📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

„თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 23.09.2013
გამომცემი ორგანო თიანეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №23
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.154.016141
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/09/2013
matsne.gov.ge 400 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გივი წიკლაური თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

„თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“         თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №23 2013 წლის 23 სექტემბერი დაბა თიანეთი თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗  დამტკიცდეს  თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და    სოციალური დაცვის  სამსახურის დებულება, დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს (სსმ, ვებგვერდი, 14/01/13, 010260020.35.154.016122) „თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ' თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 8 იანვრის №4 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგივი წიკლაური დანართი თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა  და სოციალური დაცვის სამსახური 1. თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს თიანეთის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების განხორციელებას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულების და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. მუხლი 2🔗. სამსახურის ფუნქციები 1. სამსახური უზრუნველყოფს: ა) თვითმმართველი ერთეულის დაქვემდებარებაში მყოფი საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების სფეროში თიანეთის  მუნიციპალიტეტის გამგეობის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მართვას (კოორდინაცია, კონტროლი); ბ) ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; გ) უმუშევართა რეგისტრაციას, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას, თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ვეტერანების, ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებულ პირთა აღრიცხვას, მათი პრობლემების შესწავლას, მათზე სოციალური დახმარებებისა და სხვა სახის შეღავათების დაწესების შესახებ წინადადებების მომზადებას; დ) მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში  განახორციელოს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მოქმედი ჯანდაცვის დაწესებულებების მიერ მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული საქმიანობის კონტროლს. 2. მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთნებულ საკითხებთნ დაკავშირებული ინფორმაცია. საჭიროების შემთხევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია;. 3. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებათა  განხორციელება.  მუხლი 3🔗. სამსახურის სტრუქტურა სამსახური შედგება: ა) სამსახურის უფროსისა და მოხელეებისაგან; ბ) სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებით  და ამ დებულების  შესაბამისად; გ) სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე; დ) სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებითა და ამ დებულების  შესაბამისად; ე) სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების წესი განისაზღვრება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.