ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 11.09.2013
ძალის დაკარგვა 24.09.2013
გამომცემი ორგანო ხაშურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №54
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.143.016189
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/09/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,064 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.09.2013 მიღება
24.09.2013 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ  ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №54 2013 წლის 11 სექტემბერი ქ. ხაშური ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ხაშურის  მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება (დანართი №1). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) ,,ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“  ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 19 თებერვლის №20 დადგენილება; ბ) ,,ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საბიუჯეტო დაგეგმვის, მოსაკრებლის ადმინისტრირებისა და საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 19 თებერვლის №21 დადგენილება. მუხლი 3🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 28 ოქტომბრიდან.საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე დანართი №1 ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დ ე ბ უ ლ ე ბ ა მუხლი 1🔗. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური 1. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური (შემდგომში - სამსახური) შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე და არის ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღასრულებს ხაშურის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებებს. 2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართელოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოში მოქმედი სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით, წინამდებარე დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით. 3. სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით, რომელსაც ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო. მუხლი 2🔗. სამსახურის საქმიანობის მიზანი სამსახურის საქმიანობის მიზანია: ა) ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადება, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთება, მიღებული ბიუჯეტის გადასახდელების გეგმით განსაზღვრული ღონისძიებებისა და პროგრამების მიზნობრივი დაფინანსება და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგება და ადგილობრივ ბიუჯეტში გადასახდელებისა და მოსაკრებლების მობილიზება; ბ) ფინანსების მართვის გაუმჯობესება, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა; გ) ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით ხაშურის თვითმმართველობის ორგანოების ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება. მუხლი 3🔗. სამსახურის საქმიანობის ძირითადი ამოცანებია სამსახური დადგენილი წესით: ა) ადგენს ხაშურის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტის პროექტს მუნიციპალიტეტის მოკლევადიანი, საშუალო და გრძელვადიანი სოციალ-ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული და სხვა განვითარების დამტკიცებული გეგმების განსახორციელებლად. ბ) უზრუნველყოფს ხაშურის მუნიციპალიტეტის  საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან ან მხარჯავი დაწესებულებებიდან განაცხადის ფორმებისა და კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ინფორმაციის (მონაცემების) მიღება-დამუშავებას, განხილვას. საჭიროების შემთხვევაში ბიუჯეტის პროექტში შეტანამდე ამზადებს წინადადებებს მათ დასაზუსტებლად. გ) ახორციელებს შემოსულობების პროგნოზირებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან, აგრეთვე სხვა სამსახურებთან ერთობლივი საქმიანობის საფუძველზე. დ) საკრებულოს დადგენილების პროექტთან ერთად დადგენილ ვადაში ხაშურის მუნიციპალიტეტის  გამგებელს წარუდგენს ხაშურის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტის პროექტს, შემდგომში საკრებულოს სხდომაზე წარსადგენად. ე) დადგენილი წესის თანახმად ამზადებს ხაშურის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს დადგენილების პროექტს, ხაშურის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე და მასალებს მხარჯავი დაწესებულებებისათვის გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების შესახებ, განწერაში ცვლილების შესატანად; საჭიროების