პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელი სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 19.09.2013
გამომცემი ორგანო №
ნომერი №244
სარეგისტრაციო კოდი 430030000.10.003.017410
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/09/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.09.2013 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | ზოოტექნიკოსი |
| 2 | მეხილე |
| 3 | ზოოტექნიკოსი |
| 4 | მებოსტნე |
| 5 | თევზგადამმუშავებელი |
| 6 | თევზის მრეწავი |
| 7 | ზოოტექნიკოსი |
| 8 | მებოსტნე |
| 9 | მეხილე |
| 10 | მძერწავი (არქიტექტურული დეტალების) |
| 11 | ავტომობილის დიაგნოსტიკოსი |
| 12 | საკერავი მანქანების ოპერატორი |
| 13 | ბუღალტერი |
| 14 | სანერგე მეურნეობის სპეციალისტი |
| 15 | საკერავი მანქანების მექანიკოსი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელი სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №244
2013 წლის 19 სექტემბერი
ქ. თბილისი
პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის „დ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად
მუხლი 1🔗
პროფესიული განათლების დაფინანსების წესი და პირობები განისაზღვროს ამ დადგენილების დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობა დამტკიცდეს ამ დადგენილების დანართი N2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პრიორიტეტული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ სამ საფეხურზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიზნობრივი პროგრამული დაფინანსების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №96 დადგენილება.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი
დანართი №1
პროფესიული განათლების დაფინანსების წესი და პირობები
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო
პროფესიული განათლების დაფინანსების წესი და პირობები (შემდგომში − წესი) განსაზღვრავს პროფესიული განათლების დაფინანსების (შემდგომში − დაფინანსების) წესსა და პირობებს.
მუხლი 2🔗. დაფინანსების გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოები
1. ამ წესის შესაბამისად, დაფინანსებაზე უფლებამოსილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომში − სამინისტრო).
2. დაფინანსებას სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები (გარდა სამინისტროსი), აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ახორციელებენ მათ მიერ დადგენილი წესისა და ოდენობის შესაბამისად.
მუხლი 3🔗. დაფინანსების გაცემის მიზანი
სამინისტროს მიერ დაფინანსების გაცემის მიზანია:
ა) პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობა;
ბ)პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პოტენციალის შენარჩუნება და საგანმანათლებლო საქმიანობის მიმართულებათა გაფართოება;
გ)პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის ზრდა და ხარისხის გაუმჯობესება;
დ) პროფესიული სტუდენტების ისეთი პროფესიული საქმიანობისთვის მომზადება, რომელიც მოითხოვს პრაქტიკული ცოდნისა და უნარების გამოყენებას;
ე) ქვეყანაში მოსახლეობის ეკონომიკური აქტიურობისა და დასაქმების (მაჩვენებლის) ზრდა.
მუხლი 4🔗. დაფინანსების სახეები
დაფინანსების სახეებია:
ა) ვაუჩერული დაფინანსება;
ბ) პროგრამული დაფინანსება.
თავი II. ვაუჩერული დაფინანსება
მუხლი 5🔗. ვაუჩერული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილი დაწესებულებები
ვაუჩერული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილნი არიან შემდეგი დაწესებულებები:
ა) სამინისტროს მიერ/მონაწილეობით დაფუძნებული:
ა.ა)პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები;
ა.ბ)პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებები;
ბ) საქართველოს მთავრობის მიერ სამინისტროს წარდგინებით დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები.
მუხლი 6🔗. ვაუჩერული დაფინანსების გაცემის მიზანი
ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებებს ვაუჩერული დაფინანსება მიეცემა სასწავლო პროცესის წარმართვისათვის აუცილებელი ხარჯებისათვის, მათ შორის პროფესიული განათლების მასწავლებლის შრომის ასანაზღაურებლად.
მუხლი 7🔗. ვაუჩერული დაფინანსების გაცემის საფუძველი
1. ვაუჩერული დაფინანსება გაიცემა:
ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (შემდგომში − შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი) მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებებში, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე ჩარიცხული საქართველოს მოქალაქე ან რეზიდენტი პროფესიული სტუდენტის სწავლის დასაფინანსებლად;
ბ) ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებებში, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემდგომ საფეხურზე კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხული საქართველოს მოქალაქე ან რეზიდენტი იმ პროფესიული სტუდენტის სწავლის დასაფინანსებლად, რომელმაც პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე სწავლის უფლება მოიპოვა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირების საფუძველზე;
გ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე იმ პროფესიული სტუდენტის სწავლის დასაფინანსებლად, რომელიც პროფესიული ტესტირების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხა ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებაში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამის საფეხურზე;
დ) იმ პროფესიული სტუდენტის სწავლის დასაფინანსებლად, რომელიც ფინანსდებოდა ,,პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პრიორიტეტული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ სამ საფეხურზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიზნობრივი პროგრამული დაფინანსების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №96 დადგენილების მიხედვით და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემდგომ საფეხურზე ჩაირიცხება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ე) იმ პროფესიული სტუდენტის სწავლის დასაფინანსებლად, რომელიც ფინანსდებოდა ,,2012-2013 სასწავლო წლისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე IV-V საფეხურების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის საფასურის, ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების სახელმწიფო დაფინანსების და სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 19 სექტემბრის №400 დადგენილების მიხედვით და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემდგომ საფეხურზე ჩაირიცხება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში გაცემული დაფინანსება უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროფესიული სტუდენტის სწავლის დაფინანსებას ,,ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებით გათვალისწინებული ერთი პროფესიული სპეციალიზაციის შესაბამის საფეხურზე/საფეხურებზე.
3. ვაუჩერული დაფინანსების გაცემის მიზნით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირების ჩატარებამდე 7 დღით ადრე ადგენს პროფესიული ტესტირების მინიმალური კომპეტენციის ზღვარს.
4. ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულება, ვაუჩერულ დაფინანსებას მოიპოვებს ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მხოლოდ იმ პროფესიული სტუდენტებისათვის, რომლებმაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ პროფესიულ ტესტირებაში გადალახეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
მუხლი 8🔗. ვაუჩერის მაქსიმალური ოდენობა
1. ერთ პროფესიულ სტუდენტზე გათვლილი ვაუჩერის მაქსიმალური ოდენობა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის I-V საფეხურებზე:
ა) ჩარიცხული 5 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში გამოიანგარიშება ამ დადგენილების დანართი №2-ით შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,6 კოეფიციენტზე გადამრავლებით;
ბ) ჩარიცხული 6 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში გამოიანგარიშება ამ დადგენილების დანართი №2-ით შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,5 კოეფიციენტზე გადამრავლებით;
გ) ჩარიცხული 7 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში გამოიანგარიშება ამ დადგენილების დანართი №2-ით შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,4 კოეფიციენტზე გადამრავლებით;
დ) ჩარიცხული 8 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში გამოიანგარიშება ამ დადგენილების დანართი №2-ით შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,3 კოეფიციენტზე გადამრავლებით;
ე) ჩარიცხული 9 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში გამოიანგარიშება ამ დადგენილების დანართი № 2-ით შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,2 კოეფიციენტზე გადამრავლებით;
ვ) ჩარიცხული 10 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში გამოიანგარიშება ამ დადგენილების დანართი №2-ით შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,1 კოეფიციენტზე გადამრავლებით;
ზ) 10 პროფესიულ სტუდენტზე მეტი პროფესიული სტუდენტის ჩარიცხვის შემთხვევაში ემთხვევა ამ დადგენილების დანართი №2-ით შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის საფასურის მაქსიმალურ ოდენობას.
2. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის I-V საფეხურებზე ერთ პროფესიულ სტუდენტზე გათვლილი ვაუჩერის მაქსიმალური ოდენობა, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის I-V საფეხურებიდან პროფესიული სტუდენტის მობილობის განხორციელების, პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის შედეგად:
ა) 4 პროფესიული სტუდენტის დარჩენის შემთხვევაში გამოიანგარიშება ამ დადგენილების დანართი №2-ით შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,7 კოეფიციენტზე გადამრავლებით;
ბ) 3 პროფესიული სტუდენტის დარჩენის შემთხვევაში გამოიანგარიშება ამ დადგენილების დანართი №2-ით შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,8 კოეფიციენტზე გადამრავლებით;
გ) 2 პროფესიული სტუდენტის დარჩენის შემთხვევაში გამოიანგარიშება ამ დადგენილების დანართი №2-ით შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,9 კოეფიციენტზე გადამრავლებით;
დ) 1 პროფესიული სტუდენტის დარჩენის შემთხვევაში გამოიანგარიშება ამ დადგენილების დანართი №2-ით შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 2,0 კოეფიციენტზე გადამრავლებით.
მუხლი 9🔗. ვაუჩერული დაფინანსების ოდენობა
1. ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებაზე გაიცემა:
ა) 5 პროფესიული სტუდენტის ჩარიცხვის შემთხვევაში ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის 1,6 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 5-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა;
ბ) 6 პროფესიული სტუდენტის ჩარიცხვის შემთხვევაში ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის 1,5 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 6-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა;
გ) 7 პროფესიული სტუდენტის ჩარიცხვის შემთხვევაში ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის 1,4 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 7-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა;
დ) 8 პროფესიული სტუდენტის ჩარიცხვის შემთხვევაში ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის 1,3 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 8-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა;
ე) 9 პროფესიული სტუდენტის ჩარიცხვის შემთხვევაში ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის 1,2 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 9-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა;
ვ) 10 პროფესიული სტუდენტის ჩარიცხვის შემთხვევაში ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის 1,1 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 10-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა;
ზ) 10 პროფესიულ სტუდენტზე მეტი სტუდენტის ჩარიცხვის შემთხვევაში ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების შესაბამის რაოდენობაზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა.
2. ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებაზე, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის I-V საფეხურებიდან პროფესიული სტუდენტის მობილობის განხორციელების, პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის შედეგად:
ა) 4 პროფესიული სტუდენტის დარჩენის შემთხვევაში, გაიცემა ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის 1,7 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 4-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა;
ბ) 3 პროფესიული სტუდენტის დარჩენის შემთხვევაში, გაიცემა ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის 1,8 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 3-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა;
გ) 2 პროფესიული სტუდენტის დარჩენის შემთხვევაში, გაიცემა ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის 1,9 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 2-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა;
დ) 1 პროფესიული სტუდენტის დარჩენის შემთხვევაში, გაიცემა ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის 2,0 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) თანხა.
მუხლი 10🔗. ვაუჩერული დაფინანსების გაცემის შეზღუდვა
დაუშვებელია ერთი და იმავე პირის ,,ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებით გათვალისწინებულ ერთზე მეტ, ასევე ერთი და იმავე პროფესიულ სპეციალიზაციაზე სწავლისათვის ვაუჩერული დაფინანსების მიცემა დაწესებულებისათვის.
მუხლი 11🔗. ვაუჩერული დაფინანსების მინიჭების შესახებ დოკუმენტის დამტკიცება
1. კანონმდებლობით დადგენილი წესით პროფესიული სტუდენტების ჩარიცხვიდან 14 დღის ვადაში ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულება ვაუჩერული დაფინანსების მინიჭების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ფორმის შესაბამისად, სამინისტროში წარადგენს ინფორმაციას იმ პროფესიული სტუდენტების შესახებ, რომელთა რაოდენობის გათვალისწინებითაც, აქვს უფლება მიიღოს ვაუჩერული დაფინანსება ამ წესის მიხედვით.
2.სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტი 5 დღის ვადაში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას აგზავნის სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, საგანმანათლებლო დაწესებულების რეესტრში გადამოწმების მიზნით.
3. სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი 10 დღის ვადაში ამოწმებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის სისწორეს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში და 3 დღის ვადაში აწვდის ინფორმაციას სამინისტროს.
4. სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტი სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტთან ერთად შეიმუშავებს ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებებისათვის ვაუჩერული დაფინანსების მინიჭების დოკუმენტს, რაც მტკიცდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
5. დამტკიცების შემდეგ, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი 1 დღის ვადაში იგზავნება სსიპ − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ასახვის მიზნით და ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებებში.
მუხლი 12🔗. ვაუჩერული დაფინანსების გადარიცხვის წესი
1. საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ფორმის შესაბამისად, ვაუჩერული დაფინანსების ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებებისათვის გადარიცხვისათვის აუცილებელ ინფორმაციას სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სამინისტროში წარადგენს:
ა) ამ წესის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ − სამართლებრივი აქტის სამინისტროსგან მიღებიდან 10 დღის ვადაში, ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში სამინისტროს მიერ თანხის პირველადი გადარიცხვის მიზნით;
ბ) კვარტალურად, ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში თანხის კვარტალურად გადარიცხვის მიზნით.
2. ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებებისათვის ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში თანხის გადარიცხვის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
3. ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში თანხის გადარიცხვას სამინისტრო ახორციელებს შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით, შესაბამისი კვარტალის დასაწყისისათვის საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემებში პროფესიული სტუდენტის აქტიური სტატუსის მქონე პროფესიული სტუდენტების რაოდენობის გათვალისწინებით.
4. ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში პირველად და კვარტალურად გადასარიცხი თანხის გამოანგარიშების წესი განისაზღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუა-ლური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
5. ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო დაწესებულების რეესტრში პროფესიული სტუდენტის შესახებ ინფორმაციის შეუტანლობა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არის ამ დაწესებულებისათვის ვაუჩერული დაფინანსების გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულება არ არის უფლებამოსილი მოსთხოვოს პროფესიულ სტუდენტს გადაურიცხავი ვაუჩერული დაფინანსების შესაბამისი თანხის ან/და მისგან გამომდინარე სხვა გადასახდელის (პროცენტი, ჯარიმა და ა.შ) გადახდა.
მუხლი 13🔗. ვაუჩერული დაფინანსების გადატანა
1. პროფესიული სტუდენტის, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ერთი დაწესებულებიდან ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ სხვა დაწესებულებაში გადასვლის შემთხვევაში (ამ წესის მიზნებისათვის შემდგომში − მობილობა), მიმღებ დაწესებულებას ვაუჩერული დაფინანსება მიეცემა, მხოლოდ პროფესიული სტუდენტის მიერ ,,ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებით გათვალისწინებულ იმ პროფესიულ სპეციალიზაციაზე სწავლის გაგრძელების შემთხვევაში, რომელზეც სწავლობდა იგი მობილობის განხორციელებამდე.
2. მობილობის განმახორციელებელი პროფესიული სტუდენტის რაოდენობის გათვალისწინებით, მიმღები ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულება ვაუჩერულ დაფინანსებას მიიღებს პროფესიული სტუდენტის მობილობის განხორციელების მომდევნო კვარტალიდან.
3. პროფესიული სტუდენტის მიერ მობილობის განხორციელების შემთხვევაში, მიმღებ ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებას, ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში, ამ პროფესიული სტუდენტის რაოდენობის გათვალისწინებით, დაფინანსება მიეცემა მის მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის შესაბამისად, ამ დადგენილების დანართი №2-ით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი საფეხურისათვის განკუთვნილი სწავლის საფასურის მაქსიმალური ღირებულებიდან დარჩენილი გაუხარჯავი ოდენობით.
მუხლი 14🔗. ვაუჩერული დაფინანსების შენარჩუნება/შეწყვეტა
1. პროფესიული სტუდენტის მიერ მობილობით სარგებლობის, ასევე, პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ იმ დაწესებულებას, რომლიდანაც გადადის პროფესიული სტუდენტი, ვაუჩერული დაფინანსება ამ პროფესიული სტუდენტის რაოდენობის გათვალისწინებით უნარჩუნდება მომდევნო კვარტალის დაწყებამდე.
2. პროფესიული სტუდენტის მიერ პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, ვაუჩერული დაფინანსება ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებას შეუჩერდება მომდევნო კვარტალის დაწყებიდან ამ პროფესიული სტუდენტის მიერ პროფესიული სტუდენტის სტატუსის აღდგენამდე, არაუმეტეს 2 წლის განმავლობაში.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში, პროფესიული სტუდენტის მიერ, პროფესიული სტუდენტის სტატუსის აღდგენის გარეშე, პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა იწვევს ამ წესის მე-2 მუხლის თანახმად შეჩერებული ვაუჩერული დაფინანსების შეწყვეტას.
4. ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ ავტორიზაციის დაკარგვის/ვადის გასვლის შემთხვევაში დაწესებულებას შეუწყდება ვაუჩერული დაფინანსების მიცემა.
თავი III. პროგრამული დაფინანსება
მუხლი 15🔗. პროგრამული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილი დაწესებულებები
პროგრამული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილნი არიან სამინისტროს მიერ დაფუძნებული:
ა) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები;
ბ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებები.
