„საქართველოს დედაქალაქის − თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1230-Iს
სარეგისტრაციო კოდი
010270000.05.001.017101
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/10/2013

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

„საქართველოს დედაქალაქის − თბილისის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
  მუხლი 1. „საქართველოს დედაქალაქის − თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998, გვ. 42)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

         1. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ძ2“ ქვეპუნქტი:

  „ძ2) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესით;“.

        2. 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „ე) უფლებამოსილია საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიმართოს საქართველოს მთავრობას საკრებულოს საქმიანობის შეჩერების ან დათხოვნის წინადადებით;“.

 

      მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

20 სექტემბერი 2013 წ.

N1230-Iს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს დედაქალაქის − თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 20.09.2013.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს დედაქალაქის − თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს დედაქალაქის − თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 20.09.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1230-Iს. სარეგისტრაციო კოდი — 010270000.05.001.017101.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს დედაქალაქის − თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს დედაქალაქის − თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.09.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს დედაქალაქის − თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1230-Iს, 20.09.2013, სარეგისტრაციო კოდი 010270000.05.001.017101 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.09.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2026778/