ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.09.2013
გამომცემი ორგანო ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №22
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.113.016139
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/10/2013
matsne.gov.ge 1,500 სიტყვა · ~8 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ სურგულაძე საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №22 2013 წლის 25 სექტემბერი ქ. ოზურგეთი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად,  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 1. დამტკიცდეს ოზურგეთის   მუნიციპალიტეტის  გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესი დანართი N1-ის შესაბამისად. 2. დამტკიცდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის საშტატო რიცხოვნების ნუსხა დანართი N2-ის შესაბამისად. 3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეავთანდილ სურგულაძე დანართი  № 1 ოზურგეთის   მუნიციპალიტეტის  გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესი აღნიშნული წესი განსაზღვრავს და აწესრიგებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურში მოსამსახურეების მიერ სამსახურის გავლის წესს, მათ უფლებებს და მოვალეობებს. თავი I საერთო მოთხოვნები მუხლი 1🔗. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურში  პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლები  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი   თვითმმართველობის შესახებ“, საქართველოს კანონების „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“,  საქართველოს მთავრობის  2010  წლის 4 ივნისის №153 დადგენილება „საგანგებო სიტუაციების რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ“ და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. მუხლი 2🔗. სახანძრო-სამაშველო სამსახური ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახური (შემდგომში - „სამსახური“)   წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის საზღვრებში სახანძრო უსაფრთხოების, ხანძრების, ავარიების, სტიქიური უბედურების და სხვა საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციას, ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელებას, ასევე მონაწილეობს საქართველოს ტერიტორიაზე ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოებში და დაგეგმილ სახანძრო-ტაქტიკურ სწავლებებში. მუხლი 3🔗. მოსამსახურეების უფლებები და მოვალეობები 1. სამსახურში  მოსამსახურეები სარგებლობენ საქართველოს კანონმდებლობით, შრომითი ხელშეკრულებით -  განსაკუთრებულ შემთხვევაში, ამ წესით განსაზღვრული  უფლებებით და მოვალეობებით. 2. სამსახურში მოსამსახურეებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას იცავს კანონი. მოსამსახურე ემორჩილება თავის  უშუალო და ზემდგომ უფროსს. 3. უკანონო  ბრძანების  ან  მითითების  შესრულება  მოსამსახურეს  არ ათავისუფლებს  პასუხისმგებლობისაგან. აკრძალულია  სამსახურის კანონიერ  საქმიანობაში  ჩარევა,  გარდა  კანონით  გათვალისწინებული შემთხვევებისა. 4. სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას  მოსამსახურე სარგებლობს დადგენილი ფორმის ტანსაცმლით, რომელიც ეძლევა უფასოდ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ნორმის ფარგლებში. 5. მოსამსახურე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ან სამსახურეობრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის პასუხსაგებს კანონის შესაბამისად. 6. სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოსამსახურეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა ექვემდებარება სავალდებულო დაზღვევას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს საფინანსო  სახსრებიდან. 7. სამსახურის საქმიანობის ორგანიზებას, დაგეგმვას, მუშაობის  წესს, ფორმებს და მეთოდებს, მოსამსახურეთა ფუნქციონალურ მოვალეობებს განსაზღვრავს სამსახურის უფროსი, კანონმდებლობის შესაბამისად. 8. სამსახურის საშტატო რიცხოვნება და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოებო განისაზღვრება საშტატო ნუსხით, რომელიც წარმოდგენილია  დანართი  № 2-ით. მუხლი 4🔗. სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობები სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების შესაბამისად დგინდება შემდეგი თანამდებობები: 1. სამსახურის უფროსი - უფროსი საჯარო თანამდებობა; 2. მთავარი სპეციალისტი - სახანძრო ზედამხედველობის ინსპექტორი; 3. უფროსი სპეციალისტი - მორიგე ცვლის უფროსი; 4. სპეციალისტი - დისპეჩერი, მეხანძრე-მაშველი, მძღოლი, სამეურნეო ნაწილის გამგე, დამლაგებელი; მუხლი 5🔗. მოსამსახურეთა პროფესიული მომზადება 1. სახანძრო-სამაშველო სამსახურის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტების მიზნით ხორციელდება მოსამსახურეთა მომზადება რომელშიც  შედის: ა) უმცროს მეთაურთა  და რიგით შემადგენლიბის მომზადება (მათ შორის ახლად მიღებული მეხანძრე-მაშველების და მძღოლების სპეციალური დაწყებითი მომზადება); ბ) უფროს და საშუალო მეთაურთა სამსახურეობრივ მომზადება.  2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სახანძრო-სამაშველო ძალების სწავლებას, მომზადებას და გადამზადებას. თავი II სამსახურში მოსამსახურეთა მიღება და მათი გადაადგილება მუხლი 6🔗. სახანძრო-სამაშველო სამსახურში მოსამსახურეთა მიღების წესი 1. სახანძრო-სამაშველო სამსახურში სამუშაოდ მიიღებიან 18-დან  35-წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც იციან სახელმწიფო ენა, აქვთ ზოგადი განათლება, ფიზიკური მომზადება და ჯანმრთელობა აძლევთ საშუალებას შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობანი. განსაკუთრებულ შემთხვევაში, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, მეხანძრე-მაშველის თანამდებობაზე შეიძლება მიღებული იქნეს მოქალაქე, რომლის ასაკი აღემატება 35 წელს. 2. საქართველოს კანონმდებლობით, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის  გადავადების მქონე პირთა სახანძრო-სამაშველო სამსახურში მიღების  საკითხი განიხილება მათ მიერ სამხედრო ძალებში გასაწვევი ვადის ამოწურვის შემდეგ. 3. მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ინიშნება პროფესიული და უმაღლესი განათლების მქონე მოქალაქე, რომელსაც სამსახურის მეთაურის თანამდებობაზე მუშაობის სტაჟი შეადგენს არანაკლებ ხუთ წელს. სამსახურის პირადი შემადგენლობით დაკომპლექტება ხორციელდება უშუალოდ ხელმძღვანელის მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 4. სამსახურში  საშუალო მეთაურთა თანამდებობაზე მიიღებიან უმაღლესი და არანაკლებ საშუალო ტექნიკური განათლების მქონე მოქალაქეები, რომელთაც სახანძრო-სამაშველო დანაყოფში საერთო მუშაობის სტაჟი შეადგენს არანაკლებ სამ წელს. მძღოლთა თანამდებობაზე  მიიღებიან   ის მოქალაქეები რომლებსაც   მიღებული აქვთ არანაკლებ ზოგადი განათლება  და  გააჩნიათ “Bბ”; “ც”; “დD” კატეგორიის   მართვის მოწმობა. მუხლი 7🔗. სამსახურში მიღების და გავლის წესი           სახანძრო-სამაშველო სამსახურში არ მიიღება პირი თუ იგი: 1. ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის და მოხსნილი არა აქვს  ნასამართლობა; 2. იმყოფება წინასწარ გამოძიების ქვეშ ან პატიმრობაში; 3. სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედითუნარიანობის მქონედ; 4. სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება; 5. სამედიცინო დასკვნის თანახმად მისი ჯანმრთელობა არ აკმაყოფილებს მოცემული თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს; 6. თუ დაკავებული თანამდებობა უშუალო სამსახურეობრივი ზედამხედველობით უკავშირდება მშობელს, მეუღლეს, დას, ძმას, შვილს ან მეუღლის დას, ძმას, მშობელს; 7. ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით და სხვა ქრონიკული სნეულებით დაავადებული. მუხლი 8🔗. მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილება 1. მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილება ხდება: ა) ზემდგომ თანამდებობაზე, სამსახურეობრივი დაწინაურებით და დასაწინაურებელ მოსამსახურესთან შეთანხმების საფუძველზე; ბ) თანაბარ თანამდებობაზე, მოსამსახურის თანხმობით სხვა ვაკანტურ თანამდებობათა აუცილებელი დაკომპლექტების ან მეთაურთა შემადგენლობის პირადი  თვისებების ცოდნის, მომზადების და გამოცდილების მიზანმიმართული გამოყენებისათვის; გ) დაბალ თანამდებობაზე, შტატების შემცირებისას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სამედიცინო კომისიის დასკვნის შესაბამისად, პირადი თხოვნით, დადებული სასჯელის საფუძველზე; დ) სასწავლებელში ჩარიცხვის ან სასწავლებლის დამთავრების შემდეგ თანამდებობაზე დანიშვნის დროს. 2. თანამდებობრივი გადაადგილება უნდა მოხდეს მოსამსახურის ძირითადი ან მონათესავე სპეციალობის გამოცდილების გათვალისწინებით, პირის სხვა სპეციალობით დანიშვნას როგორც წესი უნდა უძღვოდეს მისი შესაბამისი გადამზადება. თავი III სამსახურეობრივი  დისციპლინა მუხლი 9🔗. სამსახურეობრივი დისციპლინა სამსახურეობრივი დისციპლინა ნიშნავს მოსამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობის, სამსახურის პირობების, აგრეთვე უფლებამოსილი თანამდებობის პირების ბრძანებების, უშუალო და ზემდგომი უფროსის მითითებების, მასზედ დაკისრებული მოვალეობებისა და უფლებამოსილების შესრულებას. მუხლი 10🔗. სამსახურის უფროსის მოვალეობა სამსახურეობრივი დისციპლინის განმტკიცების საქმეში სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია მისი ხელქვეითი მოსამსახურეების სამსახურეობრივი დისციპლინის მდგომარეობაზე, იგი ვალდებულია: 1. შექმნას შრომის, დასვენების და კვალიფიკაციის ამაღლებისათვის საჭირო პირობები; 2. ჩაუნერგოს მოსამსახურეებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების პასუხისმგებლობის გრძნობა; 3. უზრუნველყოს საჯაროობა და ობიექტურობა სამსახურეობრივი საქმიანობის შეფასებაში; 4. პატივისცეს სამსახურს და მოსამსახურის პირად ღირსებას. მუხლი 11🔗. წახალისება 1. სამსახურეობრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებისათვის სამსახურის მოხელეებისათვის გათვალისწინებულია შემდეგი სახის წახალისება: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) ერთდროული ფულადი ჯილდო; გ) ფასიანი საჩუქარი; დ) თანამდებობრივი სარგოს თანრიგის ამაღლება. 2. დასაშვებია ერთდროულად გამოყენებული იქნეს წახალისების რამდენიმე ფორმა. 3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გამოჩენილი ვაჟკაცობისა და გამბედაობისათვის მოსამსახურე შეიძლება წარდგენილი იქნეს სახელმწიფო ჯილდოზე. მუხლი 12🔗. დისციპლინარული სასჯელი 1. თანამდებობის პირს, რომელსაც აქვს მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლება, უფლებამოსილია დისციპლინარული გადაცდომისათვის მოსამსახურის მიმართ გამოიყენოს დისციპლინარული სასჯელის შემდეგი ფორმები: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) უფრო დაბალი  თანრიგის თანამდებობრივი სარგოზე გადაყვანა, არაუმეტეს ერთი წლის ვადით; დ) სამსახურიდან  გათავისუფლება. 2. ერთი დისციპლინარული გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებული იქნეს  დისციპლინარული სასჯელის მხოლოდ ერთი ზომა. მუხლი 13🔗. წახალისების და დისციპლინარული სასჯელის გამოყენების წესი 1. სამსახურის მოსამსახურეები რომლებიც სამსახურეობრივად არ არიან ერთმანეთთან დაქვემდებარებულნი, შეიძლება იყვნენ უფროსები ან უმცროსები. უფროსობა განისაზღვრება თანამდებობების მიხედვით. 2. უფროსი, რომელიც სათანადო განკარგულებით დროებით ასრულებს მოვალეობას, სარგებლობს დროებით დაკავებული თანამდებობის პირის უფლებამოსილებით. 3. წახალისების და დისციპლინარული სასჯელის გამოყენების თაობაზე უშუალო უფროსი აღძრავს შუამდგომლობას მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე. 4. წახალისება და სასჯელი როგორც წესი ცხადდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, გამგებლის მიმართვის საფუძველზე. მადლობა, შენიშვნა, საყვედური შეიძლება  გამოცხადდეს ზეპირადაც. წერილობით გამოცხადებული სასჯელი არ შეიძლება მოეხსნას ზეპირად. 5. დასჯა და წახალისება მოსამსახურეებს ეცნობა პირადად, მწყობრის წინ ან თათბირზე. სასჯელის დადებამდე მოსამსახურეებს უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება. 6. დასჯის და წახალისების ფორმის გამოყენება აღინიშნება პირად საქმეში შეტანით. 