აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ - სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლის, შეფასებისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით ზოგადი კრიტერიუმების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 12.09.2013
ძალის დაკარგვა 24.02.2014
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №20
სარეგისტრაციო კოდი 280090030.32.057.016137
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/09/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,000 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.09.2013 მიღება
24.02.2014 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (14)
მთავრობა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მუხლი 2
მთავრობის თავმჯდომარე - აჭ
არის ავტონომიური რესპუბლიკის მთავ­რო­ბის თავმჯდომარე
მუხლი 2
სამინისტრო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
მუხლი 2
სამთავრობო კომისია
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვ­ლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისია
მუხლი 2
ადგილობრივი კომისია
თვითმმართველი ერთეულის გამგეობის/მერიის მიერ შექმნილი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯა­ხე­ბის მდგომარეობის შემსწავლელი ადგი­ლო­ბ­რივი კომისია.
მუხლი 2
საკოორდინაციო ჯგუფი
სამთავრობო და ადგილობრივ კომისიებთან, ასევე დაზარალებულ ოჯახებთან ურთიერთობის საკოორდინაციო  ჯგუფი
მუხლი 2
გამგეობა - აჭ
არის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალიტეტის გამგეობა
მუხლი 2
მერია
თვითმმართველი ქალაქი ბათუმის მერია
მუხლი 2
დაზარალებული ოჯახი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერი­ტო­რი­ა­ზე სტიქიური მოვლენების (მეწყერის, ღვარცოფის, ზვავის, წყალდიდობის, მიწის­ძვ­რის, ხანძრისა და სხვა სტიქიური ხასიათის მოვლენები) შედეგად დაზარალებული ოჯახი, რის შედეგადაც ირღვევა ადამიანთა ცხოვრებისა და საქმიანობის ნორმალური პირობები, საფრთხე ემუქრება მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ან/და ზიანდება ბუნებრივი გარემო
მუხლი 2
I კატეგორიის დაზარალებული
შესაბამისი სამსახურის/სპეციალისტის დასკვნის საფუძველზე, სტიქიური მოვლენების ზემოქმედების შედეგად საცხო­ვ­რე­ბე­ლი სახლი დანგრეულია მთლიანად ან საცხოვრებელი სახლი იმდენად დაზია­ნე­ბუ­ლია, რომ აღდგენას არ ექვემდებარება და მობინადრეთა სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის
მუხლი 2
II კატეგორიის დაზარალებული
შესაბამისი სამსახურის/სპეციალისტის დასკვნის საფუძველზე, საცხოვრებელი სახლი მდებარეობს სტიქიურად საშიშ ზონაში, რის გამოც მეწყერის, ღვარცოფის, ზვავის, წყალდიდობისა და სხვა ბუნებ­რივი ხასიათის მოვლენებისაგან მოსალოდნელი ტრაგიკული შედეგების თავიდან აცილების მიზნით  ექვემდებარება ადგილმონაცვლეობას
მუხლი 2
III კატეგორიის დაზარალებული
შესაბამისი სამსახურის/სპეციალისტის დასკვნის საფუძველზე, სტიქიური მოვლენების ზემოქმედების შედეგად საც­ხოვ­რე­ბე­ლი სახლი დაზიანებულია, მაგრამ  ექვემდებარება აღდგენას
მუხლი 2
დოკუმენტაცია
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სტი­ქიუ­რი მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების სოციალურ-სამართ­ლე­ბ­­რივი მდგომარეობის შესწავლისა და შეფასების მიზნით გამგეობის/­მერიის ადგი­ლო­ბ­რი­ვი კომისიების მიერ წარდგენილი სათანადო დოკუმენტაცია
მუხლი 2
კომპენსაცია
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სტი­ქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის გაწეული ნებისმიერი სახის დახმარება.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ - სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლის, შეფასებისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით ზოგადი კრიტერიუმების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №20 2013 წლის 12 სექტემბერი ქ. ბათუმი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლის, შეფასებისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით ზოგადი კრიტერიუმების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფ­ლე­­­ბამო­სილე­ბისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რეს­პუ­ბლიკის კანონის მე-8 და მე-9 მუხლების შესაბამისად:  1. დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სტი­ქიის შედე­გად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-სამართ­ლებ­რი­ვი მდგომარეობის შესწავ­ლის, შეფასებისა და მათთვის დახმარების აღმო­ჩე­ნის მიზნით ზოგადი კრიტერიუმების გან­საზღვრის წესი, თანახმად დანართისა. 2. შეიქმ­ნას სამთავრობო და ადგილობრივ კომისიებთან, ასევე დაზარალებულ ოჯა­ხებთან ურ­თიერ­თობის საკოორდინაციო ჯგუფი.   3. დაზარალებული ოჯახების სოციალურ-სამართლებრივი მდგო­მა­რე­ო­ბის შეფა­სე­ბისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, ეთხოვოთ აჭარის ავტო­ნომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული  თვითმმართველი ერთეულის გამგეო­ბებს/მერიას დადგენილების ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში უზრუნ­ველყონ შესა­ბამისი გამგეობების/მერიის ხელმძღვანელი პირების, თვით­მმარ­თ­ველი ერთეულების ტე­რი­ტორიული ორგანოების ხელმძღვა­ნე­ლე­­ბისა და ამ მიზნით საჭირო სხვა სპეცია­ლის­ტე­ბი­სა­გან შემდგარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯა­ხე­ბის მდგომარეობის შემს­წავლელი ადგი­ლო­ბ­რივი კომისიების შექმნა.  4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეარჩილ ხაბაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ - სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლის, შეფასებისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით ზოგადი კრიტერიუმების განსაზღვრის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს წესი განსაზღვრავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების სოციალურ -სამართ­ლებ­რივი მდგომარეობის შესწავლის, შეფასებისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით კრიტერიუმების განსაზღვრის წესს  (შემდგომში – წესი).  2. წესის მიზანია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარებული მოსახლეობისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემე­ბის გადაწყვეტა და მათი სოციალური რეაბილიტაცია. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა)  მთავრობა – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა; ბ) მთავრობის თავმჯდომარე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავ­რო­ბის თავმჯდომარე; გ) სამინისტრო – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; დ) სამთავრობო კომისია – აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვ­ლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისია; ე) ადგილობრივი კომისია – თვითმმართველი ერთეულის გამგეობის/მერიის მიერ შექმნილი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯა­ხე­ბის მდგომარეობის შემსწავლელი ადგი­ლო­ბ­რივი კომისია.   ვ) საკოორდინაციო ჯგუფი – სამთავრობო და ადგილობრივ კომისიებთან, ასევე დაზარალებულ ოჯახებთან ურთიერთობის საკოორდინაციო  ჯგუფი; ზ) გამგეობა - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალიტეტის გამგეობა; თ) მერია – თვითმმართველი ქალაქი ბათუმის მერია; ი) დაზარალებული ოჯახი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერი­ტო­რი­ა­ზე სტიქიური მოვლენების (მეწყერის, ღვარცოფის, ზვავის, წყალდიდობის, მიწის­ძვ­რის, ხანძრისა და სხვა სტიქიური ხასიათის მოვლენები) შედეგად დაზარალებული ოჯახი, რის შედეგადაც ირღვევა ადამიანთა ცხოვრებისა და საქმიანობის ნორმალური პირობები, საფრთხე ემუქრება მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ან/და ზიანდება ბუნებრივი გარემო;   კ) I კატეგორიის დაზარალებული – შესაბამისი სამსახურის/სპეციალისტის დასკვნის საფუძველზე, სტიქიური მოვლენების ზემოქმედების შედეგად საცხო­ვ­რე­ბე­ლი სახლი დანგრეულია მთლიანად ან საცხოვრებელი სახლი იმდენად დაზია­ნე­ბუ­ლია, რომ აღდგენას არ ექვემდებარება და მობინადრეთა სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის; ლ) II კატეგორიის დაზარალებული – შესაბამისი სამსახურის/სპეციალისტის დასკვნის საფუძველზე, საცხოვრებელი სახლი მდებარეობს სტიქიურად საშიშ ზონაში, რის გამოც მეწყერის, ღვარცოფის, ზვავის, წყალდიდობისა და სხვა ბუნებ­რივი ხასიათის მოვლენებისაგან მოსალოდნელი ტრაგიკული შედეგების თავიდან აცილების მიზნით  ექვემდებარება ადგილმონაცვლეობას;            მ) III კატეგორიის დაზარალებული  – შესაბამისი სამსახურის/სპეციალისტის დასკვნის საფუძველზე, სტიქიური მოვლენების ზემოქმედების შედეგად საც­ხოვ­რე­ბე­ლი სახლი დაზიანებულია, მაგრამ  ექვემდებარება აღდგენას;           ნ) დოკუმენტაცია – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სტი­ქიუ­რი მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების სოციალურ-სამართ­ლე­ბ­­რივი მდგომარეობის შესწავლისა და შეფასების მიზნით გამგეობის/­მერიის ადგი­ლო­ბ­რი­ვი კომისიების მიერ წარდგენილი სათანადო დოკუმენტაცია; ო) კომპენსაცია – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სტი­ქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის გაწეული ნებისმიერი სახის დახმარება. მუხლი 3🔗. დაზარალებული ოჯახების სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლა და  ადგილობრივი კომისიების როლი 1. დაზარალებული ოჯახების სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლისა და შეფასების მიზნით გამგეობები/მერია, წერილობითი მომართვის საფუძველზე, უზრუნველყოფენ ადგილობრივი კომისიების მიერ მომზადებული დოკუმენტაციების სამინისტროში წარდგენას.  2. დაზარალებული ოჯახების კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე (იურიდიული ან ფაქტობრივი მფლობელობა), ადგილობრივი კომისიების მიერ მომზადებული დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს:   ა) ადგილობრივი კომისიის მიერ დაზარალებული ოჯახების დათვა­ლიე­რე­ბის (აღწერის) აქტს ან შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემულ აქტს; ბ) საინჟინრო-გეოლოგიურ აქტს (საჭიროებისამებრ); გ) შესაბამისი სამსახურის/სპეციალისტის მიერ გაცემულ დასკვნას დაზა­რა­ლე­ბუ­ლი საცხოვრებელი სახლის აღდგენა/აშენების შესაძლებლობაზე ან/და რეკომენდაციას მის ადგილმონაცვლეობაზე; დ) ზარალის შეფასების აქტს იმ შემთხვევაში, თუ დახმარების განხილვის მო­ცე­მული ეტაპისათვის კომპენსაციის გაცემა განიხილება დაზარალებულ ოჯახებზე სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის პროპორციულად; ე) ხარჯთაღრიცხის ამსახველ დოკუმენტს, დაზა­რა­ლე­­ბული ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების აშენების, რეკონ­ს­ტ­რუ­ქ­ციის, ადგილმონაცვლეობის ან/და ჩამოთვლილი მიზნების განსახორციელებლად ფუ­ლა­­დი დახმარების გაცემის მიზნით;  ვ) დაზარალებულ ოჯახებზე სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის მიხე­დ­ვით დაზარალების კატეგორიის კლასიფიცირებას წინამდებარე წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,კ", ,,ლ" და „მ" ქვეპუნქტების შესაბამისად;  ზ) საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზის, დაზარალებული ოჯახების წარმომადგენლებთან გასაუბრებისა და სხვა ინფორმაციის წყაროების გამოყენებით ოჯახის სოციალურ-ეკონომიური შესაძლებლობების მოკლე აღწერას, მათ შორის, გააჩნია თუ არა ოჯახს:  ზ.ა) დაზარალებული ოჯახის რომელიმე წევრზე დარეგისტრირებული ან დაურეგისტრირებელი, მაგრამ ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული უძრავი ქონება;  ზ.ბ) ოჯახის წევრებზე არსებული დამატებითი ან/და მუდმივი შემოსავალი;    ზ.გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში   დარეგისტრირების შემთხვევაში, სარეიტინგო  ქულის ოდენობა;  თ) დაზარალებული ოჯახის შემადგენლობას, რომელშიც შეყვანილი უნდა იყოს – განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდ­მივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქ­მიანობას (ოჯახის საკეთილდღეოდ მი­მართულ საქმიანობას, რომელიც ითვალისწინებს საცხოვრებელი ადგილის ერთობლივ გამოყენებას, მის მოვლა-პატრონობას, ოჯა­ხი­სათვის საჭირო საარსებო საშუალებათა მოპოვებასა და ამ სა­შუალებების (ფული, პროდუქტები, ტანსაცმელი და ა.შ.) ოჯახის სა­კეთილდღეოდ განკარგვა-განაწილებას). ოჯახი ასევე შეიძლება იყოს ერთსულიანი; ი) დაზარალებული ოჯახის უფროსის ან ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის განცხადებას დახმარების თაობაზე (ოჯახის სხვა წევრზე  წარმომადგენლობის უფლების გადაცემა უნდა მოხდეს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვა­ნე­ლის ხელწერითა და ბეჭდით დადასტურებული ოჯახის უფროსის წერილობითი თანხმობით).; კ) ოჯახის უფროსის ან ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებული მოწმობის ასლს ან სხვა დოკუმენტს, რომლითაც შესაძლებელია პირის იდენტიფიცირება; ლ) არგუმენტირებულ რეკომენდაციას კომპენსაციის თაობაზე. 3.  ოჯახის შემადგენ­ლობაში არ გაითვალისწინება პირი, რომელიც პირადობის დამადასტურებელი მოწმობის მიხედვით შეიძლება რეგისტრირებულია, მაგრამ ფაქტობრივად არ ცხოვრობს აღნიშნული საცხოვრებელი ფართის მისამართზე (მაგ.: ქორწინების ან/და სხვადასხვა მიზეზით ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მუდმივად შეცვლის გამო). 4. მრავალსაცხოვრებლიან სახლებზე, ასევე საზოგადოებრივი დანიშნულების შენობებზე (მიუხედავად საკუთრების ფორმისა) ადგილობრივი კომისიების მიერ მომზადებული დოკუმენტაცია  უნდა შეიცავდეს:   ა) ადგილობრივი კომისიის მიერ დაზარალებული შენობის დათვალიერების (აღწერის) აქტს, ან შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემულ აქტს; ბ) საინჟინრო-გეოლოგიურ აქტს (საჭიროებისამებრ); გ) შესაბამისი სპეციალისტის/სამსახურის მიერ გაცემულ დასკვნას დაზარა­ლე­ბუ­ლი შენობის რეკონსტრუქციის მიზანშეწონილობის თაობაზე; დ) ზარალის შეფასების აქტს (საჭიროებისამებრ); ე) ხარჯთაღრიცხის ამსახველ დოკუმენტს. 5. ადგილობრივი კომისიების მიერ, ამ მუხლის შესაბამისად მომზადებული დოკუმენტაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამის ადგილობრივ კომისიებს.    6. ადგილობრივი კომისიების მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას შეის­წა­ვ­ლის სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტი, აღმოფხვრის ხარვეზებს მისი არსე­ბო­ბის შემთხვევაში და გადასცემს საკოორდინაციო ჯგუფს. მუხლი 4🔗. საკოორდინაციო ჯგუფის უფლებამოსილება 1. სამთავრობო და ადგილობრივ კომისიებთან, ასევე დაზარალებულ ოჯახებთან ურთიერთობის კომუნიკაციისა და საქმიანობის ეფექტურად წარმართვის მიზნით  საკოორდინაციო ჯგუფი: ა) პერიოდულად გამოითხოვს საჭირო ინფორმაციას ადგილობრივი მუნი­ცი­პა­ლი­ტეტებიდან/ადგილობრივი კომისიებიდან; ბ) სწავლობს და აანალიზებს თვითმმართველ ერთეულებში არსებულ მდგომარეობას, ადგილობრივ კომისიებთან ერთად გეგმავს პრობლემების გადაჭრის გზებს, რის საფუძველზეც სამთავრობო კომისიას წარუდგენს სარეკომენდაციო ხასიათის წინადადებებს; გ) აგროვებს ინფორმაციებს არსებული შენობებისა და მიწის ფონდის რეზერ­ვე­ბის თაობაზე, დაზარალებული ოჯახების კომპენსირებისათვის სარეკომენდაციო წინა­დადებების მომზადების მიზნით; დ) უწევს  მეთოდურ დახმარებას და სხვადასხვა სახის კონსულტაციებს ადგი­ლო­ბ­რივ კომისიებს; ე) დაზარალებული ოჯახების სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობის შეფასების მიზნით განიხილავს დაინტერესებული მხარის მიერ შემო­ტა­ნილ განცხადებას. გამოითხოვს ინფორმაციას საჭიროებისამებრ, კომისიის სხდომაზე იწვევს საქმესთან დაკავშირებულ პირებს.   2. საკოორდინაციო ჯგუფი უზრუნველყოფს ადგილობრივი კომისიების მიერ წარმოდგენილი დოკუ­მენ­ტაციების სამთავრობო კომისიის სხდომაზე გატანას ან/და რაიმე სახის დამაბრ­კო­ლე­ბელი ფაქტორის აღმოფხვრამდე გასცემს რეკომენდაციას მისი განხილვის გადა­ტა­ნის თაობაზე.  მუხლი 5🔗. სამთავრობო კომისიის უფლებამოსილება 1. დაზარალებული ოჯახების პრობლემების გადაწყვეტის მიზნით, სამთა­ვ­რო­ბო კომისია იკრიბება საჭიროებისამებრ. სამთავრობო კომისია შესაბამისი დაწესებუ­ლებებიდან გამოითხოვს ნებისმიერი სახის საჭირო ინფორმაციას, აძლევს დავალე­ბებს საკოორდინაციო ჯგუფსა ან/და ადგილობრივ კომისიებს. 2. წარმოდგენილი დოკუმენტაციების, საკოორდინაციო ჯგუფის, ადგი­ლო­ბ­რი­ვი კომისიების რეკომენდაციებისა და წინამდებარე წესის გათვალისწინებით, დაზა­რალებულ ოჯახებზე კომპენსაციის გაცემის განხილვისას, არსებულ ეტაპზე ღებუ­ლობს ყველაზე მისაღებ გადა­წ­ყვე­ტი­ლე­ბას. 3. უზრუნველყოფს რეკომენდაციებისა და გადაწყვეტილებების წარდგენას მთავრობაში ან/და მთავრობის თავმჯდომარესთან.           მუხლი 6🔗. კომპენსაციის  გაცემა 1. დაზარალებულ ოჯახებზე კომპენსაციის გაცემის საკითხი განიხილება უფ­ლე­ბამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით, ხოლო კომპენსაციის სახე და  მო­ცუ­ლო­ბა განისაზღვრება დროის სხვადასხვა მონაკვეთში, განხილვის კონკრეტულ ეტაპზე არსებული შესაძლებლობებისა და შექმნილი გარემოებების გათვა­ლის­წინებით, რაც არ ითვალისწინებს ადრე გაწეული დახმარების სტანდარტული ფორ­მა­ტის მისა­და­გე­ბას.  2. საცხოვრებელი პირობებით უზ­რუნველყოფა კომპენსაციის  სახეზე კომისიამ  შეიძლება  იმსჯელოს  მოცემულ  ეტაპზე  შესაძლებლობის ფარგლებში და I კატეგორიის დაზარალებული ოჯახებისათვის კონკრეტული შეთავაზებების გზით. საცხოვრებელი პირობებით უზ­რუნველყოფა შეიძლება დაიყოს მოკლევადიან და გრძელვადიან ეტაპებად:  ა) საცხოვრებელი პირობებით უზ­რუნველყოფის პირველი – მოკლევადიანი ეტაპი ითვალისწინებს გადაუდებელ ღონის­ძიებას, რომლის მიზანია I კატეგორიის დაზარალებულებს გააჩნდეთ თავშესაფარი (დაზარალებულთა შესახლება ხელმი­საწ­ვ­დომ საბინაო ფონდებში, ქირით უზრუნველყოფა ან სხვა ალტერნატიული საშუალებების გამოძებნა);     ბ) საცხოვრებელი პირობებით უზ­რუნველყოფის მეორე  ეტაპი ითვალისწინებს  I კატეგორიის დაზარალებულების გრძელვადიან უზრუნველყოფას არსებულ ეტაპზე ხელმისაწვდომი საცხოვრებელი ფართებით, რომლის დროსაც სამთავრობო კომისია შეიმუშავებს ხელმისაწვდომ ალტერნატიულ წინადადებებს (გამოვლენილ საცხოვრებელი ფონდის  რეზერვებს,  ბინებისა ან/და ინდივიდუალური სახლების მშენებლობას/შეძენას);  გ) II კატეგორიის დაზარალებულთათვის გრძელვადიანი ეტაპისათვის გათვალისწინებული დახმარების განხილვა შესაძლებელია, თუ: საცხოვრებელი სახლის ადგილმონაცვლეობისათვის საჭირო ფინანსური და ტექნიკური საშუალე­ბე­ბის გამოყენება ამ კონკრეტული შემთხვევისათვის მიზანშეუწონელია, არსებული შენობა არ ექვემდებარება დემონტაჟს და უსაფრთხო ტერიტორიაზე გადატანას, ან დაზარალებულის ოჯახს/შესაბამის მუნიციპალიტეტს არ გააჩნია გეოლოგიურად მდგრადი ტერიტორიის რეზერვი;              დ) საცხოვრებელი პირობებით უზ­რუნველყოფის დროს საცხოვრებელი ფარ­თის ადგილმდებარეობის შერჩევისას პრიორიტეტი მიენიჭება იმ მუნი­ციპა­ლი­ტე­ტებს, სადაც დაზარალებული ოჯახები ცხოვრობენ და შესა­ბა­მისად ინტეგრი­რე­ბუ­ლ­ნი არიან. 3. განსახლება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული საზღვრების გარეთ:  ა) კომპენსაციის ამ სახეზე კომისიამ შეიძლება იმსჯელოს მოცემულ ეტაპზე უფლებამოსილი ორგანოების მიერ სათანადო გადაწყვეტილების არსებობისას I კატეგორიის დაზარალებული ოჯახებისათვის კონკრეტული შეთავაზების გზით;   ბ) II კატეგორიის დაზარალებული ოჯახებისათვის განსახლების თაობაზე წინადადების განხილვა შესაძლებელია, თუ: საცხოვრებელი სახლის ადგილმო­ნაცვ­ლე­ო­ბისათვის საჭირო ფინანსური და ტექნიკური საშუალებების გამოყენება ამ კონკ­რე­ტული შემთხვევისათვის მიზანშეუწონელია, არსებული შენობა არ ექვემდებარება დემონტაჟს და უსაფრთხო ტერიტორიაზე გადატანას, ან დაზარალებულის ოჯახს/შესაბამის მუნიციპალიტეტს არ გააჩნია გეოლოგიურად მდგრადი ტერი­ტო­რიის რეზერვი.            4. ფულადი დახმარება – კომპენსაციის ამ სახეზე კომისიამ შეიძლება იმსჯელოს კონკრეტული შეთავაზების გზით და შემდეგი პირობების გათვალისწინებით:  ა)  I, II და  III კატეგორიის  დაზარალებული ოჯახების დახმარების მიზნით, რომელთა კანონიერ წარმომადგენლებსა და უფლებამოსილ ორგანოებს შორის შედგება წერილობითი შეთანხმება ამ სახის კომპენსაციის მიღების თაობაზე, მათი პირადი სურვილის ან/და კომპენსაციების სხვა სახეების ალტერნატივების დღის წესრიგში არარსებობის გამო;  ბ) სამთავრობო კომისიამ ფინანსური რესურსების არსებობის შესაბამისად, შესაძლებელია იმსჯელოს ისეთი დაზარალებული ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარების გაწევის თაობაზე, რომლებსაც სტიქიამ მიაყენა ზიანი, მაგრამ არ საჭიროებენ საცხოვრებელი ფართით დახმარებას (მაგ.: გააჩნიათ რეესტრით დადასტურებული ან ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართი), აღნიშნულის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში დახმარება განხორციელდება ბოლო ეტაპზე.  5. ამ მუხლში ჩამოთვლილი კომპენსაციის სახეები შეიძლება განხილულ იქნეს იმ დაზარალებულ ოჯახებთან მიმართებაშიც, რომლებმაც ფულადი კომპენ­საცია წესის ამოქმედებამდე მიიღეს, მაგრამ აღნიშნული დახმარება ვერ გამოიყენეს საცხოვრებელი ფართის შესაძენად/აღსადგენად არასაკმარისი თანხის ან სხვა რაიმე საპატიო მიზეზების გამო. ასეთ შემთხვევაში მათზე დახმარების გაწევის საკითხი შესაძლებელია განხილულ იქნეს მხოლოდ არაკომპენსირებული დაზარალებული ოჯახების დახმარების შემდეგ, გარდა გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული შემთხვევებისა – ადგილობრივი კომისიების არგუმენტირებული შუამდგომლობით. 6. დაზარალებული ოჯახები დაკმაყოფილებულად ჩაითვლებიან მოცემული პერიოდისათვის შესაძლებელი და შეთავაზებული ალტერნატივებიდან მათ მიერ ერთ-ერთის არჩევის შემთხვევაში და სათანადო მხარეებს შორის გაფორმებული წერილობითი შეთანხმების საფუძველზე. მუხლი 7🔗. პრიორიტეტების განსაზღვრა კომპენსაციების გაცემის დროს 1. დაზარალებული ოჯახებისათვის დახმარების პროცესის გრძელ­ვა­დია­ნო­ბის გამო ეს წესი ითვალისწინებს მოცდისა და რიგითობის პრინციპს. დროის ერთ მონაკვეთში სტიქიისაგან დაზარალებულთაგან პრიორიტეტი ენიჭებათ:   ა) მარჩენალდაკარგულების (ერთ-ერთი ან ორივე გარდაცვლილი მშობლის შვილი (შვილები) 18 წლის ასაკამდე) ოჯახებს; ბ) მრავალშვილიან  ოჯახებს (18 წლამდე ასაკის სამი და მეტი შვილი);  გ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (18 წლამდე შვილის/შვილების ოჯახებს, რომელთაც მშობელი/მშობლები არიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი/პირები ან ოჯახებს, სადაც ორი ან მეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი ცხოვრობს) ოჯახებს; დ) მარტოხელა დედების (არარეგისტრირებული ქორწინებიდან დაბა­დე­ბუ­ლი­/შვილად აყვანილი ბავშვის/ბავშვების დედა, რომელიც დამოუ­კიდ­ებ­ლად ზრდის შვილს/შვილებს) ოჯახებს;  ე) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან  ბაზაში რეგის­ტ­რი­რე­ბულ ოჯახებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ 70 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა;  ვ) ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში მონაწილეთა, ომში დაღუპულთა და/ან ომის ვეტერანთა დაზარალულ ოჯახებს;  ზ) დაზარალებულ ოჯახებს, რომლებიც ზემოაღნიშნულ ჩამონათვალში გათვალისწინებული არ არიან, მაგრამ შექმნილი განსაკუთ­რებუ­ლი­ მიზეზის გამო შესაბამისი ადგილობრივი კომისიები უწევენ არგუმენტირებულ შუამდგომლობას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დაზარალებული ოჯახების სოციალური დაცვის მიზნით, მიზანშეწონილია მათთვის გათვალისწინებული კომპენსაციის ფორმა/ზომა შეძლებისდაგვარად იძლეოდეს მათზე მიყენებული ზიანის აღმოფხვრის საშუალებას. 3. დროის ერთ მონაკვეთში  II კატეგორიის დაზარალებული ოჯახებისათვის  დახმარების განხილვისას პრიორიტეტი ენიჭებათ იმ ოჯახებს, რომელთა საცხოვ­რე­ბე­ლი სახლები საგრძნობლად დაზიანებულია მეწყერული პროცესების შედეგად. 4. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლის, შეფასებისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით წინამდებარე წესი გამიზნულია ზოგადი ხელმძღვანელობისათვის, თუმცა აღნიშნულ წესში გათვალისწინებული ვერ იქნე­ბა ყველა შემთხვევა, რომლის წამოჭრის დროს უფლებამოსილმა ორგანომ უნდა იხელმძღვანელოს საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება.  მუხლი 8🔗. გამგეობების/მერიის შუალედური როლი  1. გამგეობა/მერია აქტიურად თანამშრომლობს სამთავრობო კომი­სი­ა­ს­თან, საკოორდინაციო ჯგუფთან და ნებისმიერ სხვა სამთავრობო თუ ადგილობრივ ორგანიზაციებთან, პრობლემის დროული რეაგირებისა და ეფექტური გადაწყვე­ტი­ლე­ბის მიღების მიზნით. 2. გამგეობა/მერია ოპერატიულად აწვდის საჭირო ინფორმაციას დაინ­ტე­რე­სე­ბულ, უფლე­ბა­მ­ოსილ ორგანოებს, წარადგენს სარეკომენდაციო წინადადებებს სტიქიისგან დაზარალებული ოჯახების დახმარებისა და მეწყერსაშიში ზონების წარმოქმნის საწინააღმდეგო ზომების გატარების თაობაზე, მკაცრ კონტროლს აწესებს  სტიქიურად საშიშ ზონებში ჩასახლების/მშენებლობის პროცესის მართლზომიერების თაობაზე,  წარადგენს ინფორმაციებს მათდამი დაქვემდებარებულ ტერი­ტო­რი­ებ­ზე მიწისა ან/და საცხოვრებელი ფართების სარეზერვო ფონდების არსებობის შესა­ხებ.  მუხლი 9🔗. მართვა და კოორდინაცია  1. სამთავრობო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები იქნება კონკ­რე­ტუ­ლი და დროში გაწერილი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში დაეფუძნება კომპეტენტურ ტექ­ნიკურ ექსპერტიზას და სპეცია­ლის­ტე­ბის რჩევებს. 2. სამთავრობო კომისიის მიერ გაკეთებული რეკომენდაციები და წინა­და­დე­ბები მთავრობასა და მთავრობის თავმჯდომარეს მიეწოდება სტრატეგიის, გეგმის ან  სხვა სახით – წერილობითი ფორმით. 3. სამთავრობო კომისია უზრუნველყოფს გან­ხორ­ციელებული ღონისძიებების გამჭვირვალობას, ფინანსური და ტექნიკური მხარ­დაჭერის აღმო­ჩენის მიზნით  სხვადასხვა სამთავ­რობო, საერთა­შო­რისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობას. მუხლი 10🔗. წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.