მუხლი 16🔗. პროგრამული დაფინანსების გაცემის მიზნები და საფუძველი
1. პროგრამული დაფინანსება გაიცემა კვარტალურად, ამ წესის მე-15 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებებზე, შემდეგი მიზნებისათვის:
ა) საშტატო განრიგით გათვალისწინებული პერსონალისა და სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში დასასაქმებელი შტატგარეშე მოსამსახურეების შრომის ანაზღაურებისათვის;
ბ) ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯებისათვის;
გ) სხვა მიმდინარე ხარჯებისათვის.
2. პროგრამული დაფინანსების გაცემის საფუძველს წარმოადგენს ამ წესის მე-15 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ კვარტალის დასრულებამდე არანაკლებ 15 დღით ადრე, სამინისტროში წარდგენილი დასაბუთებული მიმართვა (თანდართული ხარჯთაღრიცხვით).
მუხლი 17🔗. პროგრამული დაფინანსების გაცემის წესი
1. პროგრამული დაფინანსების გაცემის მიზნით, ამ წესის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მიმართვას (თანდართულ ხარჯთაღრიცხვას), სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტთან ერთად, განიხილავს სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტი.
2. ეკონომიკური დეპარტამენტი, ამ წესის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მიმართვის (თანდართული ხარჯთაღრიცხვის) შესწავლის შემდგომ, უფლებამოსილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს წარუდგინოს რეკომენდაცია ამ წესის მე-15 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებისათვის პროგრამული დაფინანსების:
ა) მის მიერ მოთხოვნილი ოდენობით გამოყოფის თაობაზე;
ბ) მის მიერ მოთხოვნილი ოდენობისაგან განსხვავებული ოდენობით გამოყოფის თაობაზე.
3. მინისტრი, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რეკომენდაციის გათვალისწინებით, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იღებს გადაწყვეტილებას შესაბამის კვარტალში ამ წესის მე-15 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებისათვის პროგრამული დაფინანსების გამოყოფის თაობაზე.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის
19 სექტემბრის N244 დადგენილების
დანართი N 2
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობა
მუხლი 1🔗. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამის პროფესიულ სპეციალიზაციაზე I-III საფეხურებისათვის განისაზღვროს შემდეგნაირად:
№
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა/პროფესიული სპეციალიზაცია
საფეხური
სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობა
1
ზოოტექნიკოსი
I
400
2
მეხილე
II
3
ზოოტექნიკოსი
II
4
მებოსტნე
II
5
თევზგადამმუშავებელი
III
6
თევზის მრეწავი
III
7
ზოოტექნიკოსი
III
8
მებოსტნე
III
9
მეხილე
III
10
მძერწავი (არქიტექტურული დეტალების)
III
11
ავტომობილის დიაგნოსტიკოსი
III
12
საკერავი მანქანების ოპერატორი
III
13
ბუღალტერი
III
14
სანერგე მეურნეობის სპეციალისტი
II
650
15
საკერავი მანქანების მექანიკოსი
III
16
საკერავი მანქანების ოპერატორი
III
17
ამწის მემანქანე
III
18
ავტომობილის დიაგნოსტიკოსი
II
19
სანერგე მეურნეობის სპეციალისტი
III
20
კრიმინალისტი
III
21
საავტომობილო გზებისა და აეროდრომების მშენებელ-ტექნიკოსი
III
22
ტოპოგრაფი
III
23
თექის ხელოსანი
III
24
ღონისძიებათა მომწყობი
III
25
ინფორმაციული ტექნოლოგი
III
26
მევენახე
III
27
მასაჟისტი
III
28
კომპიუტერული ინჟინერი
III
29
ავტომობილის შემკეთებელი ელექტრო -ტექნიკოსი
III
30
ოფისის მენეჯერი (მდივან-რეფერენტი)
III
31
გამყიდველ- კონსულტანტი
III
32
რძის გადამმუშავებელი
III
33
სამკერვალო ნაწარმის ხარისხის მართვის სპეციალისტი
III
34
კომპიუტერული ქსელებისა და სისტემის ტექნიკოსი
III
35
რკინაბეტონის სამუშაოთა მწარმოებელი
III
36
ინტერნეტტექნოლოგი (ვებსპეციალისტი)
III
37
ნივთიერებებისა და მასალების ქიმიური ანალიზის ლაბორანტი
III
800
38
კალატოზი
III
39
კომპიუტერული გრაფიკოსი
III
40
სარესტორნო საქმისმწარმოებელი
III
41
მებათქაშე
III
42
თაბაშირმუყაოს სპეციალისტი
III
43
ვეტერინარიული მომსახურების სპეციალისტი
III
44
მღებავი
III
45
საბაჟო წარმომადგენელი
III
46
მოლარე(ბანკის და ა.შ)
III
47
ზეინკალ -სანტექნიკოსი
III
48
საბაჟო დეკლარირების სპეციალისტი
III
49
ტრაქტორისტ-მემანქანე
III
50
მცენარეების დამამზადებელი( სამკურნალო, არომატული)
III
51
მეტყევე
III
52
მეთუნუქე-მღებავი
III
53
სტილისტი(ქალი, მამაკაცი)
III
54
ელექტრიკოსი
III
55
იუველირი
III
56
მიმღები- რეცეფციონისტი
III
57
მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორი
III
58
მელიორატორი
III
59
მცენარეთა დაცვის ტექნიკოსი
III
60
ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემის მემონტაჟე
III
950
61
ელექტროამძრავისა და ელექტრომომმარაგებელი დანადგარების ოსტატი
III
62
მემცენარე
III
63
სამანქანე განყოფილების რიგითი მეზღვაური
III
64
სამაცივრო მოწყობილობების ტექნიკოსი
III
65
ელექტრონული და ციფრული ხელსაწყოების დიაგნოსტიკოს –შემკეთებელი
III
66
ძრავის შემკეთებელი
III
67
მეფილე – მომპირკეთებელი
III
68
სავალი ნაწილის ტექნიკოსი
III
69
ტუროპერატორი
III
70
გაზმომარაგების სისტემის მემონტაჟე
III
71
ავტომობილის ზეინკალი
III
72
სასტუმრო საქმისმწარმოებელი
III
73
კბილის ტექნიკოსი
III
74
დეკორატიულ-გამოყენებითი ქსოვილების სპეციალისტი
III
75
მეღვინე
III
76
სამთო ტექნიკის ექსპლუატაციისა და რემონტის უსაფრთხოების სპეციალისტი
III
1150
77
გიდი
III
78
გვირაბგამყვანი
III
79
გარემოს დაცვის ტექნიკოსი
III
80
ხის მხატვრული დამუშავების სპეციალისტი
III
81
ყველის მწარმოებელი
III
82
ელმავლის მემანქანე
III
83
ექთნის თანაშემწე
III
84
სამთო ელექტრომექანიკოსი
III
85
სამთო ტექნიკოსი
III
86
დურგალი
III
87
სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი
III
88
ბარმენი
III
89
კომპიუტერული გრაფიკოს-ანიმატორი
III
90
ვებსპეციალისტი
III
91
სასურსათო პროდუქტების ეკოლოგიური კონტროლის სპეციალისტი
III
92
შემდუღებელი (ელექტრორკალური შედუღება)
III
93
კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ადმინისტრატორი
III
94
ხილ- ბოსტნეულის გადამმუშავებელი
III
95
ფეხსაცმლის, ტყავის ნაწარმისა და აქსესუარების სპეციალისტი
III
96
სომელიე
III
97
მეფუტკრე
III
98
მემინანქრე
III
1300
99
პოლიგრაფიული მრეწველობის ტექნიკოსი
III
100
აგრარული ტექნიკის მექანიკოსი
III
1400
101
მყარი წიაღისეულის გამდიდრების ტექნოლოგიის სპეციალისტი
III
102
სარკინიგზო გადამზიდავი
III
1500
103
სატელეკომუნიკაციო ქსელებისა და სისტემების ექსპლოატაციის ოპერატორი
III
104
მზარეული
II
1700
105
მზარეული
III
1900
106
რკინიგზის ელექტრომოძრავი შემადგენლობის მეურნეობის ელექტრომექანიკოსი
III
2250
107
მელიანდაგე
III
108
სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების ელექტრომექანიკოსი
III
109
სავაგონო მეურნეობის მექანიკოსი
III
110
რკინიგზის ელექტრომომარაგების მეურნეობის ელექტრომექანიკოსი
III
111
კონდიტერი
III
მუხლი 2🔗. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი პროფესიული სპეციალიზაციის როგორც IV, ასევე V საფეხურებისათვის განისაზღვროს 2 250 (ორი ათას ორას ორმოცდაათი) ლარით.