საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეების მართვის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 10.09.2013
ძალის დაკარგვა 01.01.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
ნომერი №68
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.023.016193
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/09/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეების მართვის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება №68
2013 წლის 10 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეების მართვის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,რ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს თანდართული ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეების მართვის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.’’
2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიხათუნა გოგალაძე
დანართი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეების მართვის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მუხლი 1🔗.
ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეების მართვის სამსახურის უფროსი
ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეების მართვის სამსახურის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა)
უმაღლესი განათლება საჯარო ადმინისტრირების, გარემოსდაცვითი, ტექნიკური ან ზუსტ და საბუნებისმეტყველო მიმართულებით;
ბ)
შესაბამის სფეროში საჯარო, საერთაშორისო ან სხვა სექტორებში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, სასურველია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის და მართვის გამოცდილება;
გ)
მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
დ)
საქართველოს კონსტიტუციის, ეროვნული და საერთაშორისო გარემოსდაცვითი, ბუნებრივი და ანთროპოგენური კატასტროფების რისკის შემცირების სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტების, შესაბამის სფეროში ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნების, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №9 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეების მართვის სამსახურის დებულების ცოდნა;
ე)
სტრატეგიული დოკუმენტებისა და გეგმების შემუშავების, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება, სასურველია საერთაშორისო გარემოსდაცვით/კატასტროფების რისკის შემცირების სფეროში შეთანხმებებზე მუშაობის გამოცდილება;
ვ)
გარემოსდაცვითი, ბუნებრივი და ანთროპოგენური კატასტროფების რისკის შემცირების მართვის სფეროში პრობლემების ცოდნა;
ზ)
ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (ინგლისურენოვანი დოკუმენტაციის განხილვისა და კორესპონდენციის სრულყოფილად წარმოება);
თ)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word - ძალიან კარგად, Excel-კარგად, Power Point-ძალიან კარგად, Outlook-ძალიან კარგად) ცოდნა;
მუხლი 2🔗.
ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეების მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი
1.
ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეების მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა)
უმაღლესი განათლება გარემოსდაცვითი, ტექნიკური ან ზუსტ და საბუნებისმეტყველო მიმართულებით;
ბ)
შესაბამის სფეროში საჯარო, საერთაშორისო ან სხვა სექტორებში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
გ)
მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
დ)
გარემოსდაცვითი სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტების, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის N98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის N9 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეების მართვის სამსახურის დებულების ცოდნა;
ე)
სასურველია სამართლებრივ და სტრატეგიულ დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
ვ)
სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
ზ)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word - კარგად, Excel-კარგად, Power Point- კარგად, Outlook- კარგად) ცოდნა;
2.
ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეების მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა)
უმაღლესი განათლება იურიდიული, საერთაშორისო ურთიერთობების ან ზუსტ და საბუნებისმეტყველო მიმართულებით;
ბ)
შესაბამის სფეროში საჯარო, საერთაშორისო ან სხვა სექტორებში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
გ)
მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
დ)
ეროვნული და საერთაშორისო გარემოსდაცვითი, ბუნებრივი და ანთროპოგენური კატასტროფების რისკის შემცირების სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტების, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №9 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეების მართვის სამსახურის დებულების ცოდნა;
ე)
სასურველია სამართლებრივ და სტრატეგიულ დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
ვ)
ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (ინგლისურენოვანი დოკუმენტაციის განხილვისა და კორესპონდენციის სრულყოფილად წარმოება), რუსული ენის სრულყოფილად ცოდნა;
ზ)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word - კარგად, Excel-კარგად, Power Point- კარგად, Outlook- კარგად) ცოდნა.
მუხლი 3🔗.
ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეების მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი
ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეების მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა)
უმაღლესი განათლება გარემოსდაცვითი, ტექნიკური ან ზუსტ და საბუნებისმეტყველო მიმართულებით;
ბ)
შესაბამის სფეროში საჯარო, საერთაშორისო ან სხვა სექტორებში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
გ)
მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
დ)
გარემოსდაცვითი სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტების, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №9 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეების მართვის სამსახურის დებულების ცოდნა;
ე)
სასურველია სამართლებრივ და სტრატეგიულ დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილებას;
ვ)
სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
ზ)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word - კარგად, Excel-კარგად, Power Point- კარგად, Outlook- კარგად) ცოდნა.