7. დისციპლინარული სასჯელი ითვლება მოხსნილად თუ სასჯელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში მას არ დაედო ახალი სასჯელი. სიტყვიერი სასჯელი მოხსნილად ითვლება ერთი თვის ვადის გავლის შემდეგ. ვადაზე ადრე სასჯელის მოხსნა ხდება პირის წახალისების სახით, მისი უშუალო ან ზემდგომი უფროსის მიერ. მუხლი 14🔗. სამსახურის უფროსის უფლება და მოვალეობა სასჯელის დადებისას. 1. თუ მოხელე უფროსის აზრით იმსახურებს წახალისებას ან დასჯას და ეს არ შედის მის კომპეტენციაში, მაშინ იგი ზემდგომი ხელმძღვანელის წინაშე წარადგენს შესაბამის შუამდგომლობას. 2. უფროსი რომელიც გადაამეტებს თავის უფლებას სასჯელის დადებისას, პასუხს აგებს დისციპლინარული წესით. თავი IV სამსახურის გავლის პირობები მუხლი 15🔗. სამუშაო დროის ხანგრძლივობა 1. სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოსამსახურეებისათვის დადგენილია 40 საათიანი სამუშაო კვირა და ზოგიერთი კატეგორიის მოხელისათვის არანორმირებული სამუშაო დრო. 2. ცვლებში მომუშავე მოხელეებისათვის დგინდება ერთიანი ხანგრძლივობის სამუშაო დრო (მუშაობის დაწყებისა და დამთავრების დრო) ცვლების განრიგის მიხედვით. მუხლი 16🔗. მოსამსახურეთა შვებულება მოსამსახურეთა შვებულებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი რეგულირდება საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ მოთხოვნათა შესაბამისად. თავი V სამსახურიდან გათავისუფლება და საპენსიო უზრუნველყოფა მუხლი 17🔗. სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლები მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნა ხორციელდება საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ მოთხოვნათა შესაბამისად. მუხლი 18🔗. სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკი სამსახურის მოსამსახურეთა ზღვრული ასაკი განისაზღვრება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თავი VI მოსამსახურეთა  ფულადი ანაზღაურება, შეღავათები და გარანტიები მუხლი 19🔗. მოსამსახურეთა ფულადი ანაზღაურება 1. სამსახურში მოსამსახურეები იღებენ ხელფასს, რომელიც შეიცავს თანამდებობრივ დადგენილ განაკვეთს, დანამატს სამსახურის რთული, დაძაბული და სპეციალური რეჟიმის პირობებისათვის, ანაზღაურებას ზეგანაკვეთური მუშაობისათვის, ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა კომპენსაციებს. 2. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მოსამსახურეთათვის მიყენებული ზარალი ანაზღაურდება სრული მოცულობით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან. 3. ნებისმიერი ფულადი ანაზღაურება მოსამსახურეთათვის ხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 20🔗. შეღავათები და გარანტიები 1. მოსამსახურის სიკვდილის ან დასახიჩრების შემთხვევაში საკომპენსაციო თანხით ანაზღაურება  ხორციელდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. მოსამსახურე რომელიც სამსახურეობრივ საქმიანიბაში იყენებს პირად სატრანსპორტო საშუალებას, მისი შენახვის და  საწვავი-საპოხი მასალების ხარჯების დადგენა და ანაზღაურება წარმოებს არსებული კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 21🔗. ცვლილებები და დამატებები წინამდებარე წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საკრებულოს დადგენილებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. დანართი № 2 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის საშტატო რიცხოვნების ნუსხა 1. სამსახურის  უფროსი - უფროსი საჯარო თანამდებობა 1 ერთ.     2. მთავარი სპეციალისტი - სახანძრო ზედამხედველობის ინსპექტორი  2 ერთეული   3. უფროსი სპეციალისტი - მორიგე ცვლის უფროსი  3 ერთ.    4. სპეცილლისტი - მეხანძრე-მაშველი  9 ერთ.     5. სპეციალისტი - მძღოლი   7 ერთ.   6. სპეციალისტი - სამეურნეო ნაწილის გამგე 1 ერთ    7. სპეციალისტი – დისპეტჩერი 3 ერთ.    8. სპეციალისტი – დამლაგებელი 1 ერთ.                                                                                       სულ:    27   ერთეული.