განჩინება შპს „ნიუ ენერჯი“-ს კრედიტორთა პირველი კრების ფარგლებში სხდომის დანიშვნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/14897-12
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/09/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

2 /14897-12

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

 

კრედიტორთა პირველი კრების ფარგლებში სხდომის დანიშვნის შესახებ

 

2013 წლის 17 სექტემბერი

 

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ სისვაძემ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „ნიუ ენერჯის ” (ს/ნ 205026559) გადახდისუუნარობის საქმესთან მიმართებით კრედიტორთა პირველი კრების ფორმატით სხდომის დანიშვნა-მოწვევის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის საქალაქო სასამართლო მოვალე შპს „ნიუ ენერჯის” მიმართ აწარმოებს გადახდისუუნარობის საქმეს. 2013 წლის 12 აპრილს ჩატარდა კრედიტორთა პირველი კრება, თუმცა მეურვე სსიპ _ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ვერ უზრუნველყო მოვალის ქონების, ფინანსური მდგომარეობისა და ვალდებულებების შესახებ სრულყოფილი მოხსენებისა და ინფორმაციის წარმოდგენა. ამ გარემოებამ განაპირობა კრედიტორთა კრების გადადება და მეურვისათვის სრულყოფილი მოხსენების წარმოდგენისათვის დამატებითი ვადის მიცემა. კრედიტორთა, მეურვის და მოვალის წარმომადგენელთა მოსაზრებების გათვალისწინებით, მეურვეს სრულყოფილი წერილობითი მოხსენების წარმოსადგენად დამატებით განესაზღვრა ვადა 45 დღით. უნდა ითქვას, რომ მეურვეს დღემდე არ წარუდგენია სასამართლოსათვის აღნიშნული მოხსენება. ამ გარემოების მიუხედავად, სასამართლო მიიჩნევს, რომ აუცილებელია კრედიტორთა პირველი კრების ფორმატში სხდომის მოწვევა იმ დღის წესრიგით, რომელიც განსაზღვრულია კანონით და დამახასიათებელია კრედიტორთა პირველი კრებისათვის.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-17, 25-ე, 26-ე, 27-ე, 29-ე, 37-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე და 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ნიუ ენერჯის“ (ს/ნ 205026559) კრედიტორთა პირველი კრების ფორმატში დაინიშნოს მორიგი სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:

ა) მოვალის ქონების, მათ შორის, მოვალის მოსაძიებელი ქონების შესახებ, რომლის არსებობაც დგინდება დოკუმენტური საფუძვლით, ფინანსური მდგომარეობისა და ვალდებულებების, ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ მეურვე სსიპ _ აღსრულების ეროვნული ბიუროს მოხსენების მოსმენა და ანალიზი;

ბ) ოდენობის განსაზღვრისა და დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტის მიზნით, კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება;

გ) მომრიგებელი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრა.

2. განემარტოს მეურვე სსიპ _ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რომ სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული მოხსენება სასამართლოს უნდა წარედგინოს წერილობითი ფორმით. ამასთან, მეურვე ვალდებულია სასამართლოს წარუდგინოს მოხსენებაში მითითებული თითოეული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება (დოკუმენტი).

3. კრედიტორთა პირველი კრების ფარგლებში დანიშნული სხდომის თარიღად განისაზღვროს 2013 წლის 23 ოქტომბერი. სხდომა ჩატარდება თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი #6, სხდომის დარბაზი №1) 1100 (თერთმეტი) საათზე.

4. ამ განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ოფიციალურ ვებგვერდზე უზრუნველყოს მეურვე _ სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ არაუგვიანეს 2013 წლის 27 სექტემბრისა. ამასთან, სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სხდომის დღის და დროის შესახებ უშუალოდ შეატყობინოს მოვალეს და დღეისათვის ცნობილ ყველა კრედიტორს. განჩინება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზეც.

5. განჩინების ასლი დაუყოვნებლივ გადაეცეს მეურვე სსიპ _ აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

6. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გაკოტრების საქმის წარმოების პროცესის მხარეთა მიერ კერძო საჩივრის თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანის გზით განჩინების გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში.

 

მოსამართლე                                                                    ბესიკ სისვაძე