აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრების პეტრე ზამბახიძისა და ასმათ დიასამიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტის „საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენის შესახებ“ და საქართველოს პარლამენტში წარსადგენი საქართველოს კანონის პროექტის დამატებითი განხილვისათვის კომისიებში დაბრუნების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრების პეტრე ზამბახიძისა და ასმათ დიასამიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტის „საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენის შესახებ“ და საქართველოს პარლამენტში წარსადგენი საქართველოს კანონის პროექტის დამატებითი განხილვისათვის კომისიებში დაბრუნების შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრების პეტრე ზამბახიძისა და ასმათ დიასამიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი „საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენის შესახებ“ და საქართველოს პარლამენტში წარსადგენი საქართველოს კანონის პროექტი დამატებითი განხილვისათვის დაბრუნდეს კომისიებში.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე
ჩაქვი,
2013 წლის 19 სექტემბერი
№69 -უ.ს.შ.ს.