საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის სტანდარტისა და საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 19.09.2013
ძალის დაკარგვა 13.12.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
ნომერი №24.01.1077
სარეგისტრაციო კოდი 010320010.37.101.016166
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/09/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 379 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.09.2013 მიღება
13.12.2013 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ თბილისის მერის მოადგილის დროებით მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი აბესაძე ქალაქ თბილისის მერის მოადგილის დროებით მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის სტანდარტისა და საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მთავრობის დადგენილება №24.01.1077 2013 წლის 19 სექტემბერი ქ. თბილისი საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის სტანდარტისა და საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ    „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის 23​1 მუხლის „ფ“ ქვეპუნქტისა და 28-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 37-ე მუხლის მე-4 ნაწილის, 218-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს: მუხლი 1🔗 ქ. თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.Tbilisi.gov.ge გამოქვეყნდეს ქ. თბილისის მერიაში მიღებული ყველა ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება), რომელიც არ შეიცავს სახელმწიფო ან/და კომერციულ საიდუმლოებას ან სხვა პირის პერსონალურ მონაცემებს მიკუთვნებულ ინფორმაციას, ასევე ის ინფორმაცია, რომელიც არ არის გამოქვეყნებული სხვა წესით. მუხლი 2🔗 ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახურები, ამ დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს დამუშავებული სახით, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით აწვდიან ქ. თბილისის მერიის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირს, რომელიც ეცნობა მათ და კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ აქვეყნებს  ქ. თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.Tbilisi.gov.ge მუხლი 3🔗 ქ. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულები - საქალაქო სამსახურები, ამ დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს დამუშავებული სახით, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით აწვდიან ქ. თბილისის მერიის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირს, რომელიც ეცნობა მათ და კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ აქვეყნებს  ქ. თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.Tbilisi.gov.ge. მუხლი 4🔗 ქ. თბილისის რაიონული გამგეობების სტრუქტურული ერთეულები, ამ დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს დამუშავებული სახით, ელეტრონული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით აწვდიან შესაბამისი რაიონული გამგეობის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირს, რომელიც ეცნობა მათ და ამ დადგენილების პირველ პუნქტთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ აქვეყნებს ქ. თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.Tbilisi.gov.ge. მუხლი 5🔗 საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნა შესაძლებელია foi@tbilisi.gov.ge მისამართზე შესაბამისი მოთხოვნის გამოგზავნით. მუხლი 6🔗 ამ დადგენილების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა უნდა მომზადდეს წერილობითი ფორმით, ყველა იმ რეკვიზიტის მითითებით, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით. ასეთი წესით მომზადებული განცხადებისა და მოთხოვნის ავტორის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის PDF ფორმატში სკანირებული ფაილი ან ფაილები გადმოგზავნილი უნდა იქნეს შესაბამის ელექტონული ფოსტის მისამართზე. მუხლი 7🔗 ამ დადგენილების მე-4 და მე-5 პუნქტის მოთხოვნების გაუთვალისწინებლობა განაცხადის განუხილველად დატოვების საფუძველია. მუხლი 8🔗 ქ. თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის სტანდარტსა და საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესს განსაზღვრავენ მათ მიერ გამოცემული აქტებით. მუხლი 9🔗  დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. ქალაქ თბილისის მერის მოადგილის დროებით მოვალეობის შემსრულებელიირაკლი აბესაძე