პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მყოფი პირებისათვის C-ჰეპატიტის მკურნალობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

მიღების თარიღი 16.09.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №239
სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.017406
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/09/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 214 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მყოფი პირებისათვის C-ჰეპატიტის მკურნალობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №239 2013 წლის 16 სექტემბერი ქ. თბილისი პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მყოფი პირებისათვის C-ჰეპატიტის მკურნალობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ მუხლი 1🔗 პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებუ­ლე­ბებში მყოფი პირებისათვის C-ჰეპატიტის მკურნალობის უზრუნველ­საყო­ფად, „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „1.2.2.6“ ქვე­პუნ­ქტისა და 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს შრო­მის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნ­ველ­ყოს, შესაბამისი მედიკამენტების შესყიდვა და საქართველოს სასჯელაღ­ს­რულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინის­ტროსთვის გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 2🔗 მკურნალობის განსახორციელებლად საჭირო კვლევები და სამედიცინო მომსახურებები, ასევე საჭირო სახარჯი მასალები, განსა­ხორ­ციელებელი ღონისძიებები და პროგრამის ადმინისტრირების წესი განისაზღვროს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და  საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობა­ცი­ისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ერთობ­ლივი ნორმატიული აქტით. მუხლი 3🔗 მკურნალობის განსახორციელებლად საჭირო შესაბამისი სამედიცინო მომსახურებებისა და სახარჯი მასალების შესყიდვა განხორ­ციელდეს ამ დადგენილების მე-2 მუხლის საფუძველზე გამოცემული ერ­თობლივი ბრძანების შესაბამისად. მუხლი 4🔗 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები დაფი­ნანსდეს „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქა­რ­თველოს კანონით „ინფექციური დაავადებების მართვა“ პროგრამი­სა­თ­ვის (პროგრამული კოდი 35 03 02 06) გამოყოფილი ასიგნებების ფარგ­ლებში და განისაზღვროს 1 166 ათასი ლარის ოდენობით. მუხლი 5🔗 ამ დადგენილებით გათვალისწინებული შესყიდვები გან­ხორ­ციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანო­ნის მოთხოვნათა შესაბამისად. მუხლი 6🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი