შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და გამგეობის საჯარო მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.09.2013
გამომცემი ორგანო შუახევის მუნიციპალიტეტი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 010250010.35.135.016073
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/10/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,407 სიტყვა · ~7 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (13)
საკრებულოს თავმჯდომარე იური ქათამაძე საკრებულოს თავმჯდომარე
ორგანიზაციის დასახელება
უცხო ენები უცხო ენების ცოდნა
ინგლისური ‘ სუსტად
რუსული ‘ სუსტად
ფრანგული ‘ სუსტად
გერმანული ‘ სუსტად
სხვა (მიუთითეთ რომელი) ‘ სუსტად
პროგრამები პროგრამების ცოდნის დონე
PC Microsoft Office ‘ სუსტად
Microsoft  Word ‘ სუსტად
Microsoft  Exsel ‘ სუსტად
Internet Explorer ‘ სუსტად
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და გამგეობის საჯარო მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №8 2013 წლის 27 სექტემბერი დაბა შუახევი შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და გამგეობის საჯარო მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის  საფუძველზე და საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულებით დამტკიცებულ „საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის“ შესაბამისად,  შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს: 1. შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და გამგეობის საჯარო მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების წესი (დანართი №1). 2. კონკურსის მონაწილის  სააპლიკაციო ფორმა (დანართი №2). მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეიური ქათამაძე დანართი №1 შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და გამგეობის საჯარო მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების წესი ეს წესი შემუშავებულია საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულებით დამტკიცებული „საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესისა“ და „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და განსაზღვრავს შუახევის მუნიციპალიტეტში ვაკანტური თანამდებობის (შემდეგში - ვაკანტური თანამდებობა) დასაკავებლად გამართული კონკურსის პრინციპებს, პროცედუ­რებს, ფორმებსა და ზოგად პირობებს. თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗 მიზნები და ამოცანები 1. . კონკურსის მიზანია შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა ვაკანტურ თანამდებობაზე შესაბამისი კანდიდატის შერჩევა. 2. კონკურსის ამოცანაა კანდიდატის პროფესიული დონის, შესაძლებლობების, პიროვნული თვისებების, კვალიფიკაციის შეფასება და დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრა. მუხლი 2🔗 კომისიის შემადგენლობა 1.  კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები. 2. კომისიის თავმჯდომარეს ნიშნავს შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო. 3. კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე აუცილებელი საჭიროების გათვალისწინებით. 4. თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან ნიშნავს მოადგილეს, რომელიც ცვლის მას არყოფნის შემთხვევაში. მუხლი 3🔗 კომისიის სამდივნო კონკურსის ორგანიზებულად ჩატარებისათვის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს შექმნას კომისიის სამდივნო. მუხლი 4🔗 კომისიის სხდომა 1. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 2. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე კომისიის წევრთა ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის სხდომის თავმჯდომარის ხმა. 3. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები. 4. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. თავი II კონკურსის გამოცხადება მუხლი 5🔗 კონკურსის გამოცხადება 1. შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ამ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის წინადადებით, საჯარო კონკურსს აცხადებს შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით ამასთანავე, კანდიდატს განცხადების წარსადგენად ეძლევა არანაკლებ 10-დღიანი ვადა კონკურსის გამოცხადების დღიდან. კონკურსის გამოცხადების დღედ ითვლება ბოლო გამოცხადების მომენტი. 2. განცხადება კონკურსის ჩატარების თაობაზე ქვეყნდება   საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით (www.hr.gov.ge) და შუახევის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდზე (www.shuakhevi.ge). 3. კონკურსის გამოცხადების ხარჯებს ანაზღაურებს შუახევის მუნიციპალიტეტი. 4. განცხადება კონკურსის შესახებ უნდა შეიცავდეს შემდეგ მონა­ცემებს: ა) კონკურსის წესით დასაკავებელი თანამდებობების დასახელება და რაოდენობა; ბ) კანდიდატისათვის წაყენებული მოთხოვნები; გ) შესასრულებელი სამუშაო; დ) თანამდებობრივი სარგოს ოდენობა; ე) აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალი და წარდგენის ვადა; ვ) საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართი. 5. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის მიმართ წაყენებულ მოთხოვ­ნებს.  6. საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს, მიიღოს კონკურსში მონა­წილეობა საერთო წესის საფუძველზე, მის მიერ დაკავებული თანამდებობის მიუხედავად. მუხლი 6🔗 საბუთების წარდგენა კონკურსში მონაწილეობისათვის 1. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სახელზე, (მისამართი დაბა შუახევი, თამარ მეფის ქუჩა  №30, შუახევისმუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული); ბ) შევსებული სააპლიკაციო ფორმა (დანართი №2); გ) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები; დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) კანონმდებლობით გათვალისწინეული სხვა სახის დოკუმენტები (მოთხოვნის შემთხვევაში). ე) კონკურსში მონაწილეობის მსურველებს დოკუმენტაციის წარმოსადგენად ეძლევათ ვადა არანაკლებ 10 დღისა კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადების გამოქვეყნების დღიდან. 2. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს დოკუმენტაციის წარმოსადგენად ეძლევათ ვადა არანაკლებ 10 დღისა კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადების გამოქვეყნების დღიდან. მუხლი 7🔗 კონკურსის ჩატარების პროცედურა 1. კონკურსს ატარებს მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისია. 2. კონკურსი ტარდება ორ ეტაპად  ტესტირების და გასაუბრების ფორმით. 3. კონკურსის პროგრამას, ფორმებს, პი­რობებსა და ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისია საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით. 4. ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე. მუხლი 8🔗 ტესტირება 1. ტესტირება ტარდება წერილობითი ან ელექტრონული (კომპიუტერის საშუალებით) ფორმით. 2. ტესტის ფორმას, შეფასების კრიტერიუმებს და აუცილებელ ქულათა რაოდენობის მინიმალურ ზღვრულ ოდენობას ადგენს და ამტკიცებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია. 3. დადებითი შეფასების მისაღებად კანდიდატმა უნდა დააგროვოს  კომისიის მიერ დადგენილ აუცილებელ ქულათა რაოდენობის მინიმალური ზღვარი. მუხლი 9🔗 გასაუბრება 1. თითოეულ კომისიის წევრს უფლება აქვს კანდიდატს დაუსვას არაუმეტეს სამი შეკითხვისა. 2. შესაძლებელია დამატებითი კითხვების დასმაც განსაზღვრული საკითხების ირგვლივ, რაც დამოკიდებულია კანდიდატის მიერ გაცემულ პასუხებზე. 3. კომისიას კანდიდატთან გასაუბრებისას ეძლევა საშუალება მიიღოს ინფორმაცია კანდიდატის უნარ-ჩვევებზე, პროფესიულ კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე, რომელიც საჭიროა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. 4. კონკრეტულ ვაკანტურ ადგილზე კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატი ინდივიდუალურად ფასდება. 5. კომისიის წევრები, გასაუბრებისას  კანდიდატის პროფესიული  უნარ-ჩვევების შეფასებას  ახდენენ ფუნქცია-მოვალეობებთან მიმართებაში. თავი III კონკურსის შედეგები მუხლი 10🔗 კონკურსის შედეგები 1. საკონკურსო-საატესტაციო კომისია კანდიდატებთან გასაუბრების ან/და ტესტირების შემდეგ მათ დაუსწრებლად სხდომაზე განიხილავს დასაკავებელ თანამდებობასთან თითოეული კანდიდატის შეფასებისას მიღებულ ქულებს. აუცილებლობის შემთხვევაში ისმენს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის აზრს და გამოაქვს გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. შეფასების საფუძველზე, კომისია შესაბამის თანამდებობაზე წარადგენს ერთ კანდიდატს, ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე. მუხლი 11🔗 საპრეტენზიო კომისია 1. კონკურსის პროცედურებთან და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით ქმნის საპრეტენზიო კომისიას, განსაზღვრავს საპრეტენზიო კომისიის წევრთა რაოდენობას, შემადგენლობას და ნიშნავს მის თავმჯდომარეს და მოადგილეს. კომისიის წევრი, რომელიც მონაწილეობდა კონკურსის ჩატარებაში, არ შეიძლება იყოს საპრეტენზიო კომისიაში. 2. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე. 3. საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 4. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება კომისიის დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვე­ვაში გადამწყვეტად ითვლება თავმჯდომარის ხმა. 5. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელ­საც ხელს აწერენ საპრეტენზიო კომისიის სხდომის თავმჯდომარე და კომისიის დამსწრე წევრები. 6. საპრეტენზიო კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. 7. პირს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს კონკურსის შედეგების გამოცხადებიდან არა უგვიანეს 2 დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება არა უმეტეს 3 დღეში. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად შედგება ოქმი გამოვლენილი ხარვეზის შესახებ და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საკონკურსო-საატესტაციო კომისიას. 8. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით. საკონკურსო-საატესტაციო კომისიას უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს გაფართოებული სხდომა საპრეტენზიო კომისიის წევრთა მონაწილეობით. მუხლი 12🔗. ჩაშლილი კონკურსი კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ საკონკურსო კომისია უარს განაცხადებს თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წარდგენაზე. მუხლი 13🔗. კონკურსის შედეგების გასაჩივრება კონკურსის პროცესთან და შედეგებთან დაკავშირებული დავა წყდება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად. თავი IV დასკვნითი დებულებანი მუხლი 14🔗 კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები 1. 2014 წლის 1 იანვრამდე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საჯარო კონკურსი გამოაცხადოს აგრეთვე შესაბამის ბეჭდვით ორგანოში. 2. 2014 წლის 1 იანვრამდე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ საჯარო კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა შეიძლება აგრეთვე არაელექტრონული ფორმით, შესაბამისი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართზე. 3. საკითხები, რომლებიც ამ წესით  არ არის მოწესრიგებული, განისაზღვრება საქართველოსა კანონმდებლობის შესაბამისად. დანართი №2 ს ა ა პ ლ ი კ ა ც ი ო         ფ ო რ მ ა პირადი ინფორმაცია სახელი და გვარი დაბადების რიცხვი, თვე, წელი და ადგილი: ოჯახური მდგომარეობა: მისამართი რეგისტრაციის მიხედვით: საცხოვრებელი (ფაქტობრივი) მისამართი: სახლის ტელეფონი/მობილური: პირადი  №: პირადობის მოწმობის №, გაცემულია/გაცემის თარიღი: სამხედრო სამსახურისადმი დამოკიდებულება და სამხედრო წოდება: ელ-ფოსტა: განათლება № სასწავლებლის დასახელება სწავლების წლები ფაკულტეტი კვალიფიკაცია და დიპლომი № კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები (ტრენინგები) № ტრენინგის დასახელება ტრენინგის ჩატარების ადგილი, პერიოდი ორგანიზაციის დასახელება (ვის მიერ იყო ორგანიზებული) რა სახის ცოდნა და გამოცდილება მიიღეთ უცხო ენები (ივსება აპლიკანტის სურვილის შემთხვევაში) უცხო ენები უცხო ენების ცოდნა ინგლისური ‘ სუსტად ‘ საშუალოდ ‘ კარგად ‘ ძალიან კარგად რუსული ‘ სუსტად ‘ საშუალოდ ‘ კარგად ‘ ძალიან კარგად ფრანგული ‘ სუსტად ‘ საშუალოდ ‘ კარგად ‘ ძალიან კარგად გერმანული ‘ სუსტად ‘ საშუალოდ ‘ კარგად ‘ ძალიან კარგად სხვა (მიუთითეთ რომელი) ‘ სუსტად ‘ საშუალოდ ‘ კარგად ‘ ძალიან კარგად დამატებითი ინფორმაცია თქვენ შესახებ (ჯილდოები, სამეცნიერო ხარისხი და წოდება, მეცნიერული შრომები და გამოგონებები) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (მიუთითეთ რომელი პროგრამები იცით) პროგრამები პროგრამების ცოდნის დონე PC Microsoft Office ‘ სუსტად ‘ საშუალოდ ‘ კარგად ‘ ძალიან კარგად  Microsoft  Word ‘ სუსტად ‘ საშუალოდ ‘ კარგად ‘ ძალიან კარგად Microsoft  Exsel ‘ სუსტად ‘ საშუალოდ ‘ კარგად ‘ ძალიან კარგად Internet Explorer ‘ სუსტად ‘ საშუალოდ ‘ კარგად ‘ ძალიან კარგად სხვა (მიუთითეთ რომელი) ‘ სუსტად ‘ საშუალოდ ‘ კარგად ‘ ძალიან კარგად შრომითი საქმიანობა /სტაჟირება (გთხოვთ, ჩამონათვალში გაითვალისწინოთ ერთსა და იმავე ორგანიზაციაში თანამდებობის შეცვლის პროცესიც და მიუთითოთ ამ შენაცვლების (დაწინაურება, დაქვეითება) მიზეზი. წარმოების და დაწესებულების დასახელება უნდა ჩაიწეროს ისე, როგორც ეწოდებოდა მოცემულ ორგანიზაციაში თქვენი მუშაობის პერიოდში). № ორგანიზაციის დასახელება თანამდებობა (ორგანიზაციის უწყების ჩვენებით) მუშაობის წლები სამუშაოდან წამოსვლის მიზეზი ვადასტურებ, რომ ჩემ მიერ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია შეესაბამება სინამდვილეს, თანახმა ვარ გადამოწმდეს აღნიშნული ინფორმაცია. შევსების თარიღი             _______________________ პირადი ხელმოწერა         ________________________