში პრეტენდენტის მიერ წარდგენილი განსხვა­ვებული ტექნიკურ-ხარისხობრივი მახასიათებლების მქონე სატენდერო წინადადება ან/და შეთავაზებული განსხვა­ვებული ტექნიკური ან ორგანიზაციული გადაწყვეტილება; რ) ფასის კლების ბიჯიფასის კლების ბიჯი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 1 (ერთი) პროცენტის ოდენობით; ს) კონსოლიდირებული ტენდერი – საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ შემთხვევაში შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების შესყიდვის მიზნით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“­ საქარ­თვე­ლოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილი ორგანოს მიერ ჩატარებული პროცედურა, რომლის დროსაც ხდება საუკეთესო სატენდერო წინადადების გამოვლენა. მუხლი 4🔗. საწარმოს უფლება-მოვალეობები 1. საწარმო უფლებამოსილია: ა) ამ წესის დაცვით შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში – ხელ­­შეკრულება); ბ) ამ წესის შესაბამისად მოახდინოს პრეტენდენტთა დის­კვალიფიკაცია; გ) ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეა­ჩეროს ან შეწყვიტოს შესყიდვის პროცედურა; დ) განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრუ­ლების პირობების შესრულების კონტროლი და ზედამ­ხედველობა; ე) შეაჩეროს ან შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმე­დება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინე­ბული შემ­თხვე­ვე­ბის არსებობისას.  2. საწარმო ვალდებულია: ა) განახორციელოს შესყიდვის პროცედურები საწარმოს მიერ შესყიდვე­ბისათვის გამოყოფილ ასიგნე­ბათა ფარგლებში, ამ წესით დადგენილი პირო­ბების დაცვით; ბ) საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევისთანავე აუნაზღაუროს მიმ­წოდებლებს საქონლის, მომსახურების ღირე­ბულება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვა­ლისწინებული; გ) თუ საწარმო შესყიდვის პროცედურის შეჩერების შემ­დეგ მიიღებს გადაწყვეტილებას იმავე ობიექტის შეს­ყიდვის შე­სახებ, იგი ვალდებულია, ეს შესყიდვა განა­ხორციელოს შეჩე­რებული პროცედურების გაგრძელე­ბის მეშვეო­ბით. ამისათვის საწარმოს სატენდერო კომისია შეჩერებული შესყიდვის მონაწი­ლე ყველა პირს მიმართავს საკვალიფიკაციო მონაცე­მების ხელახალი და­დას­ტურების, სატენდერო წინადადების, თანმხლები დოკუმენ­ტებისა და სატენდე­რო საფასურის ქვით­­რის წარდგენის შესახებ.  მუხლი 5🔗. შესყიდვების დაგეგმვა  საწარმო შესყიდვებს ახორციელებს წინასწარ გან­საზ­ღვრუ­ლი წლიური გეგმის შესა­ბამისად, რო­მელსაც ამტკიცებს საწარმოს გენერალური დირექ­ტორი. მრავალწლიანი შესყიდვის განხორცი­ელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საწარმოს გენერალური დირექ­ტორი. თავი II შესყიდვების საშუალებები მუხლი 6🔗. შესყიდვის საშუალებები 1. შესყიდვის ობიექტის შესყიდვის საშუალებებია: გამარტივებული შეს­ყიდვა, ფასთა კოტირება და ტენდერი. შესყიდვის საშუალება შეირჩევა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, წარდგენილი შესყიდვის განაცხადის საფუძველზე. 2. შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალების (მათ შორის, დასაშვებია კომუნიკაციის ელექტრონული საშუალე­ბები (შესყიდვის მოსაწვევი იგზავნება და პრეტენდენტის შეთავაზებები მიი­ღება ელექტრონული ფოსტით)) გამოყენებით ქართულ, ინგლისურ ან სხვა უც­ხო ენებზე, თუ: ა) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 100 000 (ასი ათასი) ლარს; ბ) არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა, რის შესახებაც გადაწყვეტი­ლებას იღებს შემსყიდველი ორგანიზაცია; გ) საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლებაა; დ) მიმწოდებლისაგან შესყიდული ობიექტის ხარისხის გაუარესების თა­ვიდან აცილების ან/და მისი შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მიზ­ნით აუცილებელია შესყიდვა იმავე მიმწოდებლისაგან, გარდა იმ შემთხვე­ვებისა, როდესაც განსახორციელებელი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირე­ბუ­ლება აღემატება თავდაპირველი მიწოდების ღირებულებას; ე) ხორციელდება შესყიდული საქონლის ახალი, იმავე ან გაუმჯობესებუ­ლი პარამეტრების მქონე საქონ­ლით ჩანაცვლება; ვ) ხორციელდება სხვა საწარმოს დაკვეთით, აგრეთვე საქართველოს მთავრობის განკარგულებით ან/და პარტნიორის დავალებით შესასრულებელი სამუშაოს ან/და მომსახუ­რების განსახორციელებლად საჭირო საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვა; ზ) ხორციელდება წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული შეს­ყიდვა; თ) შესყიდვა ხორციელდება საქართველოს ნორმატიული აქტით დად­გენი­ლი გადასახდელების გადახდის გზით; ი) ხორციელდება საბანკო ან/და ინტელექტუალური მომსახურების შეს­ყიდვა (მათ შორის, აუდი­ტორული, საექსპერტო, საბროკერო, საკონ­სულტაციო (მათ შორის, ფინან­სური, საბუღალტრო, აქტივების გან­კარ­გვა), იურიდიული, საპ­რო­ექტო და სხვ.); კ) ხორციელდება არა უმეტეს 5 წლის წლოვანების ან/და პირობების მქონე გარანტიის ავტოსატრან­სპორ­ტო საშუალების ტექნიკური მომსახურების ან/და ასეთი მომ­სახუ­რე­ბისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილების ან/და სა­ცხებ-სა­პო­ხი მასალის შესყიდვა; ლ) ადგილი აქვს ამ წესის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას. 3. შესყიდვის განხორციელება დასაშვებია წერილობითი ხელშეკრუ­ლების გარეშე, გამარტივებული შესყიდვის საშუა­ლებით, თუ ერთეული შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 5 000 (ხუთი ათასი) ლარს, აგრეთვე თუ შესყიდვის ობიექტია: ა) კომუნალური მომსახურება (დასუფთავება და სხვ.); ბ) სატელეფონო მომსახურება (როუმინგის ჩათვლით); გ) წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავში­რე­ბით განსახორციელე­ბე­ლი შესყიდვა; დ) ინტერნეტით გამოწერის გზით საქონლისა და მომსახურების შესყიდვა. 4. შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს ფასთა კოტირების საშუალებით, თუ: ა) შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან შესასყიდი საქონლის მწარმოებელი კომ­პა­ნიები ან/და მწარმოებელი კომპანიის ოფიციალური დი­ლე­რები და შესყიდვა ხორციელდება მწარმოებელი კომპა­ნი­ე­ბის ან/და მათი დილერებისაგან. მოსაწვევ პირებს განსაზღვრავს შპს „საქართვე­ლოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“; ბ) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 200 000 (ორასი ათასი) ლარს.  5. ფასთა კოტირების საშუალებით შესყიდვისას მოწვევა ფასთა კოტი­რებაში მონაწილეობისათვის წერი­ლობით ეგზავნება არანაკლებ ორ სათანადო (წინასწარ შერჩეულ) პრეტენდენტს. მოწვევის გაგზავნა და ფასთა კოტირებაში მონაწილის შემოთავაზების (ოფერტის) მიღება, ასევე დასაშვებია კომუნიკაციის ელექტრონული საშუალე­ბების (მათ შორის, ელექტრონული ფოსტის) გამოყენებით ქართულ, ინგლისურ ან/და სხვა უცხოურ ენებზე. ფასთა კოტირებისათვის მოსამზადებელი სამუშაოების დროს, შესას­ყიდ ობიექტზე წარსადგენ ინფორმაციაში შესაძ­ლებელია მოთხოვნილ იყოს ერთეულის და საერთო ფასე­ბის, მიწოდების ვადების, ადგილის, მწარმოებელი ქვეყნის, მწარმოებელი ფირმის და სხვა სპეციფიკაციების მინიშ­ნების აუცილებლობა, რაც განისაზღვრება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. 6. შემსყიდველი ორგანიზაცია დოკუმენტაციის დაგზავ­ნიდან არა უმე­ტეს 3 (სამი) სამუშაო დღისა, იღებს მოწვეული პირების გადა­წყვე­­ტილებებს მონაწი­ლე­ობის თაობაზე და განაცხადებს. 7. არშემდგარი და უარყოფითი შედეგით დასრულე­ბული ფასთა კოტირების შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია უფ­ლე­ბამოსილია შესაბამისი საქონლისა და/ან მომსახურების შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.   8. ამ მუხლის 2-7 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევების გარდა შემ­სყიდ­ველი ორგანიზაცია ატარებს ტენდერს. 9. ფასთა კოტირების  ან/და ტენდერის მეშვეობით ავტოსტრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო საქონლის შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს პრეისკურანტის საფუძველზე. 10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია ფასთა კოტირებაში მონაწილეობის შესახებ მოსაწვევ წერილში ან/და სატენდერო განცხადებასა და სატენდერო დოკუმენტაციაში უთითებს შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულებას. 11. პრეისკურანტის საფუძველზე ფასთა კოტირების ან/და ტენდერის ჩატარებისას, შემსყიდველი ორგანიზაცია ფასთა კოტირებაში მონაწილეობის შესახებ მოსაწვევ წერილში ან/და სატენდერო დოკუმენტაციაში თვითონ განსაზღვრავს პრეისკურანტში მოცემული ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო საქონლის ერთეულების ღირებულების დადგენის წესს გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადების საბოლოო ფასთან მიმართებაში.     12. პრეისკურანტში ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო საქონლის რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნული ერთეულის ფასი მისი შესყიდვის აუცილებლობისას, დგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო საქონლის ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს. 13. შემსყიდველ ორგანიზაციას შეუძლია დადოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით გამოვლენილ მიმწოდებელთან. თავი III ტენდერი მუხლი 7🔗. სატენდერო კომისია  1. ტენდერს ატარებს სატენდერო კომისია, რომელსაც ქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი არანაკ­ლებ 5 (ხუთი) წევრის შემადგენლობით.  2. სატენდერო კომისიას თავმჯდომარეობს შემსყიდვე­ლი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან მის მიერ დანიშნული პირი.  3. სატენდერო კომისიის შემადგენლობაში არ შეიძ­ლება იყოს პირი, რომელიც არის პრეტენდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირის ხელ­მძღვა­ნელის ახლო ნათესავი, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით არსებული პრეტენდენტი იურიდიული პირის დამ­ფუძნებელი ან წევ­რი, ან/და წევრი, რომელსაც აქვს წილი პრეტენდენტი იურიდიული პირის კაპიტალში. აღნიშნულ შემთხვევაში სატენდერო კომისიის შესაბამის წევრს უფლება არა აქვს, მიიღოს მონაწილეობა პრეტენ­დენტთა სატენდერო წი­ნადადებების შერჩევასა და შეფა­სებაში.  4. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველ­ზე კომისიაში ექს­პერტებად და კონსულტანტებად სათათ­ბირო ხმის უფლებით შეიძლება მიწ­ვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები.  5. სატენდერო კომისია გადაწყვეტილებებს იღებს კომი­სიის წევრთა სიი­თი შემადგენლობის ხმათა უმრავ­ლე­სობით. სატენდერო კომისიის წევრს, რო­მელიც არ ეთან­ხმე­ბა კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერი­ლო­ბითი ფორმით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნ­და დაერ­თოს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას. ხმა­თა თანაბრად განაწილების შემთხვევაში გა­დამწყვეტია სატენდერო კომისიის თავმჯდომარის ხმა.  6. სატენდერო კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწე­რენ სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრები.  7. შესყიდვის ობიექტის დაზუსტებული მახასიათებ­ლებისა და სავარა­უდო ღირებულების მიღების შემდეგ სატენდერო კომისიის აპარატი შეიმუშა­ვებს ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების ტექსტს და სატენდერო დო­კუმენტაციას.  8. ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადება და სა­ტენ­დერო დოკუმენ­ტაცია მტკიცდება სატენდერო კომისიის მიერ განცხადების გამოქვეყნებამდე, რაც აისახება სატენ­დერო კომისიის სხდომის ოქმში. მუხლი 8🔗. სატენდერო კომისიის აპარატი 1. სატენდერო კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორგა­ნიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, საწარმოს ხელმძღვა­ნელის ბრძანებით, ამ საწარმოს თანამშრომელთაგან იქმნება სატენდერო კომისიის აპარატი, რომელსაც ხელ­მძღვა­ნელობს სა­ტენდერო კომისიის თავმჯდომარე.  2. სატენდერო კომისიის აპარატის ფუნქციებია: ა) ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების, სატენ­დერო დოკუმენ­ტაციისა და ტენდერის მიმდინა­რეო­ბასთან დაკავშირე­ბუ­ლი ნებისმიერი ორგა­ნი­ზაციული საკითხის მოგვარების უზ­რუნ­ველყოფა; ბ) სატენდერო წინადადებების მიღება და რეგისტრაცია (მი­ღების თარი­ღისა და დროის მითი­თებით) სა­ტენდერო დოკუ­მენტაციაში აღნიშნულ ვადებ­სა და მისამართზე. 3. სატენდერო კომისიის აპარატს უფლება აქვს, კავშირი იქო­ნიოს პრე­ტენდენტებთან, მიაწოდოს მათ ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის პრო­ცედურების შესახებ. 4. სატენდერო კომისიის აპარატი ვალდებულია, ყოველი ტენ­დერის ჩა­ტარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუ­მენტი და ინფორმა­ციული მა­სალა აკინძოს ერთ საქმედ და უზრუნველყოს მისი შენახვა ხელშეკრულების და­დებიდან 2 (ორი) წლის განმავლობაში, ხოლო გრძელვადიანი ხელშეკრულე­ბის დადების შემთხვევაში – ხელშეკრულების მოქმედების ვადის დას­რუ­ლე­ბიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, რის შემდეგაც გადა­ეცემა საწარმოს შესაბამის სტრუქ­ტურულ ერთეულს, დადგე­ნილი წესით შესანახად. მუხლი 9🔗. განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ 1. ტენდერის ჩატარებისას სატენდერო კომისია შემ­სყიდველი ორგანი­ზა­ციის სახელით ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებას აქვეყნებს საქართვე­ლოს ან/და უცხო ქვეყნების იმ პერიოდულ ან სპეციალიზებულ გამოცემებში, რომლებიც ფართოდ ვრცელდება საქართველოს ან/და საერ­თაშორისო მასშტა­ბით ქართულ, ინგლისურ ან/და რუ­სულ ენებზე და საწარმოს ვებგვერდზე. სატენდერო წინ­ა­დადების წარდგენა ასევე დასაშვებია კომუნიკაციის ელექ­­ტრონული საშუალებების (მათ შორის, ელექტრონული ფოსტის) გამოყენებით ქართულ, ინგლისურ ან/და სხვა უცხოურ ენებზე სატენდერო კომისიის აპარა­ტის პასუხის­მგებელი პირის ელექტრონულ მისამართზე, რომელიც მითითებუ­ლია სატენდერო განცხადებაში.  2. ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითი­თებული უნდა იყოს:  ა) შემსყიდველი ორგანიზაციის რეკვიზიტები, მათ შორის, ვებგვერდი;  ბ) შესასყიდი (მისაწოდებელი) საქონლის სახეობა, რაოდენობა, მიწოდე­ბის ადგილი და ფორმა, ან გასაწევი მომსახურების სახეობა და გაწევის ადგი­ლი, აგ­რეთვე სხვა მონაცემები, რომელთა მითითებას შემსყიდ­ველი ორგანიზა­ცია საჭიროდ ჩათვლის შესყიდვის ობიექ­ტისა და პრეტენდენტის საკვალიფი­კაციო მონაცემების აღწერის მიზნით (პრეისკურანტის საფუძველზე შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში განცხადებაში შესასყიდი (მისაწოდებელი) საქონლის ჩამონათვალისა და რაოდენობის ნაცვლად მიეთითება შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება);  გ) შესასყიდი საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის სასურველი ან სავალდებულო ვადები;  დ) სატენდერო დოკუმენტაციის გატანის წესი, ვადა, ადგილი და ენა;  ე) საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები, მათი და სატენდერო წინადადებების წარდგე­ნის წესი, ვადა, ადგილი და ენა; ვ) მითითება იმის თაობაზე, რომ დასაშვებია პრეტენ­დენტის სატენდერო წინადადების სატენდერო დოკუმენტა­ციის ტექნიკურ მოთხოვნებთან შეუსაბა­მობის შემთხვევა­ში დაზუსტდეს, შეივსოს ან წარდგენილ იქნეს სატენდერო გან­ცხადებაში მოთხოვნილი საკვალიფიკაციო დოკუმენტა­ცია ან სატენდერო წინადადება მისი არსის შეუცვლელად, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში – მი­თი­თება იმის თაო­ბაზე, რომ სატენდერო წინადადება შეფასებაზე არ დაიშ­ვება;  ზ) საფასურის განაკვეთი;  თ) სატენდერო კომისიის აპარატის პასუხისმგებელი პირის ელექტრო­ნული მისამართი;  ი) ზეპირი ვაჭრობის ჩატარების ადგილი;  კ) ორეტაპიანი ტენდერის დროს მითითება იმის შესახებ, რომ საკვალი­ფიკაციო მონაცემებთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს პირველადი სატენდე­რო წინა­და­დება ღირებულების გარეშე;  ლ) ორეტაპიანი ტენდერის დროს ინსტრუქცია პირვე­ლადი სატენდერო წინადადებების შედგენის თაობაზე, მათი წარდგენის წესი (წარდგენის ვადის ჩათვლით) და შეფასებისას მხედველობაში მისაღები მოთხოვნები; მ) ზეპირ ვაჭრობაზე ფასის კლების ბიჯი.  3. ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებას ამტკი­ცებს სატენდერო კომისია.  4. სატენდერო კომისია ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებას აქ­ვეყნებს საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და სატენდერო წინადა­დებების მიღების დასრულებამდე არანაკლებ 10 (ათი) კა­ლენ­და­რული დღისა.  5. სატენდერო კომისიას უფლება აქვს შეცვალოს ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია. ეს ცვლილებები უნდა გა­მოქ­ვეყნდეს იმავე საინფორმაციო საშუალებებში, რომლებშიც გამოქვეყნდა გან­ცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ.  6. ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში შეტა­ნილი ცვლილებები უნდა გამოქვეყნდეს საკვალიფიკა­ციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუ­მენ­ტებისა და სატენ­დერო წინადადებების მიღების ვადის დასრულებამდე არანაკლებ 5 (ხუთი) კალენდარული დღისა.  7. იმ შემთხვევაში, თუ გამოიყენება ხელშეკრულების შესრულების უზ­რუნ­ველყოფის მექანიზმი ან/და დასაშვებია ალტერნატიული სატენდერო წი­ნადადების წარმოდგენა, განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ უნდა შეი­ცავდეს მითითებას აღნიშნულის შესახებ.  8. განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ ასევე უნდა შეიცავდეს შემ­სყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნას სატენდერო წინადადებების უზრუნველ­ყოფის (გარანტიის) გამოყენების შესახებ.  9. განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ უნდა შეიცავდეს ინფორ­მაციას სატენდერო კომისიის აპარატის იმ მუშაკთა სამსახურებრივი კოორდი­ნატების შესახებ, რომ­ლებიც უფლებამოსილი არიან, გასცენ დამატებითი ინ­ფორ­მაცია.  მუხლი 10🔗. საფასურის გადახდისა და დაბრუნების წესი  1. საფასურის გადამხდელები არიან საქართველოს ან უცხო სახელმწი­ფოთა ფიზიკური და იურიდიული პირები, განურჩევლად საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამარ­თლებ­­­რივი ფორმისა, რომლებსაც გააჩნიათ ტენდერში მონაწილეობის მიღების სურვილი.  2. ტენდერში მონაწილეობის მსურველმა საფასური 200 (ორასი) ლარის ოდენობით უნდა გადაიხადოს სა­ტენდერო დოკუმენტაციის მიღების ვადის გასვლამდე.  3. საფასურის გადახდა წარმოებს შემსყიდველი ორგა­ნიზაციის მიერ ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადე­ბაში მითითებულ ანგარიშზე.  4. საფასური უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, გარდა შემდეგი შემ­თხვევებისა: ა) თუ შემსყიდველმა ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვე­ტილება შესყიდვის პროცედურების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე;  ბ) თუ შემსყიდველმა ორგანიზაციამ ვერ უზრუნველ­ყო საფასურის გა­დამხ­დელი პირისათვის სატენდერო დოკუ­მენტაციის დროულად გადაცემა. მუხლი 11🔗. სატენდერო დოკუმენტაცია 1. სატენდერო კომისია ქართულ ან/და უცხოურ ენებზე შედგენილ სა­ტენდერო დოკუმენტაციას ამტკიცებს ტენდერის ჩატარების შესახებ განცხა­დების გამოქვეყ­ნებამდე. 2. სატენდერო დოკუმენტაცია არის დოკუმენ­ტთა პა­კეტი, რომელიც შეი­ცავს სრულ ინფორმაციას შესყიდვის ობიექტის, სატენდერო პროცესისა და შეს­ყიდვის შესახებ დასადები ხელშეკრულების ძირითადი პირობების თაობაზე და შედგენილი უნდა იქნეს ამ წესის მოთხოვნათა დაცვით დამტკიცებული ფორ­მის მიხედვით. 3. პრეტენდენტის მიერ საფასურის გადახდის შემდეგ სატენდერო კომისია პრეტენდენტს მოთხოვნისთანავე გა­დას­ცემს სატენდერო დოკუმენტაციას.  4. სატენდერო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს შემ­დეგ დოკუმენტებსა და ინ­ფორ­მაციას:  ა) პრეტენდენტთა სატენდერო წინადადებების შედ­გენის, წარდგენისა და შეფასების წესებსა და კრიტე­რიუმებს, ამ კრიტერიუმების პრიორიტეტულობის კოეფიცი­ენტებს;  ბ) შესასყიდი საქონლის ან მომსახურების მოცუ­ლობას, სავალდებულო ან სასურველ ვადებს ან/და გრა­ფიკსა და ადგილს (პრეისკურანტის საფუძველზე შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში სატენდერო დოკუმენტაციაში შესასყიდი (მისაწოდებელი) საქონლის ან მომსახურების მოცულობის ნაცვლად მიეთითება შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება თანდართული პრეისკურანტით);  გ) შესყიდვის ობიექტის აღწერილობასა და ტექნიკურ მოთხოვნებს;  დ) მეთოდებს, რომლებითაც უნდა იყოს გაანგა­რიშებული სატენდერო წი­ნა­დადების ღირებულება, იმის მითითებით, უნდა შეიცავდეს თუ არა იგი სა­ქონ­ლის ან მომსახურების ღირებუ­ლების გარდა სხვა ხარჯებს (ტრანსპორ­ტირება, დაზღვევა, გადასახადები და სხვ.);  ე) მითითებას იმ ვალუტის შესახებ, რომელშიც უნდა იყოს გაანგარი­შებული სატენდერო წინადადების ღირებუ­ლება;  ვ) მითითებას იმის შესახებ, დასაშვებია თუ არა ალტერნატიული წინა­დადებების წარდგენა;  ზ) მოთხოვნას სატენდერო წინადადებების მოქმედე­ბის მინიმალური ვა­დის თაობაზე. ვადის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ტენდე­რის ხანგრძლივობა, შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების სავარაუდო ვადა და ამ პროცესში შესაძლო დაბრკოლებები; თ) შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს სატენ­დერო წინად-ადებების უზრუნველყოფის (გარანტიის), შეს­ყიდ­ვის შესახებ ხელშეკრულების შესრულე­ბის გარანტი­რების, შესყიდვის ობიექტისა და ხელშეკრულების შესრუ­ლების ცალკეული ეტაპების დაზღვევის თაობაზე, წარ­სადგენი გარანტიების ღირებუ­ლე­ბის ოდენობისა და დაზღვევის პირობების ჩათვლით; ი) პრეტენდენტთა სატენდერო წინადადებების კონ­ვერტების გახსნის დროს, ადგილსა და წესს;  კ) მითითებას პრეტენდენტების უფლებების შესახებ, რომლებიც დაკავში­რებულია სატენდერო წინადადების გატანასთან, მასში ცვლილებების შეტა­ნასთან, წარდგე­ნილი გარანტიებისა და გადახდილი მოსაკრებლის დაბრუ­ნე­ბას­თან; ლ) მითითებას შემსყიდველი ორგანიზაციის უფლე­ბის თაობაზე, შეწყვი­ტოს ტენ­დერის ნებისმიერ ეტაპზე შესყიდვის განხორციელება, ან უარყოს ყვე­ლა სა­ტენ­დერო წინადა­დება;  მ) ნებისმიერ სხვა შესაბამის მოთხოვნას, რომელიც შეიძლება გააჩნდეს შემს­ყიდველ ორგანიზაციას სატენ­დერო წინადადებების მიმართ; ნ) ზეპირი ვაჭრობის ჩატარების დროსა და ადგილს. 5. სატენდერო კომისია პრეტენდენტის წერილობითი თხოვნით ან საკუ­თა­რი ინიციატივით განმარტავს ან/და აზუს­ტებს სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის პროცე­დუ­რებსა და ობიექტთან დაკავშირებულ ინფორმა­ციას. მუხლი 12🔗. სატენდერო წინადადებების შერჩევა და ტექნიკური შესაბამი­სო­ბის დადგენა  1. სატენდერო წინადადებები სატენდერო კომისიას წარედ­გინება დახუ­რული კონვერტებით. კონვერტები იხ­სნება ერთობ­ლივად, პრეტენდენტთა თან­დასწრებით სა­ტენ­დერო კომისიის სხდომაზე, სატენდერო წინადადებების მი­ღების ვადის დასრუ­ლებისთანავე. კონვერტების გახსნის შემდეგ კომისია ად­გენს საკ­ვალიფიკაციო შერჩევის, სატენდერო წინადადებების გან­ხილ­ვისა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადებს. 2. სატენდერო წინადადების და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელია როგორც ქართულ, ისე უცხოურ ენებზე. დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. დოკუმენტაციასთან დაკავშირებული სადავო საკითხების გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს შემსყიდველი ორგანიზაცია.  3. პრეტენდენტებს უფლება აქვთ, კონვერტების გახ­სნამდე ნებისმიერ დროს წერილობით გამოითხოვონ ან შეცვალონ სატენდერო წინადადება.  4. კონვერტების გახსნის შემდეგ, პირველ რიგში უნდა გან­ხორციელდეს შერ­ჩევა. შერჩევის მიზანია წარდგენილი საკვა­ლი­ფიკაციო მონაცემების, სატენ­დერო წინადადებე­ბისა და თან­მხლები დოკუმენტების სატენდერო დოკუმენ­ტაციისა და ტენ­დერის ჩატარების შესახებ განცხადების მოთხოვნებთან შესა­ბა­მისობის დადგენა. თუ პრეტენდენ­ტის მიერ წარდგენილი საკ­ვალიფიკაციო მო­ნა­ცემები ან/და სატენდერო წინადადება არ შეესაბამება სატენდერო დოკუმენ­ტა­ციის ან/და ტენდერის ჩა­ტარების შესახებ განცხადების მოთხოვნებს, სატენ­დე­რო კომი­სია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას შემდეგ შემ­თხვე­ვებში: ა) თუ პრეტენდენტის მიერ არ არის წარდგენილი ყველა სა­­ჭირო დოკუ­მენტი (თანმხლები დოკუმენტების ჩათვლით) ან/და ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში – ნიმუში; ბ) თუ სატენდერო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში პრე­ტენდენტი ვერ შეძლებს თავისი საკვალიფიკაციო მო­ნა­ცემების ხელახალ დადასტურებას; გ) თუ პრეტენდენტი უარს განაცხადებს ან არ დაეთან­ხმება სატენდერო წინადადებაში ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნ­ქტების შესაბამისად შესწორებების შეტანას; დ) თუ სატენდერო წინადადება ან/და საკვალიფიკაციო მო­ნაცემები არ შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციით ან/და ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებით განსაზ­ღვრულ მო­თხოვ­ნებს; ე) თუ შესყიდვის პროცედურების დროს ადგილი ექნება პრეტენდენტის არაკეთილსინდისიერ ქმედებას; ვ) თუ შესყიდვის პროცედურებში მონაწილე პირის მიერ წარდგენილი მონაცემები ან/და მათი დამა­დას­ტურებელი დო­კუმენტები ყალბი აღმოჩნდება;  ზ) თუ ტენდერში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებაზე ან ვერ წარადგენს ხელშეკრუ­ლე­ბის შესრულების გარანტიას.  5. სატენდერო წინადადების შერჩევის დროს უნდა შე­მოწმდეს, არის თუ არა მასში დაშვებული მექანიკური შეც­დომები. შეცდომების გამოვლენის შემ­თხვევაში სა­ტენდერო კო­მი­სიამ ამ წინადადების წარმდგენ პრეტენ­დენტს უნდა შეს­­თავაზოს ამ შეცდომის გამოსწორება.  