„ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5511
სარეგისტრაციო კოდი
340.090.000.05.001.003.066
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 43, 12/12/2007

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994–1995, №№27–30, მუხ. 635) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. ვეტერინარიის სამსახურის ურთიერთობა სახელმწიფო მმართველობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან

საქართველოში ვეტერინარიის პროფესიული საქმიანობა ხორციელდება სახელმწიფო მმართველობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთქმედებით.“.

2. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 16. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ვეტერინარული სამსახურების ქვემდებარეობა

აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სოფლის მეურნეობის სამინისტროების შესაბამისი სამსახურები პროფესიულ საქმიანობაში უშუალოდ ექვემდებარებიან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ხოლო ტერიტორიული მმართველობის საკითხებში – ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებს.“.

3. 39-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 39. სახელმწიფო ვეტერინარული კონტროლის განმახორციელებელი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა განხილვა და ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება

ვეტერინარიის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევისათვის სახელმწიფო ვეტერინარული ზედამხედველობის ორგანოს – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის სახელით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა განხილვა და ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტის

მოვალეობის შემსრულებელი

 ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2007 წლის 29 ნოემბერი.

№5511–რს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.11.2007.
როდის იქნა მიღებული „ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
„ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 29.11.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №5511. სარეგისტრაციო კოდი — 340.090.000.05.001.003.066.
სად არის „ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.11.2007 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №5511, 29.11.2007, სარეგისტრაციო კოდი 340.090.000.05.001.003.066 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.11.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/20134/