⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2020)
გაუქმებულია:

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 20.09.2013
ძალის დაკარგვა 01.01.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-206
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.032.016121
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/09/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 950 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.09.2013 მიღება
01.01.2020 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-206 2013 წლის 20 სექტემბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა და მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ : მუხლი 1🔗 შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი –  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო.            მუხლი 2🔗  დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თანდართული დებულება.        მუხლი 3🔗  ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრიშალვა ფიფია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი  1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი –  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) წარმოადგენს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. 2. სააგენტო დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იგი მუშაობას წარმართავს საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით და ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო აქტებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.  3. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სააგენტოს აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. 4. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო, მათ შორის სადეპოზიტო ანგარიშები, ლოგო, ბეჭედი, აგრეთვე იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 5. სააგენტოს იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზ. №6. მუხლი 2🔗.  სააგენტოს მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი  1. სააგენტოს მიზანია: ა) სოფლისა და სოფლის მეურნეობის აღორძინების ხელშეწყობა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების გზით; ბ) სოფლის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა; გ) სასოფლო-სამეურნეო წარმოების პროდუქტიულობისა და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება, წარმოების რენტაბელობის ამაღლება და ეროვნული ეკონომიკის განვითარება; დ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიმართ სახელმწიფოს ხელშეწყობის ღონისძიებების განხორციელება. 2. სააგენტოს ფუნქციები და საქმიანობის საგანია: ა) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის განვითარების მიზნით შესაბამისი პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებით; ბ) კომპეტენციის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის კონსულტაციების გაწევა სამართლებრივ, ინსტიტუციონალურ, წარმოების ტექნოლოგიებსა და სხვა საკითხებში; გ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საქმიანობასთან დაკავშირებული მონაცემთა ბაზის შექმნა, რომელშიც აისახება ინფორმაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ განხორციელებული, მიმდინარე ან/და  განსახორციელებელი საქმიანობის, ასევე მოყვანილი და რეალიზებული მოსავლის/გაწეული მომსახურების სახეობის, რაოდენობის და სხვა მონაცემების შესახებ; დ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მინიჭება, შეჩერება და შეწყვეტა; ე) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კადრების მომზადებასა და გადამზადებაში, ასევე წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების კვალიფიკაციის ამაღლებაში ხელშეწყობა;  ვ) „კოოპერატივების საერთაშორისო ალიანსთან“, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა ქვეყნების კოოპერაციულ გაერთიანებებთან თანამშრომლობა;  ზ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის სფეროში გამოცდილებისა და ინფორმაციის გაცვლის მიზნით სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციების, გამოფენების, სემინარების, შეხვედრების ორგანიზება და საზღვარგარეთ ორგანიზებული ანალოგიური ხასიათის ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება; თ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მონიტორინგის განხორციელება. ამ მიზნით სააგენტო უფლებამოსილია: თ.ა) მოითხოვოს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისაგან მათ მიერ განხორციელებული/განსახორციელებელი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის თაობაზე; თ.ბ) საჭიროების შემთხვევაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მონიტორინგის უზრუნველსაყოფად მიავლინოს უფლებამოსილი პირები სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის ადგილზე გასაცნობად;  ი) აწარმოოს მოლაპარაკებები და დადოს გარიგებები, აგრეთვე განახორციელოს სხვა იურიდიული ქმედებები როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებთან; კ) შეიმუშაოს სააგენტოს შინაგანაწესი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, განსაზღვროს სამუშაო დროისა და დასვენების ხანგრძლივობა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;  ლ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.  მუხლი 3🔗. სააგენტოს მართვა 1. სააგენტოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი არის თავმჯდომარე, რომელიც დებულებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებების ფარგლებში მოქმედებს დამოუკიდებლად და ანგარიშვალდებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წინაშე. 2. სააგენტოს თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 3. სააგენტოს თავმჯდომარე: ა) წარმოადგენს სააგენტოს მესამე პირებთან ურთიერთობაში;  ბ) იღებს გადაწყვეტილებას (გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს) სააგენტოს კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე; გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს, მათ მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს სააგენტოს სახსრებსა და ქონებას; ე) ამტკიცებს სააგენტოს სტრუქტურას და შინაგანაწესს; ვ) მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს;  ზ) სააგენტოს თანამშრომლებს აძლევს მითითებებს და დავალებებს, აკონტროლებს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;  თ) ახორციელებს სააგენტოს თანამშრომელთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას; ი) იღებს გადაწყვეტილებას სააგენტოს მიზნების მიღწევისა და ამოცანების შესასრულებლად საჭირო სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების განკარგვის შესახებ; კ) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. სააგენტოს თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე,  რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე. 5. სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილებები განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. 6. სააგენტოს თავმჯდომარის არყოფნისას სააგენტოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას ახორციელებს  მოადგილე. მუხლი 4🔗. სააგენტოს ქონება 1. სააგენტოს ქონება შედგება მისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ გადაცემული, ასევე საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან. 2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე, სხვა მატერიალური ფასეულობები და ფინანსური რესურსები, რომლებიც აისახება სააგენტოს დამოუკიდებელ ბალანსზე. მუხლი 5🔗. სააგენტოს დაფინანსება 1. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია: ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) გრანტის სახით მიღებული თანხები; გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები ხმარდება სააგენტოს მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 6🔗. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი 1. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო, რაც  გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 2. სამინისტროს უფლება აქვს, მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა. 3. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სააგენტოს არამართლზომიერი გადაწყვეტილება. მუხლი 7🔗. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას  1. სააგენტომ სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა; ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა; ვ) სხვა გადაწყვეტილებები სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს . 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 3. სამინისტროს უარი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში ან/და სასამართლოში. მუხლი 8🔗. საბუღალტრო ანგარიშგება  1. სააგენტო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს. 2. სააგენტოს წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი. მუხლი 9🔗.  სააგენტოს დებულებაში ცვლილების შეტანის წესი  სააგენტოს დებულებაში ცვლილების შეტანა ხორციელდება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით. მუხლი 10🔗. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.