ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 11.09.2013
ძალის დაკარგვა 24.09.2013
გამომცემი ორგანო ხაშურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №55
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.143.016190
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/09/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე | საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №55
2013 წლის 11 სექტემბერი
ქ.ხაშური
ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულება (დანართი №1).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) ,,ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 19 თებერვლის №19 დადგენილება;
ბ) ,,ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების დაგეგმვის, მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 19 თებერვლის №22 დადგენილება.
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 28 ოქტომბრიდან.საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე
დანართი №1
ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗.
ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური
1. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური (შემდგომში - სამსახური) შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე და არის ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღასრულებს ხაშურის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებებს.
2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოში მოქმედი სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით, წინამდებარე დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.
3. სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით, რომელსაც ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
მუხლი 2🔗.
სამსახურის საქმიანობის მიზანი
სამსახურის საქმიანობის მიზანია:
ა) ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრისა და განხორციელების, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ყოველწლიური და გრძელვადიანი სტრატეგიული პროგრამების პროექტების შედგენისა და დამტკიცებული პროგრამების განხორციელების ორგანიზება, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწისა და ადგილობრივი მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსების, წყლისა და ტყის რესურსების აღრიცხვა, მართვა და მათი რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფა. ხაშურის მუნიციპალიტეტის ქონების აღრიცხვა-რეგისტრაციაზე, მართვასა და ეფექტურ გამოყენებაზე კონტროლის განხორციელება;
ბ) ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების კეთილმოწყობა და გამწვანება, დასუფთავება, საბინაო-კომუნალური და საყოფაცხოვრებო მომსახურების ორგანიზება. დაქვემდებარებული სფეროების გამართული მუშაობის, მისი ჯეროვანი მართვისა და კონტროლის განხორციელების უზრუნველყოფა, სამსახურის კომპეტენციაში შემავალი სფეროების განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და რეალიზება;
გ) ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით ხაშურის თვითმმართველობის ორგანოების ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება.
მუხლი 3🔗.
სამსახურის საქმიანობის ძირითადი ამოცანებია
სამსახურის საქმიანობის ძირითადი ამოცანებია:
ა) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება, სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება, ხაშურის მუნიციპალიტეტის ქონების მართვა;
ბ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების მიერ სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მომზადებული მასალების შესწავლა, შესაბამისი წინადადებების და დასკვნების შემუშავება;
გ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება, სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება, ხაშურის მუნიციპალიტეტის ქონების მართვა;
დ) ინფრასტრუქტურის განვითარების, დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობისა და დასუფთავების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება, მიწათსარგებლობის, საზოგადოებრივი მომსახურების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების ორგანიზება;
ე) ხაშურის მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავება, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადება;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა ამოცანები.
მუხლი 4🔗.
სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამის მომზადების ორგანიზებას, პროგრამის განსახორციელებლად დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
ბ) თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის პროექტის შესადგენად საორგანიზაციო სამუშაოების განხორციელების შესახებ შესაბამისი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებას და თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის შედგენის სამუშაოების ორგანიზებას;
გ) „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის შესაბამისად საჭირო დოკუმენტაციისა და ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებას;
დ) თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამიდან გამომდინარე, თვითმმართველ ერთეულში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულთა განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და გეგმების პროექტების შემუშავებას, ამ პროგრამების განსახორციელებლად თანხებისა და სხვა მატერიალური რესურსების მოზიდვის ორგანიზებას;
ე) ეკონომიკური განვითარების დასაგეგმად საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას;
ვ) თვითმმართველი ერთეულის სტრატეგიული განვითარების გეგმის მომზადებას და მისი შესრულების კოორდინაციას; სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგნოზების, საფინანსო ბალანსების, მოთხოვნისა და მიწოდების თანაფარდობებისა და თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნით სხვა დოკუმენტების მომზადებას;
ზ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და ანალიზს, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
თ) საინვესტიციო პოლიტიკის განსაზღვრას, მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობი წინადადებების შემუშავებას და მათი განხორციელების კოორდინაციას;
ი) მუნიციპალურ სექტორში განხორციელებული ინვესტიციების და ფინანსური დახმარებების შესახებ წინადადებების მომზადებას და მათი განხორციელების მონიტორინგს, ხაშურის მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების განხორციელების ზედამხედველობას;
კ) სხვა თვითმმართველ ერთეულებთან ეკონომიკური თანამშრომლობის პროექტების შედგენას და მათი განხორციელების კოორდინაციას; ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით სხვა თვითმმართველ ერთეულთან საბიუჯეტო სახსრების გაერთიანების შესახებ წინადადებების და შესაბამის ხელშეკრულებათა პროექტების მომზადებას;
ლ) რეგიონთაშორისი სავაჭრო კავშირების განვითარების კოორდინაციას და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ბაზრობების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადებას;
მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სატარიფო რეგულირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებას, დადგენილი ტარიფების რეგულირების ორგანიზაციისა და მათი შენარჩუნების მიზნით საბიუჯეტო სუბსიდიების გაანგარიშებას, რეგულირებადი ფასების დონისა და დინამიკის გაანალიზებას;
ნ) სესხის აღებისა და გაცემის შესახებ წინადადებების პროექტებისა და შესაბამისი ხელშეკრულებების პროექტების მომზადებას;
ო) ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობების გაზრდისა და გადასახდელებში ეკონომიის მიზნით წინადადებების მომზადებას;
პ) გამგებლის დავალებით ხაშურის მუნიციპალიტეტის სახელით დასადები შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების პროექტებზე წინადადებების მომზადება;
ჟ) ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების აღრიცხვის, რეგისტრაციის და მართვის თაობაზე შესაბამისი წინადადებების და სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;
რ) ხაშურის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის გეგმის პროექტის მომზადებას;
ს) ხაშურის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის წესების პროექტის მომზადებას და/ან მომზადებაში მონაწილეობის მიღებას;
ტ) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას ხაშურის მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საწარმოების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხებზე;
უ) რეკომენდაციების შემუშავებას ხაშურის მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების მართვის საკითხებზე;
ფ) წინადადებების მომზადებას თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებულ საწარმოთა მომავალი განვითარების ბიზნეს-გეგმისა და წლიური ბიუჯეტის დამტკიცების თაობაზე; დამტკიცებული ბიზნეს-გეგმის შესრულების მიმდინარეობის გაანალიზებას, საჭიროების შემთხვევაში წინადადებების მომზადებას ბიზნეს-გეგმაში ცვლილებების შეტანის შესახებ; საწარმოთა განვითარების ძირითადი მიმართულებებისა და შედეგობრივი პარამეტრების პროგნოზირებას;
ქ) ხაშურის მუნიციპალიტეტის ქონების, განკარგვის შესახებ პროგრამების, პროექტების და წინადადებების მომზადებას და/ან მომზადებაში მონაწილეობის მიღებას;
ღ) ხაშურის მუნიციპალიტეტის ქონების აღრიცხვის, ინვენტარიზაციის, ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებაზე კონტროლის განხორციელებას;
ყ) თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამიდან გამომდინარე, ხაშურის მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებში მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების და გეგმების შემუშავებას, მათი განხორციელების მონიტორინგს;
შ) ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ინფრასტრუქტურის მართვას, შესაბამის ობიექტთა მოვლა-პატრონობას;
ჩ) ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ დასახლებებში საბინაო - კომუნალური მეურნეობის ობიექტების კაპიტალური მშენებლობის, ავარიული შენობა - ნაგებობების აღდგენა - რეკონსტრუქციის და გამაგრებითი სამუშაოების განხორციელებას;
ც) საბინაო-კომუნალური მეურნეობისა და კეთილმოწყობის სფეროში მიმდინარე კაპიტალური მშენებლობების საერთო კოორდინაციას;
ძ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის, განვითარების და მათი ექსპლოატაციის საკითხებზე; „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამების მომზადებას“;
წ) ხაშურის მუნიციპალიტეტის დასახლებების ინფრასტრუქტურის განვითარებისა და რეაბილიტაციის, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების პროექტების მომზადების ორგანიზებას, დამტკიცებული პროგრამების განხორციელების კოორდინაციას;
ჭ) დასახლებებში ელექტროფიკაციის, გაზმომარაგების, კანალიზაციის, წყალმომარაგების, დაგეგმვისა და მათ განხორციელებაზე მუნიციპალური დაკვეთის მოცულობის განსაზღვრის შესახებ წინადადებებების მომზადებას;
ხ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობის პროგრამების პროექტების მომზადების ორგანიზებას, დარგის რეაბილიტაციასა და განვითარებას, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების მოვლა-პატრონობას;
ჯ) შიდა სარგებლობის გზების, ტროტუარების, ხიდების, გვირაბების, მდინარეთა ჯებირების და სხვა საინჟინრო ნაგებობათა მშენებლობის, შეკეთებისა და ექსპლოატაციის შესახებ წინადადებების მომზადების უზრუნველყოფა;
ჰ) ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე საგზაო ნიშნების, გზაჯვარედინების მარეგულირებელი შუქნიშნების მოწესრიგებას და მათი დახაზვის უზრუნველყოფას;
ჰ1) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალური ტრანსპორტის ორგანიზების საკითხებზე, შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და მათი განხორციელების მონიტორინგს;
ჰ2) ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამგზავრო ტრანსპორტის სფეროში ერთიანი პოლიტიკის გატარების უზრუნველყოფას, ტრანსპორტის სფეროს რეაბილიტაცია-განვითარების პროგრამის პროექტების მომზადებას და დამტკიცებული პროგრამის განხორციელების კოორდინაციას;
ჰ3) ხაშურის მუნიციპალური სამგზავრო ტრანსპორტის ერთიანი სამარშუტო ქსელის შესახებ საინფორმაციო და სტატისტიკური ბაზის შექმნას;
ჰ4) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესითა და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი მარეგულირებელი ნორმების შესაბამისად ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი სამგზავრო გადაზიდვებთან, ავტოტრანსპორტის პარკირებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზების უზრუნველყოფას;
ჰ5) წინადადებების მომზადებას ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლობაში შემავალი საზოგადოებრივი მომსახურების ტარიფების განსაზღვრის, აგრეთვე ამ მომსახურების მიმწოდებლებსა და მომხმარებლებს შორის ხელშეკრულებების მომზადების საკითხებზე;
ჰ6) საჭიროების შემთხვევაში ზღვრული ან ფიქსირებული ტარიფების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღებას და საქართველოს კანონით დადგენილი კატეგორიის მოქალაქეებზე საბინაო-კომუნალური მომსახურებისათვის ასანაზღაურებელი კომპენსაციების განსაზღვრის შესახებ წინადადებების მომზადებას;
ჰ7) საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ სატრანსპორტო მომსახურებაზე ზღვრული ან ფიქსირებული ტარიფების პროექტის მომზადებას ან მათ მომზადებაში მონაწილეობის მიღებას, დამტკიცებული ტარიფების დაცვაზე ზედამხედველობის უზრუნველყოფას და წინადადებების მომზადებას საქართველოს კანონით დადგენილი კატეგორიის მოქალაქეებზე სამგზავრო ტრანსპორტით უფასო მგზავრობის ასანაზღაურებელი კომპენსაციების განსაზღვრის შესახებ;
ჰ8) სატრანსპორტო და საბინაო-კომუნალური მეურნეობის გამართული, სტაბილური ფუნქციონირებისათვის სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნისათვის წინადადებების მომზადებას;
ჰ9) ტერიტორიის კეთილმოწყობისა და გამწვანების, პარკების, სკვერების, ბულვარების, წყალსატევების, გამწვანების ზონების მოწყობის ორგანიზებას და შადრევან-აუზების მოვლა- პატრონობის, გამწვანების და დასახლებული პუნქტების გაფორმების ღონისძიებების განხორციელებას;
ჰ10) გარე განათების, სანიაღვრე და საკანალიზაციო ქსელების ფუნქციონირების უზრუნველყოფას;
ჰ11) საკრებულოს მიერ დადგენილი წესით დასახლებებში სახლების ნუმერაციას;
ჰ12) დაქვემდებარებულ სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფას;
ჰ13) სანიტარიული დასუფთავების, ქუჩების, ტროტუარებისა და მოედნების დაგვა-დასუფთავების, საოჯახო-საყოფაცხოვრებო, მყარი და თხევადი ნარჩენების შეგროვების, გატანის, ნაგავსაყრელების მოწყობის, გამოყენების და უტილიზაციის შესახებ პროექტების მომზადების უზრუნველყოფას;
ჰ14) ნარჩენების შეგროვების, გაუვნებელყოფისა და განთავსების ადგილზე ტრანსპორტირების საკითხების მომზადებას, მომსახურების გრაფიკების შემუშავებას ან შემუშავებაში მონაწილეობას, მყარი და თხევადი ნარჩენების სფეროს მართვას;
ჰ15) დასახლებებში ნაგვის შეგროვებისა და უტილიზაციის სამუშაოთა წარმოების დაგეგმვისა და მათ განხორციელებაზე მუნიციპალური დაკვეთის მოცულობის განსაზღვრის შესახებ წინადადებების მომზადებას; დასახლებათა ტერიტორიების დაგვა-დასუფთავებისა და მყარი და თხევადი ნარჩენების მართვის სფეროს რეგულირებისათვის საჭირო წესების პროექტების შემუშავებას;
ჰ16) წინადადებების შემუშავებას ტერიტორიის დასუფთავების, ნარჩენების გატანის, გადამუშავებისა და უტილიზაციის საკითხებზე, წინადადებების მომზადებას გამწმენდ ნაგებობათა და ნაგავგადამამუშავებელ საწარმოთა შექმნასა და შენახვაზე, ღონისძიებების დაგეგმვას ქუჩებისა და ტროტუარების თოვლისა და ყინულისაგან გასაწმენდად;
ჰ17) წინადადებების შემუშავებას გარე ვაჭრობის რეგულირების სფეროში და გარე რეკლამის განთავსების საკითხებზე;
ჰ18) წინადადებების შემუშავებას სასაფლაოების მოვლა-პატრონობისა და შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურეობის ორგანიზების საკითხებზე, საკრებულოს მიერ დადგენილი წესით სარიტუალო მომსახურების და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ორგანიზებას;
ჰ19) ღონისძიებების დაგეგმვას წყალდიდობების შედეგების ლიკვიდაციისათვის. სტიქიური უბედურებებისა და ავარიებისაგან მოსახლეობის დასაცავად საჭირო ზომების მიღებას; მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდებას ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ;
ჰ20) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესითა და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი მარეგულირებელი ნორმების შესაბამისად ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობასთან და გარე რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზებას;
ჰ21) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესითა და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი მარეგულირებელი ნორმების შესაბამისად ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზებას;
ჰ22) მოქმედი კანონმდებლობითა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 5🔗.
სამსახურის სტრუქტურა
სამსახური შედგება:
ა) სამსახურის უფროსისაგან;
ბ) სამსახურის მოხელეებისაგან.
მუხლი 6🔗.
სამსახურის უფლება-მოვალეობები
1. სამსახურს უფლება აქვს:
ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია და შესაბამისი მონაცემები; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია;
ბ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში ჩაატაროს საჭირო შესაბამისი შემოწმებები;
გ) მონაწილეობა მიიღოს სამსახურის დებულებით განსაზღვრული საკითხების განხილვაში;
დ) განიხილოს ფიზიკური ან იურიდიული პირების განცხადებები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით;
ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
2. სამსახური ვალდებულია:
ა) დადგენილი წესის მიხედვით ითანამშრომლოს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიულ ერთეულებთან, კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში უზრუნველყოს სამსახურის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებზე შესაბამისი დოკუმენტების მომზადება და წარდგენა;
ბ) მიიღოს ფიზიკურ და იურიდიული პირთა განცხადებები და შუამდგომლობები, განიხილოს ისინი დადგენილ ვადებში;
გ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე უზრუნველყოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმირება;
დ) სამსახურის კომპეტენციას დაქვემდებარებულ დარგებში უზრუნველყოს თანამედროვე საინფორმაციო ბანკებისა და საინფორმაციო სისტემების დანერგვა;
ე) ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უზრუნველყოს საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული, ეფექტიანი სამართლებრივ-ორგანიზაციული მექანიზმების შესაბამისად სამსახურის კომპეტენციას დაქვემდებარებული სფეროების პრობლემატიკისა და პროცესების კვლევა, სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრა, ადგილობრივ დონეზე რეფორმების განხორციელების ხელშეწყობა და დაქვემდებარებული დარგების შემდგომი განვითარება;
ვ) პასუხი აგოს მასზე გადაცემული ქონების შენახვასა და დაცვაზე;
ზ) თავისი ფუნქციების განხორციელებისას კეთილსინდისიერად შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით, შესაბამისი სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები და პასუხი აგოს მათი არაკეთილსინდისიერად და არაჯეროვნად შესრულებისთვის.
მუხლი 7🔗.
სამსახურის მართვა და პერსონალი
1. სამსახურის უფროსი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმინობას და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის;
გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს;
ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ზ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
3. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.
4. სამსახურის უფროსის არყოფნისა ან სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, გამგებელის გადაწყვეტილებით მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი მოსამსახურე.
მუხლი 8🔗.
სამსახურის პერსონალი
1. სამსახურის პერსონალი შედგება მოხელეებისაგან, რომელთა რაოდენობა განისაზღვრება ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო განრიგით.
2. სამსახურის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
3. სამსახურის მოსამსახურეები:
ა) სამსახურის უფროსს წარუდგენენ თავიანთ საქმიანობის შესახებ ანგარიშს;
ბ) საკუთარი მოვალეობების შესრულებისას ხელს აწერენ მომზადებულ დოკუმენტაციას, იძლევიან სათანადო დასკვნებს, შეისწავლიან და წარმოადგენენ წინადადებებს, პროექტებს და სხვა შესაბამის დოკუმენტაციას მათზე დაკისრებული მოვალეობებისა და ცალკეული დავალებების ფარგლებში.
გ) ასრულებენ ამ დებულებით, შინაგანაწესით, გამგებლის, გამგებლის მოადგილის და სამსახურის უფროსის მიერ სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ მოვალეობებსა და ცალკეულ დავალებებს.
მუხლი 9🔗.
სამსახურის ქონება, ფინანსები და საქმინობის კონტროლი
1. სამსახურის მთელი ქონება წარმოადგენს ხაშურის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას.
2. სამსახურისათვის გადაცემული ქონების საკითხები რეგულირდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
3. სამსახურის დაფინანსების ძირითად წყაროს წარმოადგენს ხაშურის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი.