,,ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 13 ოქტომბრის №1–4 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№14-44
სარეგისტრაციო კოდი
010250010.36.101.016185
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/09/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ თბილისის საკრებულოს

გადაწყვეტილება №14-44

2013 წლის 17 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

,,ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 13 ოქტომბრის №1–4 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,  ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა:

მუხლი 1
,,ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 13 ოქტომბრის №1–4 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1.   მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წაახალისებს ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს შეუფარდებს აპარატის თანამშრომლებს, ასევე იღებს გადაწყვეტილებას ქვეყნის შიგნით მათი მივლინების საკითხთან დაკავშირებით.“.

2. მე-7 მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს ,,ე“, ,,ზ“ და ,,ი“ ქვეპუნქტები.
3. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ და ,,დ“  ქვეპუნქტებში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) იურიდიული მომსახურებისა და საკადრო რესურსების მართვის განყოფილება;

დ) საფინანსო-ეკონომიკური და სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილება;“.

4. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ი1“ ქვეპუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ი1) პროტოკოლისა და საგარეო ურთიერთობების განყოფილება;“.

5. მე-10 და მე-11 მუხლებში შევიდეს ცვლილებები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 10

იურიდიული მომსახურებისა და საკადრო რესურსების მართვის განყოფილების ძირითადი ამოცანებია:

ა) საკრებულოს აპარატის უფროსის დავალებით საკრებულოს აპარატის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების - განკარგულებების პროექტების მომზადება, ვიზირება და სამართლებრივი ექსპერტიზა;

ბ) საკრებულოს მიერ მისაღები სამართლებრივი აქტების პროექტებზე სამართლებრივი ექსპერტიზის ჩატარება და სათანადო დასკვნების მომზადება, აქტების საბოლოო რედაქციის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

გ) საკრებულოს თავმჯდომარის ცალკეული განკარგულებების პროექტების ვიზირება და საკრებულოს აპარატის მუშაობასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების და სხვა დოკუმენტების  შესწავლა, ვიზირება;

დ) საკრებულოს წევრთა და საკრებულოს აპარატის სამართლებრივი ინფორმაციით უზრუნველყოფა,  საკრებულოს აპარატის მოსამსახურეებისათვის კონსულტაციების გაწევა სამართლებრივ, საკადრო და სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე;

ე) იცავს და წარმოადგენს ქ. თბილისის საკრებულოს, ქ. თბილისის საკრებულოს აპარატს და ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას საქართველოს საერთო სასამართლოებში;

ვ) ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ორგანიზება, მოხელეთა ატესტაციის ჩატარებისა და მათთვის საკლასო ჩინების მინიჭების ორგანიზება, საკადრო რეზერვის ფორმირება;

ზ) აპარატის მოხელეთა და მოსამსახურეთა დანიშვნა–გათავისუფლებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება, პირადი საქმეების შედგენა, შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოება, მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოწმობების გაცემა და აღრიცხვა;

თ) საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და ტრენინგების პროგრამების მომზადების ორგანიზება;

ი) აპარატში სტაჟირების ორგანიზება, სტაჟირების გავლის კონტროლი;

კ) მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი ინსტრუქციების მომზადება;

ლ) საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა საკადრო და სამხედრო აღრიცხვიანობა.

მ) აპარატის უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება;

ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

მუხლი 11

საფინანსო-ეკონომიკური და სამეურნეო უზრუნველყოფის  განყოფილების ძირითადი ამოცანებია:

ა) საფინანსო უზრუნველყოფის დაგეგმვა;

ბ) ფინანსური სახსრებისა და მატერიალურ საშუალებათა ხარჯვის აღრიცხვა და ანალიზი;

გ) კვარტალური და წლიური ბალანსების სხვა ანგარიშების შედგენა;

დ) კოორდინირებული მუშაობა საფინანსო დაგეგმვისა და მატერიალური მარაგების უზრუნველსაყოფად;

ე) საკრებულოს თანამდებობის პირთა, საკრებულოს წევრთა ხარჯებისა და აპარატის მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

ვ) საკრებულოს წევრთა და აპარატის თანამშრომელთა სამივლინებო და სამეურნეო ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

