საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისა და ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 25.09.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
სარეგისტრაციო კოდი 010320010.18.011.016106
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/09/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.09.2013 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | ნორმატიული აქტები, რომლებიც არეგულირებენ ეროვნული ბანკის საქმიანობას |
| 2 | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, რომლებიც საზოგადოებრივი ინტერესის შემცველია |
| საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| 1. | მაკროეკონომიკა და სტატისტიკა |
| 2. | ინფორმაცია ეროვნული ბანკის თანამდებობის პირთა შესახებ ( სახელი, გვარი, ფოტოსურათი) |
| 4. | საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი – სახელი გვარი, თანამდებობა, სამსახურის ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა |
| 5. | ბანკის მიერ შემუშავებული სტრატეგიები, კონცეფციები , გეგმები |
| ა) | განცხადებები ეროვნულ ბანკში კონკურსის წესით შესავსები ვაკანსიების შესახებ |
| ბ) | ეროვნულ ბანკში დასაქმებულ პირთა ოდენობა, კატეგორიები, გენდერული შემადგენლობა |
| გ) | განცხადებები ჩამოწერილი ქონების აუქციონის გზით გასხვისების შესახებ |
| დ) | ინფორმაცია,სებ–ის ფულის მუზეუმის შესახებ პროდუქციის სარეალიზაციო ფასები და რეალიზაციის პირობები |
| ე) | რეგისტრირებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ელექტრონული რეესტრი |
| ვ) | საკრედიტო კავშირების ელექტრონული რეესტრი |
| ზ) | ლიცენზირებული საკრედიტო კავშირების კონსოლიდირებული მონაცემები |
| თ) | რეგისტრირებული ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების ელექტრონული რეესტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისა და ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება
№89/04
2013 წლის 25 სექტემბერი
ქ.თბილისი
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისა და ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილის და 37-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისა და ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესი“ თანდართულ დანართთან ერთად.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტიგიორგი ქადაგიძე
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისა და ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1.ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ეროვნულ ბანკში (შემდგომში ,,ბანკი“) საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესს, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტს და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხას (შემდგომში „ნუსხა“).
2.ბანკი უზრუნველყოფს ამ წესის დანართი №1-ით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებას საკუთარ ელექტრონულ რესურსზე (ვებგვერდზე).
3. ბანკის ვებგვერდის მისამართია www.nbg.gov.ge
4. ბანკის ვებგვერდზე პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია უსასყიდლოდ ღია და ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის.
მუხლი 2🔗.
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება
1. ბანკის ვებგვერდზე იქმნება შესაბამისი განყოფილება ,,საჯარო ინფორმაციის გვერდი“, რომელზეც განთავსდება ამ წესის დანართით №1–ით გათვალისწინებული ინფორმაცია. გარდა აღნიშნულისა, ბანკი უფლებამოსილია საკუთარი საქმიანობისა და კომპეტენციის ფარგლებში დამატებით პროაქტიულად გამოაქვეყნოს საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი სხვა საჯარო ინფორმაცია.
2.ინფორმაციის მოწოდების პერიოდულობაზე და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მომწოდებელი შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, ხოლო ინფორმაციის ბანკის ვებ–გვერდზე დროულად განთავსებაზე, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება. (საჭიროების შემთხვევაში განთავსება შეიძლება უზრუნველყოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტმა)
3.ბანკის პრეზიდენტი განსაზღვრავს პასუხისმგებელ პირს, რომელიც უზრუნველყოფს ბანკის სტრუქტურული ერთეულებიდან ინფორმაციის მიღებას და ვებ–გვერდზე განთავსებას.
4. ბანკის სტრუქტურული ერთეულის უფროსი განსაზღვრავს პასუხისმგებელ პირს, რომელიც უზრუნველყოფს პროაქტიულად გამოსაქვეყნებლად ინფორმაციის პერიოდულად და დროულად მიწოდებას.
