„სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2010 წლის 1 იანვრამდე გაცემულ სესხებზე წარმოშობილი ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის და ადმინისტრირების მიზნით საქართველოს ფინანსთა მინისტრისათვის მიმართვის და მის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქრთველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 15 მაისის №138 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №314 |
|
2013 წლის 25 სექტემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2010 წლის 1 იანვრამდე გაცემულ სესხებზე წარმოშობილი ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის და ადმინისტრირების მიზნით საქართველოს ფინანსთა მინისტრისათვის მიმართვის და მის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქრთველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 15 მაისის №138 ბრძანებით (ვებგვერდი, 17/05/2013, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.22.033.016538) დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მიმართვისა და შესაბამისი დოკუმენტების საქართველოს ფინანსთა სამინისტროში სრულად წარდგენიდან (რეგისტრაციიდან) არაუგვიანეს 5 თვისა, მინისტრი იხილავს და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის ადმინისტრირების მიზნით შემოსავლების სამსახურზე საქმის გადაცემის ან გადაცემაზე უარის თქმის თაობაზე. სახელმწიფო ინტერესებად ჩაითვლება საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე, საწარმოებზე (რომელთა აქციების ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო) და სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე იურიდიულ/ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხები, აგრეთვე სხვა გარემოებები, რომლებსაც მინისტრი მიიჩნევს მიზანშეწონილად.“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მესამე დღეს.
|
|