„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ორგანული კანონი |
1. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 27. საქართველოს მოქალაქედ მიღების განსაკუთრებული პირობები
1. საქართველოს პრეზიდენტს ცალკეულ შემთხვევებში უფლება აქვს, ამ კანონის 26-ე მუხლის „ა“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობების დაუცველად საქართველოს მოქალაქედ მიიღოს პირი, თუ:
ა) მას საქართველოსა და კაცობრიობის წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება თავისი სამეცნიერო, საზოგადოებრივი საქმიანობით, ან აქვს პროფესია და კვალიფიკაცია, რომლითაც დაინტერესებულია საქართველო;
ბ) საქართველოს მოქალაქედ მისი მიღება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებები საჭიროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას.“.
2. 33-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 33. საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებანი მოქალაქეობის საკითხთა გადაწყვეტისას
1. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილებები:
ა) უცხოელი მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოს მოქალაქედ მიღების თაობაზე;
ბ) საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის თაობაზე;
გ) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის თაობაზე;
დ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის თაობაზე;
ე) საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები, გარდა უარყოფითი გადაწყვეტილებისა, საჭიროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას.“.
3. 37-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. საქართველოს მოქალაქეობის მიღებისა და აღდგენის საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებები საჭიროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას.“.
4. 41-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 41. დებულება საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებისა და წარდგინების განხილვის წესის თაობაზე
დებულება საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებისა და წარდგინების განხილვის წესის თაობაზე მტკიცდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, რომელიც საჭიროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას.“.
5. 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. თუ, საქართველოს კონსტიტუციისა და ამ კანონის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება არ საჭიროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას, პირის მიერ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებისას მოპასუხეა საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო თუ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება საჭიროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას − საქართველოს მთავრობა.“.
მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს პრეზიდენტმა უზრუნველყოს კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.
ქუთაისი, 6 სექტემბერი 2013 წ. N1020-Iს |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 06.09.2013.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 06.09.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1020-Iს. სარეგისტრაციო კოდი — 010110000.04.001.016086.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.09.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1020-Iს, 06.09.2013, სარეგისტრაციო კოდი 010110000.04.001.016086 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.09.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2015643/