შემთხვევაში ამზადებს წინადადებებს, გასული წლის საბიუჯეტო სახსრების თავისუფალი ნაშთის მიმდინარე წელს გამოყენების თაობაზე; ვ) ახორციელებს ხაშურის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტის ყოველკვარტალური და წლიური შესრულების ანგარიშის მომზადებას, იღებს ინფორმაციებს ხაშურის მუნიციპალიტეტის  გამგეობის  სამსახურებიდან, საბიუჯეტო დაწესებულებებიდან და ორგანიზაციებიდან საბიუჯეტო ხარჯების გამოყენების შესახებ. ზ) ადგენს ხაშურის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ და წლიურ ანგარიშებს და წარუდგენს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელს საკრებულოს სხდომაზე წარსადგენად, ასევე წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. ქმნის ერთიან კომპიუტერულ საინფორმაციო ბაზას, ახორციელებს საქმიანობის პროგრამულ უზრუნველყოფას, მომსახურებას; ამუშავებს ხაშურის მუნიციპალიტეტის  საბიუჯეტო მაჩვენებლების სტატისტიკურ-საინფორმაციო მონაცემებს, კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს მუნიციპალიტეტის ვებგვერდის განახლებაში; უზრუნველყოფს დადგენილი წესით მოთხოვნილი ინფორმაციის მომზადებას და მიწოდებას. თ) ამზადებს ბრძანების პროექტს გამგებლის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ; კანონმდებლობით დადგენილ ვადებში ახდენს ხაშურის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტის ყოველკვარტალური და წლიური ანგარიშის მოსამზადებელი სამუშაოების ორგანიზებას, ამ მიზნით უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციების მიღებას, დამუშავებას და ანალიზს. ი) უზრუნველყოფს სამსახურში შექმნილი დოკუმენტების არქივისათვის გადასაცემად მომზადებას. კ) უზრუნველყოფს ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობის, ეკონომიკური მიზანშეწონილობის და ეფექტიანობის ანალიზს, შესაბამისი წინადადებებსა და რეკომენდაციების შემუშავებას; ლ) ახდენს წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის მიერ სესხის აღებისა და გაცემის თაობაზე; მ) უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურიდან შემოსულობების შესახებ მიღებული ინფორმაციის დამუშავებას, ტვირთავს საბოლოო ინფორმაციას პროგრამულ ბაზებში, აწესებს მონიტორინგს ფაქტიური შესრულების მიმდინარეობაზე;  დადგენილი წესის თანახმად იღებს გამგეობის  სამსახურების საბიუჯეტო ვალდებულებებს და საგადახდო მოთხოვნებს; ხაშურის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის აღსრულების მიზნით იღებს და ამუშავებს მხარჯავი დაწესებულებების საბიუჯეტო ვალდებულებებს და საგადახდო მოთხოვნებს;  დადგენილი წესის მიხედვით ახდენს გამგეობის სამსახურების და მხარჯავი დაწესებულებების ვალდებულებების რეგისტრაციას და რეგისტრირებული საბიუჯეტო ვალდებულებების შესაბამისი საგადახდო მოთხოვნის თანხის გადახდას. ნ) ახორციელებს ხაშურის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტის ყოველკვარტალური და წლიური შესრულების ანგარიშის მომზადებას, რისთვისაც უზრუნველყოფს ბიუჯეტის ყოველდღიური შემოსულობების შესახებ ინფორმაციის მიღებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისაგან, აღრიცხავს და აანალიზებს ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების მდგომარეობას; იღებს ინფორმაციებს ხაშურის მუნიციპალიტეტის  გამგეობის სამსახურებიდან, საბიუჯეტო დაწესებულებებიდან და ორგანიზაციებიდან საბიუჯეტო ხარჯების გამოყენების შესახებ.  ო) ქმნის ერთიან კომპიუტერულ საინფორმაციო ბაზას, ახორციელებს საქმიანობის პროგრამულ უზრუნველყოფას, მომსახურებას; კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს მუნიციპალიტეტის ვებგვერდის განახლებაში; უზრუნველყოფს დადგენილი წესით მოთხოვნილი ინფორმაციის მომზადებას და მიწოდებას.          პ) აწარმოებს წარმოდგენილი ვალდებულების დოკუმენტის და საგადახდო მოთხოვნების დოკუმენტების რეკვიზიტების სისწორისა და სისრულის შემოწმებას. წარმოდგენილ დოკუმენტაციაში დაფიქსირებული თანხის შესაბამისობას აღებულ ვალდებულებასთან, სამუშაოს შესრულების ვადის შესაბამისობას ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებულ ვადასთან, რეკვიზიტების შედარებას ხელშეკრულებასთან და პირველად დოკუმენტაციასთან.  ჟ) უზრუნველყოფს სამსახურში შექმნილი დოკუმენტების არქივისათვის გადასაცემად მომზადებას.  