6. სატენდერო კომისიას შეუძლია თვითონ შეასწოროს მექანიკური ხასია­თის შეცდომები შემდეგი წესების გათვა­ლისწინებით:  ა) თუ ადგილი აქვს შეუსაბამობას შესყიდვის ობიექტის ერთეულის ფასსა და მთლიან ფასს შორის, რომელიც მი­ღებულ იქნა ერთეულის ფასისა და რაო­დე­ნობის გამრავლებით (უპირატესობა ენიჭება ერთე­ულის ფასს); ბ) თუ ადგილი აქვს შეუსაბამობას ციფრობრივად და სიტყვი­ერად გამოსა­ხულ სიდიდეებს შორის (უპირატესობა ენი­ჭება სიტყვიერ გამოსახულებას).  7. სატენდერო კომისია ვალდებულია, ზეპირ ვაჭრობაზე მოიწვიოს ის პრე­ტენდენტები, რომლებიც შერჩევის პროცედუ­რების დასრულების შემდეგ და­იშ­ვებიან შეფასებაზე. ამასთან, ზეპირი ვაჭრობის დროს დასაშვებია მხო­ლოდ სატენდერო წინადადებით წარდგენილი ფასის შეცვლა.  8. წინადადებების შერჩევის შემდეგ სატენდერო კომი­სია ახდენს მათ დეტალურ განხილვასა და შესწავლას ტექნიკური შესაბამისობის დადგენის მიზნით. სატენდერო კომისიას უფლება აქვს, სატენდერო წინადადებების გან­ხილ­ვისათვის მოიწვიოს ექსპერტები და კონსულტანტები. სატენდერო წინა­დადებების ან/და ექსპერტების დასკვნების განხილვა ხდება სატენდერო კო­მისიის სხდომებზე.  მუხლი 13🔗. ზეპირი ვაჭრობის ჩატარების წესი და პირობები  1. ზეპირი ვაჭრობა გაიმართება შემსყიდველი ორგა­ნიზაციის მიერ სა­ტენდერო განცხადებაში მითითებულ ადგილზე, ხოლო ზეპირი ვაჭრობის დაწყების კონკრეტული დრო წერილობით უნდა ეცნობოს შეფასებაზე დაშ­ვებულ პრეტენდენტებს შერჩევის პროცედურის დასრულებიდან არა უგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღისა.  2. სატენდერო კომისია ვალდებულია ზეპირ ვაჭრო­ბაზე მოიწვიოს ის პრე­ტენ­დენტები, რომლებიც შერჩევისა და ტექნიკური შესაბამისობის დადგენის პროცედურების დასრულების შემდეგ დაიშვებიან შეფასებაზე. 3. ზეპირ ვაჭრობაზე გამოუცხადებლობა ან/და ზეპირ ვაჭ­რობაში მონაწი­ლეო­ბაზე უარი არ გამოიწვევს პრეტენ­დენ­ტის დისკვალიფიკაციას. 4. ზეპირი ვაჭრობის გამართვის დროს სატენდერო კომისია წარუდგენს ზეპირი ვაჭრობის მონაწილე პრეტენდენტებს მათ მიერ სატენდერო წინადა­დებებით წარდგენილ ფასებს ან/და ერთეულის ფასებს. ვაჭრობის მონაწილე თი­თოეულ პრეტენდენტს უფლება აქვს, სამჯერ მოახდინოს თავის მიერ დაფიქსირებული ფასის შემცირება არანაკლებ სატენდერო წინადადების ფასის კლების ბიჯით განსაზღვრული ოდენობისა. 5. პრეისკურანტის საფუძველზე შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში სატენდერო კომისია წარუდგენს ზეპირი ვაჭრობის მონაწილე პრეტენდენტებს მათ მიერ სატენდერო წინადა­დებებით წარდგენილი პრეისკურანტების ჯამურ ღირებულებებს. ვაჭრობის მონაწილე თი­თოეულ პრეტენდენტს უფლება აქვს, სამჯერ მოახდინოს თავის მიერ დაფიქსირებული პრეისკურანტის ჯამური ღირებულების შემცირება არანაკლებ სატენდერო წინადადების ფასის კლების ბიჯით განსაზღვრული ოდენობისა. 6. ზეპირ ვაჭრობაში მონაწილე პრეტენდენტების მიერ სატენდერო წინა­და­დების ფასის ცვლა ხორციელდება რიგითობით. სატენდერო წინადადების ფასის ცვლას თითოეულ რაუნდზე იწყებს უმაღლესი სატენდერო წინადადების ფასის მქონე და რიგითობის პრინციპით აგრძელებს ყოველი წინაზე უფრო დაბალი ფასის წარმდგენი.  7. ზეპირ ვაჭრობაში დაფიქსირებული სატენდერო წი­ნა­დადებების შემცი­რებული ფასები აისახება სატენდერო კომისიის შესაბამის სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ სატენდერო კომისიის დამსწრე კომისიის წევრები და მონაწილე პრეტენდენტები. პრეტენდენტების მიერ ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმა განიხილება, როგორც უარი ზეპირი ვაჭრობისას მის მიერ დაფიქსირებულ შემცირებულ ფასზე და ძალაში დარჩება მისი სატენდერო წინადადების პირ­ვანდელი ფასი. 8. ზეპირი ვაჭრობის საბოლოო ფასების დაფიქსირების შემდეგ სატენდე­რო წინადადებების შეფასება მოხდება ამავე წესის შესაბამისად. 9. ფასთა კოტირების საშუალებით საქონლის ან მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ასევე შესაძლე­ბე­ლია გამოყენებულ იქნეს ზეპირი ვაჭრობის წესი.  მუხლი 14🔗. სატენდერო წინადადებების შეფასების წესი  1. ზეპირი ვაჭრობის შედეგად სატენდერო წინა­და­დებების საბოლოო ფა­სების დადგენის შემდეგ სატენ­დერო კომისია ახდენს სატენდერო წინადადე­ბების შეფა­სებას სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული კრიტერი­უმების მიხედვით, ამ კრიტერიუმების პრიორიტეტულობის გათვა­ლისწინებით.  2. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად დაშვებუ­ლია სატენდერო წინადადებების ფასის დაფიქსირება სხვადასხვა კონვერტი­რებად ვალუტაში, სა­ტენ­დერო წინადადებების განხილვის დროს უნდა მოხდეს მათი გადაყვანა ეროვნულ ვალუტაში საქართველოს ეროვ­ნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო კურსის შესა­ბამისად.  3. შეფასებისათვის გამოყენებული კრიტერიუმები შეიძ­ლება ეხებოდეს როგორც უშუალოდ პრეტენდენტებს, ისე მათ მიერ წარდგენილ წინადადებებს.  4. პრეტენდენტების შეფასების მიზანია მათი ფინან­სური მდგომარეობის, ტექნიკური შესაძლებლობების, პერ­სო­ნა­ლის კვალიფიკაციის, რეპუტაციის, გამოცდილებისა და სხვა მონაცემების და მახასიათებლების შედარება.  5. სატენდერო წინადადებების შეფასებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი კრიტერიუმები:  ა) სატენდერო წინადადების ღირებულება;  ბ) საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის ვა­დები;  გ) საქონლის, მომსახურების ხარისხობრივი პარამეტ­რები და ფუნქციონა­ლური მახასიათებლები;  დ) ანგარიშსწორების ფორმები და პირობები;  ე) შესყიდვის ობიექტის მიწოდების შემდეგ მის ექ­სპლუ­ატაციასთან, ტექნიკურ მომსახურებასთან, რემონტთან დაკავშირებული ხარჯები და სხვა კრიტერიუმები, რომელ­თა გამოყენებასაც მიზანშეწონილად ჩათვლის სატენდე­რო კომისია.  6. შეფასებისას გამოყენებულ თითოეულ კრიტერიუმს უნდა გააჩნდეს ციფრობრივად გამოსახული ხვედრითი წონა ჯამურ შეფასებაში (პრიორიტე­ტულობის მაჩვენე­ბელი), რომელიც უნდა გამოიხატოს კოეფიციენტის სახით. ამასთან, ყველა კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფი­ციენტების ჯამი უნდა უდრიდეს ერთ მთელს.  7. სატენდერო კომისიის თითოეული წევრი წერილო­ბითი ფორმით აფასებს ყოველი პრეტენდენტის სატენდერო წინადადებას ცალ-ცალკე, ყოველი კრიტერიუმის მიხედვით, ათქულიანი სისტემით. თითოეული კრიტერიუმის მიხედვით პრეტენდენტისათვის მინიჭებული ქულა მრავლდება ამ კრიტე­რიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტზე, ხოლო მიღებული ნამრავლების დაჯამებით გამოითვლება თითოე­ული პრეტენდენტის სატენდერო წინადა­დე­ბის ჯამური შეფასება. სატენდერო კომისიის წევრის მიერ ერთ-ერთი პრეტენ­დენ­ტისათვის მინიჭებული ყველაზე მაღალი ჯამური შეფასება ჩაითვლება ამ პრეტენდენტისათვის მიცემულ ხმად. სატენდერო კომისიის წევრები თავიანთ შეფასებას ადასტურებენ ხელმოწერით.  