⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (24.09.2013)
გაუქმებულია:

ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის რეგულირების, საამშენებლო საქმიანობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 11.09.2013
ძალის დაკარგვა 24.09.2013
გამომცემი ორგანო ხაშურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №56
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.143.016191
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/09/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,030 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.09.2013 მიღება
24.09.2013 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის რეგულირების, საამშენებლო საქმიანობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №56 2013 წლის 11 სექტემბერი ქ. ხაშური ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის რეგულირების, საამშენებლო საქმიანობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ხაშურის  მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის რეგულირების, საამშენებლო საქმიანობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულება (დანართი №1). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) ,,ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საამშენებლო საქმიანობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 19 თებერვლის №17 დადგენილება; ბ) ,,ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის რეგულირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“  ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 19 თებერვლის №18 დადგენილება. მუხლი 3🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 28 ოქტომბრიდან.საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე დანართი №1 ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის რეგულირების, საამშენებლო საქმიანობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დ ე ბ უ ლ ე ბ ა მუხლი 1🔗. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის რეგულირების, საამშენებლო საქმიანობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახური 1. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის რეგულირების, საამშენებლო საქმიანობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახური (შემდგომში - სამსახური) შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე და არის ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღასრულებს ხაშურის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებებს. 2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოში მოქმედი სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით, წინამდებარე დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით. 3. სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით, რომელსაც ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, ამტკიცებს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო. მუხლი 2🔗. სამსახურის საქმიანობის მიზანი სამსახურის საქმიანობის მიზანია: ა) ხაშურის მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული მოწყობისა და დასახლებების დაგეგმარების უზრუნველყოფა, სივრცით-ტერიტორიული მოწყობის დაგეგმვის, დასახლებათა ურბანული განვითარებისა და ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვა და კონტროლის განხორციელება. დაქვემდებარებული სფეროების გამართული მუშაობის, მისი ჯეროვანი მართვისა და კონტროლის განხორციელების უზრუნველყოფა, სამსახურის კომპეტენციაში შემავალი სფეროების განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და რეალიზება; ბ) დადგენილი წესით უზრუნველყოს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სამართალდარღვევათა პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზება; გ) სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის" შესაბამისად, სამართალდარღვევების საქმეების წარმოება; დ) ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით" გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოება, შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენა; ე) საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლის შესაბამისად, რეაგირება და შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენა უკანონოდ ჩამოხსნილ, ჩამოხეულ, დაფარულ ან დაზიანებულ საარჩევნო პლაკატებთან დაკავშირებით; ვ) საჭიროების შემთხვევაში კეთილმოწყობის, გამწვანების ობიექტების, სკვერების, პარკების, გაზონების, ხე-მცენარეებისა და მწვანე საფარის, გარე განათების, ტერიტორიების დასუფთავების, მყარი და თხევადი ნარჩენების (გადანაყარის, ნაგვის) გატანის, სარიტუალო მომსახურებისა და სასაფლაოების მართვის, ტრანსპორტისა და მგზავრთა გადაყვანის, საგზაო ნიშნების, პარკირების ადგილების, ქუჩების, გზების, მოედნების, ტროტუარების, ხიდების, ნაპირსამაგრი ნაგებობების, წყალმომარაგების ქსელების, სათავე ნაგებობების, ჭებისა და ჭაბურღილების, საკანალიზაციო  და სანიაღვრე ქსელების, ჩამდინარე და ნახმარი წყლების სადინარების, გამწმენდი ნაგებობების, ნაგავსაყრელების მართვისა და ექსპლუატაციის, ოფისების და შენობა-ნაგებობების, მათი