⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (19.09.2015)
გაუქმებულია:

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისათვის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 18.09.2013
ძალის დაკარგვა 19.09.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №241
სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.017408
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/09/2013
matsne.gov.ge 2,492 სიტყვა · ~12 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.09.2013 მიღება
19.09.2015 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (14)
შესყიდვა
სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ მი­ერ იმ საქონლისა და მომსახურების შესყიდვა, რომლებიც მოცემულია ამ წე­სის №2 და №3 დანართებში
მუხლი 2
შემსყიდველი ორგანიზაცია (შემდგომში
საწარმო) – სს „საქარ­თვე­ლ­ოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“
მუხლი 2
შესყიდვის ობიექტი
შესასყიდი საქონელი ან/და მომსა­ხუ­რება
მუხლი 2
საქონელი
ნებისმიერი სახისა და აღწერილობის სა­განი, რომელიც მო­ცემულია დანართ №2-ში
მუხლი 2
მომსახურება
შესყიდვის ნებისმიერი ობიექტი, რომელიც მოცე­მუ­ლია დანართ№3-ში
მუხლი 2
პრეტენდენტი
საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზი­კური ან იუ­რი­­დიული პირი, რომელიც მონაწილეობს შესყიდვის პროცედუ­რაში
მუხლი 2
მიმწოდებელი
პირი, რომელმაც შემსყიდველ ორგა­ნი­ზაციასთან და­დო ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ
მუხლი 2
ფასთა გამოკითხვა
შესყიდვის საშუალება, რომლის დროსაც სა­ქო­ნლისა და მომსახურების შესყიდვებისათვის დასაშ­ვებია ვაჭრობა და გა­და­წყვეტილების მისაღებად ძირითადად განმსაზღვრელია ფა­სის კრი­ტე­რი­უ­მი, თუმცა შემსყიდველი ორგანიზაციის გადა­წყვე­ტილებით და­საშ­ვებია შეფასების სხვა კრიტერიუმების გამოყენება იმ პირობით, რომ სხვა კრი­ტე­რი­უმების პრიორიტეტუ­ლობის კოეფიციენტები ცალ-ცალკე ან ჯა­მურად არ აღემატე­ბოდეს ფასის კრიტერიუმის პრიორიტეტუ­ლო­ბის კო­ეფიციენტს
მუხლი 2
ერთ პირთან მოლაპარაკება
შესყიდვის საშუალება, როდესაც და­სა­შვებია მიმწოდებლის პირდაპირი შერჩევა
მუხლი 2
გადაუდებელი აუცილებლობა
ვითარება, რომელიც რეალურ საფ­რ­თხეს უქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციონირებას და რომე­ლიც არ შეიძლებოდა ყოფილიყო წინასწარ განსაზღვრული, ან/და რომ­ლის და­დ­გომა არ არის გამოწვეული შემსყიდველი ორგანიზაციის ქმე­დებით, ან რო­მე­ლმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს საქარ­თველოს სახელ­მ­წი­­­ფოებ­რივ ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს, ან შემ­სყიდ­ველი ორ­გა­ნი­ზა­ციის ქონებას
მუხლი 2
დღე, კვირა, თვე, კვარტალი, წელი
კალენდარული დღე, კვირა, თვე, კვარტალი, წელი
მუხლი 2
ტენდერი
შესყიდვის საშუალება, რომლის დროსაც მიმწოდებლის შერჩევას სატენდერო წინადადებების შეფასების საფუძველზე ახდენს შემს­ყი­დველი ორგანიზაციის სატენდერო კომისია, ამასთან, საქონლისა და მომ­სა­ხურების ტენდერის საშუალებით შესყიდვის შემთხვევაში და­საშ­ვებია ვა­ჭ­რობა
მუხლი 2
შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტები
მსგავსი კომპონენტების, ტე­ქ­­ნიკური მახასიათებლების ან/და ფუნქციების მქონე, ურთიერთჩა­ნაცვ­ლე­ბადი შესყიდვის ობიექტები
მუხლი 2
შესყიდვების გეგმა
სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფო­ნდის“ მიერ წინასწარ დამტკიცებული შესყიდვების წლიური გეგმა (და­ნა­­რთი №1 ), რომლის შესაბამისადაც შემსყიდველი ორგანიზაცია შეს­ყიდ­ვე­ბს ახორციელებს.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (6)
1 საექსპერტო, საკონსულტაციო და აუდიტორული მომსახურება
2 იურიდიული მომსახურება
3 სხვადასხვა პროფესიული ტრენინგები
4 სემინარებისა და პრეზენტაციების მოწყობისათვის საჭირო მომსახურება
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი
მომსახურების დასახელება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისათვის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №241 2013 წლის 18 სექტემბერი ქ. თბილისი სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისათვის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კა­ნონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესა­ბა­მი­სად და­მ­ტ­კი­ც­დ­ეს სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისათვის“ საქონ­ლი­სა და მომსახურების შესყიდვების სპეცი­ა­ლური წესი. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და ძალაშია გა­­­მო­ქვეყნებიდან 2 წლის განმავლობაში.პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისათვის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისათვის“ სა­ქო­ნ­­­ლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი (შემდგომში – წე­სი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესა­ხებ“ საქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესა­ბამისად და ად­გენს სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონ­დი­სათვის“ საქო­ნ­­ლისა და მომსახუ­რე­ბის შესყიდვების სპეციალურ წესს.  2. ამ წესის მიზანია საწარმოს საქმიანობის სპეციფიკის გათვალი­სწი­ნე­ბით შესყიდვების სპეციალური წესის დადგენა.  3. ეს წესი არ მოქმედებს იმ შესყიდვებზე, რომლებზეც არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართვე­ლოს კანონის მოთხოვნები და მოქმედება. 4. შესყიდვების განხორციელებისას შეიძლება გამო­ყენე­ბულ იქნეს მსოფ­ლიო ბანკის, გაერთიანებული ერების ორგა­ნიზაციის, ევროპის რე­კო­ნს­ტრუქციისა და განვითარების ბან­კის, აზიის განვითარების ბანკის, გე­რ­მა­ნი­ის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW), ევროპის საინ­ვეს­ტიციო ბანკის (EIB) და სხვა დონორი (დამფინანსებელი) ორგანი­ზა­ცი­ებისა და ქვე­ყ­ნების მიერ განსაზღვრული შესყიდვების პროცედუ­რები, თუ ეს ორგანი­ზა­ცი­ები და/ან ქვეყნები არიან შესყიდვების განხორცი­ელებას­თან დაკავ­ში­რე­ბუ­ლი სამართალურთიერთობის მონაწილენი. იმ შემთხვე­ვა­ში, თუ აღნიშ­ნული ორგანიზაციები არ არიან შეს­ყიდ­ვების გან­ხორ­ციე­ლე­ბასთან დაკავ­ში­რებული სამართალურ­თი­ერთო­ბის მონაწი­ლენი, მა­თი, აგრეთვე სხვა ორ­გა­ნიზაციების შესყიდვების პროცედურები შესაძ­ლე­ბელია გამო­ყენებულ იქ­ნეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის გან­კარ­გულების სა­ფუძ­­ველზე. 5. საქონლისა და მომსახურების შესყიდვების შესახებ გადაწყვეტი­ლე­ბა მიიღება მხოლოდ ამ წესის შესაბამისად. 6. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვას სს „საქართველოს ენერგე­ტი­კ­ის განვითარების ფონდი“ ახორ­ციელებს მხოლოდ „სახელმწიფო შესყიდ­ვე­ბ­ის შესახებ“ საქარ­თველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 2🔗. გამოყენებულ ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშ­ვნელობა: ა) შესყიდვა – სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ მი­ერ იმ საქონლისა და მომსახურების შესყიდვა, რომლებიც მოცემულია ამ წე­სის №2 და №3 დანართებში; ბ) შემსყიდველი ორგანიზაცია (შემდგომში – საწარმო) – სს „საქარ­თვე­ლ­ოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“; გ) შესყიდვის ობიექტი – შესასყიდი საქონელი ან/და მომსა­ხუ­რება; დ) საქონელი – ნებისმიერი სახისა და აღწერილობის სა­განი, რომელიც მო­ცემულია დანართ №2-ში; ე) მომსახურება – შესყიდვის ნებისმიერი ობიექტი, რომელიც მოცე­მუ­ლია დანართ№3-ში; ვ) პრეტენდენტი – საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზი­კური ან იუ­რი­­დიული პირი, რომელიც მონაწილეობს შესყიდვის პროცედუ­რაში; ზ) მიმწოდებელი – პირი, რომელმაც შემსყიდველ ორგა­ნი­ზაციასთან და­დო ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ; თ) ფასთა გამოკითხვა – შესყიდვის საშუალება, რომლის დროსაც სა­ქო­ნლისა და მომსახურების შესყიდვებისათვის დასაშ­ვებია ვაჭრობა და გა­და­წყვეტილების მისაღებად ძირითადად განმსაზღვრელია ფა­სის კრი­ტე­რი­უ­მი, თუმცა შემსყიდველი ორგანიზაციის გადა­წყვე­ტილებით და­საშ­ვებია შეფასების სხვა კრიტერიუმების გამოყენება იმ პირობით, რომ სხვა კრი­ტე­რი­უმების პრიორიტეტუ­ლობის კოეფიციენტები ცალ-ცალკე ან ჯა­მურად არ აღემატე­ბოდეს ფასის კრიტერიუმის პრიორიტეტუ­ლო­ბის კო­ეფიციენტს; ი) ერთ პირთან მოლაპარაკება – შესყიდვის საშუალება, როდესაც და­სა­შვებია მიმწოდებლის პირდაპირი შერჩევა; კ) გადაუდებელი აუცილებლობა – ვითარება, რომელიც რეალურ საფ­რ­თხეს უქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციონირებას და რომე­ლიც არ შეიძლებოდა ყოფილიყო წინასწარ განსაზღვრული, ან/და რომ­ლის და­დ­გომა არ არის გამოწვეული შემსყიდველი ორგანიზაციის ქმე­დებით, ან რო­მე­ლმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს საქარ­თველოს სახელ­მ­წი­­­ფოებ­რივ ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს, ან შემ­სყიდ­ველი ორ­გა­ნი­ზა­ციის ქონებას; ლ) დღე, კვირა, თვე, კვარტალი, წელი – კალენდარული დღე, კვირა, თვე, კვარტალი, წელი; მ) ტენდერი – შესყიდვის საშუალება, რომლის დროსაც მიმწოდებლის შერჩევას სატენდერო წინადადებების შეფასების საფუძველზე ახდენს შემს­ყი­დველი ორგანიზაციის სატენდერო კომისია, ამასთან, საქონლისა და მომ­სა­ხურების ტენდერის საშუალებით შესყიდვის შემთხვევაში და­საშ­ვებია ვა­ჭ­რობა; ნ) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტები – მსგავსი კომპონენტების, ტე­ქ­­ნიკური მახასიათებლების ან/და ფუნქციების მქონე, ურთიერთჩა­ნაცვ­ლე­ბადი შესყიდვის ობიექტები; ო) შესყიდვების გეგმა – სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფო­ნდის“ მიერ წინასწარ დამტკიცებული შესყიდვების წლიური გეგმა (და­ნა­­რთი №1 ), რომლის შესაბამისადაც შემსყიდველი ორგანიზაცია შეს­ყიდ­ვე­ბს ახორციელებს. მუხლი 3🔗. შემსყიდველი ორგანიზაციის უფლება-მოვალეობები 1. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია: ა) ამ წესის დაცვით შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან შეს­ყი­დ­ვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება); ბ) ამ წესის შესაბამისად მოახდინოს პრეტენდენტთა დისკვალი­ფი­კა­ცია; გ) ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეაჩე­როს ან შე­წ­ყვი­ტოს შესყიდვის პროცედურა; დ) შეაჩეროს ან შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვე­ვე­ბის არსებობისას. 2. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია: ა) განახორციელოს შესყიდვის პროცედურები შემსყიდველი ორგა­ნი­ზა­­ციის მიერ შესყიდვებისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში, ამ წე­სით დად­გენილი პირობების დაცვით; ბ) დადგენილი წესით საქონლის მიწოდებისას და მომსახურების გა­წე­ვისას აუნაზღაუროს მიმწოდებლებს საქონლის, მომსახურების ღირე­ბუ­­­ლე­ბა, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალის­წინებული. მუხლი 4🔗. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები და წესები 1. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები და წესები ეხება შესყიდვის განხორციელებასთან დაკავში­რე­ბულ შემდეგ საქმია­ნო­ბას: ა) სატენდერო კომისიის წევრების, შესყიდვის განხორცი­ელებისათვის პასუხისმგებელი სხვა პირების შერჩევას; ბ) ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების, სატენ­დე­რო დოკუმენ­ტა­ციისა და სხვა მასალების მომზადებას; გ) საკვალიფიკაციო მონაცემებისა და სატენდერო წინა­და­დებების გან­ხი­ლ­ვასა და შეფასებას; დ) ამ წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოლაპა­რა­კების გამარ­თვას; ე) ხელშეკრულების შესრულების კონტროლსა და ზედამ­ხედ­ველობას; ვ) შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებულ სხვა საქ­მიანობას. 2. ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში შეს­ყიდვის გან­ხო­რ­ციელებასთან დაკავშირებული პირი (საწარმოს თანამშრომელი, კონ­სუ­ლ­ტანტი, ექსპერტი და სხვ.) ვალდე­ბუ­ლია უარი განაცხადოს შესყიდ­ვის გა­ნ­ხორ­ციელებასთან დაკავშირებული საქმიანობის შესახებ. 3. დაუშვებელია, რომ საწარმომ შესყიდვის მომზადება, გან­ხორ­ციე­ლე­­ბა ან/და მასზე ზედამხედველობა დააკისროს პირს, ან კონსულ­ტანტად (ექ­სპერტად) მოიწვიოს პირი, თუ იგი: ა) ფიზიკური პირია და არის შესყიდვის მონაწილე რომე­ლიმე იური­დი­ული პირის ხელმძღვანელის ან უშუალო მონაწილის ახლო ნათესავი; ბ) ბოლო 2 წლის განმავლობაში მუშაობდა შესყიდვის მონაწილე ორ­გა­ნიზაციაში; გ) პირადი ან საქმიანი ინტერესით დაკავშირებულია ან ასეთი კავ­ში­რის დასამყარებლად მოლაპარაკებას აწარმოებს შესყიდვის მონაწილე იუ­რი­დიულ ან ფიზიკურ პირთან. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები ვრცე­ლ­დება, აგრეთვე: ა) ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განხორცი­ე­ლების მო­ნა­­წი­­ლეთა მიმართ; ბ) ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით შესყიდვის განხორ­ცი­ე­ლე­­ბის თაობაზე მოლაპარაკების მონაწილეთა მი­მართ. მუხლი 5🔗. შესყიდვის საშუალებები 1. შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს ტენდერის, ფასთა გამო­კი­თხვის ან ერთ პირთან მოლაპარაკების საშუ­ალებებით. 2. შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარაკების სა­შუალებით, თუ: ა) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 100 000 (ასი ათასი) ლარს;  ბ) საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა მხოლოდ ერთი პი­რ­ის ექსკლუზიური უფლებაა და არ არსებობს მიზანშეწონილი ალტერნა­ტივა შესყიდვის ობიექტის ჩასანაცვლებლად; გ) არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა, რის შესახებაც გადაწყვე­ტი­­ლე­ბას იღებს შემსყიდველი ორგანიზაცია; დ) შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, მიმწოდებლი­სა­გან შესყიდული ობიექტის ხარისხის გაუარესების თავიდან აცილების ან/და მი­სი შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით აუცი­ლე­ბელია შე­სყიდვა განხორციელდეს იმავე მიმწოდებლისაგან ან იმავე მი­მწოდებე­ლ­თან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქვე­­­კონტრაქტო­რი­სა­გან; ე) ხორციელდება წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული შე­ს­ყიდვა; ვ) შესყიდვა ხორციელდება საქართველოს ნორმატიული აქტით დად­გე­ნილი გადასახდელების გადახდის გზით; ზ)ხორციელდება საბანკო ან/და ინტელექტუალური მომსახურების შე­­­­­ს­ყიდვა (მათ შორის, აუდი­ტორული, საექსპერტო, საბროკერო, საკონ­სულ­ტა­­­­ციო (მათ შორის, ფინან­სური, საბუღალტრო, აქტივების გან­კარ­გვა),იუ­რი­დი­­ული, საპ­რო­ექტო და სხვ.). 3. შესყიდვის განხორციელება დასაშვებია წერილობითი ხელშეკრუ­ლე­ბის გარეშე ერთ პირთან მოლაპარაკების საშუა­ლებით, თუ შესყიდვის ობი­ექტია: ა) კომუნალური მომსახურება (დასუფთავება და სხვ.); ბ) სატელეფონო მომსახურება (როუმინგის ჩათვლით); გ) წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავში­რე­ბით განსახორციელე­ბე­­ლი შესყიდვა. 4. ერთ პირთან მოლაპარაკებისა და ფასთა გამოკითხვის პროცედუ-რე­ბს ახორციელებს საწარმოს ხელმძღვანელი ან მის მიერ საქართველოს კა­ნო­ნმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილი პირი (პირები). მუხლი 6🔗. ფასთა გამოკითხვა 1. შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს ფასთა გამოკითხვის საშუა­ლე­ბ­ით, თუ შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 200 000 (ორასი ათასი) ლარს. 2. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, შეადგინოს დოკუმენ­ტა­ცია ფასთა გამოკითხვის საშუალებით საქონლისა და/ან მომსახურების შეს­ყი­დვის შემთხვევაში. 3. შედგენილი დოკუმენტაცია ეგზავნება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წინასწარ სათანადოდ შერჩეულ არანაკ­ლებ 2 პირს. 4. შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია ან დოკუმენტაცია შესყიდვის ობი­ექტთან დაკავშირებით. 5. შემსყიდველი ორგანიზაცია დოკუმენტაციის დაგზავ­ნიდან არა უმე­ტეს 20 დღისა იღებს მოწვეული პირების გადა­წყვე­­ტილებებს მონაწი­ლე­ო­ბის თაობაზე და განაცხადებს, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ დო­კუ­მე­ნტებს: ა) განცხადება მონაწილეობის შესახებ; ბ) ინფორმაცია ტექნიკური შესაბამისობის შესახებ; გ) ინფორმაცია ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ. 6. მონაწილეების მიერ წარდგენილი განაცხადები ხელ­მოწერილი უნ­და იყოს მონაწილე პირის ხელმძღვანელის ან შესაბამისი უფლებამო­სი­ლი პი­რის მიერ. 7. მონაწილეების მიერ წარდგენილი განაცხადები შერჩე­ული უნდა იქ­ნ­ეს განაცხადების წარდგენის ვადის ამოწურვიდან არა უგვიანეს 3 დღი­სა. 8. მოწვეულ პირებს უფლება აქვთ, მიმართონ შემსყიდველ ორგანი­ზა­ცი­ას დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით შეს­ყიდვის ობიექ­ტთან და­კავშირებით. 9. გამარჯვებულად მიიჩნევა მონაწილე, რომლის გა­ნაცხადი სრულად შე­ესაბამება ფასთა გამოკითხვის დოკუმენ­ტაციის პირობებს და აქვს უმ­ცი­რე­სი ფასი. მუხლი 7🔗. ტენდერი 1. ტენდერს ატარებს სატენდერო კომისია, რომელსაც ქმნის საწარმოს დი­რექტორი არანაკლებ 3 წევრის შემად­გენ­ლობით. 2. სატენდერო კომისიის წევრებად ინიშნებიან შემსყიდ­ველი ორგანი­ზა­­ციის თანამშრომლები. 3. სატენდერო კომისიას თავმჯდომარეობს შემსყიდველი ორგანიზა­ცი­ის ხელმძღვანელი, ან მის მიერ დანიშნული პირი. 4. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე კომისიაში ექ­სპერტებად და კონსულტანტებად სათათბირო ხმის უფლებით შეიძ­ლე­ბა მო­წვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები.  5. ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადება და სატენდერო დოკუ­მე­ნ­ტაცია მტკიცდება სატენდერო კომისიის მიერ განცხადების გამოქ­ვეყ­ნე­ბა­მ­დე, რაც აისახება სატენდერო კომისიის სხდომის ოქმში.  6. სატენდერო კომისია გადაწყვეტილებებს იღებს კომი­სიის წევრთა სი­­ითი შემადგენლობის უმრავლესობით. სატენ­დერო კომისიის წევრს, რო­მე­ლიც არ ეთანხმება კომისიის გა­და­წყვეტილებას, უფლება აქვს, წერი­ლო­ბ­ით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს სატენ­დე­რო კომი­სი­ის გადაწყვეტილებას. ხმათა თანაბრად განაწილების შემ­თხვე­ვაში გადამ­წყ­ვეტია სატენდერო კომისიის თავმჯდომარის ხმა.  7. სატენდერო კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხე­ლს აწერენ სხდომაზე დამსწრე კომისიის წევ­რები. მუხლი 8🔗. სატენდერო კომისიის აპარატი 1. სატენდერო კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორგა­ნიზაციული უზ­რუნველყოფის მიზნით, საწარმოს ხელ­მძღვა­­ნელის ბრძანებით ამ სა­წარ­მოს თანამშრომელთაგან იქ­მნება სატენდერო კომისიის აპარატი, რო­მელ­საც ხე­ლმძღვანელობს სატენდერო კომისიის თავმჯდომარე. 2. შესყიდვის ობიექტის დაზუსტებული მახასიათებლებისა და სავა­რა­­უდო ღირებულების მიღების შემდეგ სატენდერო კომისიის აპარატი შეი­მუ­შავებს ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების ტექსტისა და სა­ტენ­დე­რო დოკუმენტაციის პროექტებს. 3. ტენდერში მონაწილეობის მსურველ პირებს უფლება აქვთ, საკვა­ლი­­ფიკაციო მონაცემებისა და სატენდერო წინადადებების წარდგენამდე გა­ე­ცნონ სატენდერო დოკუმენტაციას შემსყიდველ ორგანიზაციაში.  4. სატენდერო კომისიის აპარატს უფლება აქვს, კავშირი იქონიოს პრე­ტე­ნდენტებთან, საჭიროების შემთხვევაში მიაწოდოს მათ განმარ­ტე­ბები შე­ს­­ყ­იდვის პროცედურების შესახებ. 5. სატენდერო კომისიის აპარატი ვალდებულია, ყოველი ტენდერის ჩა­ტარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენ­ტი და ინფორმა­ცი­უ­ლი მასალა აკინძოს ერთ საქმედ და უზ­რუნ­ველყოს მისი შენახვა ხელ­შეკ­რუ­­ლების დადებიდან ორი წლის განმავლობაში, ხოლო გრძელვა­დი­ანი ხე­ლ­­შეკრულების დადების შემთხვევაში – ხელშეკრულების მოქ­მე­დების ვა­დ­ის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში, რის შემდეგაც გა­და­ეცემა სა­წა­რ­მ­ოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს დადგე­ნილი წე­სით შესა­ნა­ხად. მუხლი 9🔗. განცხადება ტენდერის შესახებ 1. ტენდერის ჩატარებისას სატენდერო კომისია შემსყიდ­ველი ორგა­ნი­ზა­­ციის სახელით ტენდერის ჩატარების შესახებ გან­ცხადებას აქვეყნებს გა­ზეთ „24 საათში“ ან/და საწარმოს ვებგვერ­დზე ან/და სხვა მასობრივი ინ­ფო­რ­მაციის საშუალებებში. 2. განცხადებით გათვალისწინებული ვადები აითვლება გაზეთ „24 სა­ა­თში“ ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების გამოქვეყნების დღი­დან. 3. ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს: ა) შემსყიდველი ორგანიზაციის დასახელება და მისამართი; ბ) შესასყიდი (მისაწოდებელი) საქონლის სახეობა ან გასაწევი მომსა­ხუ­­რების სახეობა, აგრეთვე სხვა მონაცემები, რომელთა მითითებას შემ­სყი­დ­­­ველი ორგანიზაცია საჭიროდ ჩათვლის შესყიდვის ობიექტის აღწე­რის მი­ზ­ნით; გ) საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დო­კუმენტები; დ) სატენდერო კომისიის აპარატის პასუხისმგებელი პირის საკონ­ტაქ­ტო ინფორმაცია. 4. ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებას ამტკიცებს სატენდერო კო­მისია. 5. საკვალიფიკაციო მონაცემების მიღების დასრულების ვადებს გან­სა­ზ­­­ღვრავს სატენდერო კომისია, საწარმოს ინტერე­სებისა და შესყიდვის მო­ცუ­ლობიდან გამომდინარე, მაგრამ აღ­ნიშნული ვადა არ უნდა იყოს 15 კა­ლე­ნდარულ დღეზე ნაკ­ლები. 6. სატენდერო კომისიას უფლება აქვს, შეცვალოს ტენდე­რის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებული ინ­ფორ­მაცია. ეს ცვლი­ლე­ბე­ბი უნდა გამოქვეყნდეს იმავე საინ­ფორ­მაციო საშუალებებში, რომლებშიც გა­მოქ­ვეყნდა განცხა­დება ტენდერის ჩატარების შესახებ. მუხლი 10🔗. საკვალიფიკაციო მონაცემები მოთხოვნებს, რომლებსაც შესყიდვაში მონაწილეობის მი­სა­ღებად უნ­და აკმაყოფილებდეს პრეტენდენტთა საკვალიფი­კა­ციო მონაცემები, განსაზ­ღ­ვ­რავს საწარმოს სატენდერო კომისია ყოველი კონკრეტული შესყიდ­ვი­სა­თ­ვ­ის. მუხლი 11🔗. სატენდერო დოკუმენტაცია 1. სატენდერო დოკუმენტაცია არის დოკუმენტთა პაკეტი, რომელიც შე­­ი­ცავს შესყიდვის ობიექტის, სატენდერო კომი­სი­ის მოთხოვნებისა და პრე­­ტენდენტების სატენდერო წინადა­დებების შეფასების კრიტერი­უ­მე­ბის შე­სახებ ინფორმაციას,  აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში სხვა დამა­ტე­­ბითი სა­ხის ინფორმაციას. 2. სატენდერო კომისია სატენდერო დოკუმენტაციას ამ­ტკიცებს ტენ­დე­რის ჩატარების შესახებ განცხადების გამოქვეყ­ნებამდე. 3. დაინტერესების შემთხვევაში კომისია დაინტერესებულ პირს მო­თ­ხო­ვნისთანავე გადას­ცემს სატენდერო დოკუმენტაციას. 4. სატენდერო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს: ა) მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდნენ პრეტენდენტები შეს­ყიდვაში მონაწილეობის მისაღებად; ბ) პრეტენდენტთა სატენდერო წინადადებების შეფასების წესებსა და კრი­ტერიუმებს, ამ კრიტერიუმების პრიორიტეტუ­ლობის მითითებით; გ) შესასყიდი საქონლის რაოდენობას ან მომსახურების მოცულობას, აგრეთვე სხვა მონაცემებს, რომელთა მითითებას შემსყიდველი ორგა­ნი­ზა­ცია საჭიროდ ჩათვლის შესყიდვის ობიექტთან დაკავ­ში­რებით; დ) საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტე­ბი­სა და სატენდერო წინადადებების წარდგენის ვა­დას; ე) პრეტენდენტთა სატენდერო წინადადებების კონვერტე­ბის გახსნის დროს. 5. სატენდერო კომისია პრეტენდენტის წერილობითი თხოვ­ნით ან სა­კუ­თარი ინიციატივით განმარტავს ან/და აზუს­ტებს სატენდერო დოკუ­მენ­ტა­ციაში შესყიდვის პროცედურებსა და ობიექტთან დაკავშირებულ ინფორ­მა­ციას. მუხლი 12🔗. სატენდერო წინადადებების შეფასების წესი 1. წერილობითი განაცხადების ან/და ზეპირი ვაჭრობის შედეგად სა­ტე­ნ­დერო წინადადებების საბოლოო ფასების დადგენის შემდეგ სატენ­დერო კომისია ახდენს სატენდერო წინადადებების შეფასებას სატენ­დე­რო დოკუ­მე­­ნტა­ციაში მითითებული კრიტერიუმების მიხედვით, ამ კრი­ტერიუმების პრი­ორიტეტულობის გათვალისწინებით. 2. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად დაშვე­ბუ­­ლია სატენდერო წინადადებების ფასის დაფიქსირება სხვადასხვა კონ­ვე­რ­ტირებად ვალუტაში, სატენდერო წინადადებების განხილვის დროს უნდა მო­ხდეს მათი გადაყვანა ეროვნულ ვალუტაში საქართველოს ეროვ­ნული ბა­ნ­კის მიერ დადგენილი სავალუტო კურსის შესაბამისად. 3. შეფასებისათვის გამოყენებული კრიტერიუმები შეიძლება ეხებო­დ­ეს როგორც უშუალოდ პრეტენდენტებს, ისე მათ მიერ წარდგენილ წი­ნა­და­დე­ბებს. 4. პრეტენდენტების შეფასების მიზანია მათი ფინანსური მდგომა­რეო­ბ­ის, ტექნიკური შესაძლებლობების, პერსონალის კვალიფიკაციის, რეპუ­ტა­­­ცი­ის, გამოცდილების და სხვა მონაცემებისა და მახასიათებლების შე­და­­რე­ბა. 5. სატენდერო წინადადებების შეფასებისას შეიძლება გამოყენებულ იქ­­ნეს შემდეგი კრიტერიუმები: ა) სატენდერო წინადადების ღირებულება; ბ) საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის ვადები; გ) საქონლის, მომსახურების ხარისხობრივი პარამეტრები და ფუნქცი­ო­ნალური მახასიათებლები; დ) ანგარიშსწორების ფორმები და  პირობები; ე) მომსახურების მიმწოდებელი საწარმოს გამოცდილება და კვა­ლი­ფი­კაცია;      ვ) შესყიდვის ობიექტის მიწოდების შემდეგ მის ექსპლუატაციასთან, ტექ­ნიკურ მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯები და სხვა კრიტე­რი­უ­მე­ბი, რომელთა გამოყენებასაც მიზანშეწონილად ჩათვლის სატენ­დე­რო კო­მი­სია. 6. შეფასებისას გამოყენებულ თითოეულ კრიტერიუმს უნდა ჰქონდეს ციფრობრივად გამოსახული ხვედრითი წონა ჯამურ შეფასებაში (პრიორი­ტე­ტულობის მაჩვენებელი), რომელიც უნდა გამოიხატოს კოე­ფი­ცი­ენ­­ტის სა­ხ­ით. ამასთან, ყველა კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფი­ციენტების ჯა­­მი უნდა უდრიდეს ერთ მთელს.  7. სატენდერო კომისიის თითოეული წევრი წერილობითი ფორმით აფასებს ყოველი პრეტენდენტის სატენდერო წინადადებას ცალ-ცალკე, ყო­ვე­ლი კრიტერიუმის მიხედვით ათქულიანი სისტემით. თითოეული კრი­­ტე­რი­უმის მიხედვით პრეტენდენტისათვის მინიჭებული ქულა მრა­ვლდება ამ კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტზე, ხო­ლო მიღებული ნა­მ­რა­ვლების დაჯამებით გამოითვლება თითოეული პრე­­ტენ­დენტის სატე­ნ­დე­რო წინადადების ჯამური შეფასება. სატენდერო კომი­სიის წევრის მიერ ერთ-ერთი პრეტენდენტისათვის მინიჭებული ყვე­ლაზე მაღალი ჯამური შე­ფასება ჩაითვლება ამ პრეტენდენტისათვის მი­ცემულ ხმად. სატენდერო კო­მისიის წევრები თავიანთ შეფასებას ადას­ტურებენ ხელმოწერით. 8. თუ ორი ან მეტი პრეტენდენტის სატენდერო წინადადება მიიღებს ერთნაირ შეფასებას, სატენდერო კომისიის წევრი ადარებს ქულებს კრი­ტერიუმების მიხედვით და უპირატესობას ანიჭებს იმ პრეტენდენტს, რო­მე­ლ­საც მეტი ქულა აქვს მიღებული უფრო მაღალი კოეფიციენტის მქო­ნე კრი­ტე­რიუმის მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ შეფასება აბსო­ლუ­ტურად იდე­ნ­ტუ­რია, სატენდერო კომისიის წევრმა უნდა გადაწყვიტოს, თუ რომელს ანი­ჭებს უპირატესობას და წერილობით დაასა­ბუთოს თავისი გადაწყვეტი­ლე­ბა. 9. გამარჯვებულად ჩაითვლება ის პრეტენდენტი, რომელსაც სატენ­დე­რო კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობა მიანიჭებს უპი­რატესობას. სატენდერო კომისიის წევრებს შორის ხმების თანაბრად გა­ნაწილების შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება სატენდერო კომისი­ის თა­ვ­მჯდომარის ხმა. 10. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის შესახებ ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც შესაძლოა თან ახლდეს კომისიის წევრთა წერილობითი შეფასებები. ოქმში მი­თი­თე­­ბული უნდა იყოს ინფორმაცია სატენდერო წინადადებების განხილ­ვა­ში მონაწილე პი­რებისა და ტენდერის მონაწილე პრეტენდენტების შე­სახებ, აგრეთვე პრე­ტე­­ნდენტების მიერ წარდგენილი წინადადებების მოკ­­ლე აღწერა შეფასების კრიტერიუმების მიხედვით. 11. გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა სა­ტე­ნდერო კომისია აცნობებს შედეგებს ტენდერის მონაწილე ყველა პრე­­ტე­ნ­დე­ნტს და იწვევს გამარჯვებულს ხელ­შეკ­რუ­ლების დასადებად. 12. შესყიდვის პროცედურების შეწყვეტის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია არ არის ვალდებული, შესყიდვის მონაწილე პირებს წა­რუ­დ­გი­ნოს კონკრეტული მტკიცებულებანი ან დეტალური ინფორმაცია, რომ­ლ­ის საფუძველზეც მიღებულ იქნა ეს გადაწყვეტილება, აგრეთვე აუ­ნა­ზ­ღა­უ­როს მათ შესყიდვაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარ­ჯები, გადახ­დი­ლი მომსახურების საფასურის გარდა. 13. პრეტენდენტს უფლება აქვს სასამართლოში გაასაჩივროს ტენდე­რ­ის ჩატარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი. მუხლი 13🔗. ჩაშლილი ტენდერი 1. ტენდერი ითვლება ჩაშლილად, თუ: ა) დადგენილ ვადებში არ იქნა წარდგენილი არც ერთი პირის საკ­ვა­ლი­ფიკაციო მონაცემები და/ან სატენდერო წინა­დადება; ბ) არც ერთი პირის მიერ წარდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები ან/და სატენდერო წინადადება არ შეესაბამებოდა შემსყიდველი ორგანი­ზა­ცი­ის მოთხოვნებს; გ) წარდგენილი სატენდერო წინადადების ფასებიდან არც ერთი არ შე­ე­საბამება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წინასწარ დადგენილ სავა­რა­უ­დო ღირებულებას; დ) გამარჯვებული პრეტენდენტი უარს განაცხადებს ხელშეკრულების დადებაზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემ­თხვევებში ამა­ვე წესის თანახმად ცხადდება ხელახალი ტენდერი. მუხლი 14🔗. გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადება ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტისათვის სატენ­დერო კომი­სი­ის გადაწყვეტილების გაგზავნიდან არა უგვიანეს 3 თვის ვადაში შემ­ს­ყი­დ­­ველ ორგანიზაციასა და გამარჯვებულ პრეტენდენტს შორის იდება ხელ­შეკ­რულება. იმ შემთხვევაში, თუ საქონლის ან მომსახურების შეს­ყიდვის ხელ­შე­კ­რულების დასადებად სავალდებულოა დამატებითი ვა­დები, მხა­რე­ებმა აღ­ნიშნულ ვადაში უნდა გააფორმონ წინარე ხელშეკ­რულება ან მემორან­დუ­მი. მუხლი 15🔗. ხელშეკრულების ფორმა და მისი გადასინჯვის წესი 1. ხელშეკრულება, ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნ­ქტის გარდა, იდება წე­­რილობითი ფორმით. 2. მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების გა­და­სი­ნ­­ჯვა შესაძლებელია განხორციელდეს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელ­მძ­ღ­ვა­ნელის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ. მუხლი 16🔗. ცვლილების შეტანის წესი წესში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დად­გენი­ლე­­ბით. დანართი № 1               სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“           შესყიდვების წლიური გეგმა                                                                                                                         თარიღი----- № შესყიდვის ობიექტი შესყიდვის საშუალება (ტენდერი, ფასთა გამოკითხვა, ერთ პირთან მოლაპარაკება) შენიშვნა შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი: ---------- შესყიდვების სამსახურის უფროსი: ----------- ბუღალტერი: ----------- დანართი  №2 სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებული საქონლის ჩამონათვალი № საქონლის დასახელება 1 ქარის მეტეოანძის, ელექტროსადგურის და მზის ელექტროსადგურის  მოწყობილობები და მათი სათადარიგო ნაწილები, ასევე მათი დემონტაჟი-მონტაჟისათვის საჭირო მასალა-მოწყობილობები 2 მონაცემთა მიღებისა და მართვის სისტემის მასალა-მოწყობილობები 3 განახლებადი ენერგიის ობიექტების მართვის სისტემა, მისი პროგრამული და არაპროგრამული მოწყობილობები, მისი მონტაჟისათვის საჭირო მასალა-მოწყობილობები   4 განახლებადი ენერგიის ობიექტების კვლევის,  პროექტირებისა და ექსპლუატაციისათვის საჭირო პროგრამა და მისი ლიცენზიები. დანართი  №3 სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებული მომსახურების ჩამონათვალი № მომსახურების დასახელება 1 საექსპერტო, საკონსულტაციო და აუდიტორული მომსახურება 2 იურიდიული მომსახურება 3 სხვადასხვა პროფესიული ტრენინგები 4 სემინარებისა და პრეზენტაციების მოწყობისათვის საჭირო მომსახურება