8. თუ ორი ან მეტი პრეტენდენტის სატენდერო წინადადება მიიღებს ერთნაირ შეფასებას, სატენდერო კომისიის წევრი ადარებს ქულებს კრიტე­რი­უ­მების მიხედ­ვით და უპირატესობას ანიჭებს იმ პრეტენდენტს, რო­მელსაც მეტი ქულა აქვს მიღებული უფრო მაღალი კოეფი­ციენტის მქონე კრიტერიუმის მი­ხედ­ვით.  9. გამარჯვებულად ჩაითვლება ის პრეტენდენტი, რო­მელსაც სატენდერო კომისიის წევრთა სიითი შემად­გენლობის უმრავლესობა მიანიჭებს უპირატე­სობას. სატენ­დერო კომისიის წევრებს შორის ხმების თანაბრად განა­წილების შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება სატენდერო კომისიის თავმჯდომარის ხმა. 10. სატენდერო კომისია ტენდერის შედეგების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ტენდერის ჩატარებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.  11. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის შესახებ ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც თან ერთვის კო­მისიის წევრთა წერი­ლობითი შეფასებები. ოქმში მითითებული უნდა იყოს ინ­ფორმაცია სატენდერო წინადადებების განხილვაში მონა­წილე პირებისა და ტენ­დერში მონაწილე პრეტენდენტების შესახებ, აგრეთვე პრეტენდენტების მიერ წარდგენილი წინა­დადებების მოკლე აღწერა შეფასების კრიტერიუმების მი­ხედ­ვით. 12. გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 5 (ხუთი) სა­მუ­შაო დღისა სატენდერო კომისია აცნობებს შედეგებს ტენ­დერში მონაწილე ყველა პრეტენ­დენტს და იწვევს გამარ­ჯვებულს შესყიდვის შესახებ ხელშეკრუ­ლების დასა­დებად.  13. შესყიდვის პროცედურების შეწყვეტის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია არ არის ვალდებული, რომ შეს­ყიდვის მონაწილე პირებს წარუდგინოს კონკრეტული მტკი­ცებულებანი ან დეტალური ინფორმაცია, რომ­ლის საფუძ­ველზეც მიღებულ იქნა ეს გადაწყვეტილება, აგრეთვე – აუ­ნაზ­ღაუ­როს მათ შესყიდვაში მონაწილეობასთან დაკავში­რებული ხარჯები, გადახ­დილი მომსახურების საფასურის გარდა.  14. პრეტენდენტს უფლება აქვს, სასამართლოში გაა­საჩივროს ტენდერის ჩატარებასთან დაკავშირებული ნების­მიერი საკითხი. მუხლი 15🔗. ტენდერის მიმდინარეობის დროს მოლაპარაკების გამართვის დაუშვებლობა სატენდერო კომისიას უფლება არა აქვს გამართოს მოლა­პარაკება ტენ­დერში მონაწილეობის მსურველ პირებსა და პრე­ტენდენტებთან, გარდა ამ წე­სის მე-16 მუხლით გათვა­ლის­წი­ნებული და ორეტაპიანი ტენდერის ჩატარების შემთხვე­ვისა.  მუხლი 16🔗. ორეტაპიანი ტენდერი  1. ორეტაპიანი ტენდერი შეიძლება ჩატარდეს იმ შემ­თხვე­ვაში, როდესაც შესყიდვის ობიექტის თავისებურებიდან გამომ­დინარე შეუძლებელია ყველა ეკონომიკური და ტექნი­კური პი­რობების წინასწარ განსაზღვრა და საწარმოს აუცილებ­ლად მიაჩ­ნია ტენდერის პირველ ეტაპზე პრეტენდენტებთან მო­ლა­პა­რაკება ტექნიკური მაჩვენებლების, ეკონომიკური და სხვა მო­ნაცემების დაზუს­ტების მიზნით.  2. ორეტაპიანი ტენდერის პირველ ეტაპზე პრეტენდენტები წარადგენენ საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელ დოკუმენტებს და პირველად სატენდერო წინადადებებს ღირე­ბულების მითითების გარეშე.  3. ორეტაპიანი ტენდერის პირველ ეტაპზე სატენდერო კო­მისიას უფლება აქვს გამართოს მოლაპარაკებები პრეტენ­დენ­ტებთან პირველადი სატენდერო წინადადებების ნებისმიერი პი­რობის დაზუსტებისა და სატენდერო დოკუმენ­ტაციის საბო­ლოო მოთხოვნების განსაზღვრის მიზნით.  4. პირველადი სატენდერო წინადადების განხილვის შე­დე­გად სატენდერო კომისია ადგენს სატენდერო დოკუმენ­ტა­ციის სა­ბოლოო ვარიანტს და გადას­ცემს მას პრეტენდენტს.  5. საწარმო ორეტაპიანი ტენდერის ჩატარების დროს მი­თითებას იმის შესახებ, თუ რომელ ეტაპზეა შესაძლებელი სა­ტენდერო საფასურის გადახდა, გან­­საზღვრავს ტენდერის ჩა­ტარების შესახებ განცხადებით.  6. დანარჩენ შემთხვევებში ორეტაპიანი ტენდერის ჩატა­რე­ბისას გამოი­ყენება ამ წესით დადგენილი ტენდერის ჩატა­რების შესახებ ზოგადი პირობები.  მუხლი 17🔗. სატენდერო წინადადებების უზრუნველყოფა  1. სატენდერო წინადადებების უზრუნველყოფის მიზ­ნით შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, გამოიყენოს გარანტირების მექანიზმი სატენდერო წინადადების ღირე­ბულების 1 (ერთი) პროცენტის ოდენობით. ამ შემთხვევაში ტენ­დერში მონაწილე პრეტენდენტები ვალდებული არიან, წა­რუდ­გინონ შემს­ყიდველ ორგანიზაციას სატენდერო წინადადებების უზრუნველყოფის საბანკო გარან­ტი­ები.  2. გარანტირების მექანიზმის გამოყენების შემთხვე­ვაში შემსყიდველმა ორგანიზაციამ სატენდერო დოკუმენ­ტაცი­აში ან ფასთა გამოკითხვაში მონაწი­ლეო­ბისათვის მო­საწვევში უნდა ასახოს კონკრეტული მოთხოვნები გარან­ტიის ღირებულებითი ოდენობის, გარანტიის გამცემი ორგანიზაციების მიმართ.   3. საგარანტიო მოთხოვნა თანაბრად უნდა ეხებოდეს შესყიდვის პროცე­დურაში მონაწილე ყველა პრეტენდენტს.  4. გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 (ოცდაათი) დღით უნდა აღე­მატებოდეს სატენდერო (კომერციული) წინადადე­ბის მოქმედების ვადას.   5. გარანტიის დამადასტურებელი დოკუმენტი წარდგე­ნილი უნდა იქნეს სატენდერო (კომერციულ) წინა­დადე­ბას­თან ერთად.   6. შემსყიდველმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს შესყიდვის პრო­ცედურაში მონაწილე პირთათვის გარანტი­ების დამადასტურებელი დოკუმენ­ტების დაბრუნება შესყიდ­ვის შესახებ ხელშეკრულების ამოქმედების დღიდან არა უგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა.  7. თუ შემსყიდველი ორგანიზაცია მიიღებს გადაწყვე­ტილებას შესყიდვის პროცედურების შეწყვეტის თაობაზე, პრეტენდენტებს გარანტიების დამადას­ტუ­რე­ბელი დოკუმენ­ტები უკან უბრუნდებათ მოთხოვნისთანავე.   8. გარანტიის დაუბრუნებლობისა და აღსრულების შესახებ გადაწყვეტი­ლებას იღებს შემსყიდველი ორგანი­ზაცია, თუ:  ა) წინადადებების გახსნის შემდეგ პრეტენდენტმა უარი განაცხადა შეს­ყიდვის პროცედურაში მონაწილეობაზე (თავისი წინადადების მოქმედების ვა­დის დასრულებამდე);  ბ) გამარჯვებული პრეტენდენტი უარს განაცხადებს შემსყიდველ ორგა­ნი­ზაციასთან შესყიდვის შესახებ ხელ­შეკ­რულების დადებაზე; გ) თუ პრეტენდენტის გამარჯვების შემთხვევა­ში ხელშეკ­რუ­ლების გა­ფორმებამდე არ იქნება წარდგენილი ხელშეკ­რუ­ლე­ბის უზრუნველყოფის საბან­კო გარანტია;  დ) პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულ იქნა შესყიდ­ვის პროცედურე­ბის დროს არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო. მუხლი 18🔗. არშემდგარი და უარყოფითი შედეგით დასრულებული ტენდერი 1. ტენდერი ითვლება არშემდგარად, თუ დადგენილ ვადებში არ იქნა წარ­დგენილი არც ერთი პირის საკვა­ლიფიკაციო მონაცემები და/ან სატენდერო წინადადება.  2. ტენდერი ითვლება უარყოფითი შედეგით დასრუ­ლებულად, თუ: ა) არც ერთი პირის მიერ წარდგენილი საკვალი­ფი­კაციო მონაცემები ან/და სატენდერო წინადადება არ შეე­სა­ბა­მება შემსყიდველი ორგანიზაციის მოთ­ხოვნებს;  ბ) წარდგენილი სატენდერო წინადადების ფასებიდან არც ერთი არ შეე­სა­ბამება შემსყიდველი ორგანიზაციის ფი­­ნანსურ შესაძლებლობებს.  3. არშემდგარი და უარყოფითი შედეგით დასრულე­ბული ტენდერის შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია უფ­ლე­ბამოსილია, გამოიყენოს ამ წე­სით განსაზ­ღვრული შეს­ყიდვის განხორციელების სხვა საშუალება.  მუხლი 19🔗. გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადება. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობები  1. ამ წესის შესაბამისად გამარჯვებული პრეტენდენტის სა­ტენდერო წინადადებით განსაზღვრული პირობების საფუძ­ველ­ზე გამარჯვებულ პრე­ტენდენტსა და საწარმოს შორის იდება ხელშეკრულება. 2. გამარჯვებული პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის ან მის მიერ ხელ­შეკრულების დადებაზე უარის თქმის შემთხვევაში სატენდერო კომისია მიმარ­თავს ტენდერში მონაწილე დანარჩენ პრეტენდენტებს სატენდერო წინადა­დე­ბათა ხელახალ განხილ­ვა­ში მონაწილეობის თაობაზე. თუ სატენდერო წინა­და­დებათა ხელახალ განხილვაში მონაწილეობაზე თანხმობა გამოთქვა ერთმა ან რამდენიმე პრე­ტენდენტმა, ხდება მათი სატენდერო წინადადებების ხელა­ხალი განხილვა. თავი IV შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობები მუხლი 20🔗. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობები 1. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში გათვალის­წინებული უნდა იქ­ნეს შემდეგი აუცილებელი ელემენტები და პირობები:  ა) ხელშეკრულების მხარეების ზუსტი დასახელება და რეკვიზიტები;  ბ) ხელშეკრულების ობიექტის დასახელება, ტექნი­კური პარამეტრები, ძი­რითადი მახასიათებლები და საიდენ­ტიფიკაციო მონაცემები, რაოდენობა, ერ­თეულის ან/და მთლი­ანი ღირებულება (პრეისკურანტის საფუძველზე შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში ხელშეკრულებაში არ მიეთითება შესყიდვის ობიექტის რაოდენობა);  გ) შესყიდვის ობიექტის ერთეულის ფასი და ხელშეკრულების ჯამური ღირებულება (ფასდათ­მობების, გადასახადების, ტრანსპორტირების, დაზღვე­ვის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით);  დ) შესასყიდი საქონლის ან მომსახურების ხარისხი. საჭიროების შემთხ­ვევაში, არსებულ სტანდარტებთან შესა­ბა­მისობა;  ე) საქონლის მიწოდებისა და მომსახურების გაწევის ვადები ან/და ეტაპობრივი ვადები და ადგილი;  ვ) საქონლის ან მომსახურების მიღება-ჩაბარების წესი;  ზ) ანგარიშსწორების ფორმა და გრაფიკი (ვადები);  თ) ხელშეკრულების შესრულების გარანტია (ამ მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში);  ი) მხარეთა უფლება-მოვალეობანი;  კ) მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების პი­რობების დარღვევი­სათვის;  ლ) ფორს-მაჟორული სიტუაციები;  მ) ხელშეკრულების პირობების, მათ შორის, ფასების, გადასინჯვის შესაძ­ლებლობა;  ნ) ხელშეკრულების მოქმედების ვადა;  ო) დავების გადაწყვეტის წესი;  პ) შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ინსპექ­ტი­რე­ბის პირობები. 2. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების დადება შესაძლებელია როგორც ქართულ, ისე უცხოურ ენებზე. მუხლი 21🔗. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების კონტრო­ლი 1. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების კონტროლის გან­ხორციელების მიზნით შემსყიდველი ორგა­ნიზაცია გამოყოფს შესაბამის პირთა ჯგუფს (ინსპექტირების ჯგუფი).  2. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განმა­ხორ­ციელებელი ინსპექტირების ჯგუფის ფუნქციებია: ა) ხელშეკრულების შესრულების კონტროლი; ბ) საქონლისა და მომსახურების შესყიდვის შესახებ გაფორმებული ხელ­შეკ­რულებების პირობების ჯეროვანი შესრულების კონტროლი, უფლება­მოსილი პირის მიერ მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერამდე დადგენილი მო­ცუ­ლობის, ხარისხისა და მიწოდების ვადების შესრულებასთან შესაბამისობის დადასტურება; გ) საქონლის ან/და მომსახურების მიმწოდებელთან ანგარიშსწორების პროცესის რეგულირება; დ) საჭიროების შემთხვევაში ხელშეკრულების მიმდინარეობის ამსახვე­ლი პერიოდული დოკუმენტაციის წარმოება; ე) ხელშეკრულების მიმდინარეობის კონტროლის მიზნით კანონმდებ­ლო­ბით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება. 3. უფლებამოსილი პირის მიერ ჩასაბარებელი საქონლის ან/და მომ­სახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე, აუცილებლობის შემთხვევაში, შესყიდვის ობიექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, შემსყიდველი ორგანიზაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის (მომთხოვნი) ხელ­მძღვანელი შესყიდული საქონლის ან/და მომსახურების მოთხოვნასთან შესა­ბამისობას ადასტურებს ინსპექტირების ჯგუფის მიერ მომზადებულ დასკვნაზე ხელმოწერით.  4. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, აწარ­მოოს საქონლის ან მომსახურების ხარისხის ინსპექ­ტირება შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე, მათ შორის, ნედლეულისა და მაკომ­პლექტე­ბელი ნაწილების ხარისხისა და სუბკონტრაქ­ტორების მიერ შესრულებული სამუშაოების (მომსახუ­რების) ინსპექტირება.  5. ყველა გამოვლენილი დეფექტის ან ნაკლის აღ­მოფხვრასა და ხელახალ ინსპექტირებასთან დაკავ­შირე­ბული ხარჯების ანაზღაურება ეკისრება მიმწო­დე­ბელს, სა­ქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 22🔗. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნ­ველყოფა  1. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით შემსყიდველი ორგანიზაციის მო­თხოვნით გამოიყენება ხელშეკრუ­ლების უზრუნველყოფის (შეს­რულების) გარანტირების მექანიზმი. გარანტიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5 (ხუთი) პროცენტს და არ უნდა იყოს 2 (ორი) პროცენტზე ნაკლები. ამასთან, გარან­ტირების მექანიზმი სავალდე­ბულოა, თუ ხელშეკრულების საერთო ღი­რე­ბულება შეადგენს ან აღემატება 200 000 (ორასი ათასი) ლარს ან/და ხელ­შეკრულებით გათვალისწინებულია წინას­წა­რი ანგარიშსწორება (გარდა აკრე­დიტივის ფორმით ანგარიშსწორებისა); ამ უკანასკნელ შემთხვევაში ხელშეკრუ­ლების უზრუნველყოფის (შესრულების) საგარანტიო თან­ხის ოდენობა განი­საზღვრება არანაკლებ წინასწარი ანგა­რიშსწორების თანხის ოდენობისა. 2. შემ­სყიდ­ველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებუ­ლი გარანტიის წარდგენისაგან შესაძლებელია გათავისუფლდეს პრეტენდენტი ან პოტენციური მიმწოდებელი მისი საქმიანი რეპუტაციისა და მის მიერ წარ­მოებული საქონლისა და მომსახურების ხარისხის და ცნობადობის გათვალის­წინებით. გარდა ამისა, წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი არ არის საქართველოს რეზი­დენტი და ერთეული შესყიდვის საავანსო ანგარიშსწორების ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს, ხოლო თუ მიმწოდებელი საქართველოს რეზიდენტია და ერთეული შესყიდვის საავანსო ანგარიშსწორების ღირებულება არ აღემატება 5 000 ლარს, შემ­სყიდ­ველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით მიმწოდებელი შესაძლებელია გათავისუფლდეს წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობის გარანტიის წარდგენისაგან.  3. ხელშეკრულების შესრულების გარანტიად შეიძ­ლება ჩაითვალოს შემსყიდველი ორგანიზაციისათვის წინას­წარ დადგენილი თანხის ოდენობის საბანკო გარანტიის წარდგენა. 4. გარანტიის მოქმედების ვადა და მისი დაბრუნების პირობები უნდა გა­ნისაზღვროს შესყიდვის შესახებ ხელ­შეკრულებით. იმ შემთხვევაში, თუ ხელ­შეკ­რულების მოქმე­დება შეწყდება მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზე­ზე­ბით, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, უზრუნ­ველ­ყოს გარანტიის დაუყოვნებლივ დაბრუნება.  მუხლი 23🔗. სასამართლო განხილვა და სამართალი  1. შესყიდვების პროცედურებში მონაწილეობის მსურ­ველ და პრეტენ­დენტ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს შე­უძ­ლიათ, გაასაჩივრონ შემსყიდვე­ლი ორგანიზაციის მიერ შესყიდვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტი­ლებები სასამართლო წესით.  2. სასამართლოში შესყიდვებთან დაკავშირებული და­ვები განიხილება საქართველოში მოქმედი კანონმდებ­ლო­ბის შესაბამისად.  3. თუ მიმწოდებელი არ არის საქართველოს რეზი­დენტი, ხელშეკრუ­ლების განხორციელების პროცესში მხა­რეთა შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების განხილვა შესაძლებელია განხორციელდეს საერთაშორისო საარბიტრაჟო გარჩევის გზით, ,,უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების პირობების გათვალისწინებით. მუხლი 24🔗. ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი  წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება სა­ქარ­თველოს მთავ­რობის დადგენილებით. დანართი №1 საწარმოს საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებული საქონლის ჩამონათვალი № საქონლის დასახელება 1 მაგისტრალური გაზსადენის ექსპლუატაციისა და მისი დემონ­ტა­ჟი/მონ­ტაჟისათვის საჭირო მასალა-მოწყობი­ლო­­ბები 2 მაგისტრალური გაზსადენის, საონკანე კვანძის და გაზგამა­ნაწი­ლე­ბელი სადგურის ტესტირებისთვის საჭირო მასალა-მოწყობი­ლო­ბები 3 აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და მისი დემონტაჟისთვის საჭი­რო მოწყობილობები 4 გაზგამანაწილებელი სადგურების, მათი მართვისა და სასისტემო ავტომატიკის მოწყობილობები, დემონტაჟი/მონტაჟისათვის საჭი­რო მასალა-მოწყობილობები 5 საურდულე მოედნების მოწყობისათვის საჭირო მასალა-მოწყო­ბი­ლო­ბები 6 რკინა-ბეტონის კონსტრუქციები 7 სხვადასხვა ზომის იზოლირებული და არაიზოლირებული მილები, მუხლები, სამკაპები და დამხშობები 8 სხვადასხვა ზომის მიწისზედა და მიწისქვეშა ონკანები 9 მონაცემთა მიღებისა და მართვის სისტემის მასალა-მოწყობილო­ბები 10 მაგისტრალური გაზსადენის, გაზგამანაწილებელი სადგურების, აღრიცხვის კვანძების მომსახურე ავტოტექნიკა და მათი ნაწი­ლე­ბი 11 სპეცტანსაცმელი და სპეცინვენტარი 12 მაგისტრალური გაზსადენის ექსპლუატაციისათვის საჭირო შენობა-ნაგებობებისათვის საჭირო მასალა-მოწყობილობები 13­­ ბუნებრივი გაზის ანალიზისათვის საჭირო მასალა-მოწყობილო­ბები 14 ბუნებრივი გაზის ოდორიზაციისათვის საჭირო მასალა-მოწყობი­ლო­ბები 15 მაგისტრალურ გაზსადენზე ახალი მომხმარებლების ან/და მო­ნა­კ­ვეთის შეჭრისათვის საჭირო მასალა-მოწყობილობები 16 მაგისტრალური გაზსადენის ელექტროქიმიური დაცვისთვის სა­ჭი­რო მასალა-მოწყობილობები 17 მაგისტრალური გაზსადენის ექსპლუატაციისთვის საჭირო სამე­ურ­ნეო, საოფისე და საკანცელარიო საქონელი, მოწყობილობები და პროგრამული უზრუნველყოფა 18 საწვავი (ბენზინი, დიზელი, დაწნეხილი გაზი და სხვ.) 19 დისპეტჩერიზაცია-კომუნიკაციასთან დაკავშირებული მასალა-მოწ­ყობილობები 20 დაზგა-დანადგარების სათადარიგო ნაწილები 21 სხვადასხვა სახის საქონელი დანართი №2 საწარმოს საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებული მომსახურების ჩამონათვალი № მომსახურების დასახელება 1 მაგისტრალური გაზსადენის, საონკანე კვანძისა და გაზგამანაწი­ლე­ბე­ლი სადგურის ტესტირებისათვის საჭირო მასალების დამზადება და მომსახურება 2 მონაცემთა მიღებისა და მართვის სისტემის განხორციელებისათვის საჭირო მომსახურება 3 აღრიცხვის საშუალებების გასტანდარტება, დამოწმება-დაკალიბრე­ბა 4 მაგისტრალური გაზსადენის ექსპლუატაციისთვის საჭირო სამეურ­ნეო, საოფისე მომსახურება და პროგრამული უზრუნველყოფის ინ­ს­ტალაცია-მომსახურება 5 ხელსაწყოებისა და დაზგა-დანადგარების სარემონტო მომსახურება 6 სატერმინალო-საბაჟო-საბროკერო მომსახურება 7 იჯარა, ქირავნობა, ლიზინგი 8 საექსპერტო-აუდიტორული მომსახურება 9 საპროექტო მომსახურება 10 ავტოტექნიკის ტექმომსახურება და დაზღვევა 11 პროფესიული ტრენინგები 12 სტუმრების გამასპინძლება 13 სემინარებისა და პრეზენტაციების მოწყობა 14 საინფორმაციო მომსახურება 15 საფოსტო, საკურიერო და ტრანსპორტირების მომსახურება 16 სასტუმროსა და მგზავრობის ხარჯები 17 დაცვა-გაცილების მომსახურება 18 სპეცკავშირებით მომსახურება 19 მედიამონიტორინგისა და სარეკლამო მომსახურება 20 დეზინფექცია, დერატიზაცია, დეზინსექცია 21 სამედიცინო მომსახურება და დაზღვევა 22 ფიჭური სატელეფონო მომსახურება 23 სხვადასხვა სახის მომსახურება