საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.09.2013
გამომცემი ორგანო ახმეტის მუნიციპალიტეტი
ნომერი №36
სარეგისტრაციო კოდი 010250010.35.162.016196
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/10/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,285 სიტყვა · ~6 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე დავით იმერლიშვილი საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება  №36 2013 წლის 27 სექტემბერი ქ. ახმეტა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 37-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული:  ა) საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი (დანართი №1);  ბ) საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი (დანართი №2); გ) პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა (დანართი №3). მუხლი 2🔗 1. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. დადგენილებაში მითითებულმა საჯარო დაწესებულებებმა უზრუნველყონ №3 დანართით განსაზღვრული ინფორმაციის გამოქვეყნება შესაბამის ელექტრონულ რესურსზე 2013 წლის 31 დეკემბრამდე. 3. ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულება ვრცელდება ამ დადგენილების №3 დანართით გათვალისწინებულ ინფორმაციაზე, რომელიც შექმნილია 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ.საკრებულოს თავმჯდომარედავით იმერლიშვილი დანართი №1 საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი მუხლი 1🔗 საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი (შემდეგში - წესი) განსაზღვრავს ახმეტის მუნიციპალიტეტის (შემდეგში - მუნიციპალიტეტი) თვითმმართველობის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებში, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებულ (ასეთი დაფინანსების ფარგლებში)  კერძო სამართლის იურიდიულ პირებში არსებული საზოგადოებრივი ინტერესების სფეროს განკუთვნილი საჯარო ინფორმაციის მუნიციპალიტეტის ელექტრონულ რესურსზე (ვებგვერდზე) განთავსების სამართლებრივ საფუძვლებს. მუხლი 2🔗 ამ წესის მოქმედება ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საჯარო ინფორმაციაზე. მუხლი 3🔗 1. საჯარო დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს ამ დადგენილების დანართით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება ვებგვერდზე www.myakhmeta.ge.  2. ამ დადგენილების №3 დანართში მოცემულ ინფორმაციასთან ერთად საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია, საკუთარი საქმიანობისა და კომპეტენციის ფარგლებში დამატებით პროაქტიულად გამოაქვეყნოს საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი სხვა საჯარო ინფორმაცია.   3. პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია ღიაა და თანაბრად ხელმისაწვდომი ნებისმიერი პირისათვის. დაუშვებელია პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის მიღებაზე საფასურის ან სხვა რაიმე შეზღუდვების დადგენა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.  4. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება საჯარო დაწესებულებას არ ათავისუფლებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით იმავე ან სხვა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებისგან.  მუხლი 4🔗 1. მუნიციპალიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარ ელექტრონულ რესურსზე საჯარო ინფორმაციის გვერდის არსებობა. ამ დადგენილების №3 დანართით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა განთავსდეს საჯარო ინფორმაციის გვერდზე.   2. საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს ელექტრონულად გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტე, ნამდვილობა და პერიოდული განახლება. პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაციის განახლებისას უნდა მიეთითოს განახლების თარიღი.  3. საჯარო ინფორმაცია ელექტრონულ რესურსზე უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს განთავსებული ინფორმაციის ჩამოტვირთვა, ბეჭდვა და კოპირება ინფორმაციის დაკარგვის ან/და დაზიანების გარეშე. მუხლი 5🔗 1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, ელექტრონული რესურსის საშუალებით.  2. საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის შესაძლებლობა, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის რეგისტრაცია და ინფორმაციის ელექტრონული მოთხოვნის რეგისტრაციის ავტომატური დადასტურების სისტემის არსებობა.   3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადის ათვლა დაიწყება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის რეგისტრაციის დადასტურებიდან, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის სარეგისტრაციო ნომრის მითითებით, მომდევნო სამუშაო დღეს.   4. საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად გაცემაზე ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და ამ დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული  მოთხოვნები. მუხლი 6🔗 საჯარო დაწესებულება ვალდებულია განსაზღვროს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე, მათ შორის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემასა და პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი (პირები). შენიშვნა: ამ დადგენილების მიზნებისათვის ,,საჯარო დაწესებულება” გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მნიშვნელობით. დანართი №2 საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი მუხლი 1🔗 საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი განსაზღვრავს ახმეტის მუნიციპალიტეტის (შემდეგში - მუნიციპალიტეტი) თვითმმართველობის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებში, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებულ (ასეთი დაფინანსების ფარგლებში) კერძო სამართლის იურიდიულ პირებში არსებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესსა და პირობებს. მუხლი 2🔗 1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, ელექტრონული რესურსის საშუალებით.  2. საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის შესაძლებლობა, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის რეგისტრაცია და ინფორმაციის ელექტრონული მოთხოვნის რეგისტრაციის ავტომატური დადასტურების სისტემის არსებობა.   3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადის ათვლა დაიწყება საჯარო დაწესებულების მიერ ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის რეგისტრაციის დადასტურებიდან, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის სარეგისტრაციო ნომრის მითითებით, მომდევნო სამუშაო დღეს.   4. მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაინტერესებული პირის მიერ მითითებულ ელექტრონულ საფოსტო მისამართზე გაგზავნის საშუალებით.   5. საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად გაცემაზე ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული  მოთხოვნები. მუხლი 3🔗 იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილი ინფორმაციის ელექტრონულად გაგზავნა შეუძლებელია მისი მოცულობიდან გამომდინარე, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი, დაინტერესებული პირის თანხმობის შემთხვევაში, უზრუნველყოფს ინფორმაციის კომპაქტურ დისკზე ჩაწერასა და გაცემას „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. დანართი №3  პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე პროაქტიულად გამოსაქვეყნებელ საჯარო ინფორმაციას მიეკუთვნება:  ა) საკრებულოს წევრთა სია: სახელი, გვარი (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);  ბ) ინფორმაცია საკრებულოს და გამგეობის თანამდებობის პირების შესახებ: სახელი, გვარი, ბიოგრაფიული მონაცემები, ფოტოსურათი (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);  გ) საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების შემადგენლობა (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);  დ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი (დაფუძნებული) კერძო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელთა შესახებ: სახელი, გვარი (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);  ე) საკრებულოს და გამგეობის სტრუქტურა და ფუნქციების აღწერა (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);  ვ) მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი (დაფუძნებული) კერძო სამართლის იურიდიული პირების წესდებები, მათი სტრუქტურა და ფუნქციები (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);  ზ) ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი) (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);   თ) ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);  ი) ინფორმაცია საკრებულოს აპარატის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელთა შესახებ: სახელი, გვარი, ბიოგრაფიული მონაცემები (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);   კ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის, კერძო სამართლის იურიდიული პირების მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსის ნომერი, ტელეფონის ნომერი (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);   ლ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის, მათ შორის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემასა და პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირის (პირების) სახელი, გვარი, თანამდებობა, სამსახურის ელექტრონული ფოსტა, სამსახურის ტელეფონის ნომერი (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);   მ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად შემოსული განცხადებებისა და გაცემული ინფორმაციების შესახებ ზოგადი სტატისტიკა - ქვეყნდება კვარტალურად;   ნ) ინფორმაცია გამოცხადებული კონკურსის წესით შესავსები ვაკანტური თანამდებობების შესახებ (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);   ო) ნორმატიული აქტები, რომლებიც განსაზღვრავს ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესებს (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);   პ) საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტები:   პ.ა) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტი - ქვეყნდება არა უგვიანეს მიმდინარე წლის 20 ნოემბრისა, ხოლო განხილვის შემდგომი ეტაპების თაობაზე - საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული ვადების შესაბამისად;    პ.ბ) ბიუჯეტის შესრულების კვარტალური მიმოხილვა ნაზარდი ჯამით - ქვეყნდება კვარტლის დასრულებიდან 1 თვის ვადაში;    პ.გ) ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში - ქვეყნდება არა უგვიანეს მომდევნო წლის 15 მარტამდე;   პ.დ) საკრებულოს გადაწყვეტილება ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების ან დაუმტკიცებლობის შესახებ.   ჟ) ადგილობრივი შესყიდვების წლიური გეგმა - ქვეყნდება ყოველწლიურად (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);   რ) ინფორმაცია წლიური გეგმის ფარგლებში განხორციელებული ადგილობრივი შესყიდვების შესახებ - მიმწოდებლის, შესყიდვის ობიექტის, შესყიდვის საშუალებისა და ხელშეკრულების ღირებულების მითითებით - ქვეყნდება კვარტალურად;   ს) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ქონების გასხვისებისა და სარგებლობაში გადაცემის შესახებ - ქვეყნდება კვარტალურად;   ტ) ინფორმაცია საჯარო მოსამსახურეებზე გაცემული სარგოს, დანამატებისა და პრემიების კვარტალური ოდენობების შესახებ (ჯამურად) - ქვეყნდება კვარტალურად;   უ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა ოფიციალური და სამუშაო ვიზიტებისათვის გაწეული სამივლინებო ხარჯების შესახებ (ჯამურად) (ცალ-ცალკე ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ განხორციელებული მივლინებებისათვის) - ქვეყნდება კვარტალურად;   ფ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ, მოდელის მითითებით - ქვეყნდება ყოველწლიურად;   ქ) ინფორმაცია ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურებისა და  საწვავის მოხმარებისათვის გაწეული ხარჯების შესახებ (ჯამურად) - ქვეყნდება ყოველწლიურად;   ღ) ინფორმაცია განხორციელებულ სატელეფონო საუბრებზე (საერთაშორისო და ადგილობრივი ზარები) გაწეული სატელეკომუნიკაციო ხარჯების შესახებ (ჯამურად) - ქვეყნდება ყოველწლიურად;  ყ) დამოუკიდებელი აუდიტორის ანგარიში და დასკვნა მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შემოწმების შესახებ - ქვეყნდება დადგენილი წესით წარდგენიდან არა უგვიანეს 1 თვის ვადაში;   შ) ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების  საჯარო ანგარიშები - ქვეყნდება დადგენილი წესით წარდგენიდან არა უგვიანეს 10 დღის ვადაში;  ჩ) საკრებულოს სხდომაზე განსახილველად წარდგენილი პროექტები - ქვეყნდება საკრებულოს აპარატში რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში;   ც) საკრებულოს ნორმატიული აქტები - ქვეყნდება ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს 10 დღის ვადაში.  ძ) ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, რომლებიც, მათი გამომცემი ორგანოს (თანამდებობის პირის) შეფასებით,  საზოგადოებრივი ინტერესის შემცველია - ქვეყნდება ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს 5 დღის ვადაში.  შენიშვნა:  1. ნუსხის მიზნებისათვის ,,თანამდებობის პირი” გულისხმობს „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრულ პირებს.  2. კვარტალურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება კვარტლის დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში, ყოველწლიურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია - წლის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში, ხოლო თუ დადგენილებით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის განახლება დაკავშირებულია შესაბამის სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანასთან, ინფორმაცია უნდა განახლდეს ცვლილების ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს 10 დღეში.