„საქართველოს პროკურატურის ორგანოებში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 22 მარტის №43 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№97
სარეგისტრაციო კოდი
110060010.22.027.016498
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/09/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს

ბრძანება №97

2013 წლის 25 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს პროკურატურის ორგანოებში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 22 მარტის №43 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საქართველოს პროკურატურის ორგანოებში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 22 მარტის №43 ბრძანებით (ვებგვერდი, 22/03/2011, სარეგისტრაციო კოდი 110060010.22.027.016114) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3

საქართველოს პროკურატურის ორგანოებში პრაქტიკაზე მიღებასთან დაკავშირებით შესაძლოა, გაფორმდეს შესაბამისი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.“.

2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4

საქართველოს პროკურატურის ორგანოებში პრაქტიკაზე მიღება წარმოებს კონკურსის ფორმით. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მაგისტრატურის ან ბაკალავრიატის სტუდენტებს.“.

3. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5

1. პრაქტიკაზე კონკურსის წესით მიღების თაობაზე სტუდენტებს ეცნობებათ წინასწარ, გონივრულ ვადაში.

2. პრაქტიკანტთა ლიმიტი ყოველწლიურად განისაზღვრება  საქართველოს მთავარი პროკურორის (შემდგომში - მთავარი პროკურორი) მიერ.“.

4.  მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პროკურატურის ორგანოებში პრაქტიკის გავლის მსურველებთან გასაუბრებას ატარებენ მთავარი პროკურორის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პროკურატურის მუშაკები.“.

5. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8

პრაქტიკანტობის კანდიდატები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს გასაუბრება,  შესაბამისი თეორიული ან/და პრაქტიკული კურსის გავლის შემდეგ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს ეუფლებიან პროკურატურის ორგანოებში.“.

6. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თითოეულ პრაქტიკანტს ინდივიდუალურად განესაზღვრება პრაქტიკის გავლის ვადა და პროგრამა.“.

7. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 13

პრაქტიკის გავლის პროცესს კოორდინაციას უწევს მთავარი პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი, რომელიც ვალდებულია უზრუნველყოს პრაქტიკის პროგრამის შესრულება.“.

8. მე-14 მუხლის მე-2-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პრაქტიკანტის შეფასების პერიოდულობა და ფორმა შეიძლება განისაზღვროს ინდივიდუალურად.

3. გარდა მე-2 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციისა, პრაქტიკანტისათვის შეიძლება შეივსოს  შეფასების ფორმა (დანართი №1).“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს პროკურატურის ორგანოებში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 22 მარტის №43 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 25.09.2013.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს პროკურატურის ორგანოებში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 22 მარტის №43 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს პროკურატურის ორგანოებში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 22 მარტის №43 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 25.09.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №97. სარეგისტრაციო კოდი — 110060010.22.027.016498.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს პროკურატურის ორგანოებში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 22 მარტის №43 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს პროკურატურის ორგანოებში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 22 მარტის №43 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს პროკურატურის ორგანოებში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 22 მარტის №43 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.09.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს პროკურატურის ორგანოებში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 22 მარტის №43 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №97, 25.09.2013, სარეგისტრაციო კოდი 110060010.22.027.016498 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.09.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2025511/