ცაგერის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
მიღების თარიღი 10.09.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №1318
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016015
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/09/2013
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.09.2013 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ცაგერის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1318
2013 წლის 10 სექტემბერი
ქ. თბილისი
ცაგერის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიეცეს უფლება ცაგერის მუნიციპალიტეტს, ზამთრის სეზონისთვის მოსამზადებლად მოსახლეობისა და ორგანიზაციების საშეშე მერქნული რესურსით დროული უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო ტყეკაფებში შემდეგი X და Y კოორდინატებით: ორბელი X 0324207-Y-4726333, ცაგერი X-0319485-Y-4728947, ცაგერი -X 0309721-Y-4725850, ოყურეში X-0311996-Y-4709631, ზოგიში-X -0322817-y-4708328, ორბელი-X -0330300-Y-4722354 გრუნტის გზის შეყვანისათვის საჭირო სამუშაოებისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი