საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 10.09.2013
ძალის დაკარგვა 01.01.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
ნომერი №66
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.023.016191
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/09/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება №66
2013 წლის 10 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,რ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს თანდართული ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.’’.
2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიხათუნა გოგალაძე
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მუხლი 1🔗.
ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახურის უფროსი
ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახურის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა)
უმაღლესი განათლება გარემოსდაცვითი ან ზუსტ და საბუნებისმეტყველო მიმართულებით;
ბ)
გარემოსდაცვითი კუთხით საჯარო, საერთაშორისო ან სხვა სექტორებში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
გ)
მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
დ)
საქართველოს კონსტიტუციის, ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული მუხლები), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (მუხლი 295🔗), ,,გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების შესახებ’’ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2008 წლის 13 ნოემბრის №745 ბრძანების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2011 წლის 2 თებერვლის №2 ბრძანებით დამტკიცებული ,,გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკის (ზოგადი დებულებები, მუხლი 2🔗, დანართები 1 და 2), ,,შორ მანძილებზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შესახებ (CLRTAP)’’ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის 1979 წლის კონვენციის, ,,ოზონის შრის დაცვის შესახებ’’ 1985 წლის ვენის კონვენციის, ,,ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ’’ 1987 წლის მონრეალის ოქმის, ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში ევროდირექტივების, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №13 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახურის დებულების ცოდნა;
ე)
ატმოსფერული ჰაერის დაცვის კუთხით საერთაშორისო ხელშეკრულებებზე მუშაობის გამოცდილება;
ვ)
გარემოსდაცვით საერთაშორისო პროექტებში მუშაობის გამოცდილება;
ზ)
სტრატეგიული დოკუმენტებისა და გეგმების შემუშავების გამოცდილება;
თ)
ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (კარგად);
ი)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word - ძალიან კარგად, Excel-ძალიან კარგად, Power Point - ძალიან კარგად) ცოდნა.
მუხლი 2🔗.
ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი
1.
ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა)
უმაღლესი განათლება გარემოსდაცვითი ან ზუსტ და საბუნებისმეტყველო მიმართულებით;
ბ)
გარემოსდაცვითი კუთხით საჯარო, საერთაშორისო ან სხვა სექტორებში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
გ)
მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
დ)
საქართველოს კონსტიტუციის, ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული მუხლები), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (მუხლი 295🔗), ,,გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების შესახებ’’ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2008 წლის 13 ნოემბრის №745 ბრძანების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2011 წლის 2 თებერვლის №2 ბრძანებით დამტკიცებული ,,გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკის (ზოგადი დებულებები, მუხლი 2🔗, დანართები 1 და 2), ,,ოზონის შრის დაცვის შესახებ’’ 1985 წლის ვენის კონვენციის, ,,ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ’’ 1987 წლის მონრეალის ოქმის, ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში ევროდირექტივების, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №13 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახურის დებულების ცოდნა;
ე)
ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში საერთაშორისო პროექტებში ან საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება;
ვ)
ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (კარგად);
ზ)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word - ძალიან კარგად, Excel-ძალიან კარგად, Power Point - ძალიან კარგად, Photoshop - კარგად) ცოდნა.
2.
ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა)
უმაღლესი განათლება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მიმართულებით;
ბ)
მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
გ)
მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
დ)
საქართველოს კონსტიტუციის, ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №13 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახურის დებულების ცოდნა;
ე)
მონაცემთა დამუშავებისა და მართვის ავტომატიზებულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
ვ)
კვალიფიკაცია რიცხვითი მონაცემების დამუშავების მეთოდებისა და მოდელების გამოყენებაში;
ზ)
ინფორმაციის მოძიებისა და მოძიებული მასალების დამუშავების გამოცდილება;
თ)
გეოგრაფიულ საინფორმაციო სისტემასთან (ArcGIS) მუშაობის გამოცდილება;
ი)
ინგლისური ენის ცოდნა (კარგად);
კ)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word - ძალიან კარგად, Excel-ძალიან კარგად, Power Point - ძალიან კარგად, Photoshop - ძალიან კარგად, Microsoft Access - ძალიან კარგად, ArcGIS - კარგად, MSQL - კარგად) ცოდნა.
მუხლი 3🔗.
ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი
1.
ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა)
უმაღლესი განათლება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მიმართულებით (სასურველია ინჟინერ-ქიმიკოსის კვალიფიკაციით);
ბ)
გარემოსდაცვითი კუთხით საჯარო, საერთაშორისო ან სხვა სექტორებში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
გ)
მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
დ)
საქართველოს კონსტიტუციის, ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული მუხლები), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (მუხლი 295🔗), ,,გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების შესახებ’’ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2008 წლის 13 ნოემბრის №745 ბრძანების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2011 წლის 2 თებერვლის №2 ბრძანებით დამტკიცებული ,,გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკის (ზოგადი დებულებები, მუხლი 2🔗, დანართები 1 და 2), საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №13 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახურის დებულების ცოდნა;
ე)
საწარმოო ტექნოლოგიური პროცესების ცოდნა ან საწარმოო სექტორში სამუშაო გამოცდილება;
ვ)
ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (კარგად);
ზ)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word - ძალიან კარგად, Excel-ძალიან კარგად, Power Point - ძალიან კარგად) ცოდნა.
2.
ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა)
უმაღლესი განათლება საერთაშორისო სამართლის სპეციალობით;
ბ)
გარემოსდაცვითი კუთხით საჯარო, საერთაშორისო ან სხვა სექტორებში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
გ)
მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
დ)
საქართველოს კონსტიტუციის, ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული მუხლები), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (მუხლი 295🔗), ,,გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების შესახებ’’ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2008 წლის 13 ნოემბრის №745 ბრძანების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2011 წლის 2 თებერვლის №2 ბრძანებით დამტკიცებული ,,გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკის (ზოგადი დებულებები, მუხლი 2🔗, დანართები 1 და 2), ,,შორ მანძილებზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შესახებ (CLRTAP)’’ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის 1979 წლის კონვენციის, ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში ევროდირექტივების, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №13 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახურის დებულების ცოდნა;
ე)
ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში საერთაშორისო სამართლებრივ აქტებზე მუშაობის გამოცდილება;
ვ)
გარემოსდაცვით საერთაშორისო პროექტებზე ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება;
ზ)
ინგლისური ენის (ძალიან კარგად) და რუსული ენის (კარგად) ცოდნა;
თ)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word - ძალიან კარგად, Excel-ძალიან კარგად, Power Point - ძალიან კარგად) ცოდნა.