მუხლი 3🔗.
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტი
1.ბანკი უზრუნველყოფს პროქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტეს, პერიოდულობას და განახლებას. ინფორმაციის განახლებისას მიეთითება განახლების თარიღი.
2.ბანკის ვებგვერდიდან შესაძლებელია პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაციის ჩამოტვირთვა, კოპირება და ბეჭდვა.
მუხლი 4🔗.
საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესი
1.დაინტერესებულ პირს შეუძლია ბანკისაგან მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია ელექტრონული ფორმით.
2. ბანკის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე შემოსული მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე რეგისტრირდება საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად გაცემაზე პასუხისმგებელ პირთან და ავტომატური დადასტურების შემდეგ გადაეგზავნება იმ სტრუქტურული ერთულის ხელძღვანელს, რომლის კომპეტენციასაც განეკუთვნება მოთხოვნლი ინფორმაცია.
3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადის ათვლა დაიწყება ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის რეგისტრაციის დადასტურებიდან მომდევნო სამუშაო დღეს.
4. საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად გაცემაზე ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ვადები და ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა.
5. ელექტრონულად მოთხოვნილი ინფორმაციის დამუშავება/მომზადების შემდეგ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი წერილობით ადასტურებს ინფორმაციის გაცემას ან უარს, რაც ელექტრონულად ეცნობება დაინტერესებულ პირს.
6. საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაინტერესებული პირის მიერ მითითებულ ელფოსტაზე გაგზავნით (ან მისი თხოვნით ან მასალის მოცულობის გათვალისწინებით ელექტრონულ მატარებელზე ჩაწერით, მოსაკრებლის გადახდით).
დანართი №1
მუხლი 1🔗. ზოგადი ინფორმაცია
1.
ეროვნული ბანკის სტრუქტურა და ფუნქციების აღწერა,საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები
ცვლილებისთანავე
2.
ინფორმაცია ეროვნული ბანკის თანამდებობის პირთა შესახებ ( სახელი, გვარი, ფოტოსურათი)
ცვლილებისთანავე
3.
ეროვნული ბანკის მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსის ნომერი, ცხელი ხაზის ნომერი
ცვლილებისთანავე
4.
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი – სახელი გვარი, თანამდებობა, სამსახურის ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა
ცვლილებისთანავე
5.
ბანკის მიერ შემუშავებული სტრატეგიები, კონცეფციები , გეგმები
ცვლილებისთანავე
მუხლი 2🔗. სამართლებრივი აქტები
1
ნორმატიული აქტები, რომლებიც არეგულირებენ ეროვნული ბანკის საქმიანობას
ძალაში შესვლიდან 10 დღეში
2
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, რომლებიც საზოგადოებრივი ინტერესის შემცველია
ძალაში შესვლიდან 10 დღეში
მუხლი 3🔗.საჯარო ინფორმაცია
1.
მაკროეკონომიკა და სტატისტიკა
ა)
საქართველოს ეროვნული ბანკის წლიური ანგარიში
ყოველწლიურად
ბ)
აუდირებული წლიური ფინანსური ანგარიშგება
ყოველწლიურად
გ)
ფინანსური სტაბილურობის ანგარიში
ყოველწლიურად
დ)
საქართველოს საგადასახდელო ბალანსი
ყოველწლიურად
ე)
ინფლაციის მიმოხილვა
ყოველკვარტალური
ვ)
მონეტარული და საბანკო სტატისტიკის ბიულეტენი
ყოველწლიურად
ზ)
თვის მიმოხილვა
ყოველთვიურად
თ)
სტატისტიკურ მონაცემთა გადასინჯვის პოლიტიკა
ცვლილებისთანავე
ი)
სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები
ცვლილებისთანავე
კ)
სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსების ინსტრუქცია
ცვლილებისთანავე
ლ)
სტატისტიკური ანგარიშგების წარდგენის წესი
ცვლილებისთანავე
მ)
მონეტარული სტატისტიკა (მეთოდოლოგია)
ცვლილებისთანავე
ნ)
დეპოზიტები (მეთოდოლოგია)
ცვლილებისთანავე
ო)
სესხები (მეთოდოლოგია)
ცვლილებისთანავე
პ)
საპროცენტო განაკვეთების სტატისტიკა (მეთოდოლოგია)
ცვლილებისთანავე
ჟ)
გაცვლითი კურსი (მეთოდოლოგია)
ცვლილებისთანავე
რ)
საგადახდო ბარათების ბაზარი (მეთოდოლოგია)
ცვლილებისთანავე
ს)
ანალიზური მონაცემები (მეთოდოლოგია)
ცვლილებისთანავე
ტ)
ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები
ყოველთვიურად
უ)
მონეტარული აგრეგატები
ყოველთვიურად
ფ)
ფინანსური სტაბილურობის ინდიკატორები
ყოველთვიურად
ქ)
საფინანსო ინსტიტუტები და მათი აქტივები და ვალდებულებები
ყოველთვიურად
ღ)
დეპოზიტების სტატისტიკა
ყოველთვიურად
ყ)
სესხების სტატისტიკა
ყოველთვიურად
შ)
მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი
ყოველთვიურად
ჩ)
რეფინანსირების სესხების
სტატისტიკა
ყოველთვიურად
ც)
ფასიანი ქაღალდების სტატისტიკა
ყოველთვიურად
ძ)
სავალუტო ბაზარი და გაცვლითი კურსები
ყოველთვიურად
წ)
საგარეო სექტორის სტატისტიკა
ყოველთვიურად
ჭ)
ფულადი გზავნილების სტატისტიკა
ყოველთვიურად
ხ)
ლარის ფულადი ბაზრის მაჩვენებლები
ყოველდღიურად
ჯ)
თბილისის ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთი
ყოველდღიურად
ჰ)
ფართო ფულადი აგრეგატები (ოპერატიული ინფორმაცია)
ყოველდღიურად
ჰ1)
სადისკუსიო და კვლევითი ნაშრომები
მომზადებისთანავე
2. საგადახდო სიტემები
ა)
საგადახდო სისტემების ოპერატორების ელექტრონული რეესტრი
ცვლებებისთანავე
ბ)
საგადახდო მომსახურების პროვაიდერების ელექტრონული რეესტრი
ცვლილებისთანავე
გ)
დროის რეალური რეჟიმის ანგარიშწორების სისტემის (RTGS) მონაწილეების ჩამონათვალი,(მათი საბანკო კოდები , IBAN ორნიშნა კოდი)
ცვლილებისთანავე
დ)
სტატისტიკური ინფორმაცია საგადახდო სისტემების და საგადახდო მომსახურების შესახებ
ყოველთვიურად ან ყოველკვარტალურად
3. ფინანსური ბაზრები
ა)
სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების აუქციონების მიმდინარე კალენდარი
ყოველკვარტალურად და ცვლილებისთანავე
ბ)
სებ-ის სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონების მიმდინარე კალენდარი
ყოველკვარტალურად და ცვლილებისთანავე
გ)
სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების მიმდინარე აუქციონის შეტყობინებები
აუქციონის გამოცხადებისთანავე
დ)
სახაზინო ვალდებულებების, სახაზინო ობლიგაციების და სახელმწიფო ობლიგაციების აუქციონების შედეგები
აუქციონის ჩატარების დღეს
ე)
სებ-ის სავალუტო აუქციონების შედეგები
აუქციონის ჩატარების დღეს
ვ)
სებ-ის სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონების შედეგები
აუქციონის ჩატარების დღეს
ზ)
რეფინანსირების სესხის ოპერაციის შედეგები
აუქციონის ჩატარების დღეს
თ)
მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმა
ცვლილებისთანავე
ი)
ლარის ყოველდღიური ოფიციალური გაცვლითი კურსები
ყოველდღიურად
კ)
სავალუტო ფორვარდის ინდექსები
ყოველდღიურად
4. საფინანსო სექტორი
ა)
ლიცენზირებული კომერციული ბანკების ჩამონათვალი
ცვლილებისთანავე
ბ)
კომერციული ბანკების ფინანსური მაჩვენებლები
კვარტალურად
გ)
რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეესტრი
ცვლილებისთანავე
დ)
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კონსოლიდირებული მონაცემები
კვარტალურად
ე)
რეგისტრირებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ელექტრონული რეესტრი
ყოველ ორშაბათს
ვ)
საკრედიტო კავშირების ელექტრონული რეესტრი
ცვლილებისთანავე
ზ)
ლიცენზირებული საკრედიტო კავშირების კონსოლიდირებული მონაცემები
კვარტალურად
თ)
რეგისტრირებული ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების ელექტრონული რეესტრი
ყოველ ორშაბათს
ი)
რეგისტრირებული კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების ელექტრონული რეესტრი
ცვლილებისთანავე
კ)
კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების კონსოლიდირებული მონაცემები
ყოველთვიურად
ლ)
ფასიანი ქაღალდების ბაზრის ლიცენზირებული მონაწილეების ელექტრონული რეესტრი
ცვლილებისთანავე
მ)
საფონდო ბირჟის წლიური აუდირებული ფინანსური ანგარიში
ყოველწლიურად
ნ)
ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის წლიური აუდირებული ფინანსური ანგარიში
ყოველწლიურად
ო)
ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების წლიური აუდირებული ფინანსური ანგარიში
ყოველწლიურად
პ)
საბროკერო კომპანიების წლიურო აუდირებული ფინანსურიანაგარიშგება
ყოველწლიურად
ჟ)
საბროკერო კომპანიების ყოველკვარტალური ფინანსური ანგარიშგება
კვარტალურად
5. ქართული ფული
ა)
ლარის ბანკნოტების/მონეტების გამოშვების წლები, განხორციელებული ცვლილებები, ემისიის წლების მიხედვით
ცვლილებისთანავე
ბ)
ინფორმაცია ლარის დიზაინის ესკიზზე და თმატიკაზე გამოცხადებული კონკურსების შესახებ
ცვლილებისთანავე
გ)
ვიდეორგოლები მიმოქცევის ლარის ბანკნოტების და მონეტების დამცავი ნიშნების, მახასიათებლების შესახებ (მაგ: დამცავ ნიშნებზე საინფორმაციო რგოლი)
ცვლილებისთანავე
დ)
ინფორმაცია,სებ–ის ფულის მუზეუმის შესახებ პროდუქციის სარეალიზაციო ფასები და რეალიზაციის პირობები
ცვლილებისთანავე
6. შესყიდვები
ა)
სატენდერო განცხადებები
ცვლილებისთანავე
ბ)
ინფორმაცია ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული შესყიდვების შესახებ
ცვლილებისთანავე
გ)
განცხადებები ჩამოწერილი ქონების აუქციონის გზით გასხვისების შესახებ
ცვლილებისთანავე
7. საკადრო უზრუნველყოფა
ა)
განცხადებები ეროვნულ ბანკში კონკურსის წესით შესავსები ვაკანსიების შესახებ
ცვლილებისთანავე
ბ)
ეროვნულ ბანკში დასაქმებულ პირთა ოდენობა, კატეგორიები, გენდერული შემადგენლობა
კვარტალურად
8. სხვა საჯარო ინფორმაცია
სასამართლოს ბრძანებები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესაბამისად განსაზღვრულ პირთა სიებში დამატებულ პირთა შესახებ, მათ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.
ეროვნულ ბანკში შემოსვლიდან მეორე სამუშაო დღეს