„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2013 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№234
სარეგისტრაციო კოდი
010240010.10.003.017401
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/09/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №234

2013 წლის 10 სექტემბერი

ქ.თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2013 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №74 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/04/2013,  010240000.10.003.017238) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2013 წლის სახელმწიფო პროგრამის“:

1. დანართი 1.1-ის  მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 404 500 ლარით.“.

2. დანართი 1.2-ის:

 ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნება გონებრივი და ფიზიკური განვითარების შეფერხების (მათ შორის, დაუნის სინდრომი, ცერებრული დამბლა, აუტიზმი და სხვ.) მქონე 0-7  წლამდე ასაკის თვეში არაუმეტეს 250  ბავშვი.“;

ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 232 500 ლარით.“.

3. დანართი 1.3-ის  მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ბავშვთა ცერებრული დამბლის, სპინური კუნთოვანი ატროფიისა და მასთან დაკავშირებული სინდრომების, კუნთოვანი დისტროფიის, თანდაყოლილი მიოპათიების, კუნთების სხვა (მათ შორის, დაუზუსტებელი) პირველადი დაზიანების, ჰემი-, პარა- და ტეტრაპლეგიის, ცენტრალური ნერვული სისტემის ანთებითი და სისხლძარღვოვანი დაავადებების შედეგების, ანთებითი პოლინეიროპათიების შედეგების, პერიფერიული ნერვული სისტემის სამშობიარო ტრავმის შედეგების მქონე 3 წლისა და მეტი ასაკის (მათ შორის მინდობით აღზრდაში მყოფი) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები, აგრეთვე ამავე მდგომარეობების მქონე 3 წლამდე ასაკის ბავშვები. სულ არაუმეტეს 900 ბენეფიციარისა;“.

4. დანართი 1.5-ის :

ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) 6-დან 18 წლამდე ასაკის მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვი, რომელიც არ განეკუთვნება შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვის კატეგორიას და რომლის ოჯახიც რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“. ამასთან, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური შეფასებით დადგენილი სარეიტინგო ქულა დღის ცენტრის მომსახურებაში ბავშვის ჩართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას არ უნდა აღემატებოდეს 100 000 ქულას. ასევე, ამავე ასაკობრივი ჯგუფის ბავშვები, რომლებიც არ განეკუთვნებიან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა კატეგორიას და რომელთა ოჯახებიც იღებენ რეინტეგრაციის შემწეობას. ერთდროულად ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 567-ს;

ბ) 6-დან 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, (მათ შორის, უპირატესი უფლებით შშმ პირები, რომლებმაც რეგიონული საბჭოს  გადაწყვეტილების საფუძველზე მიიღეს ვაუჩერი და ვერ მოახდინეს სრულად პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიღება),   აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები, რომელთა ოჯახებიც იღებენ რეინტეგრაციის  შემწეობას ან მინდობით აღზრდის ანაზღაურებას.  ერთდროულად ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1009-ს.“;

ბ) მე-4 მუხლის:

ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 2 838 200 ლარით.“;

ბ.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ვაუჩერის გაცემა წარმოებს  არაუმეტეს ჩამოთვლილ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სამიზნე ჯგუფების მიხედვით დაწესებული ერთდროულად მოქმედი ვაუჩერების შემდეგი ლიმიტებისა, რომლის  ცენტრალიზებულ კოორდინაციას ახორციელებს სააგენტო.  ამასთან, ვაუჩერი მოქმედებს მხოლოდ იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, რომელზედაც იქნა გაცემული.

 

ადმინისტრაციულ-

ტერიტორიული ერთეული

ამ დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები

ამ დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები

1

ქ. თბილისი

200

454 (მ.შ. არანაკლებ 180 შშმ ბავშვი)

2

ქ. ქუთაისი

50

100   (მ.შ. არანაკლებ 56 შშმ ბავშვი)

3

ქ. რუსთავი

24

52  (მ.შ. არანაკლებ 14 შშმ ბავშვი)

4

ქ. ბათუმი

-

46

5

გორის მუნიციპალიტეტი

65

30

6

ქარელის მუნიციპალიტეტი

-

15

7

თერჯოლის მუნიციპალიტეტი

-

25

8

სამტრედიის მუნიციპალიტეტი

35

16

9

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი

-

40

10

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი

30

25

11

თელავის მუნიციპალიტეტი

-

51(მ.შ. არანაკლებ 20 შშმ ბავშვი)

12

გურჯაანის მუნიციპალიტეტი

-

33

13

ფოთი

-

28

14

ხაშური

-

25

15

ზუგდიდი

-

14

16

საგარეჯო

-

15

17

ჩხოროწყუ

-

20

18

მცხეთა

-

20

19

თიანეთის მუნიციპალიტეტი

30

-

20

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი

24

-

21

ჭიათურის მუნიციპალიტეტი

45

-

22

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი

24

-

23

ასპინძის მუნიციპალიტეტი

10

-

24

ახმეტა

30

-

 

5.     დანართი 1.6.2-ის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 339 700 ლარით.“.

6.     დანართი 1.6.5-ის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) პირზე გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია – ფორმა №IV-100/ა), სადაც მითითებული იქნება ამ კომპონენტით გათვალისწინებული დამხმარე საშუალების საჭიროება შესაბამისი სახეობის მითითებით. (გარდა უსინათლოთა ხელჯოხის საჭიროების მქონე მხედველობადაქვეითებული შშმ იმ პირებისა/ბავშვებისა, რომელთა ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით მოთხოვნილ დოკუმენტში მითითებულია, რომ ეს პირები/ბავშვები არიან უსინათლო ან მხედველობადაქვეითებული მკვეთრად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მქონე პირები (I ჯგუფის ინვალიდები) ან უსინათლო ან მხედველობადაქვეითებული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები).“.

7.     დანართი 1.10-ის მე-4 მუხლის  მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. მცირე საოჯახო ტიპის სახლში მომსახურების შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება რეგიონული საბჭოების მიერ არა უმეტეს ჩამოთვლილ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში ერთდროულად მოქმედი ვაუჩერების შემდეგი ლიმიტებისა:

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული
ერთეული

ლიმიტი

1

ქ. თბილისი

119

2

ქ. რუსთავი

16

3

გარდაბნის მუნიციპალიტეტი

10

4

მცხეთის მუნიციპალიტეტი

20

5

დუშეთის მუნიციპალიტეტი

8

6

ქ. ქუთაისი

36

7

ხონის მუნიციპალიტეტი

10

8

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი

8

9

საჩხერის მუნიციპალიტეტი

8

10

ქ. ბათუმი

10

11

თელავის მუნიციპალიტეტი

25

12

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი

10

13

ახმეტის მუნიციპალიტეტი

8

14

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი

16

15

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი

8

16

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

16

17

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

8

18

ამბროლაურის მუნიციპალიტეტი

8

19

გორის მუნიციპალიტეტი

10

20

ხაშურის მუნიციპალიტეტი

38

21

კასპის მუნიციპალიტეტი

8

 

8. დანართი 1.12-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით ერთდროულად მოსარგებლე პირთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 161 პირს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი