საქართველოს საბაჟო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
- საქართველოს საბაჟო კოდექსი 25.07.2006
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საბაჟო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ
მუხლი 1.
საქართველოს საბაჟო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39, 09.08.2006, მუხ. 280) 128-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:
„მ) არარეზიდენტი ფიზიკური პირის (რომელიც ლეგიტიმურად და ტურისტული მიზნით რჩება საქართველოს ტერიტორიაზე არანაკლებ 24 საათისა და არა უმეტეს 6 თვისა ნებისმიერი 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში) მიერ შემოტანილი შემდეგი საქონელი:
მ.ა) პირადი საიუველირო სამკაული;
მ.ბ) ერთი ფოტოაპარატი, ერთი კინოკამერა, ერთი ვიდეოკამერა შესაბამისი ფირებით;
მ.გ) ერთი ბინოკლი, ერთი მონოკულარი, ერთი დურბინდი, ერთი ჭოგრი;
მ.დ) ერთი მუსიკალური ინსტრუმენტი;
მ.ე) ერთი ბგერათაღმწერი, ერთი მაგნიტოფონი, ერთი დიქტოფონი;
მ.ვ) ერთი რადიომიმღები;
მ.ზ) ერთი ფიჭური ან ერთი მობილური ტელეფონი;
მ.თ) ერთი ტელევიზორი;
მ.ი) ერთი პერსონალური კომპიუტერი და მისი მოწყობილობა;
მ.კ) ერთი კალკულატორი;
მ.ლ) ერთი ჩვეულებრივი და ერთი სასეირნო საბავშვო ეტლი (თითო ბავშვზე);
მ.მ) ტანსაცმელი (ფეხსაცმელი);
მ.ნ) ერთი კარავი და კარვის სხვა მოწყობილობა;
მ.ო) სპორტული აღჭურვილობა (სათევზაო მოწყობილობა, ერთი ველოსიპედი ძრავის გარეშე, ერთი ნავი, თხილამურები და სხვა სპორტული აღჭურვილობა).“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტის
მოვალეობის შემსრულებელი ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2007 წლის 7 დეკემბერი.
№5570_IIს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს საბაჟო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 07.12.2007.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს საბაჟო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს საბაჟო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“ მიღებულია 07.12.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №5570. სარეგისტრაციო კოდი — 230.000.000.05.001.003.072.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს საბაჟო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს საბაჟო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.12.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს საბაჟო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“, №5570, 07.12.2007, სარეგისტრაციო კოდი 230.000.000.05.001.003.072 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.12.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/20170/