საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 23.09.2013
ძალის დაკარგვა 20.10.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
ნომერი №236
სარეგისტრაციო კოდი 100020020.22.038.016213
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/09/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მინისტრი სოზარ სუბარი | მინისტრი |
📋 აუქმებს — 1 აქტი
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის
ბრძანება
№236
2013 წლის 23 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების მთავარი
სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად,
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 14 მარტის №40 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მინისტრისოზარ სუბარი
დანართი
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველოს დებულება
მუხლი 1🔗
1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველოს (შემდგომში – მთავარი სამმართველო) დანიშნულებებს, ფუნქციებს, მართვის ორგანიზაციასა და სტრუქტურას.
2. მთავარი სამმართველო არის დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც ახდენს სწრაფ რეაგირებას პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფნის სხვა ადგილებში და ბადრაგირებისას მასობრივი არეულობების, თავდასხმის, გაქცევისა და სხვა სამართლდარღვევათა აღკვეთის მიზნით.
3. მთავარი სამმართველო თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, პატიმრობის კოდექსით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) ბრძანებებით, ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით.
4. მთავარი სამმართველო თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს დეპარტამენტს.
5. მთავარი სამმართველოს იურიდიული მისამართია: ქ. რუსთავი, მშენებელთა №60. მთავარ სამმართველოს აქვს საკუთარი ბეჭედი და შტამპი.
მუხლი 2🔗
1. მთავარი სამმართველო ექვემდებარება უშუალოდ მინისტრს და თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია მის წინაშე გარდა ამ დებულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. მთავარი სამმართველოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მასობრივი არეულობების, თავდასხმის, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გაქცევის, საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადებისას სწრაფი რეაგირების განხორციელება სამართალდარღვევათა აღკვეთის მიზნით;
ბ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების გარეთ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფნის ადგილებში და ბადრაგირებისას სწრაფი რეაგირების განხორციელება სამართალდარღვევათა თავიდან ასაცილებლად;
გ) თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით ოპერატიულ-სამსახურებრივი მდგომარეობის თაობაზე მონაცემების მოპოვება და მათი ანალიზი; თავისი ამოცანების დროული და სრული შესრულების თაობაზე დასკვნებისა და წინადადებების მომზადება;
დ) საჭიროების შემთხვევაში, მინისტრის, დეპარტამენტის თავმჯდომარის და სხვა თანამდებობის პირების პირადი უსაფრთხოების გაძლიერების უზრუნველყოფა;
ე) განსაკუთრებულ შემთხვევებში, დეპარტამენტის თავმჯდომარის დავალებით, დეპარტამენტის კუთვნილი თანხებისა და ტვირთების დაცვა-გაცილების განხორციელება, პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან გაქცეულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ძებნის ღონისძიებებში დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოსათვის დახმარების გაწევა;
ვ) მონაწილეობის მიღება შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში;
ზ) სამსახურებრივი ამოცანების შესრულების ეფექტურობის გაზრდის მიზნით, საინჟინრო- ტექნიკური და კავშირგაბმულობის საშუალებების სრულყოფის თაობაზე ტაქტიკურ-ტექნიკური მოთხოვნების შემუშავება, შეიარაღებაში ტექნიკური საშუალებებისა და შეიარაღების ახალი ნიმუშების მიღების თაობაზე წინადადებების მომზადება;
თ) სასამსახურო ძაღლების გაწვრთნის, გამოყენების და ვეტერინარული დახმარების ორგანიზება;
ი) მთავარი სამმართველოს მოსამსახურეების მომზადებისა და სწავლების პროგრამების, სასწავლო-მეთოდურ სახელმძღვანელოების შემუშავება, სასწავლო-მეთოდური შეკრებებისა და მეცადინეობების, მოსამსახურეთა მომზადებისა და გადამზადების ორგანიზება;
კ) საგანგებო სიტუაციებში მოქმედების მიზნით, დეპარტამენტის სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად ტაქტიკური სპეციალური სწავლებების მომზადებასა და ჩატარებაში მონაწილეობის მიღება;
ლ) საგანგებო სიტუაციების დროს დეპარტამენტის სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
მ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელებისას მთავარი სამმართველო ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარეს და ანგარიშვალდებულია მის წინაშე.
4. განსაკუთრებულ შემთხვევებში მთავარი სამმართველოს მიერ გასატარებელი აუცილებელი ღონისძიებების შესახებ დეპარტამენტის თავმჯდომარე შემდგომი რეაგირებისათვის მიმართავს მინისტრს.
მუხლი 3🔗
1. მთავარ სამმართველოს ხელმძღვანელობს მთავარი სამმართველოს უფროსი, რომელსაც მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.
2. მთავარი სამმართველოს უფროსი თანამდებობრივად ექვემდებარება მინისტრს და დეპარტამენტის თავმჯდომარეს და თავისი ამოცანების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია მათ წინაშე.
3. მთავარი სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე ან მოადგილეები.
4. მთავარი სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში, დეპარტამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, მის მოვალეობებს ასრულებს სამმართველოს უფროსის მოადგილე.
მუხლი 4🔗
1. მთავარი სამმართველოს უფროსი არის მთავარი სამმართველოს პირადი შემადგენლობის უშუალო ხელმძღვანელი და პერსონალურად აგებს პასუხს მთავარი სამმართველოსა და მისდამი დაქვემდებარებული მოსამსახურეების მიერ თავიანთი ამოცანებისა და ფუნქციების ჯეროვან შესრულებაზე.
2. მთავარი სამმართველოს უფროსი უფლებამოსილია:
ა) მთავარი სამმართველოს ამოცანებისა და ფუნქციების შესასრულებლად მოითხოვოს და მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან;
ბ) მოითხოვოს და მიიღოს მთავარი სამმართველოს სტრუქტურული ერთეულების ანგარიშები გაწეული საქმიანობისა და არსებული მდგომარეობის თაობაზე;
გ) წარადგინოს წინადადებები მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის, სხვა თანამდებობაზე გადაყვანისა და თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე მთავარი სამმართველოს სტრუქტურისა და შტატების სრულყოფის, მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე;
დ) განიხილოს მოქალექეებისა და მოსამსახურეების განცხადებები და წინადადებები;
ე) განახორციელოს ამ დებულებითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
3. მთავარი სამმართველოს უფროსი ვალდებულია:
ა) ორგანიზაცია გაუკეთოს მთავარი სამმართველოს საქმიანობას და წარმართოს სტრუქტურული ერთეულების მუშაობა;
ბ) შეიმუშაოს ან მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების შემუშავებაში;
გ) გაანალიზოს სამსახურებრივი დისციპლინის მდგომარეობა, შეიმუშაოს და განახორციელოს მოსამსახურეთა შორის სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების ღონისძიებები;
დ) უზრუნველყოს მოსამსახურეთა შერჩევა, განაწილება და პროფესიული მომზადება, მათ მიერ კანონმდებლობისა და სამსახურებრივი დისციპლინის მოთხოვნათა დაცვა;
ე) შეასრულოს ამ დებულებითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა მოვალეობები.
მუხლი 5🔗
1. მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.
2. მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს მთავარი სამმართველოს უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;
ბ) ზედამხედველობს მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
გ) ახორციელებს მთავარი სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას;
დ) მთავარი სამმართველოს უფროსისა და დეპარტამენტის თავმჯდომარის დავალებით ახორციელებს სხვა უფლება - მოვალეობებს.
3. მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე კანონმდებლობით დადგენილი წესით მთავარ სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მთავარი სამმართველოს უფროსის წინაშე.
მუხლი 6🔗
მთავარი სამმართველოს შემადგენლობაშია:
ა) №1 სამმართველო;
ბ) №2 სამმართველო;
გ) №3 სამმართველო;
დ) №4 სამმართველო;
ე) №5 სამმართველო;
ვ) დასავლეთის რეგიონული სამმართველო;
ზ) საორგანიზაციო განყოფილება.
მუხლი 7🔗
1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე. სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია მთავარი სამმართველოს უფროსის და მისი მოადგილის წინაშე.
2. სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე ან მოადგილეები.
3. სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში, დეპარტამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, მის მოვალეობებს ასრულებს სამმართველოს უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.
მუხლი 8🔗
სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს სამმართველოს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) კონტროლს უწევს სამმართველოს მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას;
დ) მთავარი სამმართველოს უფროსს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მუშაობის შესახებ;
ე) მთავარი სამმართველოს უფროსს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს საქმიანობის ორგანიზაციის, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე;
ვ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური საშუალებების გამოყოფის თაობაზე, რაც საჭიროა სამმართველოს ამოცანების შესასრულებლად;
ზ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციას სამმართველოს მოსამსახურეთა შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს;
თ) ახორციელებს ვიზირებას და ხელს აწერს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
ი) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს, მთავარი სამმართველოს უფროსის და მისი მოადგილის დავალებებს.
მუხლი 9🔗
1. სამმართველოს უფროსის მოადგილეს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.
2. სამმართველოს უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს სამმართველოს უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;
ბ) ზედამხედველობს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
გ) ახორციელებს სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას;
დ) სამმართველოს უფროსის დავალებით ახორციელებს სხვა უფლება - მოვალეობებს.
3. სამმართველოს უფროსის მოადგილე კანონმდებლობით დადგენილი წესით სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია სამმართველოს უფროსის წინაშე.
მუხლი 10🔗
1. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.
2. განყოფილების უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;
გ) ზედამხედველობს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
დ) ახორციელებს განყოფილებაში მომზადებული დოკუმენტების ვიზირებას;
ე) მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობას წარუდგენს ანგარიშს განყოფილების მუშაობის შესახებ.
3. განყოფილების უფროსი განყოფილებაზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მთავარი სამმართველოს უფროსისა და მისი მოადგილის წინაშე.
მუხლი 11🔗
1. მთავარი სამმართველოს დაქვემდებარებაში არსებული სამმართველოები უშუალოდ ასრულებენ საბრძოლო დავალებებს.
2. დასავლეთის რეგიონული სამმართველო ასრულებს მთავარი სამმართველოს ფუნქციებს დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე.
3. საორგანიზაციო განყოფილება:
ა)ორგანიზებას უწევს მთავარი სამმართველოს საქმიანობას, აკონტროლებს მთავარი სამმართველოს სტრუქტურული ერთეულების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას და აანალიზებს მათ მიერ გაწეულ საქმიანობას;
ბ) ხელმძღვანელობს მოსამსახურეთა პროფესიულ (სპეციალურ) და ფიზიკურ მომზადებას, გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას, შეიმუშავებს წვრთნის პროგრამებს, მეთოდურ სახელმძღვანელოებს, ორგანიზებას უწევს შეკრებებსა და მეცადინეობებს, მონაწილეობს ტაქტიკური სპეციალური სწავლებებისა და საგანგებო სიტუაციებში საბრძოლო ოპერაციების მომზადებასა და ჩატარებაში;
გ) აწესრიგებს კავშირგაბმულობის საკითხებს, წარმართავს ორგანიზაციულ საქმიანობას სამსახურებრივ-საშტატო იარაღით, საინჟინრო-ქიმიური და საიმიტაციო საშუალებებით უზრუნველყოფის მიზნით;
დ) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
4. საჭიროების შემთხვევაში, მთავარი სამმართველოს სტრუქტურული ერთეული ვალდებულია აღმოუჩინოს ქმედითი დახმარება მთავარი სამმართველოს სხვა სტრუქტურულ ერთეულებს.
მუხლი 12🔗
1. მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა კანდიდატურების შერჩევა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ის კანდიდატები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს შერჩევა, დასანიშნად წარდგენამდე გაივლიან ერთთვიან მოსამზადებელ კურსებს.
3. მთავარი სამმართველოს მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.
4. მთავარ სამმართველოში საჯარო სამსახურს ეწევიან:
ა) უფროსი ინსპექტორები;
ბ) უფროსი ინსპექტორი (საინჟინრო-ქიმიური და საიმიტაციო საშუალებების დარგში);
გ) უფროსი ინსპექტორი (შეიარაღებისა და ტექნიკის დარგში);
დ) უფროსი ინსპექტორები (საბრძოლო მომზადების დარგში);
ე) ინსპექტორები;
ვ) ინსპექტორები (ოპერატიული მორიგეები);
ზ) ინსპექტორი (საწყობის გამგე);
თ) უმცროსი ინსპექტორები;
ი) მებრძოლები;
კ) დამხმარე მოსამსახურე.
5. სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროს მოსამსახურეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით:
ა) გამოიყენოს ფიზიკური იძულება, მათ შორის, ორთაბრძოლის სპეციალური ხერხები;
ბ) ატაროს და გამოიყენოს სამსახურებრივი-საშტატო და საბრძოლო იარაღი, ასევე სხვა სპეციალური საშუალებები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
6. მოსამსახურე ვალდებულია ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებებისა და სამსახურებრივი-საშტატო იარაღის გამოყენების შემთხვევაში ყველა ღონე იხმაროს სხვა პირთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და დაზარალებულისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად.