აქციონერთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/09/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

შეტყობინება

სააქციო საზოგადოება „მამალაძე და კომპანიის”  აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ

 

სააქციო საზოგადოება ,,მამალაძე და კომპანიის” აქციონერთა ჯგუფი (5.8 %) იწვევს საზოგადოების აქციონერთა კრებას, რომელიც ჩატარდება 2013 წლის 16 ოქტომბერს, 14:00 საათზე, მისამართზე: თბილისი, ვარკეთილის მე-3 მასივი, პირველი კვარტალი, კორპ. ,,ე”, ქალთა კონსულტაციის შენობა.

სააქციო საზოგადოების მიერ სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2013 წლის 09 სექტემბერი.

 

დღის წესრიგი:

1. 2012 წლის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ;

2. დირექტორ ლევან მამალაძის განთავისუფლება და ახალი დირექტორის არჩევა;

3. აქციონერ ცისანა კვინიკაძის მიერ 7,8% აქციების შესყიდვის კანონთან და წესდებასთან შესაბამისობის განხილვა;

4. სახელფასო განაკვეთისა და საშტატო განრიგის დამტკიცება; ახალი შრომითი შინაგანაწესის დამტკიცება:

5. საზოგადოების კაპიტალის გაზრდა;

6. 2012 წ ლის 2 ოქტომბრის აქციონერთა კრების გადაწყვეტილების მოწონება (წესდების ახალი რედაქციის ნაწილში);

7. სს „მამალძე და კომპანიის“რეორგანიზაცია;

8. სხვადასხვა.

 

აქციონერებს დამატებითი წინადადებებისა და განმარტებებისათვის შეუძლიათ მიმართონ წერილობით საზოგადოების დირექტორს, კრების ჩატარებამდე 10 დღით ადრე, ასევე, შეუძლიათ მიიღონ აქციონერთა კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში საზოგადოების აქციონერებს კრებაში მონაწილეობის უფლება და მათ განკარგულებაში არსებული ხმების რაოდენობა სააღრიცხვო დღის მდგომარეობით შეამოწმოთ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთან მის: მოსაშვილის 11 .

1. რეკომენდაცია დღის წესრიგის 1 საკითხთან დაკავშირებით

1.1.  დამტკიცებული იქნას 2012 წლის წლიური ანგარიში

2. რეკომენდაცია დღის წესრიგის მე-2 საკითხთან დაკავშირებით:

2.1. გათავისუფლდეს საკუთარი განცხადების საფუძველზე საზოგადოების

     დირექტორის თანამდებობიდან ლევან მამალაძე.

2.2. საზოგადოების დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნოს ის პირი, ვინც

 კრებაზე უმრავლესობით იქნება არჩეული.

 3. რეკომენდაცია დღის წესრიგის მე-3 საკითხთან დაკავშირებით:

3.1. ინფორმაციის წარდგენა იმის შესახებ, თუ რამდენად კანონიერად იქნა ც. კვინიკაძის მიერ 7,8% აქციების შესყიდვა.

4. რეკომენდაცია დღის წესრიგის მე-4 საკითხთან დაკავშირებით:

4.1. დამტკიცდეს სახელფასო განაკვეთები (დანართის შესაბამისად), იმის გათვალისწინებით, რომ მთლიანი  სახელფასო განაკვეთი არ აღემატებოდეს მთელი შემოსავლების 50%-ს.

4.2. დამტკიცდეს საშტატო განაკვეთები (დანართის შესაბამისად).

4.3. დამტკიცეს ახალი შინაგანაწესი (წარმოდგენილი პროექტის მიხედვით).

5. რეკომენდაცია დღის წესრიგის მე-5 საკითხთან დაკავშირებით:

5.1.  საზოგადოების კაპიტალის გაზრდა განპირობებულია იმით, რომ საზოგადოებას გააჩნია სახელმწიფო ბიუჯეტის დავალიანება 31810-15 ლარის ოდენობით. ვინაიდან კომერციული ბანკებიდან გამორიცხულია კრედიტების აღება სახელმწიფო დავალიანების გასასტუმრებლად, ამიტომ კაპიტალის გაზრდა და დამატებითი შენატანების შეტანა.

5.2. საზოგადოების კაპიტალი გაიზარდოს 31810.00 ლარის ოდენობით და მისმა ოდენობამ მთლიანობაში შეადგინოს 66170.00 ლარი.

5.3. საზოგადოების აქციონერებმა საზოგადოების კაპიტალში შენატანები განახორციელონ ფულადი სახით და თავიანთი წილების პროპორციულად.

 

5.4. დამატებითი შენატანის შესატანად აქციონერებს მიეცეთ ერთი თვის ვადა,

იმის შესაბამისად, რასაც ითვალისწინებს წესდება.

6. რეკომენდაცია დღის წესრიგის მე-6 საკითხთან დაკავშირებით:

6.1. მოწონებულ იქნ ე ს 2012 წლის 2 ოქტომბრის აქციონერთა კრების გადაწყვეტილებით დამტკიცებული წესდება.

7. რეკომენდაცია დღის წესრიგის მე-7 საკითხთან დაკავშირებით:

7.1. განხორციელდეს სს ,,მამალაძე და კომპანიის” რეორგანიზაცია იმ სახით, რომ მას  გამოეყოს იმ ოდენობის სამეწარმეო საზოგადოებები, რამდენი ინტერესთა ჯგუფიც არსებობს ამჟამად საზოგადოებაში, ხოლო სს  „მამალაძე და კომპანია” გააგრძელებს არსებობას და ფუნქციონირებას  (რეორგანიზაცია გამოყოფის გზით).

7.2. სააქციო საზოგადოებიდან გამოსაყოფმა დაინტერესებულმა პირებმა წინასწარ აცნობონ საზოგადოების დირექციას შემდეგი მონაცემები: გამოსაყოფი საზოგადოების სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება, პარტნიორთა შემადგენლობა, პარტნიორთა წილების (აქციების) რაოდენობა და წილობრივი მონაწილეობა, დირექტორი (დირექტორების) მონაცემები, აგრეთვე წარმოადგინონ დამფუძნებელი დოკუმენტების (წესდება, ოქმი და სხვ.) პროექტები.

8. რეკომენდაცია დღის წესრიგის მე-8 საკითხთან დაკავშირებით:

8.1. დღის წესრიგის ამ საკითხად განხილულ იქნ ე ს ყველა ის საკითხი, რომელიც დაყენებული იქნება აქციონერების მიერ კრებაზე კანონით გათვალისწინებული წესებით.

 

სს „მამალაძე და კომპანიის“ 5,8 % წილის მქონე აქციონერები:

 

1. გალინა ქარდავა   

2. მარიამ პავლიაშვილი

3. გურამ გიორგაძე    

4. გრიგოლ გიორგაძე  

5. მაკა ქაჯაია   

6. მარი მაისურაძე   

7. მიხეილ ბიბილაშვილი

8. მაგული ავსაჯანიშვილი