1. უკონკურსოდ დანიშვნა შეიძლება სამინისტროს შემდეგ დიპლომატიურ თანამდებობებზე:

ა) მინისტრის მოადგილე;

ბ) სამინისტროს დირექტორატის დირექტორი;

გ) სამინისტროს დეპარტამენტის უფროსი, მინისტრის კაბინეტის უფროსი, სამინისტროს დირექტორატის დირექტორის მოადგილე, სამინისტროს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სამდივნოს უფროსი;

დ) სამმართველოს უფროსი;

ე) საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი;

ვ) საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი;

ზ) საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს წარმომადგენელი;

თ) საგანგებო დავალებათა ელჩი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირები შესაბამის დიპლომატიურ თანამდებობებზე უკონკურსოდ ინიშნებიან ამ კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული წესით.

3. დიპლომატიურ სამსახურში ნებისმიერ თანამდებობაზე უკონკურსოდ შეიძლება დაინიშნონ:

ა) უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირები;

ბ) დიპლომატიური სამსახურის რეზერვში მყოფი პირები – სამინისტროს საკონკურსო კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე;

გ) დიპლომატიური წარმომადგენლობიდან და საკონსულო დაწესებულებიდან როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვეული პირები.

4. მინისტრი სამინისტროს დირექტორატის დირექტორის, სამინისტროს დეპარტამენტის უფროსის, მინისტრის კაბინეტის უფროსის,  სამინისტროს დირექტორატის დირექტორის მოადგილის, სამინისტროს დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, სამდივნოს უფროსის, სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე ნიშნავს პირს, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, სათანადო კვალიფიკაცია, პროფესიული მომზადება და საგარეო ურთიერთობების სფეროში მუშაობის გამოცდილება და რომელმაც იცის საქართველოს სახელმწიფო ენა და ორი უცხოური ენა.

5. მინისტრი საგანგებო დავალებათა ელჩის თანამდებობაზე ნიშნავს პირს, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, სათანადო კვალიფიკაცია, პროფესიული მომზადება და რომელმაც იცის საქართველოს სახელმწიფო ენა და უცხოური ენა.

6. საქართველოს თავდაცვის მინისტრი თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო წარმომადგენლის თანამდებობაზე სამინისტროსთან შეთანხმებით ნიშნავს პირს, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, სათანადო კვალიფიკაცია, პროფესიული მომზადება და რომელმაც იცის საქართველოს სახელმწიფო ენა და უცხოური ენა.

7. პოლიციის ატაშეს, უსაფრთხოების ატაშეს და მეკავშირე ოფიცრის თანამდებობებზე შესაბამისად საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროსთან შეთანხმებით ნიშნავენ პირებს, რომელთაც აქვთ უმაღლესი განათლება და სათანადო კვალიფიკაცია და რომლებმაც იციან საქართველოს სახელმწიფო ენა და უცხოური ენა.

8. (ამოღებულია - 15.07.2020, №7031);

9. ევროჯასტში მეკავშირე პროკურორად (შემდგომ − მეკავშირე პროკურორი) და ევროჯასტში მეკავშირე პროკურორის დამხმარედ (შემდგომ − დამხმარე) საქართველოს გენერალური პროკურორი სამინისტროსთან შეთანხმებით ნიშნავს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებს.

საქართველო
ს
2009

წლის
6 აგვისტო
ს

კანონი

№
1606
- სსმ

I
,№
24
, 13.08.2009
წ., მუხ.
147

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4383-ვებგვერდი, 22.03.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1442 - ვებგვერდი, 22.10.2013წ.

საქართველოს 2015 წლის 8
ივლისის კანონი
№3928
- ვებგვერდი, 15.07.2015წ.

საქართველოს 2016 წლის 24
ივნისის კანონი
№5562
- ვებგვერდი, 13.07.2016წ.

საქართველოს 2018 წლის 26 დეკემბრის კანონი №4141 – ვებგვერდი, 10.01.2019წ.

საქართველოს 2019 წლის 2 ოქტომბრის კანონი №5078 – ვებგვერდი, 07.10.2019წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №7031 – ვებგვერდი, 24.07.2020წ.

საქართველოს 2025 წლის 14 მაისის კანონი №582 - ვებგვერდი, 16.05.2025წ.

თავი III. დიპლომატიური სამსახურის გავ