ზ)  საკრებულოს საჭიროებისათვის საქონლის, მომსახურებისა,  სამუშაოთა შესყიდვის დაგეგმვა და მათი “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” - საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელება;

თ) საკრებულოს შენობის ექსპლუატაციის უზრუნველყოფა;

ი) საკრებულოს სხდომათა დარბაზში დამონტაჟებული რადიოფიცირებისა და კენჭისყრის პროცედურების მონიტორინგის აპარატურის მოვლისა და ტექნიკური ზედამხედველობის უზრუნველყოფა;

კ) საკრებულოს შენობაში სანიტარიული ნორმების დაცვა, განთავსებული ინვენტარის, ელექტროაპარატურისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვა, მოვლა და დაცვა;

ლ) საინჟინრო კომუნიკაციების, სპეცდანიშნულების მოწყობილობების, ენერგომომარაგების, წყალმომარაგების, გათბობა - კონდიცირების,  ხანძარსაწინააღმდგო სისტემისა და სატელეფონო ქსელების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;

მ) საკრებულოს სხდომების, შეხვედრების, კონფერენციებისა და სხვა ღონისძიებების სამეურნეო უზრუნველყოფა;

ნ) შენობა-ნაგებობის მიმდინარე და კაპიტალური სარემონტო სამუშაოების ორგანიზება და ტექნიკური ზედამხედველობა;

ო) საკრებულოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების, კომისიის და ფრაქციის თავმჯდომარეთა, საკრებულოს წევრთა, აპარატისა და მისი სტრუქტურული ერთეულების სამეურნეო უზრუნველყოფა;

პ) აპარატის უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება;

ჟ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

6. ამოღებულ იქნას მე-12 მუხლი, მე-14 მუხლი და მე-16 მუხლი.
7. 161  მუხლში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 161

პროტოკოლისა და საგარეო ურთიერთობების განყოფილების ძირითადი ამოცანებია:

ა) საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ მისიებთან ურთიერთობა, ეროვნული დღესასწაულების მილოცვა, საკრებულოს მიერ გასამართ სხვადასხვა ღონისძიებებზე მათი მოწვევის ორგანიზება;

ბ) საკრებულოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსულ დელეგაციებთან თუ ცალკეულ პირებთან შეხვედრების ორგანიზება, დელეგაციების მიღება, უცხოენოვან დელეგაციებთან სინქრონული თარგმანის წარმოება;

გ) უცხოური დელეგაციების დახვედრა, განთავსება და ვიზიტთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება (აეროპორტი, სასტუმრო, ქალაქში გადაადგილება, გაცილება),  საკრებულოს თანამდებობის პირებთან და საკრებულოს ცალკეულ წევრებთან მოწვეული სტუმრების დახვედრა და გაცილება;

დ) საკრებულოს ეგიდით ან პატრონაჟით გასამართი ღონისძიებების ორგანიზება თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

ე) ქ. თბილისის საკრებულოს ვებსაიტის ინგლისურენოვანი ვერსიის მომზადება, ამ ვერსიის განახლებისთვის საჭირო ინფორმაციის ინგლისურენოვანი თარგმანი;

ვ) საზღვარგარეთის ქვეყნების ქალაქებთან, თვითმმართველობის ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ეკონომიკის, განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და სხვა სფეროებში ურთიერთობების დამყარება;

ზ) დაძმობილებულ და პარტნიორ ქალაქებთან ურთიერთობების წარმართვა და მათთან თანამშრომლობის შემდგომი განვითარება;

თ) ქ. თბილისის საკრებულოს წევრების და აპარატის თანამშრომელთა უცხოეთის სახელმწიფოებში მივლინებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების მოგვარება, პასპორტებისა და ვიზების გაფორმების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ი) შემოსული უცხოენოვანი კორესპონდენციის ქართულად თარგმნა;

კ) ქ. თბილისის საკრებულოს წევრებისთვის და აპარატის თანამშრომლებისთვის უცხოენოვანი დოკუმენტაციის მომზადება;

ლ) ქ. თბილისის საკრებულოს თანამდებობის პირებზე გაცემული საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტების შენახვა და კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში მათი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის დაბრუნება;

მ) აპარატის უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება;

ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

მუხლი 2
გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება ვრცელდება 2013 წლის 17 სექტემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი შიხიაშვილი