1. უნივერსიტეტში ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: რექტორი და მისი მოადგილე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე, ფაკულტეტების დეკანები და მათი მოადგილეები, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსები.

2. უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე 65 წელს მიღწეული პირის დანიშვნისა და არჩევის, ასევე გათავისუფლების საკითხს წყვეტს უშუალოდ ამ თანამდებობაზე არჩევის/დანიშვნის გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილების მქონე სუბიექტი.

3. მასწავლებელთა პერსონალს მიეკუთვნება მასწავლებელი და უფროსი მასწავლებელი.

4. მასწავლებელი უფლებამოსილია გაუძღვეს სასემინარო, პრაქტიკულ და ლაბორატორიულ სამუშაოებს აკადემიური თანამდებობების დაკავების გარეშე.

5. სამეცნიერო თანამდებობებს მიეკუთვნება დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების პერსონალი, ფაკულტეტების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების პერსონალი და უნივერსიტეტის საშტატო განრიგით სამეცნიერო პერსონალად განსაზღვრული სხვა პერსონალი.

6. დამხმარე პერსონალს მიეკუთვნება საშტატო განრიგით გათვალისწინებული, ასევე ხელშეკრულების საფუძველზე მოწვეული შტატგარეშე,  უნივერსიტეტის საქმიანობისათვის აუცილებელი სხვა პერსონალი.

7. უნივერსიტეტი უფლებამოსილია აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით. მოწვეულ სპეციალისტთან შრომით ხელშეკრულებას აფორმებს კანცლერი, რექტორის გადაწყვეტილები