⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (09.09.2016)
გაუქმებულია:

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წყლის რესურსების მართვის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 10.09.2013
ძალის დაკარგვა 09.09.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
ნომერი №69
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.023.016194
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/09/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 774 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.09.2013 მიღება
09.09.2016 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წყლის რესურსების მართვის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება №69 2013 წლის 10 სექტემბერი ქ. თბილისი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წყლის რესურსების მართვის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ’’  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,რ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წყლის რესურსების მართვის სამსახურის მოხელეთა   დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.’’ 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიხათუნა გოგალაძე დანართი საქართველოს  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების  დაცვის  სამინისტროს წყლის რესურსების მართვის სამსახურის მოხელეთა  დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მუხლი 1🔗. წყლის რესურსების მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი 1. წყლის რესურსების მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მიმართულებით; ბ) გარემოს დაცვის სფეროში საჯარო, საერთაშორისო ან სხვა სექტორებში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება; გ) მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; დ) საქართველოს კონსტიტუციის, ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის,  ,,წყლის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს ზღვისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის,  ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ლონდონის 1999 წლის ,,წყალი და ჯანმრთელობის პრობლემების ოქმი’’-ს, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №7 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს წყლის რესურსების მართვის სამსახურის დებულების  ცოდნა; ე) ნორმატიულ აქტებზე და მონაცემთა ბაზებთან  მუშაობის გამოცდილება; ვ) ინფორმაციის მოძიებისა და მოძიებული მასალების დამუშავების გამოცდილება;  ზ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის, საერთაშორისო შეხვედრებში მონაწილეობის გამოცდილება; თ) სასურველია სტრატეგიულ დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება; ი) ინგლისური ან/და რუსული ენების  ცოდნა (კარგად); კ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word - კარგად, Excel-კარგად, Outlook- კარგად) ცოდნა. 2. წყლის რესურსების მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება ზუსტ და საბუნებისმეტყველო ან იურიდიული მიმართულებით; ბ) გარემოს დაცვის სფეროში საჯარო, საერთაშორისო ან სხვა სექტორებში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება; გ) მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; დ) საქართველოს კონსტიტუციის, ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის,  ,,წყლის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს ზღვისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის,  ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ’’ საქართველოს კანონის, წყლის რესურსების მართვასთან დაკავშირებული საერთაშორისო კონვენციების, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №7 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს წყლის რესურსების მართვის სამსახურის დებულების  ცოდნა; ე) ნორმატიულ აქტებზე და მონაცემთა ბაზებთან  მუშაობის გამოცდილება; ვ) ინფორმაციის მოძიებისა და მოძიებული მასალების დამუშავების გამოცდილება;  ზ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის, საერთაშორისო შეხვედრებში მონაწილეობის გამოცდილება; თ) სასურველია საერთაშორისო პროექტებში/პროგრამებში გარემოს დაცვის სფეროსთან დაკავშირებული საკანონმდებლო საკითხებზე მუშაობის გამოცდილება; ი) ინგლისური ენის (ძალიან კარგად) და რუსული ენის (კარგად) ცოდნა; კ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word - კარგად, Excel-კარგად, Outlook- კარგად) ცოდნა. 3. წყლის რესურსების მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მიმართულებით; ბ) გარემოს დაცვის სფეროში საჯარო, საერთაშორისო ან სხვა სექტორებში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება; გ) მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; დ) საქართველოს კონსტიტუციის, ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის,  ,,წყლის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს ზღვისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის,  ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №7 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს წყლის რესურსების მართვის სამსახურის დებულების  ცოდნა; ე) ნორმატიულ აქტებზე და მონაცემთა ბაზებთან  მუშაობის გამოცდილება; ვ) გეოგრაფიულსაინფორმაციო სისტემასთან (ArcGIS) მუშაობის გამოცდილება;  ზ) სასურველია წყალაღება-წყალჩაშვებასთან და ჩამდინარე წყლების გაწმენდასთან დაკავშირებულ ტექნიკურ დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება; თ) ინგლისური  და რუსული ენების  ცოდნა (კარგად); ი) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word - კარგად, Excel-კარგად, Outlook- კარგად) ცოდნა. მუხლი 2🔗. წყლის რესურსების მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი წყლის რესურსების მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მიმართულებით; ბ) გარემოს დაცვის სფეროში საჯარო, საერთაშორისო ან სხვა სექტორებში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; გ) მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; დ) საქართველოს კონსტიტუციის, ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის,  ,,წყლის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს ზღვისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის,  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №7 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს წყლის რესურსების მართვის სამსახურის დებულების  ცოდნა; ე) ნორმატიულ აქტებზე და მონაცემთა ბაზებთან  მუშაობის გამოცდილება; ვ) სასურველია ტექნიკურ დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება; ზ) ინგლისური  და რუსული ენების  ცოდნა (კარგად); თ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word - კარგად, Excel-კარგად, Outlook- კარგად) ცოდნა.