2013 წლის გამოშვების 20 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე
მიღების თარიღი 17.09.2013
ძალაში შესვლა 23.09.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 220090000.11.004.016020
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/09/2013
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
დოკუმენტის ტექსტი
2013 წლის გამოშვების 20 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს
დადგენილება №3
2013 წლის 17 სექტემბერი
ქ. თბილისი
2013 წლის გამოშვების 20 ლარის ნომინალის
ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე
,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის „ვ“ და „ი” ქვეპუნქტების, 35-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:
მუხლი 1🔗
2013 წლის 23 სექტემბრიდან მიმოქცევაში გაშვებულ იქნეს 2013 წლის გამოშვების 20 ლარის ნომინალის ბანკნოტები, როგორც კანონიერი საგადამხდელო საშუალება 2011 წლის გამოშვების იგივე ნომინალის ბანკნოტების იდენტური დიზაინისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით, გამოშვების წლით „2013“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ხელმოწერის ცვლილების გათვალისწინებით.
მუხლი 2🔗
2013 წლის გამოშვების 20 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოიქცევა წინა წლების გამოშვების იგივე ნომინალის ბანკნოტების პარალელურად.
მუხლი 3🔗
საქართველოს ტერიტორიაზე 2013 წლის გამოშვების 20 ლარის ნომინალის ბანკნოტებით ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს შეუფერხებლად.
მუხლი 4🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 23 სექტემბრიდან.საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტიგიორგი ქადაგიძე