2013-2014 წლების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 23.09.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №147/ნ
სარეგისტრაციო კოდი დასახელება
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/09/2013
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.09.2013 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (1)
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| № | კრიტერიუმი |
| სუსტი | საშუალო |
| 1. | პროექტის აკადემიური შეფასება |
| 1.1. | პროექტის მეცნიერული სიახლე და აქტუალურობა |
| 1.2. | პროექტის გეგმის შესაბამისობა მიზანთან |
| 1.3. | პროექტის მოსალოდნელი შედეგების სამეცნიერო ღირებულება |
| 1.4. | პროექტის მოსალოდნელი შედეგების მნიშვნელობა საქართველოში ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებისათვის ან/და სოციალურ-ეკონომიკური პროგრესისათვის |
| 2. | დოქტორანტის აკადემიური დონის შეფასება |
| 2.1. | დოქტორანტის წინა აკადემიური მოსწრების შეფასება |
| 2.2. | დოქტორანტის აკადემიური დონის გათვალისწინებით რამდენად მოსალოდნელია პროექტის წარმატებით განხორციელება |
| 2.3. | რამდენად მოსალოდნელია დოქტორანტის მიერ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით დაძლევა სამეცნიერო ხელმძღვანელ(ებ)ის რეკომენდაციის მიხედვით |
| 3. | უნივერსიტეტისა და დისერტაციის ხელმძღვანელის ფაქტორის შეფასება |
| 3.1. | რამდენად შეუწყობს ხელს უნივერსიტეტში, ასევე, არსებობის შემთხვევაში, სტაჟირების ორგანიზაციაში არსებული აკადემიური და მატერიალური რესურსები პროექტის წარმატებით განხორციელებას |
| 3.2. | რამდენად შეუწყობს ხელს დისერტაციის ხელმძღვანელის კვალიფიკაცია პროექტის წარმატებით განხორციელებას |
დოკუმენტის ტექსტი
2013-2014 წლების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება
№147/ნ
2013 წლის 23 სექტემბერი
ქ. თბილისი
2013-2014 წლების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „პ7“ ქვეპუნქტის და ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს 2013-2014 წლების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესი და პირობები დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე
დანართი
2013-2014 წლების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესი და პირობები
მუხლი 1🔗.
რეგულირების სფერო
წინამდებარე დანართი განსაზღვრავს 2013-2014 წლების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესსა და პირობებს (შემდგომში − წესი).
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) დოქტორანტი − საქართველოს მოქალაქე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხულია უნივერსიტეტის დოქტორანტურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე;
ბ) დისერტაციის ხელმძღვანელი − უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობის მქონე პირი, რომელიც კოორდინაციას უწევს დოქტორანტის მიერ განხორციელებულ სამუშაოებს;
გ) ექსპერტი − დოქტორანტის მიერ წარდგენილი პროექტის შეფასების მიზნით სსიპ − შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის (შემდგომში − ფონდი) მიერ მიწვეული დამოუკიდებელი პირი;
დ) საგრანტო ხელშეკრულების შესრულების კონტროლი − საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნების შესრულების კონტროლის პროცედურა;
ე) პროექტი − დოქტორანტის მიერ სასწავლო-კვლევითი გრანტის მოპოვების მიზნით, ამ წესის მიხედვით ფონდში წარდგენილი საკონკურსო განაცხადი.
ვ) პროექტის მთლიანი დაფინანსება − დოქტორანტის მიერ სასწავლო-კვლევითი გრანტის ამ წესით განსაზღვრული მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში მოთხოვნილი სასწავლო-კვლევითი გრანტის ოდენობა;
ზ) პროექტის შეფასების კრიტერიუმები − ფონდში წარდგენილი პროექტების შესაფასებლად ექსპერტებისათვის განსაზღვრული სახელმძღვანელო პრინციპები ქულების სათანადო მითითებით;
თ) საგრანტო კონკურსი − დოქტორანტის მიერ სასწავლო-კვლევითი გრანტის მოპოვების მიზნით ადმინისტრირებული პროცედურა;
ი) საგრანტო ხელშეკრულება − სასწავლო-კვლევითი გრანტის მიმღებ დოქტორანტს, შესაბამის უნივერსიტეტსა და ფონდს შორის გაფორმებული ხელშეკრულება;
კ) სასწავლო-კვლევითი გრანტი − საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (რომელსაც წარმოადგენს ფონდი) მიერ ამ წესის შესაბამისად დოქტორანტისათვის, ასევე შესაბამისი უნივერსიტეტისათვის გადაცემული თანხა, რომელიც განკუთვნილია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის, მისი თანმდევი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და უცხოური ენის სწავლის დასაფინანსებლად.
მუხლი 3🔗.
საგრანტო კონკურსის მიზანი
საგრანტო კონკურსის მიზანია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის, მისი თანმდევი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და უცხოური ენის სწავლის დაფინანსების გზით:
ა) სახელმწიფოში ინტელექტუალური პოტენციალის განვითარება და მაღალი კვალიფიკაციის სამეცნიერო პერსონალის მომზადება;
ბ) უნივერსიტეტში არსებული ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივი გამოყენება;
გ) სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნა;
დ) სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის ინტეგრირება.
მუხლი 4🔗.
საგრანტო კონკურსის ადმინისტრირება
საგრანტო კონკურსის გამართვას, სასწავლო-კვლევითი გრანტების გაცემასა და საგრანტო ხელშეკრულების შესრულების კონტროლს ამ წესის შესაბამისად ახორციელებს ფონდი.
მუხლი 5🔗.
საგრანტო კონკურსის ეტაპები
საგრანტო კონკურსის ეტაპებია:
ა) საგრანტო კონკურსის გამოცხადება;
ბ) პროექტების ფონდში წარდგენა;
გ) პროექტების შეფასება ექსპერტთა მიერ;
დ) ექსპერტთა შეფასების საფუძველზე შედგენილი ერთიანი რანჟირებული სიიდან, საგრანტო კონკურსის ბიუჯეტის გათვალისწინებით, გამოვლენილი პროექტების ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცება.
ე) ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული პროექტების ავტორ დოქტორანტებთან და შესაბამის უნივერსიტეტებთან საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება.
მუხლი 6🔗.
საგრანტო კონკურსის გამოცხადება
1. ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით:
ა) ცხადდება საგრანტო კონკურსი, დგინდება პროექტების წარდგენისა და განხილვის ვადები;
ბ) მტკიცდება პროექტის განაცხადის ფორმა და განისაზღვრება პროექტზე დართული დოკუმენტაციის ნუსხა.
2. ფონდი უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების საჯაროობას ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით.
მუხლი 7🔗.
პროექტების ფონდში წარდგენა
1. პროექტებისა და ფონდის გენერალური დირექტორის მიერ განსაზღვრული პროექტზე დართული დოკუმენტაციის წარდგენა ფონდში ხორციელდება ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ვადების დაცვით, რომლის გასვლის შემდეგ პროექტები ფონდში აღარ მიიღება.
2. გარდა ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციისა, პროექტს აუცილებლად უნდა დაერთოს:
ა) უნივერსიტეტიდან დოქტორანტის მხარდაჭერის წერილი;
ბ) დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე უნივერსიტეტის მიერ დადგენილი საგანმანათლებლო პროგრამის ყველა კომპონენტს შორის კრედიტების განაწილებისა და დოქტორანტის მიერ მოპოვებული კრედიტების შესახებ ინფორმაცია მეორე და შემდგომი სემესტრის დოქტორანტის მიერ პროექტის წარდგენის შემთხვევაში.
3. ფონდი უფლებამოსილია საგრანტო კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე კონკურსიდან მოხსნას პროექტი:
ა) რომელიც არ აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს;
ბ) რომელიც არ აკმაყოფილებს ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული პროექტის განაცხადის ფორმას;
გ) რომელსაც არ ერთვის ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პროექტზე დასართავი დოკუმენტაცია და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ვადაშიც არ იქნება წარდგენილი ფონდში;
დ) რომელიც შეიცავს ყალბ ინფორმაციას.
მუხლი 8🔗.
სასწავლო-კვლევითი გრანტის მაქსიმალური ოდენობა და მისი გამოყენების მიზნები
1. სასწავლო-კვლევითი გრანტის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება 21000 (ოცდაერთი ათასი) ლარით.
2. სასწავლო-კვლევით გრანტი, პროექტის მიხედვით შეიძლება მოთხოვნილ იქნეს შემდეგი მიზნებისათვის:
ა) ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად (თუ დოქტორანტი ჩარიცხულია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელზე სწავლაც ფასიანია), უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის ოდენობით (შემდგომში − სწავლის საფასური);
ბ) უცხოური ენის ცოდნის არაუმეტეს ერთი დონით გასაუმჯობესებლად შემდეგ დაწესებულებებში (დაწესებულების მიერ განსაზღვრული საფასურის ოდენობით):
ბ.ა) ,,Goethe-Institut -Georgien“;
ბ.ბ) ,,British Council Georgia“;
ბ.გ),,ალექსანდრე დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრი“.
გ) საერთაშორისო ელექტრონული ბიბლიოთეკით ან სხვა ელექტრონული რესურსით სარგებლობისათვის;
დ) დისერტაციისათვის საჭირო ლიტერატურის შესაძენად;
ე) სასწავლო და კვლევითი პროცესისათვის საჭირო კომპიუტერული და სხვა ტექნიკური საშუალებების შესაძენად;
ვ) ლაბორატორიული სამუშაოებისათვის საჭირო საშუალებების შესაძენად ან/და საველე სამუშაოების განსახორციელებლად;
ზ) დისერტაციის მიზნებისათვის დისერტაციის ხელმძღვანელთან შეთანხმებით საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებაში (კონფერენცია, კონგრესი, სემინარი, ვორკშოპი, ტრენინგი და სხვა.) მონაწილეობის მისაღებად;
თ) დისერტაციის მიზნებისათვის დისერტაციის ხელმძღვანელთან შეთანხმებით უცხოეთში 3 თვემდე ვიზიტისათვის;
ი) სასწავლო და კვლევითი პროცესის წარმართვისათვის აუცილებელი სხვა მიზნებისათვის.
მუხლი 9🔗.
პროექტის მთლიანი დაფინანსება
1. ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით სასწავლო-კვლევითი გრანტისათვის გათვალისწინებული მიზნებიდან გამომდინარე, პროექტის მთლიანი დაფინანსება შეიძლება მოიცავდეს პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ხარჯებს, მათ შორის:
ა) სწავლის საფასურს;
ბ) უცხოური ენის ცოდნის არაუმეტეს ერთი დონით გასაუმჯობესებლად აუცილებელ, ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებების მიერ განსაზღვრულ, საფასურს;
გ) საერთაშორისო ელექტრონული ბიბლიოთეკით ან სხვა ელექტრონული რესურსით სარგებლობის ხარჯებს;
დ) დისერტაციისათვის აუცილებელი ლიტერატურის შესაძენად საჭირო ხარჯებს;
ე) სასწავლო და კვლევითი პროცესისათვის საჭირო კომპიუტერული და სხვა ტექნიკური საშუალებების შესაძენად საჭირო ხარჯებს;
ვ) ლაბორატორიული სამუშაოებისათვის საჭირო საშუალებების შეძენის ან/და საველე სამუშაოების ხარჯებს;
ზ) დისერტაციის მიზნებისათვის დისერტაციის ხელმძღვანელთან შეთანხმებით საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებაში მონაწილეობის ხარჯებს (იგულისხმება კონფერენცია, კონგრესი, სემინარი, ვორკშოპი, ტრენინგი და სხვა.);
თ) დისერტაციის მიზნებისათვის დისერტაციის ხელმძღვანელთან შეთანხმებით უცხოეთში წელიწადში 3 თვემდე ვიზიტის ხარჯებს.
ი) სასწავლო და კვლევითი პროცესის წარმართვისათვის აუცილებელ სხვა ხარჯებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სწავლის საფასური გადაერიცხება შესაბამის უნივერსიტეტს, ხოლო დანარჩენი ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებებისათვის განკუთვნილი დაფინანსების გადარიცხვა მოხდება დოქტორანტის მიერ საამისოდ გახსნილ საბანკო ანგარიშზე.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ და ,,თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ხარჯები ანაზღაურდება ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული სადღეღამისო და საცხოვრებელი ფართობის დაქირავების/სასტუმროს ხარჯების შედგენის წესის შესაბამისად.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროექტის მთლიანი დაფინანსების გადარიცხვა განხორციელდება საგრანტო ხელშკრულებით გათვალისწინებული ტრანშების სახით. ამასთან, საგრანტო ხელშეკრულებით 2013 წელს მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს სასწავლო-კვლევითი გრანტის მაქსიმალური ოდენობის 40%-ს და პროექტის მთლიანი დაფინანსების 70%-ს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დოქტორანტს დარჩენილი აქვს ბოლო სემესტრი.
5. სასწავლო-კვლევითი გრანტით დაუშვებელია უძრავი ქონების შეძენა, იჯარა, კაპიტალური რემონტი/რეკონსტრუქცია, ასევე ავტომანქანის შეძენა.
მუხლი 10🔗.
პროექტების შეფასება ექსპერტთა მიერ
1. ფონდი უზრუნველყოფს ექსპერტთა მიერ პროექტების შეფასებისათვის აუცილებელი პროცედურების ადმინისტრირებას.
2. ფონდის გენერალური დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს:
ა) პროექტის შეფასებისათვის საჭირო ექსპერტების რაოდენობას და პროექტის საბოლოო ქულის დაანგარიშების მექანიზმს;
ბ) თანაბარქულიანი პროექტებიდან უპირატესის გამოსავლენად ამ წესის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ პროექტის შეფასების კრიტერუმებს შორის პრიორიტეტულ კრიტერიუმებს.
3. დაუშვებელია ექსპერტი იყოს პირი, რომელიც არის საგრანტო კონკურსის მონაწილე.
4. არ შეიძლება ექსპერტი იყოს პირი:
ა) რომელსაც აქვს საერთო პუბლიკაცია დოქტორანტთან ან მონაწილეობს მასთან ერთსა და იმავე სამეცნიერო-კვლევით პროექტში;
ბ) რომელმაც შესაძლოა უშუალოდ მიიღოს პროფესიული, ფინანსური ან პირადი სარგებელი პროექტის დაფინანსების ან არდაფინანსების შემთხვევაში;
გ) რომელიც არის დოქტორანტის დისერტაციის/შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი;
დ) რომელიც არის დოქტორანტის ნათესავი.
5. ამ წესის მიზნებისათვის ნათესავად ჩაითვლება:
ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი;
ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი;
გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა;
დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირი ვალდებულია ფონდის გენერალურ დირექტორს ოფიციალურად აცნობოს ამ მუხლში აღნიშნული გარემოებისა და თვითაცილების შესახებ.
7. იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია ექსპერტის ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ფონდისთვის ცნობილი გახდება დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცებამდე, ფონდი უფლებამოსილია იმსჯელოს ექსპერტის მიერ გაკეთებული შეფასების გაუქმების შესახებ.
მუხლი 11🔗.
პროექტის შეფასების კრიტერიუმები
ექსპერტების მიერ პროექტი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:~
№
კრიტერიუმი
ქულების დიაპაზონი
კომენტარი
სუსტი
საშუალო
კარგი
შეფასება
1.
პროექტის აკადემიური შეფასება
1.1.
პროექტის მეცნიერული სიახლე და აქტუალურობა
1-5
6-8
9-10
1.2.
პროექტის გეგმის შესაბამისობა მიზანთან
1-5
6-8
9-10
1.3.
პროექტის მოსალოდნელი შედეგების სამეცნიერო ღირებულება
1-5
6-8
9-10
1.4.
პროექტის მოსალოდნელი შედეგების მნიშვნელობა საქართველოში ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებისათვის ან/და სოციალურ-ეკონომიკური პროგრესისათვის
1-5
6-8
9-10
2.
დოქტორანტის აკადემიური დონის შეფასება
2.1.
დოქტორანტის წინა აკადემიური მოსწრების შეფასება
1-6
7-12
13-15
2.2.
დოქტორანტის აკადემიური დონის გათვალისწინებით რამდენად მოსალოდნელია პროექტის წარმატებით განხორციელება
1-5
6-8
9-10
2.3.
რამდენად მოსალოდნელია დოქტორანტის მიერ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით დაძლევა სამეცნიერო ხელმძღვანელ(ებ)ის რეკომენდაციის მიხედვით
1-5
6-8
9-10
3.
უნივერსიტეტისა და დისერტაციის ხელმძღვანელის ფაქტორის შეფასება
3.1.
რამდენად შეუწყობს ხელს უნივერსიტეტში, ასევე, არსებობის შემთხვევაში, სტაჟირების ორგანიზაციაში არსებული აკადემიური და მატერიალური რესურსები პროექტის წარმატებით განხორციელებას
1-6
7-12
13-15
3.2.
რამდენად შეუწყობს ხელს დისერტაციის ხელმძღვანელის კვალიფიკაცია პროექტის წარმატებით განხორციელებას
1-5
6-8
9-10
მუხლი 12🔗.
დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცება
1. ექსპერტთა შეფასების საფუძველზე შემდგარი რანჟირებული სიიდან გამარჯვებულს წარმოადგენენ საუკეთესო შედეგების მქონე ის პროექტები, რომელთა დასაფინანსებლადაც საკმარისი იქნება საგრანტო კონკურსის ბიუჯეტი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით გამარჯვებული პროექტები მტკიცდება ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 13🔗.
საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება
1. დასაფინანსებელი პროეტების ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცების შემდგომ ფონდი უზრუნველყოფს საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებას დასაფინანსებელი პროექტების ავტორ დოქტორანტებთან და შესაბამის უნივერსიტეტებთან.
2. პროექტის დაფინანსება განხორციელდება საგრანტო ხელშეკრულების საფუძველზე, მისი გაფორმებიდან არაუგვიანეს 2014 წლის 31 დეკემბრისა.
3. სასწავლო-კვლევითი გრანტი დოქტორანტს/უნივერსიტეტს გადაერიცხება საგრანტო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, რომლითაც განისაზღვრება სასწავლო-კვლევითი გრანტის გადარიცხვის ვადები, ოდენობები და საანგარიშო პერიოდები.
მუხლი 14🔗.
საგრანტო ხელშეკრულების შესრულების კონტროლი
1. ფონდი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს საგრანტო ხელშეკრულების შესრულების კონტროლს, რომელიც მოიცავს ფინანსურ და პროგრამულ კონტროლს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად, ფონდის გენერალური დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საგრანტო ხელშეკრულების შესრულების კონტროლის შუალედური და საბოლოო ანგარიშების ფორმებს.
3. ფინანსური კონტროლის დროს ფონდი:
ა) ახორციელებს საგრანტო ხელშეკრულების ფინანსურ შემოწმებას შუალედური და საბოლოო ანგარიშის ფორმების შესაბამისად წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე;
ბ) ეყრდნობა დოქტორანტის მიერ წარდგენილი სასწავლო-კვლევითი გრანტის ხარჯვის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, რომელიც წარდგენილ უნდა იქნეს ფოტოასლების ან ელექტრონული (დასკანერებული) სახით;
გ) დოქტორანტის მიერ წარდგენილ შუალედურ და საბოლოო ანგარიშზე ადგენს განხილვის აქტს, რომელშიც აისახება საანგარიშო პერიოდში გადარიცხული თანხის ხარჯვის შესაბამისობა საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვასთან.
4. პროგრამული კონტროლის შემთხვევაში ფონდი ეყრდნობა იმ ინფორმაციას, რომელსაც გასცემს უნივერსიტეტი დოქტორანტის მიერ საანგარიშო პერიოდში ნაკისრი ვალდებულების (კვლევით ნაწილში) შესრულებასთან დაკავშირებით.
მუხლი 15🔗.
პროექტის შეწყვეტა და დასრულება
1. ფონდი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეწყვეტს დოქტორანტის სასწავლო-კვლევითი გრანტით დაფინანსებას (შესაბამისად შეწყდება პროექტი), თუ:
ა) გაუქმდა შესაბამისი დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია და დოქტორანტი კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში არ გადავიდა დოქტორანტურის სხვა აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე;
ბ) არ შესრულდა საგრანტო ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები ან აღმოჩნდა მონაცემების სიყალბე;
გ) დოქტორანტს შეუწყდა ან შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ“ და ,,თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებები;
დ) დოქტორანტმა შეცვალა დისერტაციის თემა ან/და დისერტაციის ხელმძღვანელი და ექსპერტები დაასკვნიან, რომ ცვლილება/ცვლილებები არ აკმაყოფილებს დაფინანსების მოსაპოვებლად თავდაპირველად გამართული საგრანტო კონკურსის პირობებს, ასევე ისეთი ცვლილებისას, რომელიც ითვალისწინებს აკადემიური ხარისხის მინიჭებას განსხვავებულ დარგში/სპეციალობაში ან მიმართულებაში.
2. პროექტი ჩაითვლება დასრულებულად ფონდში საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში გადარიცხულ სასწავლო-კვლევითი გრანტის ხარჯვაზე ყველა ანგარიშის წარდგენისას, იმ შემთხვევაში, თუ პროექტი არ არის შეჩერებული ან შეწყვეტილი.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დოქტორანტის მიერ შესყიდული მატერიალური საშუალებები გადაეცემა შესაბამის უნივერსიტეტს.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დოქტორანტის მიერ შესყიდული ლაბორატორიული სამუშაოსათვის განკუთვნილი ხელსაწყოები/გაუხარჯავი მასალები გადაეცემა შესაბამის უნივერსიტეტს.
მუხლი 16🔗.
საგრანტო კონკურსის გამჭვირვალობა
ფონდის მიერ დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ−სამართლებრივი აქტით დამტკიცების შემდეგ, ფონდი უზრუნველყოფს ექსპერტთა დასკვნების გაცნობას დაინტერესებული პირისათვის ექსპერტთა ვინაობის გამხელის გარეშე.
მუხლი 17🔗.
საგრანტო კონკურსის ბიუჯეტი
საგრანტო კონკურსის მთლიანი ბიუჯეტი 2013-2014 წლებში განისაზღვრება 2 100 000 (ორი მილიონ ასი ათასი) ლარის ოდენობით. მათ შორის, 2013 წელს - 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი, ხოლო 2014 წელს 1 100 000 (ერთი მილიონ ასი ათასი) ლარი:
პროგრამული კოდი
დასახელება
2013 წელი
32 04 04 04
დოქტურანტურის პროგრამების დაფინანსება
1 000 000,0
ხარჯები
1 000 000,0
საქონელი და მომსახურება
150 000,0
სხვა ხარჯები
850 000,0