საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 17.09.2013
ძალის დაკარგვა 05.01.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო)
ნომერი №14-45
სარეგისტრაციო კოდი 010250010.36.101.016184
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/09/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი | ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
- საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 03.08.2018
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სისტემაში საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნისა და საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 30.12.2014
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
ქალაქ თბილისის საკრებულო
გადაწყვეტილება №14-45
2013 წლის 17 სექტემბერი
ქ. თბილისი
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილის და 37-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა:
1.
დამტკიცდეს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი №1 დანართის შესაბამისად.
2.
დამტკიცდეს საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი №2 დანართის შესაბამისად.
3.
გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი შიხიაშვილი
დანართი №1
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი
1.
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი (შემდეგში - წესი) განსაზღვრავს ქ. თბილისის საკრებულოში არსებული საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი საჯარო ინფორმაციის ქ. თბილისის საკრებულოს ელექტრონულ რესურსზე (საკრებულოს ვებგვერდზე) განთავსების სამართლებრივ საფუძვლებს.
2.
ამ წესის მოქმედება ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საჯარო ინფორმაციაზე.
3.
საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების მიზნით, პასუხისმგებელი პირისთვის ინფორმაციის ზუსტი და დროული მიწოდება უზრუნველყოფილი უნდა იქნეს აპარატის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების მიერ.
4.
საკრებულოს ვებგვერდის მისამართია: www.sakrebulo.ge;
5.
საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების მიზნით, პასუხისმგებელი პირი უზრუნველყოფს ინფორმაციის ვებგვერდზე დროულად განთავსებას და პერიოდულ განახლებას.
6.
საკრებულოს ვებგვერდზე პროაქტიულად გამოსაქვეყნებელ საჯარო ინფორმაციას განეკუთვნება:
ა)
საკრებულოს სტრუქტურა და ფუნქციები (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);
ბ)
საკრებულოს თავმჯდომარის, მოადგილეების, წევრების შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);
გ)
ინფორმაცია საკრებულოს ფრაქციების და კომისიების შემადგენლობის შესახებ (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);
დ)
საკრებულოს აპარატის სტრუქტურა და ფუნქციები (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);
ე)
საკრებულოს აპარატის უფროსის, აპარატის უფროსის მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ბიოგრაფიული მონაცემები (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);
ვ)
საკრებულოს აპარატში დასაქმებულ პირთა სახელი, გვარი, დაკავებული თანამდებობა, სტრუქტურული ერთეულების მითითებით (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);
ზ)
ქ. თბილისის საკრებულოს რეგლამენტი, ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის დებულება, ქ. თბილისის საკრებულოს კომისიების დებულებები (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);
თ)
საკრებულოს მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი, ცხელი ხაზის ნომერი, აპარატის სტრუქტურული ერთეულების ტელეფონის ნომრები, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის განყოფილების ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსის ნომერი (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);
ი)
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის პასუხისმგებელი პირის (პირების) სახელი, გვარი, თანამდებობა, სამსახურის ელექტრონული ფოსტა, სამსახურის ტელეფონის ნომერი (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);
კ)
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად, საკრებულოს აპარატში შემოსული განცხადებების და მათზე გაცემული პასუხების შესახებ ზოგადი სტატისტიკა (ქვეყნდება კვარტალურად);
ლ)
ინფორმაცია საკრებულოს აპარატში გამოცხადებული კონკურსის წესით შესავსები ვაკანტური თანამდებობების შესახებ (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);
მ)
ნორმატიული აქტები, რომლებიც განსაზღვრავს საკრებულოს აპარატში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესებს (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);
ნ)
სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა (ქვეყნდება კვარტალურად);
ო)
საკრებულოს ნორმატიული აქტები და ის ინდივიდუალური აქტები, რომლებიც საზოგადოებრივი ინტერესის შემცველია (ქვეყნდება ძალაში შესვლიდან 10 დღეში).
შენიშვნა: კვარტალურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება კვარტალის დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ გადაწყვეტილებით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის განახლება დაკავშირებულია შესაბამის სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანასთან, ინფორმაცია უნდა განახლდეს ცვლილების ძალაში შესვლიდან 10 დღეში.
დანართი №2
საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი
1.
საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი განსაზღვრავს საკრებულოს აპარატში არსებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესს და ფორმას.
2.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საკრებულოს ვებგვერდზე წერილობითი განცხადების წარდგენის გზით (www.sakrebulo.ge).
3.
მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაინტერესებული პირის მიერ მითითებულ ელექტრონულ საფოსტო მისამართზე გაგზავნის მეშვეობით ან მისივე მოთხოვნით კომპაქტურ დისკზე ჩაწერით.
4.
საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემაზე ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლით დადგენილი ვადები.
5.
თუ დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის ელექტრონულად გაგზავნა შეუძლებელია მისი მოცულობიდან გამომდინარე, საკრებულოს აპარატი, დაინტერესებული პირის თანხმობის შემთხვევაში, უზრუნველყოფს ინფორმაციის კომპაქტურ დისკზე ჩაწერას და გაცემას „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ოდენობით მოსაკრებლის გადახდის შემდეგ.