სახურავების, ფასადების, ინტერიერისა და ექსტერიერის, ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტების მოვლა-პატრონობის, შენახვის, განვითარების, მშენებლობის, რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციის და შეკეთება-მოწყობის, საამშენებლო პროექტირების, არქიტექტურული ნახაზების, ხარჯთაღრიცხვების, აგრეთვე კომუნალური და საყოფაცხოვრებო მომსახურების სხვა სფეროებში ხაშურის მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდული მომსახურების შესახებ გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების პირობების დაცვის და/ან დამტკიცებული შესაბამისი პროგრამების შესრულების უზრუნველყოფა, ხელშეკრულებისა და პროგრამების მიზნების, ამოცანების და პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება და მათი მიმდინარეობა-შესრულების მონიტორინგის ორგანიზება; ზ) განახორციელოს ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებარე შენობა-ნაგებობების შესაბამისობის ზედამხედველობა საპროექტო-ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტებთან, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, მათი არსებული წესით შესაბამისობაში მოყვანა და კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის დაცვაზე კონტროლი; თ) ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით ხაშურის თვითმმართველობის ორგანოების ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები და საქმიანობის ძირითადი ამოცანები სამსახური დადგენილი წესით: ა) ხაშურის მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავება, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადება; ბ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების მიერ სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მომზადებული მასალების შესწავლა, შესაბამისი წინადადებების და დასკვნების შემუშავება; გ) გარე რეკლამის განთავსების, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების, გარე ვაჭრობის, ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათი არსებული წესით შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლი; დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმოო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის დაცვაზე კონტროლი /შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გარე განათების, მიწისქვეშა გადასასვლელების, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, მარკიზების, კომუნიკაციების, ჯიხურებისა და ჭების, საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკური მდგომარეობა/; ე) ზედამხედველობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული წარმოება-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ განხორციელებულ შემდეგ საქმიანობაზე: დანგრეული, დაუმთავრებელი ან დამთავრებული სამუშაო ტერიტორიის აღუდგენლად მიტოვება, ქალაქის მწვანე ნარგავების დაზიანება ან თვითნებური გაჩეხვა, სამშენებლო ან შესაკეთებელი სამუშაოების ჩატარების დროს ტერიტორიის დაზიანება; ვ) აუცილებელი საგზაო სამუშაოების დაგეგმვის მიზნით, ყოველწლიურად, მუნიციპალიტეტში დაზიანებული გზის საფარის აღდგენის ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკის შედგენაში მონაწილეობა და შესრულების თაობაზე ინფორმაციის მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში; ზ) უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების, სარეკლამო, სავაჭრო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა, მათი აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელება; თ) ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვაზე ზედამხედველობა, კომპეტენციის ფარგლებში; ი) არასაგადასახადო შემოსავლების ადგილობრივ ბიუჯეტში მობილიზების კოორდინირება, კომპეტენციის ფარგლებში; კ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მოიჯარეების მიერ მიწათსარგებლობის წესების დარღვევისა და იჯარის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარება, კომპეტენციის ფარგლებში; ლ) ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებარე შენობა-ნაგებობების შესაბამისობის ზედამხედველობა საპროექტო-ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტებთან, ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფა მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე, კანონით დადგენილი წესით; მ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, ობიექტის მშენებლობის შეჩერება ან/და დემონტაჟი, მის მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე გადაწყვეტილების მისაღებად წინადადებების მომზადება; ნ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, კონტროლის განხორციელება საზედამხედველო ობიექტში არქიტექტურულ-სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე, შემოწმების პროცესში დოკუმენტაციის მოთხოვნა სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისათვის, კომპეტენციის ფარგლებში; ო) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, სამშენებლო საქმიანობაში დარღვევის არსებობის შემთხვევაში, მშენებლობაში მონაწილეთა მიმართ მითითების გაცემა მშენებლობის პროექტის, სამშენებლო ნორმების, წესებისა და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევათა გამოსწორების შესახებ; პ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით" დადგენილი ზომების მიღება; ჟ) მშენებლობადამთავრებული ობიექტის ვარგისად აღიარებისათვის (ექსპლუატაციაში მიღება) დოკუმენტაციის მომზადება და განხილვა, შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის პროექტის მომზადება; რ) ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის, უძრავი ძეგლების მდგომარეობის შემოწმებაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში; ს) კანონით დადგენილი წესით, კონტროლის განხორციელება კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის დაცვაზე; ტ) სამართალდარღვევის ოქმის ფორმის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის  53​3, 55-ე, 55​2,  55​3, 119​1, 127​1 მუხლის მე-5 პუნქტის, 145-ე, 146​1,  148-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-4-ე  პუნქტების, 150-ე, 150​1, 151-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, 152-ე 152​2, 153​4, 159-ე, 159​1, 179​2 მუხლებისა და საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლის საფუძველზე და/ან უზრუნველყოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების მიერ აღნიშნული საკითხების ორგანიზება; უ) ხაშურის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურის მიერ მომზადებული და მოწოდებული მონაცემების საფუძველზე იჯარით გაცემული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების იჯარის ქირის ამოღების ორგანიზება; ფ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, სამშენებლო საქმიანობაში დარღვევის არსებობის შემთხვევაში, მშენებლობაში მონაწილეთა მიმართ მითითების გაცემა მშენებლობის პროექტის, სამშენებლო ნორმების, წესებისა და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევათა გამოსწორების შესახებ; ქ) წინადადებების მომზადება და განხილვა ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობისა და გარე გაფორმების ელემენტების (მონუმენტურ-დეკორატიული, მცირე არქიტექტურული ფორმები, ტრანსპორტზე განთავსებული რეკლამა, გარე რეკლამა) მხატვრული იერსახისა და განთავსების საკითხებთან დაკავშირებით კომპეტენციის ფარგლებში და კანონით დადგენილი წესით. ღ) სამსახურის კომპეტენციებში შემავალ საკითხებზე ხაშურის მუნიციპალიტეტის მიერ გაფორმებული ხელშეკრულების პირობების დაცვაზე კონტროლის განხორციელება; ყ) უზრუნველყოს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების მიერ ამ დებულებით სამსახურისათვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი საქმიანობების განხორციელების ორგანიზება; შ) სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების მომზადების ორგანიზებას და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების პროექტების მომზადებას; ჩ) წინადადებების მომზადებას თვითმმართველ ერთეულში ადმინისტრაციული ერთეულების შექმნა-გაუქმების, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის თაობაზე; ც) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების პროექტებზე; ძ) თვითმმართველი ერთეულის სივრცითი მოწყობის პოლიტიკის განსაზღვრას, სივრცით-ტერიტორიული და მიწათსარგებლობის დაგეგმვას, კანონით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის დამუშავებას; წ) დასახლებათა სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის პროცესებში საჯარო და კერძო ინტერესების შეთანხმების უზრუნველყოფას, სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის პრინციპების დაცვას; ჭ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას დასახლებათა მიწათსარგებლობის, უფლებრივი ზონირების, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე; ხ) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის შედგენას; ჯ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის უფლებრივი და რეკრეაციული ზონირების, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების წესების პროექტების მომზადებას; ჰ) მონაწილეობის მიღებას საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად მიწის მართვაში, მიწის გამოყენებაზე კონტროლსა და მიწათსარგებლობის წესების დაცვაზე; ჰ​1) გეგმარებითი დავალებების მომზადებას; ჰ​2) ხაშურის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ჩამოყალიბებას და განვითარებას; ჰ​3) ქალაქთმშენებლობითი კადასტრის შედგენას და წარმოებას; ჰ​4) დასახლებების ფუნქციური ელემენტების განვითარების პროცესების მოდელირებას, ურბანული გარემოს მახასიათებლების ანალიზს, საპროექტო ვარიანტებისა და მიღებული გადაწყვეტილებების შეფასების მოდელირებას; ჰ​5) სამშენებლო მუნიციპალური დაკვეთების მომზადებას და მათი განხორციელების კოორდინაციას; ჰ​6) მოქმედი კანონმდებლობით და ხაშურის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას; ჰ​7) თვითმმართველი ერთეულის ფარგლებში არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვას; ჰ​8) საქმისწარმოებას მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით; ჰ​9) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით მშენებლობის ნებართვებისა და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის მისაკუთვნებელი მიწის ნაკვეთების ფართობებისა და საზღვრების დადგენის თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტების შემუშავებას; ჰ​10) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 4🔗. სამსახურის სტრუქტურა სამსახური შედგება: ა) სამსახურის უფროსისაგან; ბ) სამსახურის მოხელეებისაგან. მუხლი 5🔗. სამსახურის უფლება-მოვალეობები 1. სამსახურს უფლება აქვს: ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია და შესაბამისი მონაცემები; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია; ბ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში ჩაატაროს საჭირო შესაბამისი შემოწმებები; გ) მონაწილეობა მიიღოს სამსახურის დებულებით განსაზღვრული საკითხების განხილვაში; დ) განიხილოს ფიზიკური ან იურიდიული პირების განცხადებები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით; ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები. 2. სამსახური ვალდებულია: ა) დადგენილი წესის მიხედვით ითანამშრომლოს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიულ ერთეულებთან, კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში უზრუნველყოს სამსახურის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებზე შესაბამისი დოკუმენტების მომზადება და წარდგენა; ბ) მიიღოს ფიზიკურ და იურიდიული პირთა განცხადებები და შუამდგომლობები, განიხილოს ისინი დადგენილ ვადებში; გ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე უზრუნველყოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმირება; დ) სამსახურის კომპეტენციას დაქვემდებარებულ დარგებში უზრუნველყოს თანამედროვე საინფორმაციო ბანკებისა და საინფორმაციო სისტემების დანერგვა; ე) ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უზრუნველყოს საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული, ეფექტიანი სამართლებრივ-ორგანიზაციული მექანიზმების შესაბამისად სამსახურის კომპეტენციას დაქვემდებარებული სფეროების პრობლემატიკისა და პროცესების კვლევა, სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრა, ადგილობრივ დონეზე რეფორმების განხორციელების ხელშეწყობა და დაქვემდებარებული დარგების შემდგომი განვითარება; ვ) პასუხი აგოს მასზე გადაცემული ქონების შენახვასა და დაცვაზე; ზ) თავისი ფუნქციების განხორციელებისას კეთილსინდისიერად შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით, შესაბამისი სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები და პასუხი აგოს მათი არაკეთილსინდისიერად და არაჯეროვნად შესრულებისთვის. მუხლი 6🔗. სამსახურის მართვა და პერსონალი 1. სამსახურის უფროსი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 2. სამსახურის უფროსი: ა)  წარმართავს სამსახურის საქმინობას და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ)  ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის; გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; ზ) აწარმოებს საქმეებს ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების მიზნით; თ) აწარმოებს ადმინისტრაციულ წარმოებას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე და ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ ოქმს; ი) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. 3. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი. 4. სამსახურის უფროსის არყოფნისა ან სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, გამგებლის გადაწყვეტილებით, მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი მოსამსახურე. მუხლი 7🔗. სამსახურის პერსონალი 1. სამსახურის პერსონალი შედგება მოხელეებისაგან, რომელთა რაოდენობა განისაზღვრება ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო განრიგით. 2. სამსახურის მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს  და თანამდებობიდან ათავისუფლებს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი. 3. სამსახურის მოსამსახურეები: ა)  სამსახურის უფროსს წარუდგენენ თავიანთი საქმიანობის შესახებ ანგარიშს; ბ) საკუთარი მოვალეობების შესრულებისას ხელს აწერენ მომზადებულ დოკუმენტაციას, იძლევიან სათანადო დასკვნებს, შეისწავლიან და წარმოადგენენ წინადადებებს, პროექტებს და სხვა შესაბამის  დოკუმენტაციას მათზე დაკისრებული მოვალეობებისა და ცალკეული დავალებების ფარგლებში. გ) სამსახურის უფროსის ზედამხედველობით აწარმოებენ საქმეებს ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების მიზნით; დ) ადგენენ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ ოქმს და სამსახურის უფროსოსის ზედამხედველობით აწარმოებენ ადმინისტრაციულ წარმოებას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; ე) ასრულებენ ამ დებულებით, შინაგანაწესით, გამგებლის, გამგებლის მოადგილის და სამსახურის უფროსის მიერ სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ მოვალეობებსა და ცალკეულ დავალებებს. მუხლი 8🔗. სამსახურის ქონება, ფინანსები და საქმინობის კონტროლი 1. სამსახურის მთელი ქონება წარმოადგენს ხაშურის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას. 2. სამსახურისათვის გადაცემული ქონების საკითხები რეგულირდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 3. სამსახურის დაფინანსების ძირითად წყაროს წარმოადგენს ხაშურის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი.