საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 24.09.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №37/2013
სარეგისტრაციო კოდი 010240020.15.008.016104
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/09/2013
matsne.gov.ge 193 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია ცესკოს მდივანი გიზო მჭედლიძე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის დადგენის შესახებ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №37/2013 2013 წლის 24 სექტემბერი ქ. თბილისი საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის დადგენის შესახებ „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1🔗 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან (შემდგომში - სააგენტო) მიღების შემდგომ, იმ საუბნო საარჩევნო კომისიებში, სადაც ასეთი კატეგორიის ამომრჩეველთა ბოლო რეგისტრაციის ადგილი იყო დაფიქსირებული, ხელმისაწვდომ ადგილზე გამოიკრას საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოხსნილ ამომრჩეველთა ან/და სააგენტოს მიერ რეგისტრაცია ძალადაკარგულად გამოცხადებულ ამომრჩეველთა სიის საჯარო ინფორმაციისათვის მიკუთვნებული ვერსიები. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნულ ამომრჩეველთა შესაბამისი ინფორმირებისა და მათი ფაქტობრივი ადგილსამყოფლის დადგენის თაობაზე შესაძლო ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ, 2013 წლის 10 ოქტომბრამდე განსახორცილებელი შემდგომი პროცედურები, განისაზღვროს ცესკოს განკარგულებით, ამ დადგენილების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს მე-5 დღისა. მუხლი 3🔗 ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 4🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანიაცესკოს მდივანიგიზო მჭედლიძე