საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 11.09.2013
ძალის დაკარგვა 27.02.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №136/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.016656
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/09/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
📜 ცვლილებების ისტორია (1)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება
№136/ნ
2013 წლის 11 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე
,,საჯარო სამსახურის შესახებ' საქართველოს კანონის მე-19 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე
დანართი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
1.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება: მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) სამუშაო გამოცდილება - არანაკლებ 5 წელი;
გ) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
დ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა (Ms. Word, Ms. Excel, Ms. PowerPoint, Outlook);
ე) უცხოური ენების (ინგლისური - ძალიან კარგი, რუსული - ძალიან კარგი) ცოდნა;
ვ) უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც აქვს საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება.
2.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ),,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ)საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი”;
დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ე) ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება;
ვ) ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ზ)„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანება;
თ) „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 25 თებერვლის №30/ნ ბრძანება;
ი) „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 01 ივლისის №414 ბრძანებულება.