საჩხერის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი, დროშა) დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 19.09.2013
გამომცემი ორგანო საჩხერის მუნიციპალიტეტი
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.130.016072
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/09/2013
matsne.gov.ge 246 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ იაშვილი საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

დოკუმენტის ტექსტი

საჩხერის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი, დროშა) დამტკიცების შესახებ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №12 2013 წლის 19 სექტემბერი ქ. საჩხერე საჩხერის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი, დროშა) დამტკიცების შესახებ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შეთანხმებული საჩხერის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის გამოსახულებები: 1. საჩხერის მუნიციპალიტეტის გერბის გამოსახულება (დანართი №1). 2. საჩხერის მუნიციპალიტეტის გერბის აღწერილობა (დანართი №2). 3. საჩხერის მუნიციპალიტეტის დროშის გამოსახულება (დანართი №3). 4. საჩხერის მუნიციპალიტეტის დროშის აღწერილობა (დანართი №4). მუხლი 2🔗 საჩხერის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების გამოყენება მოხდეს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი წესით. მუხლი 3🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეზურაბ იაშვილი დანართი№ 1 საჩხერის მუნიციპალიტეტის გერბის გამოსახულება დანართი №2 საჩხერის მუნიციპალიტეტის გერბის აღწერილობა    გერბის ფარი გაკვეთილია და ტალღისებურად გადაკვეთილია ოთხ ნაწილად. I ნაწილი - ოქროს ველზე მოთავსებულია მეწამული წიგნი, რომელზეც გამოსახულია ერთი დიდი და ოთხი მცირე ვერცხლის ჯვარი. II ნაწილი - ლაჟვარდის ველზე გამოსახულია ოქროს ქნარი. III ნაწილი - ზურმუხტის ველი ცენტრში გადაკვეთილია სამი შემცირებული ოქროს სარტყლით. IV ნაწილი - ოქროს ველი ცენტრში გადაკვეთილია სამი შემცირებული ლაჟვარდის სარტყლით.     გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი - სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის), ნახევრად ღია კარიბჭით.      ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ზურმუხტის ბაფთა, რომელის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი - „საჩხერე“. დანართი № 3 საჩხერის მუნიციპალიტეტის დროშის გამოსახულება დანართი №4                          საჩხერის მუნიციპალიტეტის დროშის აღწერილობა დროშა ჰორიზონტალურად გაყოფილია ლაჟვარდის და ზურმუხტის ველებად. დროშის ცენტრში მოთავსებულია მეწამული ჰერალდიკური ფარი, რომელზეც გამოსახულია ერთი დიდი და ოთხი მცირე ვერცხლის ჯვარი. ფარს გარშემოუყვება ვერცხლის არშია.      დროშის პროპორცია 2/3.