რ) უზრუნველყოფს ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობის, ეკონომიკური მიზანშეწონილობის და ეფექტიანობის ანალიზს, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;    ს) აწარმოებს საბუღალტრო აღრიცხვას და კომპეტენციის ფარგლებში ახდენს წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის მიერ სესხის აღებისა და გაცემის თაობაზე; ტ) უზრუნველყოფს ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებების შესაბამისად ხარჯების გაწევას, შესაბამისი ფინანსური ოპერაციების განხორციელებას; უ) უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 4🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახური: ა) მუნიციპალიტეტის საშუალო და გრძელვადიანი განვითარების დამტკიცებული გეგმის  საფუძველზე,  შეიმუშავებს ბიუჯეტის პროექტის მოსამზადებლად საჭირო ორგანიზაციულ ღონისძიებებს და უზრუნველყოფს მათ შესრულებას; ბ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებთან დაკავშირებით ახორციელებს მონაცემთა ბაზის ფორმირებას, ანალიზს და შესაბამისი წინადადებების მომზადებას; გ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებთან დაკავშირებით ახორციელებს ელექტრონული და სხვა სახის ინფორმაციის მიღებას, საბოლოო ინფორმაციის ჩატვირთვას პროგრამულ ბაზებში. აწესებს მონიტორინგს შემოსულობების ფაქტობრივი შესრულების მიმდინარეობაზე. დ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, მხარჯავ დაწესებულებებისათვის ამზადებს საბიუჯეტო განაცხადის ფორმებს, წერილებს, მითითებებსა და ბიუჯეტის შედგენასთან დაკავშირებულ სხვა მასალებს; ე) ცირკულარის შესაბამისად იღებს და ამოწმებს მხარჯავი დაწესებულებებიდან და საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან საბიუჯეტო განაცხადის ფორმებს და მონაცემებს. ვ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს მხარჯავი დაწესებულებებიდან, ორგანიზაციებიდან და უწყებებიდან შესაბამისი ინფორმაციების, მასალების მიღება-დამუშავებას; ზ) ახორციელებს საჭირო ინფორმაციის შეკრებასა და დამუშავებას ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოთანაბრებითი და მიზნობრივი ტრანსფერების გასაანგარიშებლად; თ) ახორციელებს მუნიციპალური პროგრამების და პროექტების ფინანსურ ანალიზს და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საწარმოების დივიდენდების პროგნოზირებას, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; ი) წარმოდგენილი მასალების საფუძველზე ადგენს ხაშურის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტის პროექტს – შემოსულობების საერთო თანხას, ადგილობრივ ბიუჯეტში ჩასარიცხი მოსაკრებლების, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები ფინანსური დახმარების და სხვა შემოსულობების გადასახადების წყაროების გამოყოფით და ხარჯების საერთო თანხას, საბიუჯეტო ასიგნების მხარჯავ დაწესებულებებზე და საბიუჯეტო ორგანიზაციებზე, დასაფინანსებელ პროგრამებსა და ღონისძიებებზე, ქვეყანაში მოქმედი საბიუჯეტო კლასიფიკაციების შესაბამისად. ამ სახით შედგენილ ხაშურის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტის დადგენილების პროექტს წარუდგენს გამგებელს შემდგომში საკრებულოს სხდომაზე განსახილველად. კ) შეიმუშავებს დასკვნებსა და რეკომენდაციებს ბიუჯეტის პროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნების და წინადადებების საფუძველზე; ლ) საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის შენიშვნების გათვალისწინებით შეაქვს შესწორება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტში; მ) ახორციელებს ბიუჯეტის შემოსულობების და გადასახდელების განწერას თვეების ან კვარტალების მიხედვით; ნ) არსებული წესის შესაბამისად ამზადებს დადგენილების პროექტს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამტკიცების თაობაზე; ო) ამზადებს წინადადებებს ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის ფორმირების შესახებ; პ) განიხილავს ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების შესახებ მხარჯავი დაწესებულებების მომართვებს და შესაბამის წინადადებებს წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებელს; ჟ) კანონმდებლობით დადგენილ ვადაში აწარმოებს ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის კვარტალური და წლიური შესრულების ანალიზს, ამზადებს ინფორმაციას, მათ შორის, ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხების ხარჯვის შესახებ; რ) უზრუნველყოფს მუნიციპალური პროგრამების პროექტების საფინანსო გაანგარიშებას, მუნიციპალური სამსახურების, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წლიური ხარჯთაღრიცხვის პროექტების შესახებ წინადადებების შემუშავებას; ს) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ამზადებს წინადადებებს სახაზინო სისტემის ფუნქციონირების სრულყოფის, ფინანსური აღრიცხვის მეთოდოლოგიისა და სახაზინო სისტემის სხვა პროცედურულ საკითხებზე. ტ) დადგენილი წესის