„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ქ. ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 2 სექტემბრის N05/24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანება №05/60 |
|
2013 წლის 8 ოქტომბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ' საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ქ. ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 2 სექტემბრის №05/24 ბრძანებით (ვებგვერდი: 04/09/2013; სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.054.016052) დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ქ. ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის“ დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თეატრის დაფინანსების წყაროებია: ა ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრები; ბ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრები; გ ) უცხოური ინვესტიციები; დ) ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფონდების შემოწირულობანი; ე ) კერძო შემოწირულობანი; ვ ) ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი; ზ ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.“.
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|