,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№24
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.169.016131
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/10/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №24

2013 წლის 25 სექტემბერი

ქ. დედოფლისწყარო

,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:
მუხლი 1

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ)  დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში არსებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება; “.

2.
დებულების მე-2 მუხლი  ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„მუხლი 2. ვებგვერდის ადმინისტრირება

1. ვებგვერდის ადმინისტრირებას ახორციელებს დედოფლისწყაროს    მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი ამ დებულების შესაბამისად.

2. ვებგვერდის ადმინისტრირება მოიცავს:

ა) ვებგვერდის დიზაინის მომზადებას და მასში ცვლილებების შეტანას;

ბ) ვებგვერდის ფუნქციონირების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფას;

გ)პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის დროულ განთავსებას;

დ) ვებგვერდზე  შემოსული წინადადებების,  წერილების სისტემატიზაციას და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემას;

ე) ვებგვერდის ფუნქციონირების პროგრამულ უზრუნველყოფას, მათ შორის, ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის დაცვას არასანქცირებული ჩარევისაგან, ინფორმაციის შეცვლისაგან უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.“

3.
დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ მუხლი 4. ვებგვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნება

1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებები, საწარმოები და ორგანიზაციები საკრებულოს აპარატს აწვდიან ვებგვერდზე განსათავსებელ ინფორმაციას.

2. ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი, ხოლო ვებგვერდზე დროულ, შესაბამის განყოფილებაში  განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე - საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნებისათვის პასუხისმგებელი პირი.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წყაროების გარდა სხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის განთავსება ვებგვერდზე ხორციელდება საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით.“

მუხლი 2🔗

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარელევან ნატროშვილი