შესაბამისად ამზადებს ხაშურის მუნიციპალიტეტის    საკრებულოს დადგენილების პროექტს ხაშურის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე. უ) უზრუნველყოფს დამტკიცებული ბიუჯეტის და შემდგომში განხორციელებული ცვლილებების სამსახურის ერთიან კომპიუტერულ     ბაზაში  შეტანას. ფ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად სხვადასხვა ორგანიზაციიდან მიღებულ წერილებზე და მოქალაქეთა განცხადებებზე ამზადებს დასკვნებსა და პასუხებს. ქ) ხაშურის მუნიციპალიტეტის მიერ გაფორმებული იჯარის/ქირავნობის ხელშეკრულებებიდან მისაღები შემოსავლების მობილიზებას; ღ) ადგილობრივი მოსაკრებლების ბიუჯეტში მობილიზებას; ყ) წინადადებების მომზადებას ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ; შ) ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებას. ჩ) გამგებლისათვის ანგარიშის წარდგენას გადასახდელებისა და მოსაკრებლების მიმდინარე და საპროგნოზო მაჩვენებლების შესახებ; ც) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ანგარიშის მართვისა და ოპერირების კონტროლს, ამ ანგარიშიდან თანხის გადარიცხვის შესახებ ნებართვის გაცემას; ხაშურის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო ხარჯების ყოველდღიურ ოპერატიულ აღრიცხვას, დამუშავებას და ხარჯების ნაერთი -ყოველდღიური, კვარტალური და წლიური ანგარიშების (ბალანსების) შედგენას; ძ) წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემოწმებას; წარმოდგენილ დოკუმენტაციაში დაფიქსირებული თანხის შესაბამისობის შედარებას აღებულ ვალდებულებასთან, სამუშაოს შესრულების ვადის შესაბამისობის შემოწმებას ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებულ ვადასთან, წარმოდგენილი რეკვიზიტების შედარებას ხელშეკრულების მონაცემებთან. წ) წარმოდგენილ ვალდებულებაზე თან დართული შესრულებული სამუშაოს პირველადი დოკუმენტაციის შემოწმებას და სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაციის შემოწმების შემდეგ ანგარიშსწორების განხორციელებას; ჭ) წარმოდგენილ დოკუმენტაციაში დაფიქსირებული თანხის შესაბამისობას აღებულ ვალდებულებასთან; ხელშეკრულების შესრულების კონტროლზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერის არსებობას; რეკვიზიტების შედარებას ხელშეკრულებასთან; სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე რეგისტრირებული საბიუჯეტო ვალდებულებიდან საგადასახადო მოთხოვნის ფორმირებას, კომპიუტერულ მონაცემთა ბაზაში  შეტანას, ანგარიშსწორების განხორციელების მიზნით. ხ) მხარჯავი დაწესებულებებიდან მიღებული ვალდებულების დოკუმენტის და საგადახდო მოთხოვნების შეტანას პროგრამულ ბაზებში და შესაბამისი საგადახდო დავალებების ფორმირებას. ჯ) ვალდებულებების ყოველდღიური რეესტრის მომზადებას და გამგებელთან წარდგენას; ჰ) მომზადებული და შემოწმებული ვალდებულებებისა და საგადასახადო მოთხოვნების ხელმძღვანელობისათვის ხელმოსაწერად წარდგენას; ჰ​1) ხელმძღვანელობის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტების საფუძველზე  მომზადებული რეესტრების საბანკო დაწესებულებებში ელექტრონული სისტემის მეშვეობით ან საგადასახადო დავალებების საშუალებით წარდგენას; ჰ​2) ყოველი თვის დასაწყისში  საგადასახადო დეკლარაციის შევსებას. ჰ​3) მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა ხელფასების, პრემიების, მივლინების ხარჯების და სხვა გადასახდელებისა და თანხების დარიცხვას, უწყისების შედგენას და გასაცემი თანხების დროულად გადარიცხვას. ჰ​4) ბუღალტრული დოკუმენტების, აღრიცხვის რეგისტრების, ხარჯთაღრიცხვების და სხვა საბუთების შენახვაზე კონტროლს და დადგენილი წესით მათ არქივში ჩაბარებას. ჰ​5) ყოველთვიური და კვარტალური გაანგარიშებების შედგენას და დადგენილ ვადაში შესაბამის ინსტანციებში ჩაბარებას. ჰ​6) საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების და მათთვის ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრების ხარჯვის თაობაზე მხარჯავ დაწესებულებებისათვის მეთოდოლოგიური დახმარებას; ჰ​7) მეთოდურ დახმარების გაწევას მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურებისათვის და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირებისათვის, საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების გაუმჯობესების და მათთვის ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრების ხარჯვის დროს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების სწორად განხორციელების საკითხებზე. ჰ​8) მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის ჩატარებას, განსაზღვრული შედეგების ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვას. ჰ​9) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სამსახურის სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 5🔗. სამსახურის სტრუქტურა სამსახური შედგება: ა) სამსახურის უფროსისაგან; ბ) სამსახურის მოხელეებისაგან. მუხლი 6🔗. სამსახურის უფლება-მოვალეობები 1. სამსახურს უფლება აქვს: ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია და შესაბამისი მონაცემები; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია; ბ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში ჩაატაროს საჭირო შესაბამისი შემოწმებები; გ) მონაწილეობა მიიღოს სამსახურის დებულებით განსაზღვრული საკითხების განხილვაში; დ) განიხილოს ფიზიკური ან იურიდიული პირების განცხადებები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით; ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები. 2. სამსახური ვალდებულია: ა) დადგენილი წესის მიხედვით ითანამშრომლოს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიულ ერთეულებთან, კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში უზრუნველყოს სამსახურის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებზე შესაბამისი დოკუმენტების მომზადება და წარდგენა; ბ) მიიღოს ფიზიკურ და იურიდიული პირთა განცხადებები და შუამდგომლობები, განიხილოს ისინი დადგენილ ვადებში; გ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე უზრუნველყოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმირება; დ) სამსახურის კომპეტენციას დაქვემდებარებულ დარგებში უზრუნველყოს თანამედროვე საინფორმაციო ბანკებისა და საინფორმაციო სისტემების დანერგვა; ე) ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უზრუნველყოს საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული, ეფექტიანი სამართლებრივ-ორგანიზაციული მექანიზმების შესაბამისად სამსახურის კომპეტენციას დაქვემდებარებული სფეროების პრობლემატიკისა და პროცესების კვლევა, სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრა, ადგილობრივ დონეზე რეფორმების განხორციელების ხელშეწყობა და დაქვემდებარებული დარგების შემდგომი განვითარება; ვ) პასუხი აგოს მასზე გადაცემული ქონების შენახვასა და დაცვაზე; ზ) თავისი ფუნქციების განხორციელებისას კეთილსინდისიერად შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით, შესაბამისი სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები და პასუხი აგოს მათი არაკეთილსინდისიერად და არაჯეროვნად შესრულებისთვის. მუხლი 7🔗. სამსახურის მართვა და პერსონალი 1. სამსახურის უფროსი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 2. სამსახურის უფროსი: ა)  წარმართავს სამსახურის საქმინობას და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ)  ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის; გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; ზ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. 3. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი. 4. სამსახურის უფროსის არყოფნისა ან სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, გამგებელის გადაწყვეტილებით მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი მოსამსახურე. მუხლი 8🔗. სამსახურის პერსონალი 1. სამსახურის პერსონალი შედგება მოხელეებისაგან, რომელთა რაოდენობა განისაზღვრება ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო განრიგით. 2. სამსახურის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს  და თანამდებობიდან ათავისუფლებს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი. 3. სამსახურის მოსამსახურეები: ა)  სამსახურის უფროსს წარუდგენენ თავიანთ საქმიანობის შესახებ ანგარიშს; ბ) საკუთარი მოვალეობების შესრულებისას ხელს აწერენ მომზადებულ დოკუმენტაციას, იძლევიან სათანადო დასკვნებს, შეისწავლიან და წარმოადგენენ წინადადებებს, პროექტებს და სხვა შესაბამის  დოკუმენტაციას მათზე დაკისრებული მოვალეობებისა და ცალკეული დავალებების ფარგლებში. გ) ასრულებენ ამ დებულებით, შინაგანაწესით, გამგებლის, გამგებლის მოადგილის და სამსახურის უფროსის მიერ სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ მოვალეობებსა და ცალკეულ დავალებებს. მუხლი 9🔗. სამსახურის ქონება, ფინანსები და საქმიანობის კონტროლი 1. სამსახურის მთელი ქონება წარმოადგენს ხაშურის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას. 2. სამსახურისათვის გადაცემული ქონების საკითხები რეგულირდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 3. სამსახურის დაფინანსების ძირითად წყაროს წარმოადგენს ხაშურის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი.